ორშაბათი, ივლისი 15, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიჯანმრთელი და ლამაზი ფრჩხილები რომ გქონდეთ

ჯანმრთელი და ლამაზი ფრჩხილები რომ გქონდეთ

ფრჩხილების სილამაზეზე ზრუნვა ათასეულობით წლის წინ დაიწყეს.

მასიური ოქროსგან დამზადებული ფრჩხილების მოსავლელი ინსტრუმენტების პირველი ნაკრები, რომელიც ბაბილონის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3200 წლით თარიღდება. ძველ ეგვიპტეში ქალები ფრჩხილებს კენკრის წვენით იღებავდნენ. გრძელი და შეღებილი ფრჩხილები მაღალ სოციალურ სტატუსზე მიანიშნებდა. კლეოპატრა, როგორც ამბობენ, სისხლისფერს ანიჭებდა უპირატესობას, ნეფერტიტის საყვარელი ფერი კი ლალისფერი იყო.

მას შემდეგ მოდა ბევრჯერ შეიცვალა, 50-იანი წლების კლასიკური წითლიდან თანამედროვე ნეონის ფერებამდე.

თმასთან, სახესა და სხეულთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ფრჩხილების მოვლაც. ესთეტიკური პროცედურებისთვის სალონში წასვლა არ არის აუცილებელი – ფრჩხილებისთვის ფორმის მიცემა სახლშიც შეიძლება, თუ საჭირო ინსტრუმენტებს და მოვლის საშუალებებს მოიმარაგებთ, ჩვენ კი სასარგებლო რჩევებს მოგცემთ იმის შესახებ, როგორ მოიყვანოთ ფრჩხილები ფორმაში, როგორ გაიშროთ ლაქი სწრაფად, რა ხრიკს მიმართოთ, ლაქმა დიდხანს რომ გაძლოს და რას მიაქციოთ ყურადღება მანიკიურის სალონში გაკეთებისას.

უპირველეს ყოვლისა, უნდა შეიძინოთ: ქლიბი, ზეთი, მანიკიურის გასაკეთებელი ინსტრუმენტების ნაკრები, ლაქის ქვეშ წასასმელი დამცავი, ლაქის ზემოდან გადასასმელი დამცავი, ლაქის მოსაცილებელი უაცეტონო სითხე, ფორთოხლის ხის ჩხირი, ხელის კრემი, სასურველი ფერის ლაქი.

მოიშორეთ ძველი ლაქი. ბამბის დისკო ლაქის მოსაცილებელი სითხით დაასველეთ და ფრჩხილზე დაიდეთ, აცადეთ მოქმედება, მერე კი ნაზად მოუსვით ფირფიტას. ღონივრად არ გაიხეხოთ, რომ ფრჩხილის ზედა ფენა არ დაიზიანოთ.

ნუნები რომ დარბილდეს და ადვილად მოსცილდეს ფრჩხილს, უმჯობესია, ხელები თბილ ქაფიან წყალში დაილბოთ. ნორმალური ფრჩხილებისთვის 2– 3 წუთი საკმარისია, ხოლო თუ რბილი ფრჩხილები გაქვთ, 1 წუთი გააჩერეთ. მერე კარგად გაიმშრალეთ და ფრჩხილებზე ზეთი ან ხელის დამატენიანებელი კრემი შეიზილეთ.

ნუნების ჩასაწევად სპეციალური ფორთოხლის ხის ჩხირი გამოიყენეთ. ქაფიანი წყალი და ზეთი ნუნებს უკვე კარგად დაარბილებდა, ამიტომ ძალიან ფრთხილად ჩასწიეთ. თუ ამას რეგულარულად გააკეთებთ, ნუნების მაკრატლით მოჭრა აღარ დაგჭირდებათ.

მომდევნო ეტაპი ფრჩხილისთვის ფორმის მიცემაა. ფორმა თქვენ უნდა შეარჩიოთ: სწორი, ოდნავ მომრგვალებული, ნუშის ფორმისა თუ კუთხოვანი. ყველაზე სტაბილურია 2-3 მილიმეტრით გაზრდილი და გვერდებზე ოდნავ მომრგვალებული ფრჩხილი.

ჯანმრთელი და ლამაზი ფრჩხილები რომ გქონდეთ

შემდეგ ხელები დაიბანეთ ან ლაქის მოსაცილებლით ერთხელ გაისუფთავეთ და ფრჩხილზე  (შიდა დამცავის) თხელი ფენა გადაისვით. თითის ბალიშები ოდნავ დაქაჩეთ და დამცავი ლაქი შიგნიდანაც წაისვით ფრჩხილის წვერზე. მთავარია ფრჩხილი მთლიანად დაიფაროს. რამდენიმე წუთი აცადეთ გაშრობა. გადაისვით ფერადი ლაქი. ფერის პიგმენტები კარგად რომ განაწილდეს, წასმამდე ლაქის ფლაკონი რამდენიმე წამი ხელისგულებს შორის აგორავეთ. არ შეანჯღრიოთ. თორემ შესაძლოა, მასში ჰაერის ბუშტუკები გაჩნდეს. ლაქში ამოვლებული ფუნჯი ერთხელ ჩაწმინდეთ და ჯერ ფრჩხილის შუა ნაწილზე, მერე კი გვერდებზე გადაისვით. ლაქი კანზე რომ არ გადავიდეს, ფუნჯი დაახლოებით ერთი მილიმეტრით დააშორეთ კანს. პირველი ფენა თხელი უნდა იყოს. 3-4 წუთის შემდეგ, კარგად რომ გაშრება მეორე, უფრო სქელი ფენა გადაისვით და გაშრობას დაელოდეთ. თუ ფრჩხილების გარშემო კანი მაინც დაგესვარათ, ხის ჩხირს წვერზე თხლად შემოახვიეთ ბამბა, ლაქის მოსაცილებელში ჩააწეთ და დასვრილი ადგილები ძალიან ფრთხილად გაისუფთავეთ.

და ბოლოს ზედა დამცავი გადაისვით. ის კარგად იცავს ფერად ლაქს და სიპრიალესაც მატებს. არ დაგავიწყდეთ ფრჩხილის კიდეები. გადასმამდე შეამოწმეთ ფერადი ლაქი – მთლიანად თუ არა, ცოტათი მაინც უნდა იყოს შემშრალი.

გაითვალისწინეთ ფრჩხილებს ლამაზი და ჯანმრთელი იერი რომ ჰქონდეს, საჭიროა მათი რეგულარული მოვლა.

წყარო

 

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Giorgi Pkhakadze
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
10 საუკეთესო აქტივობა ლივერპულში

10 საუკეთესო აქტივობა ლივერპულში

13 July, 2024
რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს კონდიციონერი ვირუსებისა და ინფექციის წყარო – შეიძლება, სხვადასხვა ინფექციის წყარო გახდეს

რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს კონდიციონერი ვირუსებისა და ინფექციის წყარო – შეიძლება, სხვადასხვა ინფექციის წყარო გახდეს

ივლისი 14, 2024
„როგორ ვიცხოვრო უშენოდ? მიწა გამომაცალე შენი წასვლით…- თამარ ივერი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

„როგორ ვიცხოვრო უშენოდ? მიწა გამომაცალე შენი წასვლით…- თამარ ივერი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

15 ივლისი 2024
5 ფერი საბავშვო ოთახის მოსაწყობად — ფსიქოლოგების რჩევები

5 ფერი საბავშვო ოთახის მოსაწყობად — ფსიქოლოგების რჩევები

ივლისი 9, 2024
აჭარაში თევზეულის ახალი სახელმძღვანელო დაიბეჭდა

აჭარაში თევზეულის ახალი სახელმძღვანელო დაიბეჭდა

ივლისი 13, 2024
ოსკარ შმერლინგის „წარმავალი ტფილისი“ ეროვნული არქივის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი

ოსკარ შმერლინგის „წარმავალი ტფილისი“ ეროვნული არქივის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი

12 ივლისი 2024
„სალაშქრო მიმართულებებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება“

„სალაშქრო მიმართულებებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება“

ივლისი 13, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რა უნდა ვიცოდეთ -ტყემალის სასარგებლო თვისებების შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ -ტყემალის სასარგებლო თვისებების შესახებ

ივლისი 14, 2024
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მედიაჰოლდინგ “შენის” მორიგი წარმატება – პროფესორი გიორგი ფხაკაძე სიახლით ჟენევიდან

საზოგადოებრივი ჯანდაცვის მედიაჰოლდინგ “შენის” მორიგი წარმატება – პროფესორი გიორგი ფხაკაძე სიახლით ჟენევიდან

14 ივლისი 2024
რატომ ჩაიშალა თბილისის გერბისა და დროშის შესარჩევი კონკურსი

რატომ ჩაიშალა თბილისის გერბისა და დროშის შესარჩევი კონკურსი

ივლისი 14, 2024
spot_img

ბოლო სიახლეები