მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი გოგონა – სელმა ჰაიეკის ფრანგულ-მექსიკური წარმომავლობის შვილი

0
233

ვალენტინა პალომა პინო არის ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზრაურებადი ვარსკვლავის სელმა ჰაიეკისა და მილიარდერი ბიზნესმენის, Kering ჯგუფისაღმასრულებელიდირექტორის, ფრანსუა ჰენრი პინოს ქალიშვილი. ფრანგული და მექსიკური წარმომავლობის მქონე ვალენტინამ საკუთარი გარეგნობით მალევე მოხიბლა მსოფლიოს გავლენიანი გამოცემები. 2022 წელს, 16 წლის ასაკში ვალენტინამ დედასთან ერთად მექსიკური Vogue-ის გარეკანი დაამშვენა.

Vogue-თან ინტერვიუში ვალენტინამ აღნიშნა, რომ სურს დედის გზას გაჰყვეს და ისეთივე წარმატებული კარიერა ჰქონდეს, როგორიც მას აქვს – “მინდა მივიღო მონაწილეობა ფილმებში, მაგრამ არამხოლოდ როგორცმსახიობმა, არამედ როგორც რეჟისორმა. ინტერესის ბევრი სფერო მაქვს, თუმცა ამჯერად ეს ორი პროფესიაა ჩემი ინტერესის ობიექტი. მინდა ისეთივე წარმატებას მივაღწიო და ისეთი პოპულარული გავხდე, როგორიც ერთ დროს დედაჩემი იუო საკუთარი კარიერის ზენიტში”.

ვალენტინა სელმას ყველაზე დიდი გულშემატკივარია.

მიუხედავად იმისა, რომ სელმა ხშირად აღნიშნავს, თუ როგორი კრიტიკული შეფასება აქვს მის ქალიშვილს ყველა თავისი როლის მიმართ, მაინც აღნიშნავს, რომ ვალენტინა მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. ის ადრეული ასაკიდანვე დაჰყვებოდა დედას პრემიერებსა და ინტერვიუებზე და ცდილობდა ის გაემხნევებინა.

15 წლის ასაკში ის უკვე სამ ენაზე საუბრობს

მოგეხსენებათ, რომ ვალენტინას დედა მექსიკელია, მამა კი – ფრანგი, შესაბამისად ვალენტინამ ენების ათვისება 4-5 წლის ასაკში დაიწყო, ფრანგულთან და ესპანურთან ერთად კი დროდადრო ინგლისურიც ისწავლა. ჟურნალ People-თან საუბრისას ვალენტინამ აღნიშნა, რომ ფრანგულს ისეთი კარგად ფლობს, რომ უკვე დედასაც ასწავლის.

მისი ჰობია ფოტოგრაფია

Vogue-თან საუბრისას ვალენტინამ აღნიშნა, რომ ძალიან უყვარს თანატოლებისთვის ფოტოების გადაღება და ემოციური კადრების დაჭერა. მას ფოტოაპარატი სკოლაშიც დააქვს და შესვენებებზე საინტერესო კადრების აღბეჭდვით ერთობა.

მას უყვარს ვინტაჟური ნივთების შეგროვება

სელმა ჰაიეკმა ინტერვიუს დროს ხუმრობით აღნიშნა, რომ მის კოლექციას არაერთი ვინტაჟური ჩანთა აკლია, რაშიც დამნაშავე სწორედ პალომაა. ნებისმიერი ნივთი, რომელიც ძველია და წარსულის შესახებ რაიმე ისტორიას ყვება, აუცილებლად ვალენტინას ინტერესის ობიექტია.

კითხვის გაგრძელება:https://okmagazine.ge

 

 

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ