შაბათი, მაისი 18, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedრა ჩავიცვათ მაშინ, როდესაც ვფიქრობთ, რომ გარდერობში არაფერი გვაქვს

რა ჩავიცვათ მაშინ, როდესაც ვფიქრობთ, რომ გარდერობში არაფერი გვაქვს

”რა ჩავიცვა?” – თუ ამ კითხვაში საკუთარი თავი ამოიცანით, მაშინ ისიც კარგად ნაცნობი იქნება თქვენთვის, თუ რა რთულია იპოვო ამკითხვაზე პასუხი. ნებისმიერ ადამიანს, განურჩევლად სქესისა და ასაკისა, ხშირად, განსაკუთრებით ხშირად კი ქალს, აქვს მომენტი, როცა ფიქრობს, რომ მის გარდერობში არაფერია.

არსებობს დღეები, როცა, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ გარდერობში ძალიან მცირე თავისუფალი ადგილის პოვნაც შეიძლება გაგვიჭირდეს, რთულია ხასიათის, განწყობისა და ამინდის შესაფერისი ტანსაცმლის არჩევა. უმწეოდ ვდგავართ საკუთარ გარდერობთან, ხალათში შეფუთულები და ვერაფერს ვფიქრობთ. ბუნებრივია, სტილის გამეორება, რომელიც არაერთხელ მოვირგეთ, არ გვსურს. საათის ისრები კი წამის სიზუსტით მიიწევენ წინ და ჩვენი დროც არ იცდის. როგორ მოვიქცეთ?

უპირველესად, განიხილეთ ყველა შესაძლო ვარიანტი, რაც თავში აზრად მოგივიდათ და მიჰყევით ჩვენს რჩევებს, რათა დარწმუნდეთ, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა, სულაც არ არის შეუძლებელი.

1. შეუფერეთ სხვადასხვა ტანსაცმელი ერთმანეთს

cover-1170x623.jpg

თუ გაქვთ ტანზე მომდგარი კაბა, რომელიც ხშირად გაცვიათ, სცადეთ და გადმოიცვით მასზე სვიტერი. ასევე, შეგიძლიათ, ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ფერისა და სტილის ტანისამოსიც მოირგოთ, რაც თქვენს იმიჯს გამოაცოცხლებს.

გახსოვდეთ, რომ რამდენიმე ძველი ტანსაცმელის ერთმანეთთან შეხამებით, ახალ იმიჯს შეიძენთ.

2. გაამხიარულეთ თქვენი ჩაცმულობა სამკაულით

Womens-Military-Trend-Clothes-Accessories-27.jpg

ყველას გვაქვს ისეთი ტანსაცმელი, რაშიც თავს კომფორტულად ვგრძნობთ და შესაბამისად, ხშირად ვატარებთ მას. თუ წარმოდგენა არ გაქვთ რა ჩაიცვათ და ალტერნატივად კვლავ ყველაზე კომფორტულს განიხილავთ, ჩაიცვით. თუმცა, ამით ნუ დაკმაყოფილდებით. სცადეთ მოირგოთ სამკაული, რომელიც თქვენს ტანისამოსს მოუხდება და განაახლებს. ნებისმიერ დროს, როცა იდეა თითქმის არ გაქვთ, სცადეთ თქვენი უბრალო სტილი სამკაულის წყალობით გააცოცხლოთ და გაალამაზოთ.

3. შეუხამეთ გასასვლელი ყოველდღიურს

model-girl-glamorous-hd-wallpaper-81158-142953629413.jpg

თითქმის არ არსებობს ადამიანი, ვინც თავის გარდერობს ორ ნაწილად არ ჰყოფს: ყოველდღიური და გასასვლელი ტანისამოსის მიხედვით. ერთი შეხედვით, ეს ორი ვერასოდეს გადაკვეთს ერთმანეთს, თუმცა, თუ კარგად დავფიქრდებით, გადაკვეთს კიდეც და ძალიან საინტერესო შედეგსაც მივიღებთ.

სცადეთ, ერთმანეთს შეუხამოთ გასასვლელი და ყოველდღიური ტანსაცმელი. მაგალითად ლამაზი და გასასვლელი ზედა, ყოველდღიურ ჯინსის შარვალსა და სპორულ ფეხსაცმელზე მოირგეთ. ან თქვენი ყველაზე ელეგანტური ქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამეთ ჯინსებსა და თავისუფალ პიჯაკს. ეცადეთ, თავად შექმნათ საკუთარი სტილი!

4. აქცენტი ფეხსაცმელზე გააკეთეთ