შაბათი, ივლისი 20, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიინტერვიუექსკლუზიური ინტერვიუ 90-იანი წლე­ბის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლ ტე­ლე­წამ­ყვა­ნ თეა გვა­სა­ლიასთან ✨️

ექსკლუზიური ინტერვიუ 90-იანი წლე­ბის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლ ტე­ლე­წამ­ყვა­ნ თეა გვა­სა­ლიასთან ✨️

მედიაჰოლდინგი 《შენი》 ყველა ქართველ ჟურნალისტს ულოცავს პროფესიულ დღეს ✨️

გთავაზობთ ინტერვიუს 90-იანი წლე­ბის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლ ტე­ლე­წამ­ყვა­ნ თეა გვა­სა­ლიასთან, რომელსაც 10 წლის განმავლობაში მიჰყავდა გადაცემა “ამბობენ”… მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხანია, ამ პროფესიას დაშორდა, თეა გვასალია ქართულ საზოგადოებას ახსოვს, როგორც სახასიათო სტილის წამყვანი…

ექსკლუზიური ინტერვიუ 90-იანი წლე­ბის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლ ტე­ლე­წამ­ყვა­ნ თეა გვა­სა­ლიასთან ✨️

ქალბატონო თეა, იმ 90-იანებში, როცა ირგვლივ ყველაფერი შავ-თეთრი იყო, 10 წელი მიგყავდათ ყველაზე “ფერადი” გადაცემა 《ამბობენ》 – თქვენი, როგორც წამყვანის სტილი იყო ყველასგან განსხვავებული და ამის გამო დღემდე ყველას ახსოვხართ… გვიამბეთ თქვენი ჟურნალისტური ისტორია და მიზეზი, რის გამოც ტელევიზიიდან წახვედით?

– დიდი მადლობა. მართალი გითხრათ, მიკვირს კიდეც, ამდენი ხნის შემდეგაც რომ ახსოვთ ჩემი გადაცემა და ქუჩაშიც რომ მცნობენ…
ტელევიზიიდან კი იმიტომ წავედი, რომ მაშინდელი 《პირველი არხი》 საზოგადოებრივ მაუწყებლად გადაკეთდა და ჩათვალეს, რომ ამ სტატუსს უფრო სერიოზული გადაცემები შეეფერებოდა. შუადღის გადაცემის წაყვანა შემომთავაზეს, რომელსაც “სარჩევი” ერქვა, სხვადასხვა თემაზე ვიძლეოდით რჩევებს…

ექსკლუზიური ინტერვიუ 90-იანი წლე­ბის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლ ტე­ლე­წამ­ყვა­ნ თეა გვა­სა­ლიასთან ✨️

გადაცემა, თავისთავად, ცუდი არ იყო, მაგრამ მე მაინც ჩემი “ამბობენ” მერჩივნა. მაშინ უკვე მყავდა ერთი შვილი, ელენე და მეორის გაჩენა რომ გადავწყვიტე, გაირკვა, რომ ერთის ნაცვლად, ორი უნდა გამეჩინა 🙂 სადღაც მეხუთე თვეზე, ექიმებმა ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობა ამიკრძალეს, წამოვედი ტელევიზიიდან და აღარც მივბრუნებულვარ, რადგან დეკრეტის შემდეგ რაც შემომთავაზეს, ჩემთვის საინტერესო არ იყო.
ექსკლუზიური ინტერვიუ 90-იანი წლე­ბის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლ ტე­ლე­წამ­ყვა­ნ თეა გვა­სა­ლიასთან ✨️
სოციალურ ქსელში თვალს გადევნებთ და ვიცი, რომ ესპანური ენა თქვენი პროფესიული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია… გვიამბეთ, რატომ აირჩიეთ ეს ენა?

– ჩემი და ესპანურის სიყვარული უხსოვარი დროიდან იწყება. ძალიან პატარამ ავიჩემე, რომ ეს ენა უნდა მესწავლა და მოვახერხე კიდეც, რაც იმხანად არ იყო ადვილი საქმე…
მერე ესპანეთშიც მომიწია სწავლამ და იქიდან მოყოლებული, ესპანური ენა მშობლიურივითაა ჩემთვის. ვთარგმნი, ვასწავლი, სახელმძღვანელოებს ვწერ…

ესპანურ ენას ასწავლით ახალგაზრდებს, გამოსცემთ სახელმძღვანელოებს, თარგმნით მარკესს… კიდევ რას საქმიანობს თეა გვასალია და რა არის ჰობი, განტვირთვის საშუალება, რაც სილამაზის შენარჩუნებაში ეხმარება?

– ჰობი, საყვარელი საქმიანობა და მიზანიც ისაა, რომ რაც შეიძლება მეტი დამხმარე საშუალება დავწერო და გამოვცე ესპანური ენის შესწავლის მსურველთათვის. რაც მე არ მქონდა თავის დროზე, ახალ თაობას რომ ჰქონდეს და იოლად ისწავლოს ჩემი საყვარელი ენა…

ექსკლუზიური ინტერვიუ 90-იანი წლე­ბის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლ ტე­ლე­წამ­ყვა­ნ თეა გვა­სა­ლიასთან ✨️

მიუხედავად იმისა, რომ აქტიურ ჟურნალისტიკაში აღარ ხართ, საინტერესოა თქვენი მოსაზრება – ყველაზე მთავარი თვისება/უნარი, რომელიც ჟურნალისტს უნდა გააჩნდეს…

– ჟურნალისტი, პირველ რიგში, ნაკითხი უნდა იყოს. უწიგნურ ჟურნალისტზე სავალალო სანახაობა არ არსებობს. ამასთან, ჩემი აზრით, გადაცემის წაყვანის ან რეპორტაჟის მომზადების საკუთარი სტილიც უნდა ჰქონდეს, სიტყვების მარაგთან და ცოტა “შარმთან” ერთად…

გიტოვებთ თავისუფალ სივრცეს იმისთვის, რომ, უბრალოდ, სათქმელი თქვათ…

– ყველას, ვინც პროფესიად ჟურნალისტიკა აირჩიეთ, წარმატებას გისურვებთ და გირჩევთ მარაგში სხვა სპეციალობაც გქონდეთ, მარტო ჟურნალისტის დიპლომის იმედად ნუ იქნებით 🙂

ავტორი: თათია გოჩაძე

#drpkhakadze  #shenisilamaze  #gochadze 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Giorgi Pkhakadze
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
12 აუცილებელი რამ, რაც ტოკიოში უნდა გააკეთოთ

12 აუცილებელი რამ, რაც ტოკიოში უნდა გააკეთოთ

20 July, 2024
“აკრედიტაცია კანადის” მრჩეველმა ბათუმში, სამედიცინო გაერთიანება ,,მედცენტრის” ჰოსპიტლებში, ტრენინგი გამართა

“აკრედიტაცია კანადის” მრჩეველმა ბათუმში, სამედიცინო გაერთიანება ,,მედცენტრის” ჰოსპიტლებში, ტრენინგი გამართა

ივლისი 19, 2024
როდის გაუმართლებს ზოდიაქოს ნიშნებს ყველაზე მატად – პროგნოზი ყველა ნიშნისთვის

როდის გაუმართლებს ზოდიაქოს ნიშნებს ყველაზე მატად – პროგნოზი ყველა ნიშნისთვის

20 ივლისი 2024
თეთრი ფერის ალტერნატივები ინტერიერში

თეთრი ფერის ალტერნატივები ინტერიერში

ივლისი 20, 2024
აჭარაში თევზეულის ახალი სახელმძღვანელო დაიბეჭდა

აჭარაში თევზეულის ახალი სახელმძღვანელო დაიბეჭდა

ივლისი 13, 2024
ოსკარ შმერლინგის „წარმავალი ტფილისი“ ეროვნული არქივის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი

ოსკარ შმერლინგის „წარმავალი ტფილისი“ ეროვნული არქივის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი

12 ივლისი 2024
„საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა, ჩვენი მოლოდინები გამართლდა“

„საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა, ჩვენი მოლოდინები გამართლდა“

ივლისი 16, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ტყემალი და ალუჩა – მათი სარგებელის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ

ტყემალი და ალუჩა – მათი სარგებელის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ

ივლისი 20, 2024
ინდოელი ბიზნესმენის შვილის შთამბეჭდავი ქორწილი, რომელიც $160 მილიონი დაჯდა

ინდოელი ბიზნესმენის შვილის შთამბეჭდავი ქორწილი, რომელიც $160 მილიონი დაჯდა

15 ივლისი 2024
რა სახის სპეცტექნიკა დაემატება დედაქალაქს

რა სახის სპეცტექნიკა დაემატება დედაქალაქს

ივლისი 20, 2024
spot_img

ბოლო სიახლეები