By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
გამოგვყევით

დიდროფი-ავერსი 0.1% 10მლ ცხ.წვეთები

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ოქტომბერი 6, 2026 12:18 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
6 წუთიანი წაკითხვა
დიდროფი-ავერსი (ქსილომეტაზოლინი; ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: უფეროდან მკრთალ მოყვითალო ფერამდე, გამჭვირვალე სითხე;) — სასუნთქი სისტემა
ფონის ფოტო: Robina Weermeijer / Unsplash (Unsplash License)
გაზიარება

მოკლედ პრეპარატის შესახებ

ფარმაკოლოგიური ჯგუფი
სასუნთქი სისტემა
კლინიკური ჯგუფი
სისხლძარღვთა შემავიწროვებელი პრეპარატები ქვეყანა: საქართველო
აქტიური ნივთიერება
ქსილომეტაზოლინი; ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: უფეროდან მკრთალ მოყვითალო ფერამდე, გამჭვირვალე სითხე;
გამოშვების ფორმა
ა
გაცემის წესი
ურეცეპტოდ

საერთ. დასახელება: ქსილომეტაზოლინი;

ფორმა: ა:

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სისხლძარღვთა შემავიწროვებელი პრეპარატები                                                      

 
ქვეყანა: საქართველო

 
მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი

 
ჯენერიკი:Xylometazoline                      

 
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

 
ზოგადი დახასიათება:

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ქსილომეტაზოლინი;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

უფეროდან მკრთალ მოყვითალო ფერამდე, გამჭვირვალე სითხე;
შემადგენლობა:
ცხვირის წვეთების 1 მლ შეიცავს:

ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდს – 0.5 მგ ან 1 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი უწყლო, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი.

 
გამოშვების ფორმა:

ცხვირის წვეთები, 0.05% ან 0.1%.

 
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ალფა-ადრენომიმეტური საშუალება. ათქ-კოდი: R01AA07.

 
ფარმაკოლოგიური თვისებები:

ქსილომეტაზოლინი ადგილობრივი გამოყენების, სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებაა, რომელსაც ალფა-ადრენომიმეტური მოქმედება ახასიათებს. იგი იმიდაზოლინის წარმოებულია. პრეპარატი იწვევს ცხვირის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვების შევიწროებას, ხსნის ცხვირისა და ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპებასა და ჰიპერემიას, ამცირებს ექსუდაციას, რინიტების დროს აადვილებს ცხვირით სუნთქვას, აღადგენს დანამატი წიაღებისა და ევსტაქის მილის გამტარობას. ქსილომეტაზოლინი თერაპიული კონცენტრაციით არ იწვევს ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას და არ არღვევს წამწამოვანი ეპითელიუმის ფუნქციას.

პრეპარატის ხანგრძლივმა (2 კვირაზე მეტი ხნით) გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვების მეორეული გაფართოება (მედიკამენტური რინიტი), რისი მიზეზიც შეიძლება იყოს პრესინაფსური α2-ადრენორეცეპტორების აგზნების გზით ნერვულ დაბოლოებებში ნორადრენალინის გამოთავისუფლების შეკავება.

პრეპარატის მოქმედება იწყება გამოყენებიდან რამდენიმე წუთში და 10_12 სთ-ის განმავლობაში გრძელდება.

 
ფარმაკოკინეტიკა:

ქსილომეტაზოლინი ადგილობრივი გამოყენებისას პრაქტიკულად არ აბსორბირდება და არ ახდენს სისტემურ მოქმედებას.

 
ჩვენება:

• ვირუსული ან ბაქტერიული წარმოშობის მწვავე რინიტი;

• მწვავე ალერგიული რინიტი;

• პოლინოზი;

• მწვავე სინუსიტი ან ქრონიკული სინუსიტის გამწვავება;

• ევსტაქიიტი;

• შუა ყურის ანთება (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპების შესამცირებლად და ევსტაქის მილის გამტარობის აღსადგენად);

• რინოსკოპიის ჩატარების გასაადვილებლად.

 

 
მიღების წესი და დოზირება:

დიდროფი გამოიყენება ცხვირში ჩასაწვეთებლად.

0.05% ცხვირის წვეთები 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1_2 წვეთი თითოეულ ნესტოში 1_2-ჯერ დღეში. გამოიყენება არა უმეტეს 3-ჯერ დღეში.

0.05% ცხვირის წვეთები 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1_3 წვეთი თითოეულ ნესტოში 2_3-ჯერ დღეში. გამოიყენება არა უმეტეს 3-ჯერ დღეში. დიდროფის 0.05% ცხვირის წვეთების 1 წვეთი შეიცავს 0.025 მგ ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდს.

0.1% ცხვირის წვეთები მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში: 2_3 წვეთი თითოეულ ნესტოში 2_3-ჯერ დღეში. გამოიყენება არა უმეტეს 3-ჯერ დღეში. დიდროფის 0.1% ცხვირის წვეთების 1 წვეთი შეიცავს 0.05 მგ ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდს.

პრეპარატი გამოიყენება არა უმეტეს 7 დღისა.

 
გვერდითი მოვლენები:

დიდროფის ხშირი ან/და ხანგრძლივი გამოყენებისას აღინიშნება ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება ან/და სიმშრალე, წვისა და ჩხვლეტის შეგრძნება, ცემინება, ჰიპერსეკრეცია; იშვიათად – ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, არტერიული წნევის მომატება, არითმია, ძილის დარღვევა, თავის ტკივილი, ღებინება, სისუსტე, მხედველობის გარდამავალი დარღვევა; მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას – დეპრესია.

 
უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა ქსილომეტაზოლინის ან პრეპარატის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ, ატროფიული რინიტი, ტრანსსფენოიდალური ჰიპოფიზექტომია (ანამნეზში), ქირურგიული ჩარევა ტვინის გარსებზე (ანამნეზში), არტერიული ჰიპერტენზია, გამოხატული ათეროსკლეროზი, ტაქიკარდია, თვალის შიდა წნევის მომატება, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, ჰიპერთირეოზი.

 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

დიდროფი არ გამოიყენება ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით და მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის პერიოდში, ვინაიდან ამ პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მატება. დიდროფი არ გამოიყენება ასევე მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის დასრულებიდან 10 დღის განმავლობაში.

 
ჰიპერდოზირება:

დიდროფის დოზის მნიშვნელოვანი გადაჭარბებისას ან შემთხვევით პერორალურად მიღებისას, განსაკუთრებით – ბავშვების მიერ, მოსალოდნელია გვერდითი ეფექტების გაძლიერება.

მკურნალობა: სიმპტომური თერაპიის ჩატარება.

 
ორსულობა და ლაქტაცია:

დიდროფის ორსულობის პერიოდში გამოყენება არ არის რეკომენდებული. პრეპარატის ორსულობის დროს გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს.

მონაცემები ქსილომეტაზოლინის დედის რძეში ექსკრეციის შესახებ არ მოიპოვება. მიუხედავად ამისა, პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში არ არის რეკომენდებული.

 
გამოყენების თავისებურებები:

დიდროფი სიფრთხილით გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის, ფეოქრომოციტომის, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის მქონე პაციენტებში.

პრეპარატის ხანგრძლივი (2 კვირაზე მეტი ხნით) გამოყენება რეკომენდებული არ არის. დიდროფის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია პრეპარატის მოქმედების შესუსტება, ცხვირის ლორწოვანი გარსის ატროფია, რეაქტიული ჰიპერემია მედიკამენტური (იატროგენული) რინიტით, ასევე ლორწოვანი ეპითელიუმის დაზიანება და მისი აქტივობის ინჰიბირება.

ფლაკონი განკუთვნილია ინდივიდუალური გამოყენებისათვის; დაუშვებელია მისი სხვა პირებისათვის გადაცემა ინფექციის შესაძლო გავრცელების თავიდან ასაცილებლად. პირველად გამოყენების წინ საჭიროა ფლაკონის პიპეტის გახვრეტა. ამისათვის ფლაკონს თავსახური მჭიდროდ მოუჭირეთ, რის შედეგადაც თავსახურის შიგნითა ზედაპირზე მოთავსებული ნემსი ხვრეტს პიპეტს.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

ქსილომეტაზოლინის ჭარბი დოზით ხანგრძლივი გამოყენებისას არ გამოირიცხება მისი ზემოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემასა და ცნს-ზე. ამ შემთხვევაში შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალებების ან მექანიზმების მართვის უნარის დაქვეითება.

 
შეფუთვა:

10 მლ ცხვირის წვეთები (0.05% ან 0.1%) პოლიეთილენის პიპეტიან ფლაკონში; თითო ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

 
შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

პრეპარატის გაყინვა დაუშვებელია. ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი ვარგისია გამოყენებისათვის 30 დღის განმავლობაში.

 
ვარგისიანობის ვადა:

2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

 
აფთიაქიდან გაცემის პირობა:

გაიცემა ურეცეპტოდ.

 
მწარმოებელი:

შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

 
მისამართი:

საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.

www.aversi.ge

 

ჩვენებები: დაკავშირებული დაავადებები

პოლინოზი / ალერგიაპოლინოზი / ალერგიადაავადებასინუსიტი (ჰაიმორიტი)სინუსიტი (ჰაიმორიტი)დაავადებარინიტირინიტიდაავადებაალერგიული რინიტიალერგიული რინიტიდაავადებაპოლინოზიპოლინოზიდაავადებაყურის დაავადებებიყურის დაავადებებიდაავადება

ჩვენებები: დაკავშირებული სიმპტომები

შეშუპება / ოიდემაშეშუპება / ოიდემასიმპტომი

იგივე აქტიური ნივთიერების პრეპარატები

დიდროფი-ავერსი 0.1% 15მლ ცხ.აეროზოლისასუნთქი სისტემა · ქსილომეტაზოლინი; ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: უფეროდაურეცეპტოდდიდროფი-ავერსი 0.05% 15მლ ცხ.აეროზოლისასუნთქი სისტემა · ქსილომეტაზოლინი; ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: უფეროდაურეცეპტოდდიდროფი-ავერსი 0.05% 10მლ ცხ.წვეთებისასუნთქი სისტემა · ქსილომეტაზოლინი; ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: უფეროდაურეცეპტოდ
ინფორმაცია ეფუძნება პრეპარატის ინსტრუქციას და არ ანაცვლებს ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.
წამლების ცნობარიდაავადებების ცნობარისიმპტომების ცნობარი

SheniEkimi.ge — 18 სამედიცინო ბაზა

სიმპტომებიდაავადებებიექიმებიკლინიკებიწამლებიდანამატებიანალიზები და დიაგნოსტიკასამედიცინო მასალებიფარმაციაგანათლებარეაბილიტაციასამედიცინო დაზღვევაესთეტიკური მედიცინასტომატოლოგიაოპტიკავეტერინარიავაქცინებისპეციალობები

ნაცრისფრად მონიშნული ბაზები მზადდება.

გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

იბუპროფენი — ძვალ-კუნთოვანი სისტემა

იბუპროფენი 0.2გ #50ტ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Cholestaguard კაფსულები — ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

Cholestaguard კაფსულები

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გემოდეზი — საჭმლის მომნელებელი სისტემა და მეტაბოლიზმი

გემოდეზი 250მლ პ/ფლ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ტეტრაციკლინი ჰ/ქლ — ანტიინფექციური საშუალებები

ტეტრაციკლინი ჰ/ქლ 0.1გ #20ტ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?