By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
გამოგვყევით

დრასტოპი

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ოქტომბერი 6, 2026 12:01 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
4 წუთიანი წაკითხვა
დრასტოპი (ქონდროიტინის სულფატი, Chondroitin sulfate წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი. აღწერილობა: გამჭვირვალე, ოდნავ მოყვითალო ხსნარი.) — ძვალ-კუნთოვანი სისტემა
ფონის ფოტო: Shawn Powar / Unsplash (Unsplash License)
გაზიარება

მოკლედ პრეპარატის შესახებ

ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ძვალ-კუნთოვანი სისტემა
კლინიკური ჯგუფი
ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმის კორექტორები.
აქტიური ნივთიერება
ქონდროიტინის სულფატი, Chondroitin sulfate წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი. აღწერილობა: გამჭვირვალე, ოდნავ მოყვითალო ხსნარი.
გამოშვების ფორმა
საინექციო ხსნარის 2 მლ უფერო შუშის ამპულაში გასატეხი ზოლით. 5 ამპულა კონტურულ-უჯრედოვან შეფუთვაში. 1 ან 2 კონტურულ-უჯრედოვანი შეფუთვა ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყ
გაცემის წესი
რეცეპტით

საერთ. დასახელება: ქონდროიტინის სულფატი,

პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია:
დრასტოპი / DRASTOP
 
სავაჭრო დასახელება:
დრასტოპი, Drastop
 
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
ქონდროიტინის სულფატი, Chondroitin sulfate
 
წამლის ფორმა:
საინექციო ხსნარი.
აღწერილობა: გამჭვირვალე, ოდნავ მოყვითალო ხსნარი.
 
შემადგენლობა:
პრეპარატის 1 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის ქონდროიტინ სულფატი 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან მარილმჟავა, საინექციო წყალი.
 
პრეპარატის ათქ კოდი:
M01AX25
 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმის კორექტორები.
 
ფარმაკოთერაპიული თვისებები:
ფარმაკოდინამიკა
პრეპარატი, რომელიც გავლენას ახდენს ჰიალინურ ხრტილში მიმდინარე ცვლის პროცესებზე. ამცირებს დეგენერაციულ ცვლილებებს სახსრების ხრტილოვან ქსოვილში, ასტიმულირებს გლუკოზამინოგლიკანების ბიოსინთეზს.
ქონდროიტინი წარმოადგენს მაღალმოლეკულურ მუკოპოლისაქარიდს, რომელიც დიდი რაოდენობითაა სხვადასხვა სახის შემაერთებელ ქსოვილში, განსაკუთრებით ხრტილოვან ქსოვილში (დამატებითი სუბსტრატის სახით ხრტილოვანი მატრიქსის წარმოქმნას ემსახურება). ხრტილოვან ქსოვილში გავლენას ახდენს ფოსფორ-კალციუმის ცვლაზე, აფერხებს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას და აქვეითებს კალციუმის კარგვას, აჩქარებს ძვლოვანი ქსოვილის აღდგენის პროცესებს. ანელებს ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციის პროცესს, ასტიმულირებს სასახსრე ხრტილის რეგენერაციის პროცესს, ხელს უწყობს სასახსრე ჩანთის, სახსრების ხრტილოვანი ზედაპირების აღდგენას. სინოვიურ სითხეს უნარჩუნებს სიბლანტეს, აფერხებს შემაერთებელი ქსოვილის შეკუმშვას და სასახსრე ზედაპირებისათვის ერთგვარი საპოხის როლს ასრულებს; ანელებს ოსტეოართრიტის პროგრესირებას, ამსუბუქებს მის სიმპტომებს, ამცირებს მოთხოვნილებას აასს-ებზე. ახდენს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას ჰიალინურ ქსოვილში, ასტიმულირებს ჰიალურონის წარმოქმნას, პროტეოგლიკანებისა და II ტიპის კოლაგენის სინთეზს; იცავს ჰიალურონს ფერმენტული დაშლისგან, მათ შორის ლიზოსომური ფერმენტების მიერ, რასაც შემაერთებელი ქსოვილის რღვევამდე მივყავართ.
ფარმაკოკინეტიკა
კუნთებში შეყვანის შემდეგ ნატრიუმის ქონდროიტინ სულფატი ადვილად შეიწოვება. ინექციის წარმოებიდან 30 წუთში მნიშვნელოვან კონცენტრაციებს აღწევს სისხლში. ნატრიუმის ქონდროიტინ სულფატის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 1 საათში, შემდგომში თანდათან ქვეითდება 2 დღე-ღამის განმავლობაში.
ნატრიუმის ქონდროიტინ სულფატი გროვდება ძირითადად სახსრების წარმომქმნელ ხრტილოვან ქსოვილში. სინოვიური გარსი დაბრკოლებას არ წარმოადგენს სახსრის ღრუში პრეპარატის შესაღწევად. ი/მ ინექციის წარმოებიდან 15 წუთში ნატრიუმის ქონდროიტინ სულფატი აღმოჩნდება სინოვიურ სითხეში, შემდეგ შედის სასახსრე ხრტილში, სადაც მისი მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 48 საათში.
 
გამოყენების ჩვენებები:
ხერხემლისა და სახსრების დეგენერაციული დაავადებები, როგორებიცაა:
_ პერიფერიული სახსრების ოსტეოართროზები;
_ მალთაშორისი ოსტეოართროზი და ოსტეოქონდროზი.
 
გამოყენების წესი და დოზები:
პრეპარატი ინიშნება ი/მ დოზით 1 მლ (ნატრიუმის ქონდროიტინ სულფატის 100 მგ) დღე-გამოშვებით. კარგი ამტანობის შემთხვევაში მეოთხე ინექციიდან დოზას ზრდიან 2 მლ-მდე (ნატრიუმის ქონდროიტინ სულფატის 200 მგ). მკურნალობის კურსი 25-30 ინექციაა. საჭიროებისამებრ, შესაძლებელია მკურნალობის განმეორებითი კურსის ჩატარება 6 თვიანი ინტერვალებით.
 
უკუჩვენებები:
_ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
_ სისხლდენისადმი მიდრეკილება;
_ თრომბოფლებიტები.
 
გვერდითი მოქმედება:
კანისა და მისი დანამატების მხრივ: იშვიათად _ ერითემა, ჭინჭრის ციება, დერმატიტი, მაკულოპაპულოზური გამონაყარი (ქავილით ან მის გარეშე) და/ან შეშუპება; ჰემორაგიები ინექციის ადგილას.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ერთეულ შემთხვევებში _ გულისრევა, ღებინება.
 
განსაკუთრებული მითითებები:
არსებობს მონაცემები ნატრიუმის ქონდროიტინ სულფატის გამოყენების შესახებ ათეროსკლეროზით დაავადებულ ხანდაზმულ პაციენტებში, რა დროსაც აღინიშნა სისხლის პლაზმაში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის გარკვეული დაქვეითება.
 
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:
დრასტოპი გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტის მართვის უნარზე და პოტენციურად სახიფათო საქმიანობის შესრულებაზე.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
ორსულობისას პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული. მკურნალობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს მონაცემების უქონლობის გამო.
 
გამოყენება პედიატრიაში:
ბავშვებში მონაცემები პრეპარატ დრასტოპის გამოყენების ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ აღწერილი არ არის.
 
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:
შესაძლებელია არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, ანტიაგრეგანტების, ფიბრინოლიტიკების მოქმედების გაძლიერება, რაც ერთდროული გამოყენებისას მოითხოვს სისხლის შედედების მაჩვენებლების უფრო ხშირ კონტროლს.
 
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირება არ არის აღწერილი და ნაკლებ სავარაუდოა.


გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარის 2 მლ უფერო შუშის ამპულაში გასატეხი ზოლით. 5 ამპულა კონტურულ-უჯრედოვან შეფუთვაში.
1 ან 2 კონტურულ-უჯრედოვანი შეფუთვა ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.
 
შენახვის წესი:
ინახება არა უმეტეს 250ჩ ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
 
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
 
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.
 

ჩვენებები: დაკავშირებული დაავადებები

ოსტეოართროზიოსტეოართროზიდაავადებაოსტეოქონდროზიოსტეოქონდროზიდაავადება

ჩვენებები: დაკავშირებული სიმპტომები

სახსრების ტკივილისახსრების ტკივილისიმპტომი
ინფორმაცია ეფუძნება პრეპარატის ინსტრუქციას და არ ანაცვლებს ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.
წამლების ცნობარიდაავადებების ცნობარისიმპტომების ცნობარი

SheniEkimi.ge — 18 სამედიცინო ბაზა

სიმპტომებიდაავადებებიექიმებიკლინიკებიწამლებიდანამატებიანალიზები და დიაგნოსტიკასამედიცინო მასალებიფარმაციაგანათლებარეაბილიტაციასამედიცინო დაზღვევაესთეტიკური მედიცინასტომატოლოგიაოპტიკავეტერინარიავაქცინებისპეციალობები

ნაცრისფრად მონიშნული ბაზები მზადდება.

გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

რისეტი (risperidone) — ნერვული სისტემა

რისეტი 2მგ #20ტ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
დიაზეპამი ABC (diazepam) — ნერვული სისტემა

დიაზეპამი ABC

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ინტრონ A (interferon alfa-2b ათქ.კლასიფიკაციის კოდი: L03AB05) — ანტიინფექციური საშუალებები

ინტრონ A (ინტერ.ალფა) 3მლნ სე

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Naturtint Teide თბილი ყავისფერი — სხვა პრეპარატები

Naturtint Teide თბილი ყავისფერი

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?