შაბათი, ივნისი 15, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedექსკლუზიური ინტერვიუ ფსიქოლოგ ინგა ბლესსთან, რომელმაც დეკორის შექმნის ჰობი საინტერესო საქმიანობად აქცია...

ექსკლუზიური ინტერვიუ ფსიქოლოგ ინგა ბლესსთან, რომელმაც დეკორის შექმნის ჰობი საინტერესო საქმიანობად აქცია ✨️

Sheniinterieri.ge გთავაზობთ ინტერვიუს ფსიქოლოგ და ფსიქოთერაპევტ, ქალური პრაქტიკების ტრენერ ინგა ბლესსთან, რომელიც სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარული ქალბატონია. მისი დაფუძნებულია AEV Academy, რომელიც ხელს უწყობს კვალიფიციური ფსიქოლოგების პროფესიონალურ მომზადებას და ზოგადად, განაპირობებს ფსიქოლოგიის, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგის განვითარებას. 

ინგა ბლესსმა ცოტა ხნის წინ ახალი საქმიანობა წამოიწყო და სოციალურ ქსელში გაჩნდა საინტერესო გვერდი – მორთე Inguru’s Decor ✨️💙… 

გთავაზობთ ინტერვიუს:

ქალბატონო ინგა, დიდი ხანია, თვალს გადევნებთ სოციალურ ქსელში, თქვენ ხართ ფსიქოლოგი, ქოუჩი და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი პირველი გამოჩნდით, ამ კონტექსტში.

გვიამბეთ თქვენ შესახებ… ვიცი, რომ მაიამიში ცხოვრობდით, როგორ დაიწყო თქვენი, როგორც ფსიქოლოგის ცხოვრება? 

– ფსიქოლოგია მაინტერესებდა ყოველთვის, მამაჩემი ფსიქიატრია.  გორის ფსიქო-ნევროლოგიური დისპანსერი მისი დაარსებულია და ინტერესი ფსიქოლოგიის მიმართ თავიდანვე მქონდა. თუმცა, როდესაც პროფესიას ვირჩევდი, უკვე გათხოვილი აღმოვჩნდი 17 წლისა და ავირჩიე პროგრამირება და გამოვლითი ტექნიკა. გორის ეკონომიკურ ინსტიტუტში მაშინ ეს იყო ახალი მიმართულება…

დამთავრებით დავამთავრე, მაგრამ ეს პროფესია ჩემი არ აღმოჩნდა, რადგან ყოველთვის მაინც მქონდა ინტერესი ფსიქოლოგიის მიმართ. დაახლოებით 30 წლის ასაკში, მეორე უმაღლესი განათლება მივიღე მოსკოვში, სადაც ასევე გვასწავლიდნენ ფსიქოლოგიას, პრაქტიკულ-გამოყენებითს და ამან ჩემი მიძინებული ინტერესი გააღვიძა – დავუბრუნდი ამ სფეროს და დავიწყე ფსიქოლოგიის შესწავლა, უკვე მესამე უმაღლესი, გადამზადება.

შემდეგ ჩემს ცხოვრებაში მოხდა რაღაც გამოწვევები და პრობლემები, რამაც ღრმა დეპრესია გამოიწვია. მომიწია ფსიქოლოგთან, ფსიქო თერაპევტთან ურთიერთობა, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვსულიყავი. მაშინ კიდევ უფრო დავრწმუნდი და შემიყვარდა ეს მიმართულება. 2013-14 წლებში დავუბრუნდი ამ სფეროს, შევისწავლე ინფო-ბიზნესი, როგორ უნდა მივაწოდოთ სოც. ქსელების მეშვეობით ინფორმაცია ადამიანებს… მაშინ უკვე სოციალური ქსელები ძალიან აქტიურად მკვიდრდებოდა და იქიდან დავიწყე ამ მხრივ მოღვაწეობა საქართველოში, ქართულ ენაზე და აი, ასე ზიგზაგური, მოვლითი გზებით, მაგრამ მაინც მოვხვდი ფსიქოლოგიაში!

– ემიგრანტი იყავით თუ, უბრალოდ, სახლი გაქვთ მაიამიში?

– იქ ჩემმა ყოფილმა მეუღლემ გადაწყვიტა გადასახლება 2010 წელს… ახლა ჩემი შვილები მაიამიში ცხოვრობენ, ჩემს ქალიშვილს სახლი აქვს იქ და ყოველ წელს ზამთარში იქ მივდივარ. შვილიშვილების გაჩენას დავესწარი ორივეჯერ. ჩემი სახლი არის საქართველოში, თუმცა ბევრს ვმოგზაურობ…

– მოდით, თქვენს პროფესიაზე, ფსიქოლოგიაზე, ვისაუბროთ –  ხშირად მოგვისმენია, რომ საქართველოში არ არის განვითარებული ეს დარგი, არ არიან აქ სათანადო სპეციალისტები და ა.შ.  აკადემია გაქვთ და საინტერესოა, ხალხი ინტერესდება ამ დარგით? ზოგადად, რას იტყვით, ამ სფეროზე?

– კი ბატონო, ხალხი ინტერესდება ძალიან დიდია ინტერესი… სპეციალისტებიც არიან, მათ შორის სპეციალისტების ჩამოყალიბებაში ჩვენც შეგვაქვს წვლილი, რადგან დიპლომირებული სპეციალისტები მოდიან ჩვენთან იმ ინსტრუმენტების ასათვისებლად, რასაც ვთავაზობთ აკადემიაში. ანუ კლასიკური ფსიქოლოგია, რასაც უნივერსიტეტებში სწავლობენ ერთია და თანამედროვე, უშუალოდ გამოყენებითი ინსტრუმენტები მეორე…

ჩვენგან მიდიან ძალიან კმაყოფილები, აღტაცებულები და გამდიდრებულები, რეალური სამუშაო ინსტრუმენტებით.  უკვე ბევრი კარგი მიმართულებაა, ბევრი კარგი სპეციალისტია.

– რას იტყვით სტერეოტიპზე, რომელიც ვფიქრობ, დღემდეა შემორჩენილი, განსაკუთრებით ჩემი მშობლების თაობაში და არის დასამსხვრევი საქართველოში? –  ფსიქოლოგთან ვიზიტი თითქოს რაღაც იარლიყთანაა მიწებებული, რომ აუცილებლად რაღაც ფსიქოლოგიურ მძიმე პრობლემასთან ასოცირდება…

– შეიმჩნევა უდავოდ, რა თქმა უნდა. მეც, ვვარაუდობ, რომ თქვენი მშობლების თაობა ვარ, 50 წლის ვარ და ჩემი მსმენელები არიან სადღაც, 30-დან 60- წლამდე ადამიანები. არამხოლოდ მსმენელები, არამედ მონაწილეები სხვადასხვა პროგრამის, ვინც სწავლობენ ჩვენთან, მათ შორის, პრაქტიკულ ფსიქოლოგიას შეისწავლიან და კი ბატონო, ერთის მხრივ არის ეს სტერეოტიპი, მეორეს მხრივ, აგერ უკვე 10 წელია, საქართველოში ვმოღვაწეობ და ჩემი თუ სხვა კოლეგების ძალისხმევით, ეს სტერეოტიპი იმსხვრევა და უკვე იციან, რომ ვისაც ფსიქიკური პრობლემები აქვს, ეს არის ფსიქიატრიის თემა…

ხოლო, ფსიქოლოგი არის ჯანმრთელი ადამიანისთვის, ვისაც დახმარება დასჭირდა ცხოვრებისეულ გზაზე, რაღაც-რაღაცა გამოწვევების მოსაგვარებლად.

ყველასთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ – როცა ხვდები, რომ რაღაც შინაგანი პრობლემა გაქვს და მხოლოდ შენ ვერ ერევი, აი, ამისთვის გჭირდება სპეციალისტი, რომელიც ამ დაბრკოლებას გადაგალახინებს, არა?

– დიახ, ნებისმიერი რაღაც, რაც არ მოგწონს შენს ცხოვრებაში, თუ როგორ არის, რა მოცემულობაა… დარწმუნებული ვარ ყოველი ადამიანის ცხოვრებაში მოიძებნება, ასეთი რაღაც, რისი გაუმჯობესებაც სურს. ეს ქოუჩინგის და ფსიქოლოგიის მეშვეობით ძალიან იოლად შეიძლება მოგვარდეს.

– ახლა თქვენს ახალ წამოწყებაზე გკითხავთ –《მორთე》ეს ერთგვარი ხრიკია რელაქსაციისთვის, არა? 🙂

– ეს ხომ ცნობილი ფაქტია, რომ ხელოვნება და ხელით შექმნილი ნივთები, რა თქმა უნდა, არის რელაქსაციაც, სუბლიმაციაც ადამიანის გამოხატულებისა.

მე თვითონ მიყვარს ხატვაც, კერამიკასთანაც ვმუშაობ, რაღაცის შექმნა ხელით ძალიან მიყვარს. სულ მქონდა ეს იდეა, შემდეგ ერთ-ერთი გვერდი ფსიქოლოგიური სოც. ქსელებში გადავწყვიტე, გამომეყენებინა, როგორც დეკორის გვერდი…

ჩემს მეგობარს დავეხმარე, მხატვარს, შემოქმედ ადამიანს თაკო მეგრელიძეს. პირველი გამოფენა მისი მოვაწყვეთ ჩემთან მცხეთაში, სახლში. ამ გვერდის მეშვეობით გავაპიარეთ და რაღაცნაირად ასე თავისით აეწყო… ჰობიდან გადაიზარდა კიდევ ერთ მიმართულებაში ჩემი საქმიანობისა…

რას გულისხმობს ეს მიმართულება? – განუმარტეთ მკითხველს… 🌸

– გამოფენებს ვაწყობ… პირველი გამოფენა მოვაწყვეთ თაკოსთვის, როგორც ვთქვი. შემდეგ რამდენიმე მონაწილე იყო, მესამედ ზამთარში ჩავატარეთ… ახლა კი, 28 აპრილს ჩატარდა ბოლო, ანუ რიგით მეოთხე, გამოფენა და 125 მონაწილე იყო წარმოდგენილი, თქვენ წარმოიდგინეთ, 1000- მდე სტუმარი გვყავდა!

–  ხელნაკეთი ნივთების გამოფენებს აწყობთ ხომ?

– დიახ და იქიდან გამომდინარე, რომ ასე კარგად განვითარდა ეს მიმართულება, მაქვს რაღაც გეგმები. ძალიან მინდა, რომ უცხოეთში გავიტანოთ შემოქმედი ადამიანების ხელნაკეთი ნივთები. მინდა, ცენტრში გავაკეთო მაღაზია-გამოფენა და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ წინ.

ქალბატონო ინგა, ინტერვიუს ბოლოს, თქვენი სპეციალობიდან გამომდინარე განსაკუთრებით ქალბატონებს მინდა, მიმართოთ. რა რჩევას მისცემდით ? ✨️

– აი, ამ ორი მიმართულებიდან გამომდინარე –  რეალურად არ არის აუცილებელი, რომ რაღაც ასეთი საშინელი სტრესი მოხდეს ცხოვრებაში იმისათვის, რომ თქვენი სულის ძახილს და თქვენს ნიჭს მიაპყროთ ყურადღება.

არავინ ამბობს, რომ ეს იმ წუთასვე ბიზნესად და კომერციად უნდა იქცეს, არამედ ჰობის დონეზე მაინც… რომ იტყვიან ხოლმე, შენი ჭია უნდა გაახაროო – ჭია კი არა, შენი თავი უნდა გაახარო, შენი სული და გული გაახარო… გააკეთო ის, რისი გაკეთებაც გინდა, მით უმეტეს, რომ ასეთი რაღაც ძალიან კეთილია, კარგია, ხალხს მოსწონს, თვალსა და გულს ახარებს…

გააკეთეთ, რისი კეთებაც გინდათ! მე ხატვა 40 წლის ასაკში დავიწყე, კერამიკაზე, სულ რაღაც ერთი წლის წინ დავიწყე სიარული, რადგან ყოველთვის მაინტერესებდა. სულ გვგონია ხოლმე, რომ დროს ვერ ვპოულობთ, მაგრამ რეალურად კვირაში ერთი-ორი საათი ყველას შეგვიძლია ვიპოვოთ ამისთვის დრო, მთავარია – მოვინდომოთ.

–  ჩემი შვილი ბოლო დროს ქსოვს და თოჯინებს აკეთებს, თავად დაინტერესდა… რამდენად მნიშვნელოვანა რომ ხელსაქმით დაკავდეს ბავშვი ამ გაჯეტების ეპოქაში?

– რა თქმა უნდა, უმჯობესია, რაც მოსწონს, რაც მას განავითარებს, ის აკეთოს… მე ვთვლი, რომ ყველა ადამიანში არის სხვადახვა ნიჭი ჩადებული და მნიშვნელოვანია, რომ ეს აღმოვაჩინოთ და მშობლებმა ხელი შევუწყოთ ამის განვითარებას.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
რას ნახავთ საბერძნეთის კურორტ სერიფოსზე

რას ნახავთ საბერძნეთის კურორტ სერიფოსზე

14 June, 2024
6 საუკეთესო გზა ბელგიაში სამოგზაუროდ თუ აქ მანქანას იქირავებთ

6 საუკეთესო გზა ბელგიაში სამოგზაუროდ თუ აქ მანქანას იქირავებთ

13 June, 2024
დუბაის საუკეთესო საკვები ადგილები

დუბაის საუკეთესო საკვები ადგილები

11 June, 2024
კლინიკა „პინეოში“„პაციენტთა საბჭოს” პირველი შეხვედრა გაიმართა – “აკრედიტაცია კანადის” სტანდარტი ქართულ ჯანდაცვის სივრცეში

კლინიკა „პინეოში“„პაციენტთა საბჭოს” პირველი შეხვედრა გაიმართა – “აკრედიტაცია კანადის” სტანდარტი ქართულ ჯანდაცვის სივრცეში

ივნისი 14, 2024
ახალი კვლევის შედეგები

ახალი კვლევის შედეგები

ივნისი 14, 2024
ტატუ კიბოს რისკის ზრდასთან არის დაკავშირებული

ტატუ კიბოს რისკის ზრდასთან არის დაკავშირებული

ივნისი 14, 2024
ქეით მიდლტონი, შესაძლოა, სამეფო ვალდებულებების შესრულებას აღარასოდეს დაუბრუნდეს

ქეით მიდლტონი, შესაძლოა, სამეფო ვალდებულებების შესრულებას აღარასოდეს დაუბრუნდეს

7 ივნისი 2024
ზღაპრული ვარდისფერი კაბა და საოცარი გარემო – ქეთი ხიშტოვანის დაბადების დღის კულუარულ ამბებზე მისი მეგობრები ყვებიან

ზღაპრული ვარდისფერი კაბა და საოცარი გარემო – ქეთი ხიშტოვანის დაბადების დღის კულუარულ ამბებზე მისი მეგობრები ყვებიან

7 ივნისი 2024
ნახეთ, რატომ დაარქვა შვილს „ჰარი პოტერის“ გმირის სახელი ნინო მუმლაძემ

ნახეთ, რატომ დაარქვა შვილს „ჰარი პოტერის“ გმირის სახელი ნინო მუმლაძემ

7 ივნისი 2024
იატაკის საფარის ტიპები – რომელია უმჯობესი

იატაკის საფარის ტიპები – რომელია უმჯობესი

ივნისი 15, 2024
როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ერგონომიკული პრინციპები სამუშაო ადგილებზე

როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ერგონომიკული პრინციპები სამუშაო ადგილებზე

ივნისი 14, 2024
ასურეთის/ელიზაბეტთალის შთამბეჭდავი არქიტექტურა ✨️ გერმანელების აშენებული სოფელი თბილისთან ახლოს

ასურეთის/ელიზაბეტთალის შთამბეჭდავი არქიტექტურა ✨️ გერმანელების აშენებული სოფელი თბილისთან ახლოს

ივნისი 14, 2024
გემრიელი ხავიწი…

გემრიელი ხავიწი…

ივნისი 14, 2024
ორგანული (ბიო) წარმოება ნიადაგს აუმჯობესებს

ორგანული (ბიო) წარმოება ნიადაგს აუმჯობესებს

ივნისი 13, 2024
პროექტის მიზანია საქართველოში ტყეზე ზეწოლისა და ტყის კარგვის შემცირება

პროექტის მიზანია საქართველოში ტყეზე ზეწოლისა და ტყის კარგვის შემცირება

ივნისი 13, 2024
რატომ აშენებენ მსოფლიო მილიარდერები ბუნკერებს და რა აუცილებელი ნივთებით უნდა შეავსოთ თქვენი მარაგი

რატომ აშენებენ მსოფლიო მილიარდერები ბუნკერებს და რა აუცილებელი ნივთებით უნდა შეავსოთ თქვენი მარაგი

6 ივნისი 2024
„გავიდა მარილზე“, „ყურებზე ხახვი არ დამაჭრა“- საიდან გაჩნდა ქართულ ენაში გავრცელებული გამონათქვამები

„გავიდა მარილზე“, „ყურებზე ხახვი არ დამაჭრა“- საიდან გაჩნდა ქართულ ენაში გავრცელებული გამონათქვამები

5 ივნისი 2024
მეოთხე ქართული ანბანი, რომლის შესახებაც ცოტამ იცის – როდის და რატომ შეიქმნა „დედაბრული ხელი“

მეოთხე ქართული ანბანი, რომლის შესახებაც ცოტამ იცის – როდის და რატომ შეიქმნა „დედაბრული ხელი“

5 ივნისი 2024
ბათუმში „ზაფხულის ფესტივალზე“ ცნობილი ქართული ბენდები იმღერებენ

ბათუმში „ზაფხულის ფესტივალზე“ ცნობილი ქართული ბენდები იმღერებენ

ივნისი 14, 2024
შავი ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია

შავი ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია

ივნისი 14, 2024
იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი ეროვნულ მუზეუმს გადასცეს

იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი ეროვნულ მუზეუმს გადასცეს

ივნისი 13, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ტოპ 3 გასახდომი ბურღულეული

ტოპ 3 გასახდომი ბურღულეული

ივნისი 15, 2024
ვიტამინების ნაკლოვანებით გამოწვეული ჭარბი წონა

ვიტამინების ნაკლოვანებით გამოწვეული ჭარბი წონა

ივნისი 15, 2024
ზაფხული და კვებითი ინტოქსიკაციები

ზაფხული და კვებითი ინტოქსიკაციები

ივნისი 14, 2024
5 მთავარი მიზეზი, რომლის გამოც შესაძლოა ფრენაზე არ დაგიშვან

5 მთავარი მიზეზი, რომლის გამოც შესაძლოა ფრენაზე არ დაგიშვან

15 ივნისი 2024
მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნები თქვენს მეორე ნახევართან ერთად სამოგზაუროდ

მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნები თქვენს მეორე ნახევართან ერთად სამოგზაუროდ

15 ივნისი 2024
ნივთები, რომელიც მოგზაურობისას აუცილებლად თან უნდა გქონდეთ

ნივთები, რომელიც მოგზაურობისას აუცილებლად თან უნდა გქონდეთ

14 ივნისი 2024
„ევროპის სპორტის ქალაქი 2025“ – თბილისმა ახალი სტატუსი მოიპოვა 🎉

„ევროპის სპორტის ქალაქი 2025“ – თბილისმა ახალი სტატუსი მოიპოვა 🎉

ივნისი 13, 2024
თბილისის გამწვანება – ხუდადოვის ტყეში გამწვანებისა და დასუფთავების აქცია გაიმართა

თბილისის გამწვანება – ხუდადოვის ტყეში გამწვანებისა და დასუფთავების აქცია გაიმართა

ივნისი 5, 2024
თბილისის ტრანსპორტი – სიახლეები დედაქალაქის მერიისგან

თბილისის ტრანსპორტი – სიახლეები დედაქალაქის მერიისგან

ივნისი 5, 2024
spot_img

ბოლო სიახლეები