By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
გამოგვყევით

ერითრომიცინი (ERYTHROMYCIN)

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ოქტომბერი 6, 2026 11:52 am
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
4 წუთიანი წაკითხვა
ერითრომიცინი (ERYTHROMYCIN) — ანტიინფექციური საშუალებები
ფონის ფოტო: National Cancer Institute / Unsplash (Unsplash License)
გაზიარება

მოკლედ პრეპარატის შესახებ

ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტიინფექციური საშუალებები (ATC J01)
კლინიკური ჯგუფი
სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალება, ანტიბიოტიკი, მაკროლიდები
აქტიური ნივთიერება
ERYTHROMYCIN
გამოშვების ფორმა
ა: სავაჭრო სახელწოდება: ერითრომიცინი
გაცემის წესი
რეცეპტით

ფარმ. ჯგუფი: : სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალება, ანტიბიოტიკი, მაკროლიდები

ფორმა: ა:

სავაჭრო სახელწოდება: ერითრომიცინი
 
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ERYTHROMYCIN
 
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალება, ანტიბიოტიკი, მაკროლიდები
 
მწარმოებელი: პოლფა ტარხომინი (Tarchomin pharmaceutical works “POLFA”S.A.)
 
მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
 
გამოშვების ფორმა: 200მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №16
 
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
 
ინსტრუქცია
 
ათქ კლასიფიკაციის კოდი: J01FA01
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 16 ც.
1 ტაბ. შეიცავს:
ერითრომიცინი – 200 მგ
 
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიბიოტიკი მაკროლიდების ჯგუფიდან.
 
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ერითრომიცინი არღვევს ბაქტერიული უჯრედის რიბოსომების დონეზე ცილების სინთეზს. პრეპარატის მიმართ მგრძნობიარეა გრამდადებითი პენიცილინაზას მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი Staphylococcus spp., Streptococcus spp., მათ შორის S. Pneumoniae, Clostridium spp., Bacillus anthracis, Corynebacterium diphtheriae და ზოგიერთი გრამუარყოფითი (Neisseria gonorrhoeae, Haemophillus influenzae, Bordetella pertussis, Brucella spp., Legionella spp., Mycoplasma spp., Chlamidia spp., Spirochaetaceae, Rickettsia spp.) ბაქტერიები. ერითრომიცინის მიმართ რეზისტენტულია გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები, მათ შორის: Esherichia coli, Pseudomonas aeruginosa, აგრეთვე Shigella spp., Salmonella spp.
 
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. იგი აქტიურად აღწევს ქსოვილებში, ორგანიზმის სითხეებსა და ღრუებში, არ გაივლის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში და ექსკრეტირდება ნაღველთან ერთად. პრეპარატის 5%-ზე ნაკლები შეუცვლელი სახით გამოიყოფა შარდთან ერთად. ერითრომიცინს კუმულაციური თვისებები არ ახასიათებს.
 
ჩვენებები:
პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები. მათ შორის: დიფტერია, ყივანახველა, ბრუცელოზი, ლეგიონელოზი, ანგინა, ტრაქომა, ქუნთრუშა, პნევმონია, ბრონქოექტაზური დაავადება გამწვავების სტადიაში, სეპტიური მდგომარეობა, წითელი ქარი, მასტიტი, ოსტეომიელიტი, ქოლეცისტიტი, ჩირქოვანი ოტიტი და სხვა ჩირქოვან-ანთებითი პროცესები.
პრეპარატი ენიშნებათ ტეტრაციკლინის, ლევომიცეტინის, სტრეპტომიცინის მიმართ მიკროორგანიზმების მდგრადობის შემთხვევაში, აგრეთვე ათაშანგის სამკურნალოდ გამოყენებული პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკებისადმი ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობის დროს.
 
დოზირების რეჟიმი:
ერითრომიცინი ენიშნებათ პერორალურად მისაღებად.
მოზრდილებში ერთჯერადი დოზა შეადგენს 0.25 გ-ს, მძიმე დაავადებების დროს – 0.5 გ-ს ყოველ 4-6 სთ-ში 1-1.5 სთ-ით ადრე ჭამამდე ან ჭამიდან 2-3 სთ-ის შემდეგ. მოზრდილებში მაქსიმალური ერთჯერადი დოზაა 0.5 გ, ხოლო სადღეღამისო -4 გ.
ბავშვებს ენიშნებათ 30-50 მგ/კგ წონაზე დაავადების მიმდინარეობისა და პაციენტის ასაკის მიხედვით ყოველ 6 სთ-ში (4-ჯერ დღეღამეში), 8 სთ-ში (3-ჯერ დღეღამეში) და 12 სთ-ში (2-ჯერ დღეღამეში) ერთხელ.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ფორმასა და სიმძიმეზე და შეადგენს 5-14 დღეს.
 
გვერდითი მოვლენები:
გულისრევა, ღებინება, დიარეა, ქოლესტაზური სიყვითლე. ერთეულ შემთხვევებში ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ურტიკარია, ანაფილაქსიური შოკი).
პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, პირის ღრუს კანდიდოზი.


უკუჩვენებები:
– მომატებული მგრძნობელობა მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ.
– ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;
– ანამნეზში – სიყვითლე.
 
ორსულობა და ლაქტაცია:
ერითრომიცინი გაივლის პლაცენტურ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, ამიტომ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციურ რისკს.
 
განსაკუთრებული მითითებები:
ერითრომიცინით მკურნალობის დროს საჭიროა გათვალისწინებულ იქნას მიკროორგანიზმების მდგრადობა მის მიმართ, რაც თავისთავად ხასიათდება ჯვარედინი რეზისტენტობით სხვა ანტიბიოტიკების – მაკროლიდების მიმართ.
პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ ავადმყოფებს ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნქციის მოშლით.
ერითრომიცინის მიღება რძესთან ან რძის პროდუქტებთან ერთად ნებადართული არ არის.
 
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
პრეპარატები, რომლებიც ზრდიან კუჭის წვენის მჟავიანობას და მჟავე საკვები პროდუქტები იწვევენ ერითრომიცინის ინაქტივირებას.
ერითრომიცინი სისხლის პლაზმაში ზრდის თეოფილინის, კოფეინის, ლინკომიცინის, აცეტილცისტეინის, კარბამაზეპინის კონცენტრაციას და აძლიერებს მათ ტოქსიკურ მოქმედებას (გულისრევა, ღებინება და სხვა), რის გამოც ამ პრეპარატებთან მისი კომბინაცია არ არის მიზანშეწონილი.
ერითრომიცინის კომბინაციით სულფანილამიდებთან, ტეტრაციკლინებთან, სტრეპტომიცინთან ძლიერდება მისი მოქმედების ეფექტი. ერითრომიცინის დანიშვნა შესაძლებელია პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ ალერგიული რეაქციების დროს.
ერითრომიცინი ზრდის სისხლის პლაზმაში ციკლოსპორინის კონცენტრაციას, რაც ზრდის ნეფროტოქსიკურობის განვითარების რისკს.
 
შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ბავშვებისა და სინათლისაგან დაცულ ადგილას.
 
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ჩვენებები: დაკავშირებული დაავადებები

დიფტერიადიფტერიადაავადებარესპირაციულ-სინციტიური ვირუსული (RSV) ინფექციარესპირაციულ-სინციტიური ვირუსული (RSV) ინფექციადაავადებაანგინა (ტონზილიტი)ანგინა (ტონზილიტი)დაავადებანაღვლკენჭოვანი დაავადებანაღვლკენჭოვანი დაავადებადაავადებაყურის დაავადებებიყურის დაავადებებიდაავადებაყივანახველაყივანახველადაავადებაწითელაწითელადაავადებაწითელი ქარი (ერიზიპელა)წითელი ქარი (ერიზიპელა)დაავადებამასტიტიმასტიტიდაავადებაოსტეომიელიტიოსტეომიელიტიდაავადებაოტიტიოტიტიდაავადებაჩირქოვანი ოტიტიჩირქოვანი ოტიტიდაავადებაპნევმონია (ფილტვების ანთება)პნევმონია (ფილტვების ანთება)დაავადებაქუნთრუშაქუნთრუშადაავადებაქოლეცისტიტიქოლეცისტიტიდაავადებატრაქომატრაქომადაავადება

ჩვენებები: დაკავშირებული სიმპტომები

ყელის ტკივილიყელის ტკივილისიმპტომიყურის ტკივილიყურის ტკივილისიმპტომი

იგივე აქტიური ნივთიერების პრეპარატები

ერითრომიცინისხვა პრეპარატები · erythromycin
ინფორმაცია ეფუძნება პრეპარატის ინსტრუქციას და არ ანაცვლებს ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.
წამლების ცნობარიდაავადებების ცნობარისიმპტომების ცნობარი
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

პირეტიკოლი (პარაცეტამოლი, Paracetamol წამლის ფორმა: შიგნით მისაღები სუსპენზია. აღწერილობა: პირეტიკოლი 120 მგ/5 მლ: ვარდისფერი ერთგვაროვანი სუსპენზია. პირეტიკოლი 250 მგ/5 მლ: ნარინჯისფერი ერთგვაროვანი სუსპენზია.) — ნერვული სისტემა

პირეტიკოლი (სუსპ. 120 მგ/5 მლ)

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
მაკროპენი (მიდეკამიცინი, მიოკამიცინი მედიკამენტის ფორმა შემოგარსული ტაბლეტები, პერორალურად მისაღები სუსპენზიის დასამზადებელი გრანულები) — ანტიინფექციური საშუალებები

მაკროპენი 400მგ #16ტ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
როქსიტასი-ავერსი სუსპენ — ანტიინფექციური საშუალებები

როქსიტასი-ავერსი სუსპენ #1 ფლ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
მერონემი — ანტიინფექციური საშუალებები

მერონემი 1გ ს/ფხვ ფლ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?