“თუ გინდა დახვეწილი, ელეგანტური და მოქნილი სხეული, ირჩევ პილატესს – ის აკავშირებს გონებას სხეულთან” – ინტერვიუ ნანა რუხაძესთან ✨️

0
267
{"remix_data":[],"source_tags":[],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":false,"containsFTESticker":false}

ავტორი: თინათინ თავხელიძე

პილატესი უფრო მეტია, ვიდრე, უბრალოდ, ვარჯიში. ეს არის მოძრაობის ფილოსოფია, რომელიც ხელს უწყობს  მოქნილობას და გონებას.

 

მე-20 საუკუნის დასაწყისში ჯოზეფ პილატესის  მიერ შემუშავებული ეს მეთოდი ფოკუსირებულია კონტროლირებად მოძრაობებზე, რომლებიც  სხეულს აკავშირებს გონებასთან.

პილატესი აძლიერებს სხეულის მთლიან ცნობიერებას. მიუხედავად იმისა, ფიტნესის მოყვარული ხართ თუ პროფესიონალი სპორტსმენი, პილატესი გთავაზობთ ჰოლისტიკურ მიდგომას კეთილდღეობის მიმართ, გეხმარებათ წონასწორობის და სიცოცხლისუნარიანობის მიღწევაში როგორც სხეულში, ასევე გონებაში.      

  მედიაჰოლდინგი “შენი” გთავაზობთ ინტერვიუს  პილატესის ინსტრუქტორ ნანა რუხაძესთან.

– განგვიმარტეთ,  ვისთვის არის და ვისთვის – არა  პილატესი?

– პილატესი არის  ყველასთვის, განურჩევლად სქესისა და ასაკისა. ყველასთვისაა,  ვისაც ჯანსაღი ცხოვრება და ლამაზი სხეული სურს. ვისაც  საკუთარ სხეულთან ჰარმონიაში ყოფნა და საკუთარი სხეულის მოსმენა სურს.

– გვეხმარება თუ არა პილატესი წონაში კლებაში ?

– გვეხმარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კვებაც შესაბამისია. თუ კვებით ხელს არ შეუწყობთ მხოლოდ პილატესი ან თუნდაც სხვა  ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა ვერაფერს  გააწყობს თქვენს წონასთან. სწორი კვება აუცილებელია ნებისმიერ შემთხვევაში. თუმცა პილატესს უფრო სხვა დანიშნულება აქვს. პილატესის მეთოდი ხელს უწყობს ღმრა და სწორ სუნთქვას, ძალას, მოქნილობას, სტაბილურობას და მიმართულია კუნთების დაბალანსებულ განვითარებაზე.

– რა არის თქვენთვის  ყველაზე ღირებული, რაც თქვენმა საქმიანობამ მოგცათ?

 – ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში გავიცანი, ისინი არიან ჩემთვის ყველაზე ღირებული, რაც ჩემმა საქმიანობამ მომცა.

– გყავთ გამორჩეული მოსწავლე, რომლის ცხოვრებაზეც განსაკუთრებულად დადებითი გავლენა იქონია პილატესმა… სულ რომ გეამაყებათ  მის ისტორიაში თქვენი და პილატესის როლი?

– რამდენიმე გამორჩეული მოსწავლე მყავს, რომლებიც განსაკუთრებით აღნიშნავენ თავიანთი პირადი პრობლემების მოგვარებაში პილატესის  დიდ როლს. ერთ-ერთის შემთხვევაში პრობლემა წონა იყო, რაც პილატესმა მოუგვარა, მოერეს შემთხვევაში ფიზიკური ტრავმა და ასე შემდეგ. ყოველთვის, როცა შევხვდებით ხოლმე ერთმანეთს, ამას აღნიშნავენ და ჩემთვის  ძალიან სასიამოვნოა, რა თქმა უნდა.

– ხვდებით რაიმე გავრცელებულ, მცდარ წარმოდგენებს პილატესზე თქვენს მოსწავლეებთან ?

– ბევრჯერ უკითხავთ და გაუიგივებიათ პილატესი იოგასთან, რაც, რა თქმა უნდა, არასწორია. პილატესი საერთოდ სხვა სფეროა, ამას დაწყების შემდეგ ხვდებიან და იმასაც  ხვდებიან, რომ თურმე არც ისე მარტივი ყოფილა,  როგორც წარმოედგინათ.

 – მოსწავლეების მოტივაციის შენარჩუნება და მათი მუდმივად ტონუსში ყოფნა ალბათ ყველაზე რთული მისიაა, გააქვთ რაიმე სტრატეგია ამისთვის ?

– ტონუსის შენარჩუნება არა მარტო მოსწავლეებისთვის არის რთული, ჩემთვისაც ძალიან რთულია, თუმცა ამას ერთად ვახერხებთ.

პირდაპირ კავშირშია მათი მოტივაცია,  ჩემს მოტივაციასთან  და პირიქით. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ იმას, რომ ვარჯიში არ იყოს ერთფეროვანი და ერთიდაიგივე.    ყოველ შეხვედრაზე მოვარჯიშეს ვთავაზობ ახალ ვარჯიშს და გემოვნებიან მუსიკას.

 –ყველაზე რთულ ასპექტად რა მიგაჩნიათ პილატესში ?

-იქედან გამომდინარე, რომ  პილატესი არ არის მხოლოდ ვარჯიში, არამედ ეს არის სხეულის და გონების სინთეზი, ყველა ვარჯიში კეთდება გონებით, ამიტომ  ვერ გამოვყოფდი ასპექტს,  რომელიც რთული არ არის.

  – სიმსუბუქის წყარო არის…

– ვარჯიში, იქნება ეს პილატესი თუ სხვა  ფიზიკური აქტივობა!

– ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშესაწყობად უამრავი მეთოდი არსებობს, რატომ უნდა ავირჩიოთ პილატესი მათგან ან რა შემთხვევაში, ჯობნის სხვა მეთოდებს  პილატესი?

– დიდი მნიშვნელობა აქვს – რა გინდა შენ. პილატესი არის ქალური სხეული, ელეგანტურობა, დახვეწილობა, ელასტიურობა. თუ ეს ყველაფერი გინდა, მაშინ  ირჩევ პილატესს. მე  ვერ  შევადარებ  და ცალსახად ვერ გამოვყოფ საუკეთესო ვარიანტად, ეს ჩვენზეა დამოკიდებული, ვის როგორი სხეული უნდა ირჩევს იმისდა მიხედვით.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ