საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხარისხის ასამაღლებლად, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, გიორგი ფხაკაძემ, შექმნა მედიაჰოლდინგი “შენი”. ეს არის ევროპული სტანდარტის, დამოუკიდებელი, პირველი ქართულ-ფრანგული ჰოლდინგი, რომელიც აერთიანებს 9 ვებ და 8 facebook-გვერდებს; 3 Instagram-გვერდს; YouTube და TikTok არხებს; Twitter – სა და X პლატფორმას… ყველა ერთად კი, ყოველთვიურად 500,000-მდე ადამიანს აწვდის აპოლიტიკურ, აქტუალურ ინფორმაციას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სიახლეებზე, რომლის მთავარი შემადგენელი ნაწილი – საზოგადოებრივი ჯანდაცვაა.
“შენი”-ს მიზანია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ ინფორმაცია მისაღებ ენაზე მიაწოდოს ქართულენოვანი საზოგადოების ყველა ფენას. 2023 წელს შეიქმნა პირველი პლატფორმა www.sheniekimi.ge, რომელიც აშუქებს მსოფლიო მედიცინის სიახლეებს, ჯანდაცვის თანამედროვე ტენდენციებსა და საქართველოს სამედიცინო სფეროში არსებულ გამოწვევებსა თუ მიღწევებს. ამ პლატფორმაზე უწყვეტ რეჟიმში ვაქვეყნებთ უახლეს ინფორმაციას ჯანდაცვის საკითხებზე.
www.sheniambebi.ge საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას მათთვის საინტერესო ყველა თემაზე, გარდა პოლიტიკისა. ვსაუბრობთ ადამიანებისთვის საჭირო, საინტერესო და სახალისო თემებზე, რათა ჩვენს მკითხველს შევუქმნათ მყუდრო ჰარმონია ჩვენს პლატფორმაზე ყოფნის დროს. საინფორმაციო სააგენტოს პრიორიტეტი საზოგადოებრივი ჯანდაცვაა.
www.sheniganatleba.ge არის სივრცე, სადაც საზოგადოების განათლების ხარისხის ამაღლება პრიორიტეტია. ვსაუბრობთ საკითხებზე, რაც საქართველოს განათლების სფეროს უკავშირდება და ამავე დროს ყურადღებას ვამახვილეთ საერთაშორისო ტენდენციებზე. მიგვაჩნია, რომ განათლებისა და ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებით ჩვენს წილ აგურს ვდებთ სახელმწიფოს განვითარების პროცესში…
www.shenisofeli.ge – აშუქებს საქართველოს რეგიონების, სოფლების ცხოვრებას. ვაქვეყნებთ სოფლად მცხოვრები ადამიანების საინტერესო ისტორიებს, მიღწევებსა და მათთვის საჭირო ინფორმაციას, მათშორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ. იმ პირობებში, როდესაც მედიის ძირითადი კონცენტრაცია დედაქალაქსა და დიდ ქალაქებზეა, ჩვენი პლატფორმა ეძღვნება რეგიონებსა და სოფლებს, რათა მათი ხმა მიწვდეს ქართულ საზოგადოებას და სოფლამდე მივიტანოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ.
www.shenidasveneba.ge – საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას დასვენების, მოგზაურობისა და განტვირთვის შესახებ… ვსაუბრობთ საქართველოს კურორტებზე, საინტერესო ტურისტულ ობიექტებზე, რაც ტურიზმის განვითარებასა და ეკონიმიკის წინსვლასაც უწყობს ხელს. ჩვენ ვქმნით გზამკვლევს თქვენი ჰარმონიული და კომფორტული დასვენებისთვის…
www.sheniinterieri.ge საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას ინტერიერზე, ექსტერიერზე, სახლის მოწყობასა და ყველა იმ საკითხზე, რაც კომფორტულ გარემოში ადამიანის ჯანსაღი ცხოვრების წესს უკავშირდება. ამ პლატფორმას არამხოლოდ ესთეტიკური, არამედ საჭირო ინფორმაციის გავრცელების დატვირთვა აქვს. მაგალითად, ჩვენ ვსაუბრობთ ერგონომიკაზე – კომფორტულ საცხოვრებელ და სამუშაო გარემოზე, რაც ჯანმრთელობის საწინდარია. ამასთან ერთად, ჩვენი აუდიტორია მუდმივად შეიტყობს ინტერიერისა და ექსტერიერის შესახებ უახლეს ტენდენციებს. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს მნიშვნელობის შესახებ. ჯანსაღი საცხოვრებელი თუ სამუშაო გარემოს შექმნა ჩვენი პლატფორმის პრიორიტეტია.
www.shenihiroskopi.ge შეიქმნა მათთვის, ვისაც სჯერა, რომ მათი ცხოვრების გზას პლანეტების განლაგება განაპირობებს. ვსაუბრობთ ყველაფერზე, რაც ჰოროსკოპსა და ზოდიაქოს ნიშანთა თავისებურებებს შეეხება.
www.shenisupra.ge არის საქართველოში პირველი შემეცნებით-კულინარიული საინფორმაციო პორტალი, სადაც სამზარეულოს მრავალ ასპექტთან ერთად, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას ჯანსაღი კვების შესახებ. ვებგვერდის მიზანი სწორი და ჯანსაღი კვების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებაა.
ზემოთ ხსენებული ყველა საინფორმაციო პლატფორმა ერთად შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს მთავარ ვებგვერდზე – sheni.news.
“შენი” არ თანამშრომლობს ორგანიზაციებთან, რომლებიც ჩართულნი არიან თამბაქოს, ბავშთა ხელოვნური კვების, იარაღის, და სათამაშო ბიზნესებთან წარმოებასა და მათთან დაკავშირებულ კომპანიებთან. “შენი” ასევე არ ითანამშრომლებს იმ ფარმაცევტულ კომპანიებთანაც, რომელთა წამლებს არ ექნება ევროკავშირის წამლის სააგენტოს სერტიფიკათი. ხაზგასასმელია, რომ საქართველოს საინფორმაციო სივრცეში ეს ხდება პირველად, როდესაც თავიდანვე ვზღუდავთ საკუთარ პლატფორმას ამ მიმართულებით, რადგანაც ჩვენთვის პრიორიტეტი არის ადამიანის ჯანმრთელობა. ყველა ჩვენი სტატია თუ სხვა სახის საინფორმაციო კონტენტი მიმართულია საზოგადოების ჯანდაცვის გაუმჯობესებისკენ. ჩვენი პლატფორმის თითოეული კომპონენტი ხელს შეუწყობს სიჯანსაღის პროპაგანდას და თქვენ მიიღებთ სწორ, საჭირო და მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ინფორმაციას უწყვეტ რეჟიმში…
მედიაჰოლდინგი “შენი”