By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
გამოგვყევით

ეუკარბონი #10ტ

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ოქტომბერი 4, 2026 11:11 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
3 წუთიანი წაკითხვა
ეუკარბონი — საჭმლის მომნელებელი სისტემა და მეტაბოლიზმი
ფონის ფოტო: The New York Public Library / Unsplash (Unsplash License)
გაზიარება

მოკლედ პრეპარატის შესახებ

ფარმაკოლოგიური ჯგუფი
საჭმლის მომნელებელი სისტემა და მეტაბოლიზმი
გამოშვების ფორმა
ა
გაცემის წესი
ურეცეპტოდ

ფორმა: ა:

შემადგენლობა:


მოქმედი ნივთიერებები:
1 ტაბლეტი შეიცავს: სენის ფოთოლი – 105.0 მგ, რევანდის ფესვის ექსტრაქტი – 25.0 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
პიტნის ეთერზეთი, კამის ეთერზეთი, კაოლინი, აკაცია.
 
გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები.
 
ფარმაკოლოგიური თავისებურებები:
ენტეროსორბენტი.
ეუკარბონი შეიცავს მხოლოდ ნატურალურ და მინერალურ ინგრედიენტებს. მისი მსუბუქი საფაღარათო და გაზგამყვანი ეფექტი განპირობებულია სენის ფოთლებისა და რევანდის ექსტრაქტის საფაღარათო მოქმედებითა და მცენარეული ნახშირის უნარით – შებოჭოს სხვადასხვა წარმოსობის ტოქსინები.
ეუკარბონს გააჩნია მსუბუქი სადეზინფექციო მოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. საფაღარათო ეფექტის მისარებად ანტრაქინონის გლიკოზიდებიდან, რომლებსაც შეიცავენ სენის ფოთლები და რევანდის ექსტრაქტი, საჭიროა მათი ისეთი რაოდენობით მიღება, რომ A და B სენოზიდების რაოდენობამ 15-30 მგ შეადგინოს.
ვინაიდან სენოზიდების შემცველობა ეუკარბონის ტაბლეტში საკმაოდ დაბალია, ყაბზობის სხვადასხვა ფორმის სამკურნალოდ საჭიროა დოზის ინდივიდუალური შერჩევა.
საფაღარათო ეფექტი ვითარდება პრეპარატის მიღებიდან 8 – 10 საათის შემდეგ.
 
ჩვენება:
სხვადასხვა გენეზის ყაბზობა, მეტეორიზმი.
 
უკუჩვენება:
პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ნაწლავის გაუვალობა, ნაწლავის ლორწოვანი გარსის მწვავე ანთება ან ქრონიკული ანთების გამწვავება, უცნობი ეტიოლოგიის ტკივილი მუცლის არეში. წყალ-მარილოვანი წონასწორობის ძლიერი დარღვევა.
ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაწლავის ანთება.
უკუნაჩვენებია 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
 
ჰიპერდოზირება:
დიარეა მიუთითებს დოზის გადაჭარბებაზე; ასეთ შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის დოზის შემცირება ან მისი მიღების შეწყვეტა.
 
მიღების თავისებურებანი:
სხვადასხვა პაციენტს პრეპარატზე სხვადასხვაგვარი რეაქცია შეიძლება ჰქონდეს. დოზა ინდივიდუალურად უნდა იქნას შერჩეული. ორსულებში პრეპარატი სიფრტხილით ინიშნება.
ავტომობილისა და სხვადასხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა: პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე, არ მოქმედებს ორგანიზმის ფსიქოფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე და არ იწვევს ძილიანობას.
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
 
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:
ეუკარბონმა შესაძლოა გააძლიეროს საგულე გლიკოზიდების ეფექტი. სხვა პრეპარატებით მკურნალობის შემთხვევაში აუცილებლად აცნობეთ ექიმს. თუ მკურნალობთ დამოუკიდებლად, მიმართეთ ექიმს მკურნალობის მიზანშეწონილობის თაობაზე.
 
დოზირება და მიღების თავისებურებანი:
ტაბლეტები მიიღება დიდი რაოდენობის სითხესთან ერთად კვების დროს ან მის შემდეგ:
12 წლის ზემოთ: 1-2 ტაბლეტი 1-3-ჯერ დღეში, მაქსიმალური საფაღარათო ეფექტის მისაღებად. უფრო ძლიერი ეფექტისათვის დასაშვებია საღამოს დოზის გაზრდა 3-4 ტაბლეტამდე.
2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები (ინიშნება პედიატრის მიერ): 1/2 – ერთი ტაბლეტი საკვებთან ერთად ან მის შემდეგ 1-3-ჯერ დღეში.
ნაწლავების ინტენსიური დაცლისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სწრაფი გასუფთავების მიზნით (მაგ.: რენდგენოლოგიური გამოკვლევის, განსაკუთრებით პიელოგრაფიის წინ) 6-8 ტაბლეტი მიიღება საღამოს დიდი რაოდენობის წყალთან ერთად.
მკურნალობის ხანგრძლოვობა არ აღემატება 2 კვირას.
 
გვერდითი მოვლენები:
ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა მუცლის ტკივილი, დიარეა – იშვიათია. ხანდახან ტუტე რექციის გამო შესაძლებელია შარდის წითლად შეფერვა, რასაც კლინიკური მნიშვნელობა არ გააჩნია.
 
ვარგისიანობის ვადა:
5 წელი.
პრეპარატის მიღებამდე შეამოწმეთ ვარგისიანობის ვადა, რომელიც მითითებულია ეტიკეტსა და კოლოფზე. დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.
 
შენახვის პირობები:
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუდგომელ ადგილას.
 
გამოშვების ფორმა:
10 ტაბლეტი ბლისტერზე, 1, 3, 5, 10 და 100 ბლისტერი კოლოფში.
 
გაცემის პირობები:
ურეცეპტო.
 
მწარმოებელი:
ფ. ტრენკა
მისამართი:
გოლდეგასსე, A – 1040 ვენა, ავსტრია.

ჩვენებები: დაკავშირებული დაავადებები

მეტეორიზმიმეტეორიზმიდაავადებაყაბზობაყაბზობადაავადება
ინფორმაცია ეფუძნება პრეპარატის ინსტრუქციას და არ ანაცვლებს ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.
წამლების ცნობარიდაავადებების ცნობარისიმპტომების ცნობარი
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

სეპტოგალი — ანტიინფექციური საშუალებები

სეპტოგალი #20ტ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ესლოტინი (დეზლორატადინი, Desloratadine სამკურნალო ფორმა: შემოგარსული ტაბლეტები აღწერილობა: მრგვალი თეთრი ფერის ტაბლეტები ცალ მხარეს გრავირებით "DLთ 5" და გამყოფი ნაჭდევით.) — სასუნთქი სისტემა

ესლოტინი 5მგ #10ტ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
პრესტარიუმ კომბ.არგ5/1.25 — გულ-სისხლძარღვთა სისტემა

პრესტარიუმ კომბ.არგ5/1.25#30ტ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ანტიფლუ — სხვა პრეპარატები

ანტიფლუ (ხსნადი ფხვნილი)

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?