By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
გამოგვყევით

დიგოქსინი 0.25მგ

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ოქტომბერი 6, 2026 12:10 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
5 წუთიანი წაკითხვა
დიგოქსინი (DIGOXINUM) — გულ-სისხლძარღვთა სისტემა
ფონის ფოტო: Robina Weermeijer / Unsplash (Unsplash License)
გაზიარება

მოკლედ პრეპარატის შესახებ

ფარმაკოლოგიური ჯგუფი
გულ-სისხლძარღვთა სისტემა (ATC C)
კლინიკური ჯგუფი
საგულე გლიკოზიდი.
აქტიური ნივთიერება
DIGOXINUM
გამოშვების ფორმა
ა: სავაჭრო სახელწოდება: დიგოქსინი
გაცემის წესი
რეცეპტით

ფარმ. ჯგუფი: საგულე გლიკოზიდი.

ფორმა: ა:

სავაჭრო სახელწოდება: დიგოქსინი

 
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): DIGOXINUM

 
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საგულე გლიკოზიდი.

 
მწარმოებელი: პოლფა ვარშავა (Polfa Warszawa S.A)

 
მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი

 
გამოშვების ფორმა: 0,25მგ ტაბლეტი №30

 
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
 
ინსტრუქცია

ათქ კლასიფიკაციის კოდი:
C01AA05
 
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.
1 ტაბ.
დიგოქსინი . . . . . . . . . . . . . . 0.25 მგ
 
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
საგულე გლიკოზიდი.
 
ფარმაკოლოგიური თვისებები:
დიგოქსინი წარმოადგენს სათითურას ჯგუფის საგულე გლიკოზიდს. მიოკარდიუმზე თავისი უშუალო ზემოქმედებით იგი ზრდის მისი შეკუმშვის ძალას, იწვევს გულის სისტოლური და წუთმოცულობის მომატებას, აძლიერებს სისტოლას, ახანგრძლივებს რეფრაქტერულ პერიოდს და ანელებს გულისცემის სიხშირეს.
დიგოქსინი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. იგი ელიმინირდება თირკმელებით. მისი მოქმედება აღინიშნება შეყვანიდან 1-2 საათის შემდეგ და აღწევს მაქსიმუმს შეყვანიდან 6-8 საათის შემდეგ.
 
ჩვენებები:
– გულის უკმარისობის დროს არსებული წინაგულების მოციმციმე არითმიის ტაქისისტოლური ფორმა;
– გულის უკმარისობის შორსწასული ფორმის დროს სხვა საშუალებებთან კომბინაციაში.
 
დოზირების რეჟიმი:
პრეპარატის დოზირება ინდივიდუალურია. დოზირებისას ყურადსაღებია ავადმყოფის სხეულის წონა, კრეატინინის კლირენსი, დაავადების სიმძიმე.
მოზრდილებში:
პირველი დოზა შეადგენს 0.5 მგ-დან 0.75 მგ-მდე, შემდგომში ყოველ 6-8 საათში ერთხელ ინიშნება 0.125 მგ-დან 0.375 მგ-მდე, კლინიკური გაუმჯობესების სიმპტომების მიღებამდე. ავადმყოფებისათვის სხეულის წონით 70 კგ საერთო დამტვირთავი დოზა შეადგენს 0.75 მგ-დან 1.25 მგ-მდე.
ბავშვებში:
2-დან 5 წლამდე ასაკის: საერთო დოზა შეადგენს 30-40 მკგ/კგ, შემანარჩუნებელი – საერთო დოზის 25-35%.
5 წლის ასაკიდან 10 წლამდე: საერთო დოზა შეადგენს 20-35 მკგ/კგ, შემანარჩუნებელი – საერთო დოზის 25-35%.
10 წლის ასაკის ზევით: საერთო დოზა შეადგენს 10-15 მკგ/კგ, შემანარჩუნებელი – საერთო დოზის 25-35%.
 
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის გამოყენების დროს შესაძლებელია განვითარდეს გულის რითმის დარღვევა (ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლები, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, წინაგულების ციმციმი და თრთოლვა), ბრადიკარდია.
ასევე შესაძლებელია განვითარდეს: გულისრევა, ღებინება, უმადობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კოლაფსი, სისუსტე, უძილობა, მხედველობის დარღვევა (ქსანტოფსია ან არამკაფიო მხედველობა), ფსიქიური დარღვევები, დეპრესია, კრუნჩხვები. იშვიათად ვითარდება კანის ალერგიული რეაქციები. აღნიშნული სიმპტომები მოწმობს ჭარბი დოზირების შესახებ.
ბავშვებში გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის მხრივ აღინიშნება უფრო იშვიათად, ვიდრე მოზრდილებში. უფრო ხშირად ვითარდება გულის რითმის დარღვევა და ცვლილებები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ.
სხვა გვერდითი მოვლენების განვითარების დროს მიმართეთ მკურნალ ექიმს.
 
უკუჩვენებები:
– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
– სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა II და III ხარისხის;
– პარკუჭოვანი ტაქიკარდია და პარკუჭების ციმციმი;
– ჰიპოკალიემია და ჰიპერკალციემია;
– უახლოესი 1-2 დღის განმავლობაში გათვალისწინებული ელექტროკარდიოვერსია;
– ჰიპერტროფული კარდიომიოპათია.
 
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციურ რისკს.
დიგოქსინი გადადის დედის რძეში. დედის რძეში მისი სიმცირის მიუხედავად იგი ინიშნება სიფრთხილით. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ექიმი.
 
განსაკუთრებული მითითებები:
პაციენტი ვალდებულია შეატყობინოს ექიმს არსებული დაავადებების შესახებ (მაგალითად, მიოკარდიუმის მწვავე დაზიანება, გულისა და ფილტვების ქრონიკული უკმარისობა, მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, წინაგულების ციმციმი, ჰიპოთირეოზი).
ხანდაზმულებში სხეულის მცირე წონით ან თირკმლის უკმარისობით საჭიროა პრეპარატის დოზისკორექცია.
პაციენტებმა, რომლებიც ღებულობენ ანტიბიოტიკებს (მაგალითად, მაკროლიდებს), საჭიროა აცნობონ ამის შესახებ ექიმს, ვინაიდან ამ დროს მატულობს დიგოქსინის ბიოშეღწევადობა.
იშვიათად, დიგოქსინის გამოყენების დროს, შესაძლებელია ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, მაგალითად, დიარეის დროს, რაც იწვევს საგულე გლიკოზიდების მოქმედების გაძლიერებას.
ავადმყოფებში, რომლებიც იტარებენ მკურნალობას დიგოქსინით, დაუშვებელია ინტრავენურად კალციუმის მარილების შეყვანა.
პრეპარატის მოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე და მექანიზმებთან მუშაობაზე: პრეპარატი არ მოქმედებს ყურადღების კონცენტრაციაზე.
 
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების დროს აღინიშნება გვერდითი მოვლენების გაძლიერება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
კალციუმის და სხვა საშუალებების, რომლებიც ამცირებენ კალიუმის კონცენტრაციას სისხლის შრატში (ჰიდროქლოროთიაზიდი, ფუროსემიდი, კორტიკოსტეროიდები) ინტრავენური შეყვანა იწვევს გულის რითმის დარღვევას.
ბეტა-ადრენოლიზური საშუალებები და კალციუმის ანტაგონისტები დიგოქსინთან ერთად იწვევენ ბრადიკარდიას.
ადრენალინი, ორციპრენალინი, სალბუტამოლი და სხვა სიმპათომიმეტური ამინები, იწვევენ სინუსური კვანძის აგზნებას, ხოლო დიგოქსინით ნამკურნალებ ავადმყოფებში – გულის რითმის დარღვევას.
არ არის რეკომენდებული დიგოქსინთან ისეთი პრეპარატების კომბინაცია, რომლებიც მოქმედებენ კალციუმის ცვლაზე, მაგალითად, პარათირეოიდული ჯირკვლების ჰორმონები, მათი სინთეზური ანალოგები, ან ვიტამინ D-ს მაღალი დოზები.
ამიოდარონი, ქინიდინი, პროპაფენონი, ვერაპამილი, ინდომეტაცინი და იტრაკონაზოლი იწვევენ დიგოქსინის კონცენტრაციის მომატებას სისხლში.
პერისტალტიკის დამთრგუნველი პრეპარატები აძლიერებენ დიგოქსინის შეწოვას.
მანეიტრალიზებელი საშუალებები: კოალინი, ნეომიცინი და კოლესტირამინი თრგუნავენ დიგოქსინის შეწოვას.
ავადმყოფებს, რომლებიც იღებენ დიგოქსინს, აღენიშნებათ ცვლილებები ეკგ-ზე.
 
შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
 
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ჩვენებები: დაკავშირებული დაავადებები

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ჰიპერტენზიაგულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ჰიპერტენზიადაავადებაგულის უკმარისობაგულის უკმარისობადაავადება

ჩვენებები: დაკავშირებული სიმპტომები

გულის ძგერის არარეგულარობაგულის ძგერის არარეგულარობასიმპტომი

იგივე აქტიური ნივთიერების პრეპარატები

დიგოქსინი WZFგულ-სისხლძარღვთა სისტემა · DIGOXINUMრეცეპტით
ინფორმაცია ეფუძნება პრეპარატის ინსტრუქციას და არ ანაცვლებს ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.
წამლების ცნობარიდაავადებების ცნობარისიმპტომების ცნობარი

SheniEkimi.ge — 18 სამედიცინო ბაზა

სიმპტომებიდაავადებებიექიმებიკლინიკებიწამლებიდანამატებიანალიზები და დიაგნოსტიკასამედიცინო მასალებიფარმაციაგანათლებარეაბილიტაციასამედიცინო დაზღვევაესთეტიკური მედიცინასტომატოლოგიაოპტიკავეტერინარიავაქცინებისპეციალობები

ნაცრისფრად მონიშნული ბაზები მზადდება.

გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

ნიტრონგი ფორტე (გლიცერილის ნიტრატი, Gliceril nitrat (nitroglicerin) წამლის ფორმა: ხანგრძლივი გამოთავისუფლების ტაბლეტები.) — გულ-სისხლძარღვთა სისტემა

ნიტრონგი ფორტე 6.5მგ #25ტ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ამლიპინი — გულ-სისხლძარღვთა სისტემა

ამლიპინი 5მგ/5მგ #30ტ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ნებილეტ® პლუსი (nebivolol) — გულ-სისხლძარღვთა სისტემა

ნებილეტ® პლუსი

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ვაზილიპი (სიმვასტატინი წამლის ფორმა: შემოგარსული ტაბლეტები) — გულ-სისხლძარღვთა სისტემა

ვაზილიპი 20მგ #7ტ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?