როგორ შევარჩიოთ ერგონომიკული კლავიატურა და მაუსი – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

0
197

კლავიატურა და მაუსი, ერგონომიკული თვალსაზრისით, გარკვეულ სიმაღლეზე უნდა მდებარეობდეს. ეს დამოკიდებულია თქვენი სამუშაო კლავიატურის მდებარეობაზე და სავარძლის სიმაღლეზე იდიალურ შემთხვევაში. 

ასევე მნიშვნელოვანია, თუ როგორია ერთმანეთის მიმართ კლავიატურის, მაუსის, იდაყვის ქვედა ნაწილის, ხელის მტევნის და ფალანგების პოზიციები. 

თითოეულ იდაყვთან ხელის სწორი პოზიცია აღნიშნულია სურათზე. 

ხელის ასეთი მდებარეობა კლავიატურაზე უზრუნველყოფს ფალანგების გამართვას და მათ კომფორტულ მდებარეობას. ამასთან დარწმუნდით, რომ მაუსი მუდამ გლუვ ზედაპირზე მოძრაობდეს. ინდივიდუალური მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, კლავიატურის და მაუსის მარეგულირებელი დაფა საშუალებას იძლევა მათი სიმაღლე და კუთხე იყოს ცვალებადი. მაგიდის სიმაღლის მარეგულირებელი დაგეხმარებათ გააკეთოთ აუცილებელი კორექტირება, რომელიც საჭიროა კარგი ჯდომის მანერის უზრუნველსაყოფად. 

როცა მუშაობთ კლავიატურასთან, ან კალკულატორთან დარწმუნდით,რომ თქვენი ფალანგები და ხელის მტევანი იმყოფება სამუშაოსთვის ოპტიმალურ მდებარეობაში. კლავიატურის და მაუსის გამოყენებისას იყავით ფრთხილად და იმოქმედეთ მოქნილად.

რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან, რომლის ხელმძღვანელიც ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტი, გიორგი ფხაკაძეა.

❤️ თუ ინტერიერი შენი ინტერესის სფეროა, გაეცანი ჩვენი გვერდის სხვა სტატიებს💫

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ