By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
გამოგვყევით

ელოფენალი

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ოქტომბერი 6, 2026 12:00 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
4 წუთიანი წაკითხვა
ელოფენალი (FENSPIRIDE HYDROCHLORIDUM) — სასუნთქი სისტემა
ფონის ფოტო: Robina Weermeijer / Unsplash (Unsplash License)
გაზიარება

მოკლედ პრეპარატის შესახებ

ფარმაკოლოგიური ჯგუფი
სასუნთქი სისტემა
კლინიკური ჯგუფი
სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო საშუალება
აქტიური ნივთიერება
FENSPIRIDE HYDROCHLORIDUM
გამოშვების ფორმა
ა: სიროფი: სავაჭრო სახელწოდება: ელოფენალი
გაცემის წესი
ურეცეპტოდ

ფარმ. ჯგუფი: სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო საშუალება

ფორმა: ა: სიროფი:

სავაჭრო სახელწოდება: ელოფენალი
 
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): FENSPIRIDE HYDROCHLORIDUM
 
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო საშუალება
 
მწარმოებელი: პოლფარმექსი (POLFARMEX S.A.)
 
მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
 
გამოშვების ფორმა: სიროფი: ფლაკონში 150 მლ.
 
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
 
ინსტრუქცია
 
ათქ კლასიფიკაციის კოდი
R03DX03
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
სიროფი: ფლაკონში 150 მლ.
1 მლ
ფენსპირიდის ჰიდროქლორიდი. . . . . . . . . . . . 2 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, კალიუმის სორბატი, გლიცეროლი, საქაროზა, საქარინის ნატრიუმი, ლიქვორისი (ძირის მშრალი, წყლიანი ექსტრაქტი), თხევადი ფორთოხლის არომატიზატორი 02 278, ჰიდროქლორმჟავა, გამხსნელი, გასუფთავებული წყალი.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო საშუალება
 
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატს გააჩნია ანთების-საწინააღმდეგო და ბრონქოლიზური მოქმედება. ანთების საწინააღმდეგო აქტივობა მოიცავს ანთებითი პროცესების მედიატორების (ციტოკინები, თNF-α, არაქიდონული მჟავას წარმოებულები, თავისუფალი რადიკალები) წარმოქმნის შემცირებას. როგორც ჰისტამინური H1-რეცეპტორის ბლოკატორი ელოფენალი ამცირებს: შეშუპებას; რესპირატორული ტრაქტის ლორწოვანი გარსის შესივებას; ჭარბ სეკრეციას; ბრონქოსპაზმს.
 
ჩვენებები
ბრონქიტისა და პნევმონიტის სიმპტომატური მკურნალობისათვის (როგორც ხველის საწინააღმდეგო და ამოსახველებელი საშუალება).
ყურადღება: მოცემული პრეპარატით მკურნალობა არ გამორიცხავს ანტიბიოტიკების გამოყენებას, თუ ამის საჭიროება არსებობს.
 
დოზირების რეჟიმი
პრეპარატები ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით.
2 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში: 4 მგ სხეულის წონის ყოველ კგ-ზე დღეში:
– 10 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონის შემთხვევაში: 10-20 მლ სიროფი (დღეში 2-4 ჩაის კოვზი);
– 10 კგ-ზე მეტი სხეულის წონის შემთხვევაში: 30-60 მლ სიროფი (დღეში 2-4 სუფრის კოვზი)
მოზრდილები: 45-90 მლ სიროფი (დღეში 3-6 სუფრის კოვზი).
პრეპარატი მიიღება პერორალურად.
ერთი ჩაის კოვზი (5 მლ) შეიცავს 10 მგ ფენსპირიდის ჰიდროქლორიდსა და 3 გ საქაროზას (რაც შეადგენს 0.25 პურის ერთეულს).
ერთი სუფრის კოვზი (15 მლ) შეიცავს 30 მგ ფენსპირიდის ჰიდროქლორიდსა და 9 გ საქაროზას (რაც შეადგენს 0.75 პურის ერთეულს).
თუ დაგავიწყდათ ელოფენალის მიღება: გამოტოვებული ცალკეული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
 
გვერდითი მოვლენები
შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები: გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, ძილიანობა.
იშვიათად ტაქიკარდია, რაც გადის დოზის შემცირებისას.
ძალიან იშვიათად შეიძლება აღინიშნოს: ერითემა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება,”საფენისმიერი” დერმატიტი, erythema perstans.
 
უკუჩვენებები
– მომატებული მგრძნობელობა ფენსპირიდის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ;
– 2 წლამდე ასაკის ბავშვები.
 
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა: ელოფენალი რეკომენდებული არ არის ორსული ქალებისათვის.
ლაქტაცია: მონაცემები ფენსპირიდის დედის რძეში გადასვლის შესახებ არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ფენსპირიდის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.
 
განსაკუთრებული მითითებები
ელოფენალი შეიცავს საქაროზას. ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ იმ პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ ფრუქტოზას აუტანლობის, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის ან საქაროზა-იზომალტოზას დეფიციტის იშვიათი თანდაყოლილი პრობლემები.
5 მლ სიროფი შეიცავს 3 გ საქაროზას, ხოლო 15 მლ სიროფი შეიცავს 9 გ საქაროზას, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს დიაბეტის მქონე პაციენტების მიერ.
ელოფენალი შეიცავს გლიცეროლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, კუჭის მხრივ პრობლემები და დიარეა.
ელოფენალი შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატსა და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (შესაძლებელია აღინიშნოს დაყოვნებული რეაქციები).
სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიკური მოწყობილობების მართვა: პრეპარატის მიღების პერიოდში პაციენტი უნდა მოერიდოს ავტომობილებისა და მანქანა-დანადგარების მართვას, ვინაიდან ამ პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ადამიანის მიერ ავტომობილებისა და მანქანა-დანადგარების მართვის შესაძლებლობაზე.
 
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს შემდეგი ნიშნები და სიმპტომები: ძილიანობა ან აგზნება, გულისრევა, პირღებინება, ტაქიკარდია (გულის მოქმედების მნიშვნელოვანი აჩქარება).
დანიშნულზე მეტი დოზის მიღებისას დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
 
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სხვა პრეპარატებთან ფენსპირიდის ურთიერთქმედების შესახებ ცნობილი არ არის.
ფენსპირიდს გააჩნია ანტიჰისტამინური მოქმედება. ამიტომ, შეიძლება აღინიშნოს ურთიერთქმედება შემდეგ პრეპარატებთან:
– სხვა ანტიჰისტამინური პრეპარატები (ანტიალერგიული მედიკამენტები);
– ბარბიტურატები (საძილე პრეპარატები და კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები);
– ანალგეზიური საშუალებები;
– ნარკოტიკული პრეპარატები;
– მაო ინჰიბიტორები (დეპრესიის სამკურნალო საშუალებები);
– ალკოჰოლი.
 
შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვის პირველად გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 3 თვის განმავლობაში.
ვარგისობის ვადა – 3 წელი.
 
აფთიაქიდან გაცემის პირობები
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ.

ჩვენებები: დაკავშირებული დაავადებები

ბრონქიტიბრონქიტიდაავადებაპნევმონია (ფილტვების ანთება)პნევმონია (ფილტვების ანთება)დაავადება

ჩვენებები: დაკავშირებული სიმპტომები

ხველახველასიმპტომი
ინფორმაცია ეფუძნება პრეპარატის ინსტრუქციას და არ ანაცვლებს ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.
წამლების ცნობარიდაავადებების ცნობარისიმპტომების ცნობარი

SheniEkimi.ge — 18 სამედიცინო ბაზა

სიმპტომებიდაავადებებიექიმებიკლინიკებიწამლებიდანამატებიანალიზები და დიაგნოსტიკასამედიცინო მასალებიფარმაციაგანათლებარეაბილიტაციასამედიცინო დაზღვევაესთეტიკური მედიცინასტომატოლოგიაოპტიკავეტერინარიავაქცინებისპეციალობები

ნაცრისფრად მონიშნული ბაზები მზადდება.

გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

ასფორმინი (metformin) — საჭმლის მომნელებელი სისტემა და მეტაბოლიზმი

ასფორმინი 1000მგ #100ტ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ალერფასტი — სასუნთქი სისტემა

ალერფასტი 120მგ-ავერსი #10ტ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ატრიკანი — ანტიპარაზიტული საშუალებები

ატრიკანი 250მგ #8კაფს

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
მეთილურაცილი — დერმატოლოგიური საშუალებები

მეთილურაცილი 10% 25გ მალ(ნიჟფ.

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?