ჩვენ შესახებ

2023 წლის იანვარში “საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტმა” და ფრანგულმა ორგანიზაციამ “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” Acréditation Sans Frontières (ASF) შექმნეს ალიანსი, რის შედეგადაც ორი ცალკეული იურიდიული პირი გაერთიანდა. შესაბამისად, ქართულ-ფრანგულ ორგანიზაციას აქვს ორი მისამართი – პარიზსა და თბილისში, თუმცა აქვს საერთო მენეჯმენტი, სტრატეგია და ერთი გუნდი. მიგვაჩნია, რომ ევროპულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით “საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი” დანერგავს და გააღრმავებს ევროპულ მედიასტანდარტებს საქართველოში. აღნიშნული გაერთიანების შედეგად, ყველა პროექტი, რაც განუხორციელებია „აკრედიატაცია საზღვრებს გარეშე“ -ს და „საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტები“ , გაერთიანდა ერთი მენეჯმენტის ფარგლებში.

„საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტისა და აკრედიტაცია საზღვრებს გარეშე“-ს ალიანსი“-ის ლოგო არის ფრანგული და ქართული ლოგოების ნაერთი, რაც არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ მუშაობენ ქართული და ევროპული ორგანიზაციები საერთო მიზნებისთვის.

ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა ქართული და ფრანგული ორგანიზაციების გაერთიანებისა, რომლის მთავარი მიზანია, გააძლიეროს და განავითაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვა.

ყველაფერ ზემოთქმულის შესაბამისად, ჩამოვაყალიბეთ მედიაჰოლდინგი “შენი”, რომელიც აერთიანებს 12 ვებ და facebook-გვერდებს; 5 Instagram-გვერდს; YouTube და TikTok არხებს; X,  (Twitter)-სა და თემები პლატფორმას.  ყველა ერთად კი, ყოველთვიურად 1,000,000-მდე  ქართულენოვან საზოგადოებას აწვდის დამოუკიდებელ, აპოლიტიკურ, აქტუალურ ინფორმაციას.

„შენი“ არის აპოლიტიკური, არაკომერციული, არამომგებიანი მედიაჰოლდინგი; ეფუძნება ევროპულ პრინციპებსა და სტანდარტებს. აქედან გამომდინარე, ვრეგულირდებით როგორც საქართველოს, ასევე საფრანგეთის კანონმდებლობით. მედიაჰოლდინგი ამომწურავ ინფორმაციას აწვდის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობის შესახებ ქართულენოვან საზოგადოებას.

ქართულ-ფრანგული მედიაჰოლდინგი არ თანამშრომლობს პარტიებთან, თამბაქოს, ბავშვთა ხელოვნური კვების, სათამაშო ბიზნესის, იარაღის წარმოებასა და მათთან დაკავშირებულ კომპანიებთან. ხაზგასასმელია, რომ საქართველოს საინფორმაციო სივრცეში ეს ხდება პირველად, როდესაც ვზღუდავთ სარეკლამო სივრცეს, რადგან ჯანმრთელობა ჩვენი ჰოლდინგის პრიორიტეტია.

მედიაჰოლდინგ “შენი”- ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი არის გიორგი ფხაკაძე .

მედიაჰოლდინგ “შენი”-ს მთავარი რედაქტორი არის თათია გოჩაძე, რომელიც ხელმძღვანელობს ჰოლდინგის სარედაქციო საქმიანობას.

ჩვენი მედიაჰოლდინგის თითოულ ვებგვერდს ჰყავს საკუთარი გამომშვები რედაქტორი, კორესპონდენტ-ჟურნალისტები და ფოტოგრაფი.