ლეგენდარული დიზაინერის რობერტო კავალის წარუშლელი კვალი მის შემოქმედებაში

0
131

რობერტო კავალის სახელი მოდის ინდუსტრიაში სიმდიდრესთან და ექსტრავაგანტულობასთან ასოცირდება. ლეგენდარულმა დიზაინერმა თავისი შემოქმედებით წარუშლელი კვალი დაუტოვა საზოგადოებას. ფლორენციაში დაბადებული ხელოვანი იტალიური კულტურის, ბუნებისა და იქაური ცხოვრების სტილის ინსპირაციით იყენებდა მკვეთრ პრინტებსა და ეგზოტიკურ მატერიებს, რაც მის სამოსს სხვა ყველა დიზაინერისგან გამოარჩევდა.

 

რობერტო 1940 წლის 15 ნოემბერს ფლორენციაში, იტალიაში დაიბადა.

 

მან კარიერა დაიწყო როგორც არტისტმა, მხატვარმა და შემდეგ კონცენტრირდა მოდის ინდუსტრიაზე.

 

კავალის ყველაზე ცნობილი “ლუქები” შედგება  ცხოველების პრინტებისგან, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ზებრასი და ლეოპარდისაა.

 

რობერტო კავალის კოლექციები არაერთმა ცნობილმა ადამიანმა მოირგი, მისი სამოსის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თაყვანისმცემლები ჯენიფერ ლოპესი და ბიონსე არიან.

 

მისი სადებიუტო კოლექციის ჩვენება 1970 წელს, პარიზში შედგა.

 

მიუხედავად იმისა, რომ რობერტო კავალი ყოველთვის ითვლებოდა მაღალი მოდის ბრენდად, დიზაინერი ხშირად თანამშრომლობდა ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა H&M, Target და Coca-Cola. მათი კოლაბორაციების შედეგად შესანიშნავი ლიმიტირებული კოლექციები იქმნებოდა.

 

რობერტო კავალი სიცოცხლეში არამხოლოდ ტანსაცმელს, არამედ აქსესუარებს, ჩანთებს, სუნამოებს, სახლისთვის საჭირო ნივთებს და დეკორაციებს ქმნიდა.

 

რობერტოს მეუღლე 64 წლის ყოფილი მოდელი ევა კავალია

 

ლეგენდარული დიზაინერი 2024 წლის 12 აპრილს 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

წყარო:https://okmagazine.ge

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ