By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
გამოგვყევით

არგოსულფანი (AGROSULFAN)

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ოქტომბერი 6, 2026 11:51 am
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
5 წუთიანი წაკითხვა
არგოსულფანი (SULFATHIAZOLE SILVER) — დერმატოლოგიური საშუალებები
ფონის ფოტო: Maria Lupan / Unsplash (Unsplash License)
გაზიარება

მოკლედ პრეპარატის შესახებ

ფარმაკოლოგიური ჯგუფი
დერმატოლოგიური საშუალებები (ATC D)
კლინიკური ჯგუფი
დერმატოლოგიური გამოყენების სულფონამიდები
აქტიური ნივთიერება
SULFATHIAZOLE SILVER
გამოშვების ფორმა
ა: სავაჭრო სახელწოდება: არგოსულფანი
გაცემის წესი
ურეცეპტოდ

ფარმ. ჯგუფი: დერმატოლოგიური გამოყენების სულფონამიდები

ფორმა: ა:

სავაჭრო სახელწოდება: არგოსულფანი
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): SULFATHIAZOLE SILVER
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დერმატოლოგიური გამოყენების სულფონამიდები
მწარმოებელი: ვალეანტი (VALEANT Pharmaceuticals International Inc. (JELFA)
მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
გამოშვების ფორმა: 2% 40გ გარეგანი გამოყენების კრემი ტუბი №1
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
 
ინსტრუქცია
 
ათქ კლასიფიკაციის კოდი: D06BA02
 
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კრემი 2%: ტუბში40 გ.
1 გ
სულფათიაზოლის ვერცხლის მარილი. . . . 20 მგ
 
დამხმარე ნივთიერებები: თხევადი პარაფინი, ციტოსტეარული სპირტი, თეთრი ვაზელინი, ლაურილსულფატ ნატრიუმი, გლიცეროლი, პროპილჰიდროქსიბენზოატი, მეთილჰიდროქსიბენზოატი, დიფოსფორმჟავა კალიუმი, ფოსფორმჟავა ნატრიუმი, წყალი.


კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პრეპარატი ანტიბაქტერიული მოქმედებით გარეგანი გამოყენებისათვის.


ფარმაკოლოგიური თვისებები:
არგოსულფანის კრემი წარმოადგენს ანტიბაქტერიულ, გარეგანი მოხმარების პრეპარატს, რომელიც ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას (დამწვრობა, ტროფიკული, ჩირქოვანი და ა.შ.), ეფექტურად იცავს ჭრილობებს ინფიცირებისგან, ახდენს ჭრილობის წვის და ტკივილის კუპირებას, ამცირებს მკურნალობის ხანგრძლივობას, კანის გადანერგვისთვის მოსამზადებელ დროს. ხშირ შემთხევაში ახდენს ჭრილობის შეხორცებას, რის გამოც გამოირიცხება ტრანსპლანტაციის ჩატარების აუცილებლობა.
კრემში შემავალი სულფანილამიდი-სულფათიაზოლი წარმოადგენს ანტიბაქტერიულ (ბაქტერიოსტატურ) საშუალებას. მას გააჩნია ანტიბაქტერიული (ბაქტერიოსტატული) მოქმედების ფართო სპექტრი, გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებთან მიმართებაში.
სულფათიაზოლის მიკრობსაწინააღმდეგო მოქმედების მექანიზმი გამოვლინდება მის მიერ მიკრობების ზრდის და გამრავლების დათრგუნვით, რაც დაკავშირებულია პარაამინობენზოის მჟავასთან კონკურენტული ანტაგონიზმით და დიჰიდროპტეროატსინთეტაზის დათრგუნვით, რისი მეშვეობითაც ირღვევა დიჰიდროფოლის მჟავის სინთეზი, რაც საბოლოოდ თავის მხრივ იწვევს – ტეტრაჰიდროფოლის მჟავას წარმოქმნის ინჰიბირებას, რომელიც აუცილებელია მიკრობული უჯრედის პურინების და პირიმიდინების სინთეზისთვის. პრეპარატში არსებული ვერცხლის იონები რამოდენიმე ათეულჯერ აძლიერებენ სულფანილამიდის ანტიბაქტერიულ მოქმედებას. ისინი თრგუნავენ ბაქტერიების გამრავლება-დაყოფას მიკრობული უჯრედის დეზოქსირიბონუკლეინის მჟავასთან დაკავშირების გზით, ვერცხლის იონები ასუსტებენ სულფანილამიდების მასენსიბილიზირებელ თვისებებს.
კრემის ჰიდროფილური საფუძვლის წყალობით, რომელსაც გააჩნია ოპტიმალური PH და შეიცავს წყლის დიდ რაოდენობას, ხდება ადგილობრივი ანალგეზირებადი მოქმედების უზრუნველყოფა და ძლიერდება ჭრილობის მიდამოების ტენიანობის მომატება. ყოველივე ეს, განაპირობებს პრეპარატის კარგ შეღწევას და უზრუნველყობს ჭრილობის სწრაფ შეხორცებას.
 
ჩვენებები:
– ნებისმიერი წარმოშობის ყველა ხარისხის დამწვრობა (თერმული, მზით, ქიმიური, ელექტრო, სხივური);
– მოყინვები;
– ნაწოლები;
– კიდურების სხვადასხვა გენეზის ტროფიკული წყლულები (მათ შორის ვენური უკმარისობა, მაობლიტირებელი ენდარტერიტი, შაქრიანი დიაბეტის დროს ტროფიკის დარღვევა, წითელი ქარი და ა.შ);
– ჩირქოვანი ჭრილობები;
– საყოფაცხოვრებო ტრავმები;
– ინფიცირებული დერმატიტები;
– მარტივი, კონტაქტური დერმატიტი;
– იმპეტიგოს გართულებები;
– მიკრობული ეგზემა;
– სტრეპტო – სტაფილოდერმია.
 
დოზირების რეჟიმი:
გარეგანი გამოყენების პრეპარატი გამოიყენება როგორც ღია მეთოდით, ისევე ოკლუზიური ნახვევის ქვეშ.
გასუფთავების და ქირურგიული დამუშავების შემდეგ, სტერილურობის პირობების დაცვით, ჭრილობაზე პრეპარატი იდება 2-3 მმ სისქეზე 2-3 ჯერ დღეში. მკურნალობის პერიოდში ჭრილობა დაფარულ უნდა იქნას კრემით. თუკი ჭრილობის ნაწილი გაიხსნება, საჭიროა მასზე კრემის დამატებით დადება. ოკლუზიური ნახვევის დადება შესაძლებელია, მაგრამ არ არის აუცილებელი.
კრემი იხმარება ჭრილობის საბოლოო შეხორცებამდე, ან კანის ტრანსპლანტაციისთვის მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში. ინფიცირებულ ჭრილობაზე პრეპარატის გამოყენებამ, შესაძლოა გამოიწვიოს ექსუდატის წარმოქმნა. კრემის გამოყენების წინ საჭიროა ჭრილობის გასუფთავება 0.1%-ანი წყალ-ქლორჰექსიდინის ხსნარით; 3%-ანი ბორის მჟავით, ან სხვა ანტისეპტიკური საშუალებით. მაქსიმალური დღიური დოზა – 25 გ.
მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა – 60 დღე.
 
გვერდითი მოვლენები:
კანის ალერგიული რეაქციები. ზოგჯერ შესაძლებელია კანის გაღიზიანება, რაც გამოიხატება წვის შეგრძნებით, კრემის დადების ადგილზე. არგოსულფანის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლში ცვლილებები, დამახასიათებელი სისტემური სულფანილამიდებისათვის (მაგ. ლეიკოპენია), აგრეთვე დესქვამაციური დერმატიტი.
 
უკუჩვენებები:
– ჰიპერმგრძნობელობა სულფათიაზოლის და სხვა სულფანილამიდების მიმართ;
– გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის თანდაყოლილი უკმარისობა;
– არ გამოიყენება დღენაკლულ ბავშვებში და ახალშობილებში (2 თვემდე). სიყვითლის განვითარების რისკის გამო.
 
ორსულობა და ლაქტაცია:
– არ არის რეკომენდებული პრეპარატის ხმარება ორსულობის დროს. პრეპარატი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისთვის სავარაუდო სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის შესაძლო რისკს (მაგ. როდესაც სხეულის დამწვრობის ზედაპირის მოცულობა აღემატება სხეულის მთლიანი ზედაპირის 20%-ს).
– არ არის რეკომენდებული პრეპარატის ხმარება ძუძუთი კვების დროს.
 
განსაკუთრებული მითითებები:
კანის ზედაპირის დიდ მოცულობებზე ხანგრძლივი ხმარების ფონზე, საჭიროა სისხლის შრატში სულფათიაზოლის დონის კონტროლი, განსაკუთრებით თირკმლის და ღვიძლის დაავადებების დროს.
განსაკუთრებით ფრთხილად გამოიყენება შოკურ მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფებში, რადგანაც არ არის შესაძლებლობა შეგროვდეს ალერგოლოგიური, სრული ანამნეზი.
არგოსულფანის კრემი გარეგანი ხმარებისაა, არ იწვევს კანის ან თეთრეულის შეფერვას.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატი არ ზღუდავს ფსიქოფიზიკურ აქტივობას, აგრეთვე არ ზემოქმედებს ავტოტრანსპორტის და მექანიზმის მართვის უნარზე.


სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არის რეკომენდებული სხვა ადგილობრივ სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენება.
ფოლის მჟავა და მისი სტრუქტურული ანალოგები (მაგ. პროკაინი) ამცირებს სულფათიაზოლის ანტიბაქტერიულ მოქმედებას.
 
შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 5-15°C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 2 წელი.
 
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ.
 

ჩვენებები: დაკავშირებული დაავადებები

დამწვრობადამწვრობადაავადებაშაქრიანი დიაბეტიშაქრიანი დიაბეტიდაავადებაწითელაწითელადაავადებავენური უკმარისობავენური უკმარისობადაავადებაწითელი ქარი (ერიზიპელა)წითელი ქარი (ერიზიპელა)დაავადებატროფიკული წყლულიტროფიკული წყლულიდაავადებადერმატიტიდერმატიტიდაავადებაეგზემა (ატოპიური დერმატიტი)ეგზემა (ატოპიური დერმატიტი)დაავადებაიმპეტიგოიმპეტიგოდაავადებაკონტაქტური დერმატიტიკონტაქტური დერმატიტიდაავადება
ინფორმაცია ეფუძნება პრეპარატის ინსტრუქციას და არ ანაცვლებს ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.
წამლების ცნობარიდაავადებების ცნობარისიმპტომების ცნობარი

SheniEkimi.ge — 18 სამედიცინო ბაზა

სიმპტომებიდაავადებებიექიმებიკლინიკებიწამლებიდანამატებიანალიზები და დიაგნოსტიკასამედიცინო მასალებიფარმაციაგანათლებარეაბილიტაციასამედიცინო დაზღვევაესთეტიკური მედიცინასტომატოლოგიაოპტიკავეტერინარიავაქცინებისპეციალობები

ნაცრისფრად მონიშნული ბაზები მზადდება.

გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

პრედნიზოლონი მ-მო — სისტემური ჰორმონული პრეპარატები

პრედნიზოლონი მ-მო 0.5%10გ(ნიჟფ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ლატიკორტი (HYDROCORTISONE-17 BUTYRATE) — სისტემური ჰორმონული პრეპარატები

ლატიკორტი (LATICORT)

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
დიპროსპანი (betamethasone sodium phosphate, betamethasone dipropionate ათქ.კლასიფიკაციის კოდი: H02AB01) — სისტემური ჰორმონული პრეპარატები

დიპროსპანი 1მლ #5ა

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
დექსოლი (100 მლ ხსნარი შეიცავს: ნატრიუმის ქლორიდი 0,9 გ. დექსტროზის მონოჰიდრატი 5,5 გ (ექვივალენტურია 5 გ უწყლო დექსტროზის). დამატებითი ნივთიერება: საინექციო წყალი.) — საჭმლის მომნელებელი სისტემა და მეტაბოლიზმი

დექსოლი 250მლ ხს/საინფუზიო

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?