„შესაძლებელი გახდება კიდევ უფრო მეტი პაციენტის მკურნალობის დაფინანსება და გაიზრდება წვდომა მედიკამენტებზე“
ყველა მოქალაქისთვის, სრულად ფინანსდება – ცვლილება DRG დაფინანსების სისტემის გაფართოების შედეგად განხორციელდა
„კოვიდი 72%-ით ზრდის გულის უკმარისობის რისკს“
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კოვიდი ზრდის 72%-ით გულის უკმარისობის რისკს.

პირველად ისტორიაში! კოსმოსში თაგვის ემბრიონები გაზარდეს
ახლა, როდესაც კაცობრიობა დედამიწის მიღმა უცნაურ საზღვრებს უყურებს, პირველ ნაბიჯებს დგამს ვარსკვლავებისკენ, ჩვენი მომავლის შესახებ ახალი კითხვებიც ჩნდება.
ერთი რამ, რაც ჯერ კიდევ შესამოწმებელია, არის სახეობათა გამრავლება. შევძლებთ თუ არა დედამიწის ატმოსფეროს მიღმა, მიკროგრავიტაციისა და რადიაციულ გარემოში გამრავლებას და ახალ ადამიანთა გაზრდას?
ახალი ექსპერიმენტის თანახმად, ამ კითხვაზე პასუხია „შესაძლოა“.
ნაღვლ-კენჭოვანი დაავადებები და მათი მკურნალობა – რა ძირითადი მეთოდები არსებობს?
სამედიცინო ცენტრ ინოვას ენდოსკოპისტი, ზოგადი-ონკო ქირურგი ენდოსკოპიური განყოფილების ხელმძღვანელი ლევან ქოიავა
ნაღვლ-კენჭოვანი დაავადებები და მათი მკურნალობა – რა ძირითადი მეთოდები არსებობს?
ნაღვლ-კენჭოვანი დაავადებების მკურნალობის ყველაზე გავრცელებული და ოქროს სტანდარტის მკურნალობა ლაპაროსკოპიული ქოლეცისტექტომიაა ანუ მინიინვაზიურად ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა. თუ ნაღვლის ბუშტის კენჭები იწვევს გარკვეულ გართულებებს მაშინ შესაძლოა მკურნალობა უფრო კომპლექსური იყოს და მოიცავდეს რამდენიმე ეტაპს, მათ შორის მისი ყველაზე ხშირი გართულებაა ნაღვლის ბუშტიდან კენჭის სანაღვლე სადინარში გადავარდნა,რომლის დროსაც რა თქმა უნდა მხოლოდ ნაღვლის ბუშტის ოპერაცია არ არის საკმარისი. როგორც წესი ამ დროს მკურნალობა ორეტაპიანია პირველ ეტაპზე ტარდება ენდოსკოპური ჩარევა და სანაღვლე გზიდან კენჭის ამოღება და მეორე ეტაპზე როგორც წესი რამდენიმე კვირის შემდეგ უკვე გეგმური ლაპარ ქოლეცისტექომია
როგორია მიინვაზიური გამარტივებული მეთოდი, რომელიც გამოიყენება კლინიკა ინოვაში
ვიყენებთ ეწ რანდევუს მეთოდს, რომელიც გულისხმობს აღნიშნული პათოლოგიის ერთეტაპიან მკურნალობას, ანუ როგორც სანაღვლე გზიდან კენჭის ენდოსკოპიურ ამოღებას ასევე ლაპაროსკოპულ ქოლეცისტექტომიას. უმეტეს შემთხვევაში პაციენტი არ საჭიროებს (განმეორებით) ჰოსპიტალიზაციას ან რაიმე (დამატებით) ჩარევას.
რა უპირატესობები აქვს ამ მეთოდს?
პაციენტის ერთჯერადი ჰოსპიტალიზაცია
ერთი ანესთეზიის ქვეშ 2 ოპერაცია – ნაღვლის სადინრიდან კენჭის ამოღება / ქოლეცისტექტომია ( ე.წ რანდევუ მეთოდის გამოყენებით);
ნაკლები მედიკამენტის მოხმარება;
პაციენტის ადრეული რეაბილიტაცია და, რაც მთავარია, შესაძლო გართულებების მინიმალურ დონეზე დაყვანა
სამედიცინო ცენტრი ინოვა
მის: ზ. ანჯაფარიძის II შეს. #6.
(ყოფილი სანდრო ეულის ქუჩა)
მიღებაზე ჩასაწერად დარეკეთ: 2 232 232
კლინიკები საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადებას იწყებენ.
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.
ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.
კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანომ, “ვივო მედიქალ ჯგუფში” გაერთიანებულ სამედიცინო ცენტრებთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.
2016 წელს სამედიცინო ცენტრების გაერთიანება“Vivo Medical Group” დაფუძნდა, რომელიც აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ წამყვან მულტრიპროფილურ ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ჟორდანიას კლინიკა, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო.
რეპროდუქციული ჯანრმთელობის და ინვიტრო განაყოფიერების კლინიკა ინოვა ინვიტრო გაიხსნა 2016 წელს.
ინოვა ინვიტროს პრიორიტეტული სფეროა ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის ყველა პათოლოგიის სრულყოფილი დიაგნოსტირება და მართვა- მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით.
კლინიკის სპეციალისტები გვთავაზობენ მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტებს და ინტეგრირებულ მიდგომას, რაც მოიცავს კომპლექსურ დიაგნოსტიკასა და კონსულტაციას.
ექიმები არიან სერთიფიცირებული რეპროდუქტოლოგიასა და მეან-გინეკოლოგიაში და აქვთ ინვიტრო განაყოფიერების სფეროში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება.
კლინიკის საქმიანობის მიმართულებებია:
-
ინვიტრო განაყოფიერება
-
ინსემინაცია
-
დონაცია-სუროგაციის პროგრამები
-
გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია
-
ნეიროენდოკრინოლოგია
-
კონსერვატიული გინეკოლოგია
-
თვითნებითი აბორტების მიზეზის დადგენა და შესაბამისი მკურნალობა
-
კონტრაცეპცია
ინოვა ინვიტროს ექიმების წარმატება გუნდის გაერთიანებული ძალისხმევის შედეგია, რომელიც მკურნალობას ახორციელებს თანამედროვე ექსპერტული ცოდნის და ინოვაციების შესაბამისად. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული ტექნოლოგიებით. მკურნალობის დაწყებისას გჭირდებათ იმის გარანტია, რომ თქვენ ირჩევთ წარმატებულ პროგრამას. გაითვალისწინეთ, რომ წარმატების შეფასება დამოკიდებულია ინდივიდუალურ ფაქტორებზე. თქვენი რეპროდუქტოლოგი დაგეხმარებათ შეაფასოთ წარმატების შანსები თქვენს კონკრეტულ სიტუაციაში.
საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.
მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან
კარაქსა და საქონლის ხორცში კიბოს უჯრედების გამანადგურებლები იპოვეს
ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ჩაატარეს ძალიან სიღრმისეული და დეტალური კვლევა.
კვლევით დამტკიცდა, რომ ცხიმიანი რძის პროდუქტები, საქონლისა და ცხვრის ხორცი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ეხმარება კიბოს მკურნალობას.
კიბოს უჯრედების წინააღმდეგ მებრძოლი აქტიური ნივთიერება აღმოჩნდა ტრანსვაქცენური ცხიმოვანი მჟავა. ის შეიწოვება და გროვდება ცხიმებსა და რძეში. ეს ნივთიერება ბევრია კარაქში, ცხიმოვანი რძის პროდუქტები, საქონლის ხორცი და ცხვრის ხორცი. ასევე ბევრია დედის რძეში.
კვლევა Nature-ში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო და რეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა.
კვლევა კომპლექსური და მრავალეტაპიანი იყო. პირველ რიგში, მეცნიერებმა შეამოწმეს საკვებში ნაპოვნი 235 სხვადასხვა ნივთიერების ბიოლოგიური აქტივობა. ყველაზე აქტიური TVK აღმოჩნდა. შემდეგ მათ ჩაატარეს ექსპერიმენტების სერია მღრღნელებზე, შემდეგ კი შეისწავლეს TCE-ის ეფექტი კიბოს მქონე პაციენტებში.
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ცხიმოვანი მჟავა აუმჯობესებს იმუნური სისტემის სპეციალური უჯრედების უნარს, შეაღწიონ სიმსივნეებში და მოკლას კიბოს უჯრედები.
სპეციალური ქსოვილი, რომელიც კოღოს ნაკბენისგან იცავს…
მეცნიერებმა შექმნეს სპეციალური ქსოვილი, რომელიც კოღოს ნაკბენისგან იცავს.
ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ჯონ ბეკმანმა ალაბამას ობერნის უნივერსიტეტში შექმნა ქსოვილი, ერთი შეხედვით იგი ჩვეულებრივი მატერიისგან არ განსხვავდება, თუმცა კაცობრიობის ერთ-ერთი პრობლემის, კოღოების ნაკბენისგან დაცვა შეუძლია.
მასალა, რომლისგანაც ტანსაცმლის შეკერვაც იქნება შესაძლებელი, ნაქსოვია იმგვარად, რომ მასში კოღოს ხორთუმი ვერ აღწევს.
კოღოს პრობოსცისის სიგრძეზე სქელი ნებისმიერი ტანსაცმელი ხელს უშლის ნაკბენს, – ამბობს ბეკმანი, – მაგრამ ეს ტანსაცმელი არ არის შესაფერისი თბილი კლიმატისთვის, სადაც ჩვეულებრივ ხარობენ კოღოები. მისმა გუნდმა ნაკბენის გამოცდა დაიწყო…
ტოქსიკური ქიმიკატები, რომლებიც დაკავშირებულია ბავშვებში ტვინის დარღვევებთან
გაიზარდა იმ ქიმიური ნივთიერებების სია, რომლებიც ბავშვის ტვინის განვითარებაზე ახდენს მავნე ზეგავლენას.
”ყველაზე შემაშფოთებელია ბავშვების დიდი რაოდენობა, რომლებიც განიცდიან ტვინის განვითარებას ტოქსიკური დაზიანებით, ოფიციალური დიაგნოზის არარსებობის შემთხვევაში,” – თქვა ფილიპ გრანჯანმა, HSPH-ის გარემოსდაცვითი ჯანმრთელობის პროფესორმა.
„ისინი განიცდიან ყურადღების დაქვეითებასა და შეფერხებულ განვითარებას. სამრეწველო ქიმიკატები ჩნდება, როგორც სავარაუდო მიზეზები. ”
„The Lancet Neurology-ის” მკვლევარებმა 2006 წელს გამოაქვეყნეს 5 ნეიროტოქსინის სია, რომელთაც შეუძლიათ იმოქმედოს ყველაფერზე, კოგნიტიური ფუნქციის დაზიანებით დაწყებული, ყურადღების კონცენტრაციით დამთავრებული. სია განახლდა და მას დაემატა 6 ახალი ნივთიერება.
ახალი კვლევა გვთავაზობს განახლებულ დასკვნებს ამ ქიმიკატების შესახებ და ამატებს ინფორმაციას ექვსი ახლად აღიარებული რისკის შესახებ, მათ შორის მანგანუმი, ფტორი, ქლორპირიფოსი და DDT (პესტიციდები), ტეტრაქლორეთილენი (გამხსნელი) და პოლიბრომინირებული დიფენილ ეთერები (ცეცხლმოკიდებული).
- მანგანუმი ასოცირდება ინტელექტუალური ფუნქციის დაქვეითებასთან და მოტორული უნარების დაქვეითებასთან.
- გამხსნელები დაკავშირებულია ჰიპერაქტიურობასა და აგრესიულ ქცევასთან.
- პესტიციდების გარკვეულმა ტიპმა შეიძლება გამოიწვიოს კოგნიტური შეფერხება.
კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ნეიროგანვითარების ფუნქციების დარღვევები (მაგალითად აუტიზმი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) და კითხვის უუნარობა) დღეს დაბადებული ბავშვების დაახლეოებით 10-15%-ში გვხვდება. ამ დარღვევებიდან მხოლოდ 30-40%-ია გენეტიკური, ხოლო დანარჩენი გარემოს ბრალია. ზუსტი მიზეზების დასახელება, ამ ეტაპზე, ძალიან რთულია, თუმცა მკვლევარები განსაკუთრებულად სწორედ ამ 11 ნეიროტოქსინისგან თავის დაცვისკენ მოგვიწოდებენ:
ტყვია, ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე კარგად გამოკვლეული ქიმიური ელემენტია, რომელიც პირდაპირ კავშირშია ნეიროგანვითარების ფუნქციების ისეთ დარღვევებთან, როგორიცაა, მაგალითად, დაბალი IQ (ინტელექტუალური განვითარების კოეფიციენტი).
5 ნივთიერება, რომლებიც ყველაზე მეტად მოქმედებს ბავშვების ტვინზე:
- ტყვია;
- მეთილვერცხლისწყალი;
- პოლიქლორირებული ბიფენილები;
- დარიშხანი;
- ტოლუოლი.
წყარო: Harvard business review










