By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
გამოგვყევით

ემოპროქსი

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ოქტომბერი 6, 2026 11:51 am
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
4 წუთიანი წაკითხვა
ემოპროქსი (10 მგ მეთილეთილპირიდინოლის ჰიდროქლორიდი. დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ჰიდროფოსფატ დოდეკაჰიდრატი, კალიუმის დიჰიდროფოსფატი, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის უწყლო სულფიტი, გასუფთავებული წყალი.) — გულ-სისხლძარღვთა სისტემა
ფონის ფოტო: Robina Weermeijer / Unsplash (Unsplash License)
გაზიარება

მოკლედ პრეპარატის შესახებ

ფარმაკოლოგიური ჯგუფი
გულ-სისხლძარღვთა სისტემა
კლინიკური ჯგუფი
თვალის დაავადებების სამკურნალო საშუალებები. ანტიაგრეგანტები, ანტიჰიპოქსანტები და ანტიოქსიდანტები. ანგიოპროტექტორები, მიკროცირკულაციის კორექტორები.
აქტიური ნივთიერება
10 მგ მეთილეთილპირიდინოლის ჰიდროქლორიდი. დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ჰიდროფოსფატ დოდეკაჰიდრატი, კალიუმის დიჰიდროფოსფატი, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის უწ
გამოშვების ფორმა
ემოპროქსი თვალის წვეთები გამოდის 5 მლ პოლიეთილენის ფლაკონში საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი თავსახურით, რომელიც აღჭურვილია დამცავი რგოლით. ფლაკონი ფურცელ-ჩანართ
გაცემის წესი
რეცეპტით
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
Methylethylpiridinol
 
ქიმიური დასახელება:
მეთილეთილპირიდინოლის ჰიდროქლორიდი: 6-მეთილ-2-ეთილ-3-ოქსიპირიდინ ჰიდროქლორიდი.
 
წამლის ფორმა:
თვალის წვეთები
 
აღწერილობა: გამჭვირვალე ან მცირედ ოპალესცირებული სითხე, უფერო ან მომწვანო-მოყვითალო ფერის.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:


აქტიური ნივთიერება: 10 მგ მეთილეთილპირიდინოლის ჰიდროქლორიდი.
დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ჰიდროფოსფატ დოდეკაჰიდრატი, კალიუმის დიჰიდროფოსფატი, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის უწყლო სულფიტი, გასუფთავებული წყალი.
 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
თვალის დაავადებების სამკურნალო საშუალებები. ანტიაგრეგანტები, ანტიჰიპოქსანტები და ანტიოქსიდანტები. ანგიოპროტექტორები, მიკროცირკულაციის კორექტორები.


ფარმაკოლოგიური თვისებები:
ანგიოპროტექტორი ამცირებს კაპილარების გამტარობას და ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, წარმოადგენს ანტიოქსიდანტს, ანტიჰიპოქსანტს და ანტიაგრეგანტს.
ეფექტურად აინჰიბირებს თავისუფალ რადიკალებს, გააჩნია მემბრანომასტაბილიზირებელი მოქმედება, აფერხებს უჯრედული მემბრანების ლიპიდების ზეჟანგურ დაჟანგვას. ზრდის ქსოვილების მდგრადობას ჟანგბადის უკმარისობის დროს, აფერხებს თრომბოციტების აგრეგაციას. გააჩნია რეტინო-პროტექტორული თვისებები, იცავს ბადურას და თვალის სხვა ქსოვილებს სინათლის მაღალი ინტენსივობის დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან. ხელს უწყობს თვალშიდა ჩაქცევების გაწოვას, ამცირებს სისხლის შედედებას, აუმჯობესებს თვალის მიკროცირკულაციას. ასტიმულირებს რეპარაციულ პროცესებს რქოვანაში (მათ შორის ადრეული ოპერაციის და ჭრილობის შემდგომ პერიოდში).
 
ფარმაკოკინეტიკა:
ემოპროქსი თვალის წვეთების გამოყენებისას აქტიური ნივთიერება ბიოლოგიურად აქტიურ კონცენტრაციებში არ ხვდება სისტემურ სისხლის ნაკადში. თერაპიული კონცენტრაცია თვალის ქსოვილებში მიიღწევა ერთჯერადი ჩაწვეთებისას. თვალის ქსოვილებში ემოპროქსის კონცენტრაცია უფრო მაღალია, ვიდრე სისხლში.
 
გამოყენების ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება მოზრდილებში შემდეგი დაავადებების და მდგომარეობების დროს:
* სისხლჩაქცევა თვალის წინა საკანში (მკურნალობა);
* სისხლჩაქცევა სკლერაში ხანდაზმული ასაკის პირებში (მკურნალობა და პროფილაქტიკა);
* რქოვანას ანთება და დამწვრობა (მკურნალობა და პროფილაქტიკა);
* მიოპიის გართულებები (მკურნალობა);
რქოვანას დაცვა (კონტაქტური ლინზების გამოყენების შემთხვევაში);
* ბადურას დაცვა მაღალი ინტენსივობის სინათლის ზემოქმედების შემთხვევაში (ლაზერული და მზის დამწვრობები, ლაზეროკოაგულაცია).
 
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა მეთილეთილპირიდინოლის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ; ორსულობა.
 
გვერდითი მოქმედება:
წვის შეგრძნება, ქავილი, კონიუნქტივის ხანმოკლე ჰიპერემია, იშვიათად – ადგილობრივი ალერგიული რეაქციები.
 
გამოყენების წესი და დოზირება:
მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.
პრეპარატის ინსტილაცია ხდება კონიუნქტივალურ პარკში 1-2 წვეთი 2-3 ჯერ დღე-ღამეში.
მკურნალობის კურსი შეადგენს 3-30 დღეს. აუცილებლობის და კარგი ამტანიანობის შემთხვევაში მკურნალობის კურსი შეიძლება გახანგრძლივდეს 6 თვემდე.
მკურნალობის კურსის გამეორება შეიძლება 2-3 ჯერ წელიწადში.
თავი უნდა ავარიდოთ საწვეთურის წვერის შეხებას რაიმე ზედაპირთან, რათა ავიცილოთ ფლაკონის შიგთავსის მიკრობული დაინფიცირება.
 
ჭარბი დოზირება:
არ არის დადგენილი.


ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
პრეპარატი ემოპროქსი ფარმაცევტულად შეუთავსებელია სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
 
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
ემოპროქსის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში. პრეპარატის სიფრთხილით გამოყენება შესაძლებელია ლაქტაციის პერიოდში (ძუძუთი კვებისას). ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა იქნას გადაწყვეტილი საკითხი ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ.
გავლენა ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
არ არსებობს ცნობები პრეპარატის გავლენის შესახებ ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.


განსაკუთრებული მითითებები:
სხვა ოფთალმოლოგიურ სამკურნალო პრეპარატებთან ერთობლივად გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, პრეპარატ ემოპროქსს იყენებენ, წინა სამკურნალო საშუალებების სრული შეწოვის შემდეგ (არანაკლებ 10-15 წუთის შემდეგ).


გამოშვების ფორმა:
ემოპროქსი თვალის წვეთები გამოდის 5 მლ პოლიეთილენის ფლაკონში საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი თავსახურით, რომელიც აღჭურვილია დამცავი რგოლით. ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.


შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
 
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი წარმოების თარიღიდან. ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 10 დღის განმავლობაში.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.


აფთიაქიდან გაცემის პირობები:
გაიცემა რეცეპტით (II ჯგუფი).
 

ჩვენებები: დაკავშირებული დაავადებები

დამწვრობადამწვრობადაავადებაახლომხედველობა (მიოპია)ახლომხედველობა (მიოპია)დაავადება
ინფორმაცია ეფუძნება პრეპარატის ინსტრუქციას და არ ანაცვლებს ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.
წამლების ცნობარიდაავადებების ცნობარისიმპტომების ცნობარი
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

დექსამეტაზ (DEXSAMETHASONE: 9-ფლუორო -11 B, 17-დიჰიდროქსი-16ა-მეთილ-3.20-დიოქსპრეგნა-1.4-დიენ-21-ილ დინატრიუმის ფოსფატი; ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე , უფერო სითხე, სუნის გარეშე) — გრძნობის ორგანოები (თვალი, ყური)

დექსამეტაზ(ვიზიდექსი)0.1% 10მლ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ტაუფონი (Taufonum; 2-ამინოეთანსულფონმჟავა; ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო სითხე;) — გრძნობის ორგანოები (თვალი, ყური)

ტაუფონი 4% 5მლ #3ფლ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ტროპიკამიდი — გრძნობის ორგანოები (თვალი, ყური)

ტროპიკამიდი (TROPICAMID)

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
კატაქსოლი (აზაპენტაცენი, Azapentacene წამლის ფორმა: თვალის წვეთები. აღწერილობა: სტერილური გამჭვირვალე მკვეთრი-წითელი ფერის ხსნარი.) — გრძნობის ორგანოები (თვალი, ყური)

კატაქსოლი 0.015% 15მლ თვ/წვეთ.

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?