By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
გამოგვყევით

აქსენ ფორტე ტაბლეტი 550 მგ

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ოქტომბერი 4, 2026 10:52 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
6 წუთიანი წაკითხვა
აქსენ ფორტე ტაბლეტი — ძვალ-კუნთოვანი სისტემა
ფონის ფოტო: Shawn Powar / Unsplash (Unsplash License)
გაზიარება

მოკლედ პრეპარატის შესახებ

ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ძვალ-კუნთოვანი სისტემა
გამოშვების ფორმა
აქსენ ფორტე 550 მგ. ტაბლეტები #10 შეფუთვაში. სხვა გამოშვების ფორმა: აქსენ ფორტე 275 მგ. ტაბლეტები #10 შეფუთვაში. გაიცემა რეცეპტით. ლიცენზიის მფლობელი და წარმოებ

შემადგენლობა: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 550მგ ნატრიუმის ნაპროქსენს.


 
ფარმაკოლოგიური თავისებურებანი:
ნატრიუმის ნაპროქსენი წარმოადგენს არანარკოტიკულ ანალგეტიკს. იგი ხასიათდება ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი, ანთებისსაწინააღმდეგო და სიცხისდამწევი მოქმედებით. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით. ნატრიუმის ნაპროქსენი პერორალური მიღებიდან სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პრეპარატის სწრაფი და სრული შეწოვიდან გამომდინარე, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი დგება მიღებიდან 20 წუთის შემდეგ. პლაზმაში მაქხიმალურ კონცენტრაციას აღწევს 1-2 საათში. პრეპარატის სტაბილური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 4-5 დოზის მიღების შემდეგ. ნატრიუმის ნაპროქსენის ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 13 საათს. აქტიური ნივთიერების 99% უკავშირდება პლაზმის ცილებს. მიღებული დოზის დაახლოებით 96% გამოიყოფა შარდით შეუცვლელი ნაპროქსენის , 6-0-დიმეთილნაპროქსენის ან ნაპროქსენის კონიუგატის სახით. ნატრიუმის ნაპროქსენი არ იწვევს მეტაბოლიზმის მასტიმულირებელი ფერმენტების ინდუცირებას.
 
ჩვენებები:
მდგომარეობები რომალსაც ახლავს ტკივილის სინდრომი: ნევრალგია , იშალგია, თავ-ზურგ-ტვინის თიაქარი, კბილის ექსტაქცია.
-ეპიზიოტომია, მშობიარობის შემდგომი ტკივილი, ოპერაციის შემდგომი ტკივილი
-დისმენორეა, საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმასთან დაკავშირებული ტკივილი
-შაკიკის პრიფილაქტიკა და შაკიკის შეტევები
-რევმატოლოგიური დაავადებები, რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი, მაანკილოზირებელი სპონდილიტი, რევმატიზმი
-ტრავმატოლოგია: ტრავმები, ტრავმატოლოგიური და ორთოპედიული ოპერაციები
– პოდაგრის შეტევები
– ანთებითი პროცესებით გამოწვეული ტკივილი, უროლოგიასა და ოტო-რინო-ლარინგოლოგიაში
– ინფექციური დაავადებების დროს, როგორც ტკივილგამაყუჩებელი, ანთებისსაწინააღმდეგო და სიცხისდამწევი საშუალება.
 
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა ნაპროქსენის მიმართ, რინიტი და/ან ალერგიული გამონაყარი სხვა აასს-ებზე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, მიდრეკილება წყლულის ჩამოყალიბებასა და სისხლდენასაკენ, “ასპირინული “ასთმა.
 
განსაკუთრებული მითითებანი:
პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის დაავადებები, ნატრიუმის ნაპროქსენი ინიშნება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. სხვა აასს-ებთან შედარებით ნატრიუმის ნაპროქსენი გაცილებით ნაკლებად იწვევს წყლულის ჩამოყალიბებასა და სისხლდენას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
– ნატრიუმის ნაპროქსენი სიფრთხილით ინიშნება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ამ შემთხვევაში აუცილებელია შრატში კრეატინინის დონისა და/ან კრეატინინის კლირენსის კონტროლი.
-ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ან ფუნქციონალური ტესტების ცვლილების შემთხვევაში, აუცილებელია ნაპროქსენით მკურნალობის შეწყვეტა.
– გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია მუდმივი კონტროლი და დღიური დოზის კორექცია.
 
გამოყენება ბავშვებში:
არ ინიშნება 16 წლამდე ასაკის ბავშვებში. თუმცა იუვენილური ართრიტის დროს ბავშვებში 5 წლის ზევით შესაძლებელია ნატრიუმის ნაპროქსენის მიღება 10მგ/კგ დოზით, ყოველ 12 საათში.
 
გამოყენება ორსულებში:
ექსპერიმენტულ კვლევებში ცხოველებზე ტერატოგენული მოქმედება არ გამოვლენილა, მაგრამ რამდენადაც აასს-ებმა შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის სიყვითლე, ვადაგადაცილებული მშობიარობა, ამდენად ორსულებში ინიშნება მხოლოდ აბსოლიტური ჩვენებისას
 
გამოყენება ლაქტაციისას:
არ გამოიყენება. რადგან ნატრიუმის ნაპროქსენის პლაზმის კონცენტრაციის 1% გადადის რძეში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მივლენები ახალშობილებში.
 
გამოყენება მოხუცებში:
ვინაიდან აასს- ების გვერდითი მოვლენების გამოვლენის სიხშირე ასაკოვან პაციენტებში უფრო ხშირია , ამიტომ ინიშნება დაბალი დოზებით.
 
გვერდითი ეფექტები:
დისპეფსია, გულისრევა, მსუბუქი პერიფერიული სისხლჩაქცევები, შუილი ყურებში, თაბრუსხვევა. იშვიათ შემთხვევაში გრანულოციტოპენია, თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, აპლასტიური ანემია, ალერგიული რეაქციები და სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
 
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
– ნატრიუმის ნაპროქსენი აძლიერებს გიდანტოინის, სულფანილამიდებისა და ბეტა-ბლოკერების მოქმდებას, ამდენად აღნიშნულ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას საჭიროა დოზის კორექცია.
– ორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთად გამოყენებისას საჭიროა დოზის კორექცია.
– პრობენეციდთან ერთად გამოყენებისას ნატრიუმის ნაპროქსენის პლაზმური კონცენტრაცია და ნახევრადგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება.
– სიფრთხილეა საჭირო ნატრიუმის ნაპროქსენის მეტოტრექსატთან ერთად გამოყენებსის, რადგან შესაძლოა მეტოტროქსატის ტიქსიურობის მომატება მისი ტუბულარული სეკრეციის შემცირების გამო.
– შესძლოა გამოვლინდეს ნატრიუმის ნაპროქსენის უერთიერთქმდება ფუროსემიდთან ერთად გამოყენებისას, კერძოდ იგი ამცირებს ფუროსემიდის ნატრიურეზულ ეფექტს. ნატრიუმის ნაპროქსემი აქვეითებს პროპანოლილისა და სხვა ბეტა-ადრენობლოკატორების ჰიპოტენზიურ მოქმედებას.
 
მიღების წესი და დოზირება:

შაკიკის პროფილაქტიკა:
1 ტაბლეტი (550მგ) ორჯერ დღეში. თუ 4-6 კვირის განმავლობაში არ აღინიშნება გაუმჯობესება, პრეპატარის მიღება წყდება.
 
 
შაკიკის მკურნალობა:
მწვავე კრიზების დროს, საწყისი დოზაა 1.5 ტაბლეტი (825 მგ.) საჭიროების შემთხვევაში, საწყისი დოზის მიღებიდან ნახევარ საათში შესაძლებელია დაემატოს 1/2-1 ტაბლეტი (275-550 მგ.).
გინეკოლოგიაში გამოიყენება როგორ ტკივილგამაყუჩებელი: საწყისი დოზა 1 ტაბლეტი (550 მგ.), შემდეგ 1/2 ტაბლეტი (275 მგ.) ყოველ 6-8 საათში.
 
პოდაგრის გამწვავება:
მკურნალობას იწყებენ 1.5 ტაბლეტით (825 მგ.), ხოლო 8 საათის შემდეგ 1 ტაბლეტი (550 მგ.) შემდგომი დღეების განმავლობაში მკურნალობა გრძელდება 1/2 ტაბლეტით (275 მგ.) 8 საათიანი შუალდებით კრიზის დამთავრებამდე.
კბილისა და პოსტოპერაციული ტკივილის დროს ინიშნება ტკივლის გაყუჩების, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დაწევის მიზნით. საწყისი დოზაა 1 ტაბლეტი (550 მგ.), ხოლო შემდეგ 1/2 ტაბლეტი (275 მგ.) 6-8 საათიანი შუალედებით.
 
იუვენილური ართრიტის დროს:
ბავშვებში 5 წელზე ზემოთ დღიური დოზა იქნება 10 მგ./კგ-ზე გადაანგარიშებით 2-ჯერ დღეში ყოველ 12 საათში.
 
რევმატოიუდული ართრიტის, ოსტეოართრიტის, მაანკილოზებელი სპონდილიტის მკურნალობა მოზრდილებში: საწყისი თერაპია: 1-2 ტაბლეტი (550-1100 მგ.) ყოველ 12 საათში.
1. ძლიერი ტკივილი ღამით და/ან დილის შებოჭილობა.
2. პაციენტის გადმოყვანა სხვა ანტირევმატოიდული საშუალებებიდან აქსენ ფორტეზე.
3. ტკივილის დროს, რომლებიც მიანიშნებს ოსტეოართრიტის საწყის პერიოდზე, მკურნალობა საჭიროა დაიწყოს 1.5-2 ტაბლეტით (825-1100 მგ.) და გაგრძელდეს რამდენიმე კვირის განმავლობაში.
შემანარჩუნებელი თერაპიული დოზა: 1-2 ტაბლეტი (550-1100 მგ.) ყოველ 12 საათში. დილისა და საღმოს დოზები განისაზღვრება პაციენტის ჩივილების მიხედვით.
შემანარჩუნებელი თერაპიისას ეფექტურია აქსენ ფორტეს ერთჯერადი მიღება. ინიშნება დილით ან საღმოს (550-1100 მგ.).
სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1375 მგ.-ს, ხოლო პაციენტებში რომლებიც კარგად იტანენ პრეპარატს და ანამნზში არ აღენიშნებათ გასტროინტესტინალური დაავადებები, სადღეღამისო დოზა შესაძლოა გაიზარდოს 1850 მგ.-მდე, მოკლე მკურნალობის კურსით.
 
შენახვის პირობები:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, შეფუთულ მგდომარეობაში 30ო ჩ-ზე ქვემოთ. ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
 
გამოშვების ფორმა:
აქსენ ფორტე 550 მგ. ტაბლეტები #10 შეფუთვაში.

სხვა გამოშვების ფორმა:
აქსენ ფორტე 275 მგ. ტაბლეტები #10 შეფუთვაში.
გაიცემა რეცეპტით.
 
ლიცენზიის მფლობელი და წარმოების ადგილი:
ალი რაიფი ილაჩ სანაი ა.შ.
34670 იქითელი/სტამბული/თურქეთი
 

ჩვენებები: დაკავშირებული დაავადებები

ნევრალგიანევრალგიადაავადებაშაკიკი (მიგრენი)შაკიკი (მიგრენი)დაავადებარევმატოიდული ართრიტირევმატოიდული ართრიტიდაავადებაართრიტი და სახსრების დაავადებებიართრიტი და სახსრების დაავადებებიდაავადებაპოდაგრაპოდაგრადაავადებარევმატიზმირევმატიზმიდაავადებარესპირაციულ-სინციტიური ვირუსული (RSV) ინფექციარესპირაციულ-სინციტიური ვირუსული (RSV) ინფექციადაავადება

ჩვენებები: დაკავშირებული სიმპტომები

თავის ტკივილითავის ტკივილისიმპტომისახსრების ტკივილისახსრების ტკივილისიმპტომიცხელებაცხელებასიმპტომი
ინფორმაცია ეფუძნება პრეპარატის ინსტრუქციას და არ ანაცვლებს ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.
წამლების ცნობარიდაავადებების ცნობარისიმპტომების ცნობარი

SheniEkimi.ge — 18 სამედიცინო ბაზა

სიმპტომებიდაავადებებიექიმებიკლინიკებიწამლებიდანამატებიანალიზები და დიაგნოსტიკასამედიცინო მასალებიფარმაციაგანათლებარეაბილიტაციასამედიცინო დაზღვევაესთეტიკური მედიცინასტომატოლოგიაოპტიკავეტერინარიავაქცინებისპეციალობები

ნაცრისფრად მონიშნული ბაზები მზადდება.

გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

გალიდორი — გულ-სისხლძარღვთა სისტემა

გალიდორი 100მგ #50ტ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
კეტილეპტი (quetiapine) — ნერვული სისტემა

კეტილეპტი 300მგ #60ტ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Vitabiotics Pregnacare Breastfeeding ტაბლეტები — სხვა პრეპარატები

Vitabiotics Pregnacare Breastfeeding ტაბლეტები

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ნაფტიზინი — სასუნთქი სისტემა

ნაფტიზინი 0.05% 10მლ პ/ფლ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?