მნიშვნელოვანი ცვლილებები. 25 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა ჯანდაცვის, ხოლო 15 მილიონზე მეტი ლარი სოციალური მიმართულებით
თაგვებში დაბერების პროცესი უჯრედულ დონეზე შეაჩერეს – თაგვები გაახალგაზრდავდნენ
მეცნიერების ახალი აღმოჩენით თაგვები გაახალგაზრდავდნენ
მეცნიერთა ჯგუფმა თაგვებზე ახალი ექსპერიმენტი ჩაატარა, შედეგად − დაიწყო თაგვების გაახალგაზრდავების პროცესი, თაგვებს მხედველობაც აღუდგათ მოლეკულურ დონეზე (https://futurism.com/neoscope/scientists-found-first-anti-aging-genetic-mutation)
ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მკვლევრებმა ამოიღეს ათასობით ქიმიური მარკერი, რომლებიც დროთა განმავლობაში თაგვების დნმ-დან გროვდება, რაც არსებითად მათი უჯრედების გაახალგაზრდავებას იწვევს. ამის შემდეგ მალევე, თაგვებმა, რომლებსაც ასაკთან დაკავშირებული მხედველობის დაქვეითება ან ბადურის ნერვული დაზიანება ჰქონდათ, დაუბრუნდათ მხედველობა, იუწყება Nature reports.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული აღნიშნული მეთოდი ადამიანზე რამდენად ეფექტიანად იმუშავებს, ეს გასაოცარი მინიშნებაა იმისა, რომ გენეტიკურ ხრიკს შეუძლია „საათის უკან დაბრუნება“, სულ მცირე, ბუნებრივი ბიოლოგიური დაბერების ზოგიერთ შედეგებზე.
მათ არ ესმით, რა არის ის უჯრედული მექანიკა, რომელიც უზრუნველყოფს უჯრედების გაახალგაზრდავების უნარს, მაგრამ კვლევა, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა აკადემიურ ჟურნალ Nature-ში, ცხადყოფს, რომ შესაძლებელია დაბერების „უკუსვლა“, სულ მცირე, ზოგიერთ შეზღუდულ სფეროებში.
კერძოდ, გუნდმა გამოიყენა და გააუქმა კონკრეტული ეპიგენეტიკური ცვლილებები – ცვლილებები თაგვების გენის ექსპრესიაში და არა თავად გენებში – რაც დროთა განმავლობაში მოხდა. („გენის ექსპრესია“ იხ. ttps://flexbooks.ck12.org/user:z2vvcmdpywnozw1pc3ryeteyqgdtywlslmnvbq../cbook/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90/section/23.13/primary/lesson/%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90/)
„ჩვენი ამოსავალი წერტილი იყო კითხვა: თუ ეპიგენეტიკური ცვლილებები იწვევს სიბერეს, შეგვიძლია გადატვირთოთ ეპიგენომი*? კვლევის თანაავტორმა და ჰარვარდის სამედიცინო სკოლის გენეტიკოსმა დევიდ სინკლერმა Nature-ს უთხრა. “შეგიძლია საათის უკუსვლა?”
ყველაზე შოკისმომგვრელი ის არის, რომ თაგვებმა, რომლებმაც დაკარგეს მხედველობა ნერვის დაზიანების გამო, მკურნალობის შემდეგ აღუდგათ ნერვული ქსოვილები – რის უნარსაც ძუძუმწოვრები, ჩვეულებრივ, კარგავენ ძალიან ადრეულ ასაკში.
„ეს მოგვაგონებდა მედუზას, რომელსაც აქვს დაზიანებული ქსოვილის აღდგენის უნარი“, − განუცხადა Nature-ს კვლევის თანაავტორმა იუანჩენ ლუმ. − “ეს იყო გასაოცარი შედეგი.”
*ეპიგენეტიკა ბიოლოგიის მიმართულებაა. მისი შესწავლის საგანია გარემოსა (საკვები, ალკოჰოლი, თამბაქო და სხვა) და ქცევის გავლენა გენების გამოვლენაზე (ექსპრესიაზე). უჯრედის მემბრანებზე უამრავი რეცეპტორია. მათი ქცევა ჰგავს სატელიტის ქცევას და ინფორმაციას სიგნალების სახით უგზავნიან ერთმანეთს. უჯრედები პასუხობენ მიღებულ ინფორმაციას. მაგალითად, სისხლში ინსულინი მაშინ გამოთავისუფლდება, როცა გლუკოზის კონცენტრაცია მაღალია. უჯრედები მრავლდებიან მაშინ, როცა ბევრი უჯრედი კვდება და მათი რიცხვი შემცირებულია. შესაძლოა ვიფიქროთ, რომ უჯრედის კონტროლის ცენტრი მემბრანაა და არა ბირთვი, მიუხედავად იმისა, რომ ბირთვი შეიცავს გენეტიკურ ინფორმაციას. ასე რომ, შესაძლოა გვქონდეს გენი, მაგრამ თუ უჯრედი შესაბამის სიგნალს არ მიიღებს (არ მოხდება ტრანსკრიფცია და ტრანსლაცია), გენი გამორთული დარჩება. ადამიანის ორგანიზმში არსებობენ ონკოგენები, მაგრამ შესაძლოა ადამიანმა ისე იცხოვროს, რომ მისი მოქმედება საერთოდ არ გამოვლინდეს. გენების ექსპრესიაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების წესი.
რა უნდა დალიოთ ძილის წინ – დაგეხმარებათ ძილის გაუმჯობესებაში
ზრდასრულმა ადამიანმა იდეალურად უნდა იძინოს 7 ან მეტი საათი დღეში, 3-დან 2 ადამიანი რეალურად იღებს დასვენების საჭირო რაოდენობას ყოველდღიურად, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) მიხედვით.
ამერიკელმა ექიმმა-დიეტოლოგმა ჰოლი კლამერმა დაასახელა სასმელი, რომელიც ხელს უწყობს ღამის ძილის გაუმჯობესებას. წერს Eat This, Not That!-ი.
სპეციალისტის თქმით, ძილის ხარისხი გაუმჯობესდება, თუ ალუბლის წვენს რეგულარულად მიირთმევთ. „ძილის წინ ამ წვენის დალევა სწრაფად ჩაძინებაში დაგვეხმარება. ალუბალი შეიცავს მელატონინს. ეს არის ჰორმონი, რომელიც ძილის ციკლის მოწესრიგებაში გვეხმარება. კვლევის მიხედვით, 1 კვირის განმავლობაში მონაწილეების ნაწილი ალუბლის წვენს მიირთმევდა, ნაწილი კი – პლაცებოს. 7 დღის შემდეგ პირველი ჯგუფის მონაწილეებს ძილის ხარისხი შესამჩნევად გაუუმჯობესდა.
ღორის გრიპის ახალი შტამის ადამიანში გავრცელების პირველი შემთხვევა დააფიქსირეს ბრიტანეთში
გაერთიანებულ სამეფოში ღორის გრიპის ახალი შტამი ადამიანში პირველად დააფიქსირეს. ჯანდაცვის უწყება ვირუსის წარმომავლობის დადგენას ცდილობს.
27 ნოემბერს, ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტომ (UKHSA) დაადასტურა, რომ ერთ ადამიანს გრიპი A H1N2v დაუდასტურდა.
პირველადი მონაცემების თანახმად, ბრიტანეთში H1N2 ინფექცია გენეტიკურად განსხვავდება მსოფლიოს სხვა ნაწილებში ადამიანებში ბოლო დროს დაფიქსირებულთაგან და კონკრეტულ სახელს, 1b.1.1-ს უწოდებენ.
ანონიმურად რჩება პაციენტის ასაკი და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა. ცნობილია, რომ მას მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა და უკვე სრულად გამოჯანმრთელდა.
გრიპის ვირუსები, რომლებიც ძირითადად ცხოველებში ცირკულირებს.
ექსპერტთა განცხადებით, ბრიტანეთში გამოვლენილი შემთხვევა საგანგაშო არ არის, მაგრამ რისკის შესაფასებლად აუცილებელია დამატებითი ინფორმაცია შტამის შესახებ.
„ადამიანის და ღორის გრიპის A ვირუსები შეიძლება „შეჯვარდნენ“, თუკი ერთ მასპინძელში აღმოჩნდებიან და წარმოქმნან ჰიბრიდული შთამომავლობა, რომლებიც კარგად არიან მორგებული ადამიანებში ზრდას; წინა ინფექციების ან ვაქცინაციის შედეგად გამომუშავებული იმუნური რეაქციები მათ ვერ ცნობს. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრიპის A ვირუსების გავრცელების მონიტორინგი“, — განმარტავს გლაზგოს უნივერსიტეტის მოლეკულური ვირუსოლოგი ედ ჰატჩინსონი.
ექთნის საქმიანობა რეგულირებული ხდება – სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება მოუწევთ
ექთნისა და მეანი ექთნის საქმიანობა რეგულირებული ხდება.
პარლამენტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში“ ცვლილებებს განიხილავს, რომელიც ექთნისა და მეანი ექთნის საქმიანობის რეგულირებასა და პროფესიული განვითარების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.
ჯანდაცვის სისტემაში მოქმედი ყველა ექთანი, მეანი ექთანი და ექთნის თანაშემწე 2025 წლის 1-ელ პიანვრამდე ვალდებულია ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის რეესტრში დარეგისტრირდეს, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან კი ყველა ახლად კურსდამთავრებულს სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება მოუწევს.
კანონი დაადგენს ასევე, თუ რა საგანმათლებლო ეტაპების გავლა მოუწეთ იმისთვის, რომ გახდეს ექთანი. შემოდის ექთნის სხვადასხვა კატეგორიები განათლების დონიდან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტის დონეზე დადგინდება ასევე საექთნო სპეციალობები, როგორიც არის დადგენილი ექიმის პროფესიის კუთხით, მაგალითად ანესთეზოლოგიის ექთანი, პედიატრიის ექთანი და ა.შ.
ექთნები, ვინც დღეს სისტემაში მუშაობენ და აქვთ პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი, ანუ დამთავრებული აქვთ კოლეჯი, შესაბამისი დოკუმენტის სამინისტროში წარდგენის შემდეგ შეუძლიათ რეესტრში დარეგისტრირდნენ, რის საფუძველზეც ისინი 5 წლის ვადით შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას. ექთნებისა და მეანი ექთნების გარდა რეგისტრაცია მათ თანაშემწეებს და ასევე იმ ადამიანებსაც შეეძლებათ, რომლებიც სისტემაში არ არიან დასაქმებული.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაახლოებით 20 ათასამდე ექთანია სისტემაში, რომელთაც რეგისტრაცია შეეხებათ.
რას ცვლის ექთნის საქმიანობის რეგულირება და პროფესიული განვითარების სისტემის შექმნა?
Geo Hospitals • ჯეო ჰოსპიტალსი-ს სტრატეგიული განვითარების და ხარისხის დეპარტამენტის უფროსი ნათია ნოღაიდელი საუბრობს ამის შესახებ:
„საექთნო პროფესია ჯანდაცვის სისტემის ხერხემალია და ექთანზე/ბებიაქალზე სამეანო მიმართულებაში გადის ჯანდაცვის სისტემის ხარისხი, პაციენტის ზედამხედველობა, მოვლა და ა.შ.
აქედან გამომდინარე ექთნის პროფესია ძალიან მნიშვნელოვანია და ექთნის მუდმივი პროფესიული განვითარება ჯანდაცვის სისტემისთვის ძალიან მნშვნელოვანია, ვინაიდან ექთანი არის ის ადამიანი, რომელიც მუდმივად იმყოფება ავადმყოფის საწოლთან და ამავდროულად სამედიცინო მომსახურების ხარისხი სწორედ ექთანთან და მის კვალიფიკაციასთან არის დაკავშირებული.
აქედან გამომდინარე, კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვნად გაზრდის მათ კვალიფიკაციას და მოტივაციას, რათა მუდმივად სრულყონ თავისი ცოდნა, რაც ჯანდაცვის სისტემის ხარისხის გაუმჯობესების საწინდარია და ბუნებრივია, ეს აისახება საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.
ჯანდაცვის სექტორში დაახლოებით 21 ათასი ექთანია დასაქმებლი. კანონპროექტზე მუშაობის დროს სწორედ ეს გავითვალისწინეთ, რომ არ ყოფილიყო დამატებითი ბარიერი, პირველ ეტაპზე პროფესიული განათლების ექთნების სერტიფიცირება განხორციელდება სწორედ მისი დოკუმენტაციის საფუძველზე. მისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის აღიარების საფუძველზე ის მოხვდება შესაბამის რეესტრში და არ იქნება დამატებითი ბარიერი იგივე გამოცდის სახით, რომ მან მოიპოვოს სერტიფიცირებული ექთნის წოდება.
ეს არის უკვე ის ნაბიჯი, რომელიც სახელმწიფომ გადადგა, რათა მარტივად მოხდეს პირველ ეტაპზე ექთნების სერიტიფიცირება და ამის შემდგომ უკვე ექთანმა გამოცდაში მონაწილეობის საშუალებით მიიღოს აღნიშნული წოდება.
დღესდღეობით პროფესიული განათლება თავიდან ბოლომდე სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. პროფესიული განათლება ექთნის 3-წლიანი ციკლია. როდესაც უკვე გადავდივართ ექთნების პროფესიული განვითარების სისტემაზე, კარგი იქნება ამ მიმართულებითაც მხარდეჭერა დამსაქმებლების მხრიდან, სახელმწიფოს მხრიდან, რომ პირველ ეტაპზე, როდესაც ჩნდება ვალდებულება, რომ ექთანმა შემდეგი ხუთი წლის შემდეგ კვლავ მოიპოვოს სერტიფიცირებული ექთნის წოდება, მათ უნდა დაადასტურონ გარკვეულ პროფესიულ აქტივობებში მონაწილეობის მოთხოვნები.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით 4 ექთანი, სრულყოფილი მოვლის სერვისების მიწოდების თვალსაზრისით, უნდა მოდიოდეს ერთ ექიმზე…“
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
Amazon-მა AI-ჩატბოტი წარადგინა ბიზნესისთვის
Amazon-მა ბიზნესისთვის ახალი AI-ჩატბოტი – Q წარადგინა. წერს The New York Times-ი.
Amazon-მა ჩატბოტი Amazon Web Services-ის Reinvent-კონფერენციაზე, ლას-ვეგასში წარადგინა.
პროდუქტის სახელწოდების შესახებ ორი მოსაზრება არსებობს. ერთი ვერსია მას ჯეიმს ბონდის ფილმების იმავე სახელის მქონე პერსონაჟს, მეორე კი სატელევიზიო შოუ Star Trek-ის Q პერსონაჟს უკავშირებს.
ჩატბოტი მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია, ფუნქციათა ნაწილის გამოყენება უფასოდაა შესაძლებელი. ბიზნესმომხმარებლებისთვის ჩატბოტის ყოველთვიური ღირებულება $20-ია, დეველოპერებისა და IT-სფეროში დასაქმებულთათვის კი ჩატბოტს დამატებითი ფუნქციები ექნება და $25 ეღირება.
სამედიცინო მომსახურების დაწესებულებებში, ინფექციების პრევენცია და კონტროლი
ღვიძლის ბიოფსია – ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების დაავადებების სადიაგნოზო ტესტები
ღვიძლის ბიოფსია
ღვიძლის ქსოვილის ნიმუში შეიძლება მოპოვებულ იქნეს სადიაგნოზო ოპერაციის დროს, მაგრამ უფრო ხშირად ღვიძლის პერკუტანეული ბიოფსია გამოიყენება. ეს პროცედურა შემდეგნაირად ტარდება: კანის ანესთეზიისა და ულტრაბგერის დახმარებით ღვიძლის ადგილმდებარეობის ზუსტად განსაზღვრის შემდეგ ნემსი კანის გავლით შეჰყავთ ღვიძლში. ნემსის მოძრაობა და ღვიძლში პათოლოგიური კერის ლოკალიზაცია ულტრაბგერით კონტროლდება. ღვიძლის ბიოფსია ამბულატორიულ პროცედურად არის მიჩნეული. ქსოვილის ნიმუშის მოპოვების შემდეგ პაციენტი უნდა დარჩეს ამბულატორიულ დეპარტამენტში 3-4 საათის განმავლობაში, ვინაიდან გასათვალისწინებელია გართულებების ალბათობა, სახელდობრ, ღვიძლის გაგლეჯისა. ამ უკანასკნელის დროს შეიძლება დაიწყოს სისხლდენა, სისხლი მუცლის ღრუში ჩაიღვრება. თუ სისხლდენა ძლიერია, მან შეიძლება შოკი გამოიწვიოს. იმის გამო, რომ სისხლდენა შეიძლება დაიწყოს ბიოფსიის ჩატარებიდან 15D დღის შემდეგაც კი, პაციენტს აძლევენ მითითებას, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ისეთ ადგილზე დარჩეს, რომელიც საავადმყოფოდან მხოლოდ 1 საათის სავალი გზით არის დაშორებული. მიუხედავად იმისა, რომ გართულებები ხშირი არ არის, ამ პროცედურის შემდეგ ყოველი 10000 ადამიანიდან 1 იღუპება. მსუბუქი ტკივილი მუცლის ზედა მარჯვენა ნაწილში, რომელიც ზოგჯერ მარჯვენა ბეჭზე გადაეცემა, საკმაოდ ხშირია ღვიძლის ბიოფსიის შემდეგ და ტკივილგამაყუჩებლების გამოყენება ხდება საჭირო.
ღვიძლის ტრანსვენური ბიოფსიის დროს კისრის ვენაში დგამენ კათეტერს, რომელიც გულის გავლით ღვიძლის რომელიმე მადრენირებელ ვენაში ხვდება, აქედან კი კათეტერის ბოლოზე დამაგრებული ნემსი ვენის კედლის გავლით ღვიძლს აღწევს. ამ პროცედურის დროს, ღვიძლის პერკუტანეულ ბიოფსიასთან შედარებით, ღვიძლის დაზიანება ნაკლებად მოსალოდნელია. ის ყველაზე მეტად ეფექტურია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც სისხლდენისკენ მიდრეკილება აღენიშნებათ.
ღვიძლის ბიოფსიის მეშვეობით შეიძლება ისეთი ინფორმაციის მიღება, რომელიც სხვა გამოკვლევებით შეიძლება არ გამომჟღავნდეს. ის ხშირად გამოიყენება ღვიძლში ცხიმის ჭარბად დაგროვების (ღვიძლის გაცხიმოვნება), ღვიძლის ქრონიკული ანთების (ქრონიკული ჰეპატიტი), ღვიძლის მეტაბოლური დაავადებების, როგორიცაა ვილსონის დაავადება (სპილენძის სიჭარბე) და ჰემოქრომატოზი (რკინით გადატვირთვა), ღვიძლის გადანერგვის შემდეგ განვითარებული გართულებებისა და ღვიძლში სიმსივნის გამოვლენის მიზნით.
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
შესაძლებელია ღვიძლის ისეთი დაავადებების გამოვლენა, როგორიცაა ჰეპატიტი, ჰემოქრომატოზი და ვილსონის ავადმყოფობა, რომლებიც მიახლოებით თანაბრად აზიანებს ღვიძლის ყველა არეს
გამოსახულებითი კვლევები
ულტრაბგერა გამოიყენება ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე სადინარების გამოსახულების მისაღებად. ტრანსაბდომინალური ულტრაბგერა ინფორმაციულია სტრუქტურული პათოლოგიების არსებობაზე ეჭვის (მაგალითად, ციროზი – ღვიძლის დანაწიბურება, ღვიძლში ცხიმის ჭარბად დაგროვება) დასადასტურებლად. ეს ყველაზე იაფი და სწრაფი მეთოდია ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე სადინარების გამოსახულების მისაღებად.
ულტრაბგერის საშუალებით ექიმს შეუძლია აღმოაჩინოს ნაღვლის ბუშტის კენჭები. მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევის მეშვეობით შეიძლება სანაღვლე სადინარის დახშობით გამოწვეული სიყვითლე (კანისა და თვალის თეთრი ნაწილის მოყვითალოდ შეფერვა) განვასხვაოთ ღვიძლის უჯრედების ფუნქციური უკმარისობით გამოწვეული სიყვითლისგან; სახელდობრ, თუ ულტრაბგერა გამოავლენს სადინარების გაფართოებას, სიყვითლის მიზეზად სადინარის დახშობა უნდა ჩაითვალოს. ულტრაბგერა გამოიყენება ღვიძლში ნემსის ზუსტად შესაყვანად ქსოვილის ნიმუშის მისაღებად ღვიძლის ბიოფსიის დროს. ულტრაბგერის ერთ-ერთი სახე, დოპლეროგრაფია, გამოიყენება ღვიძლში სისხლის მიმოქცევის შესასწავლად. დოპლერით გამოკვლევისას შეიძლება ღვიძლის არტერიებისა და ვენების დახშობის აღმოჩენა, განსაკუთრებით კარის ვენისა, რომელიც ნაწლავიდან ღვიძლისკენ სისხლის დინებას უზრუნველყოფს. დოპლერის მეშვეობით შეიძლება დადგინდეს წნევის მომატება კარის ვენაში. ენდოსკოპიური ულტრაბგერითი გამოკვლევისას გამოიყენება ენდოსკოპის თავზე მოთავსებული უმცირესი ზომის ზონდი, რომელიც პირიდან შეიყვანება კუჭში და წვრილი ნაწლავის პირველ სეგმენტში (თორმეტგოჯა ნაწლავი), რაც აახლოებს ზონდს ღვიძლთან და მის გარშემო მდებარე ორგანოებთან.
რადიონუკლიდური (რადიოიზოტოპური) ვიზუალიზაციისთვის გამოიყენება რადიოაქტიური ინდიკატორის შემცველი ნივთიერება, რომელიც სხეულში ინტრავენურად შეყვანის შემდეგ გროვდება რომელიმე ერთ ორგანოში. რადიოაქტიურობას აფიქსირებს მუცლის ზედა ნაწილზე მოთავსებული და კომპიუტერთან დაკავშირებული გამა-კამერა, რომელიც გამოსახულებას იძლევა. ღვიძლის სკანირებისას გამოიყენება რადიოაქტიური ნივთიერება, რომელიც ღვიძლის უჯრედებში გროვდება. ქოლესცინტიგრაფია (ჰეპატობილიარული სცინტიგრაფია ან სკანირება), რადიონუკლიდური ვიზუალიზაციის ერთ-ერთი სახე, აფიქსირებს რადიოაქტიური ნივთიერების მოძრაობას მისი ღვიძლიდან გამოყოფისას, ნაღვლის ბუშტის, შემდეგ კი სანაღვლე სადინარების გავლით თორმეტგოჯა ნაწლავში გადაადგილებისას. ამ მეთოდით შეიძლება ნაღვლის სადინარის (აერთიანებს მთავარ ნაღვლის სადინარს ნაღვლის ბუშტთან) დახშობის აღმოჩენა. ასეთი დახშობა ნაღვლის ბუშტის მწვავე ანთების დამადასტურებელია.
კომპიუტერული ტომოგრაფია უზრუნველყოფს ღვიძლის საუკეთესო ხარისხის გამოსახულებების მიღებას. ის გამოიყენება ღვიძლის სიმსივნეების, ჩირქგროვების (აბსცესები), აგრეთვე დიფუზური დარღვევების, როგორიცაა მაგალითად, გაცხიმოვნებული ღვიძლი, დიაგნოსტიკისთვის.
მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევით შესაძლებელია ღვიძლის ისეთი დაავადებების გამოვლენა, როგორიცაა ჰეპატიტი, ჰემოქრომატოზი და ვილსონის ავადმყოფობა, რომლებიც მიახლოებით თანაბრად აზიანებს ღვიძლის ყველა არეს. კვლევის ეს მეთოდი შესაძლებელს ხდის სისხლის მიმოქცევის შესწავლას და, შესაბამისად, სისხლძარღვების დაავადების დიაგნოსტიკას. მისი გამოყენება აგრეთვე უზრუნველყოფს სანაღვლე სადინარებისა და ახლომდებარე სტრუქტურების გამოსახულებების მიღებას იმ მეთოდის გამოყენებით, რომელსაც მაგნიტურრეზონანსული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია ეწოდება. მიღებული გამოსახულებები ისევე ხარისხიანია, როგორც კვლევის ინვაზიური მეთოდების მეშვეობით მიღებული გამოსახულებები. კომპიუტერული ტომოგრაფიისგან განსხვავებით, მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევისას არ გამოიყენება რენტგენის სხივები. ამავე დროს, ის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე უფრო ძვირი პროცედურაა და მეტ დროს საჭიროებს.
ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია გულისხმობს ენდოსკოპის (დრეკადი დასათვალიერებელი მილი) პირის, საყლაპავისა და კუჭის გავლით თორმეტგოჯა ნაწლავში შეყვანას. ამის შემდეგ ენდოსკოპის მეშვეობით ბილიარულ ტრაქტში შეჰყავთ წვრილი მილი, რომლითაც რადიოკონტრასტული ნივთიერება შეიყვანება სანაღვლე გზებში, რაც სანაღვლე ტრაქტისა და პანკრეასის სადინარის რენტგენის სხივებით გამოკვლევის შესაძლებლობას იძლევა. იგივე მეთოდი ზოგჯერ გამოიყენება ბილიარული ტრაქტის სტრუქტურების უბრალო მიმოხილვითი გამოსახულების მისაღებად. მიუხედავად ამისა, უპირატესობა ენიჭება მაგნიტურ-რეზონანსულ ქოლანგიოპანკრეატოგრაფიას, ვინაიდან ის უფრო მეტად ეფექტური და უსაფრთხო მეთოდია. სხვა სადიაგნოზო ტესტებისგან განსხვავებით, ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია ბიოფსიის, აგრეთვე, მკურნალობის ზოგიერთი სახის ჩატარების შესაძლებლობას აძლევს ექიმებს. ასე მაგალითად, ეს მეთოდი გამოიყენება ნაღვლის სადინარში არსებული კენჭის ამოსაღებად ან მილის (სტენტი) საშუალებით სიმსივნით დახშული სანაღვლე სადინარის გამავლობის აღსადგენად. ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფიის გამოყენებისას შემთხვევების დაახლოებით 1%-ში გართულებები ვითარდება – პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი) ან სისხლდენა. მკურნალობის ჩატარებისას ეს გართულებები უფრო ხშირად არის მოსალოდნელი.
პერკუტანეული ტრანსჰეპატური ქოლანგიოგრაფია გულისხმობს კანის გავლით ღვიძლში გრძელი ნემსის და ამ გზით რადიოკონტრასტული ნივთიერების ნაღვლის სადინარში შეყვანას. ნემსის შეყვანისას მისი გადაადგილების ვიზუალიზაციისთვის ექიმი ულტრაბგერას იყენებს. რენტგენი თვალსაჩინოს ხდის სანაღვლე ტრაქტს, განსაკუთრებით სანაღვლე სადინარების ნებისმიერი მიზეზით გამოწვეულ დახშობას. ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფიის მსგავსად, პერკუტანეული ტრანსჰეპატური ქოლანგიოგრაფია უფრო მეტად ბიოფსიის ან მკურნალობისთვის გამოიყენება, ვიდრე სანაღვლე ტრაქტის გამოსახულების მისაღებად. პერკუტანეული ტრანსჰეპატური ქოლანგიოგრაფიის გართულებები, როგორიცაა სისხლდენა და შინაგანი ორგანოების დაზიანება, მას ენდოსკოპიურ რეტროგრადულ ქოლანგიოპანკრეატოგრაფიაზე ნაკლებად სასურველ მეთოდად ხდის, თუმცა ზოგიერთი განსაკუთრებული გარემოების დროს მისი გამოყენება საჭირო ხდება.
ოპერაციული ქოლანგიოგრაფია გულისხმობს ნაღვლის ბუშტზე ოპერაციის დროს რენტგენოკონტრასტული ნივთიერების პირდაპირ ბილიარული ტრაქტის სადინარებში შეყვანას, რის შემდეგაც რენტგენი თვალსაჩინოს ხდის სანაღვლე ტრაქტის გამოსახულებებს. კვლევის ეს მეთოდი იმ შემთხვევებში გამოიყენება, როდესაც სხვა ნაკლებად ინვაზიური გამოკვლევები ვერ იძლევა საკმარის ინფორმაციას. ოპერაციული ქოლანგიოგრაფიის ჩატარება უფრო რთულია ნაღვლის ბუშტზე ლაპარასკოპიული მეთოდით ოპერაციის წარმოებისას (მუცელზე მცირე ზომის განაკვეთიდან შეყვანილი დრეკადი დასათვალიერებელი მილის და ქირურგიული ხელსაწყოების გამოყენებით).
მარტივი რენტგენი ვერ ავლენს ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე ტრაქტის დაავადებებს.
ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების დაავადებების სადიაგნოზო ტესტები
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების დაავადებების სადიაგნოზო ტესტები
ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების დაავადებების სადიაგნოზო ტესტები
ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების (სადინარები, რომლებიც აკავშირებს ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტს, უზრუნველყოფს ნაღვლის ტრანსპორტს) დაავადებების სადიაგნოზოდ კვლევის სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია სისხლის ანალიზების კომპლექსი, რომელიც ცნობილია ღვიძლის ფუნქციური სინჯების სახელწოდებით. ეს ტერმინი, გარკვეულწილად, შეცდომის წყარო შეიძლება გახდეს, ვინაიდან ამ ტესტების უმრავლესობის შედეგების მიხედვით შეუძლებელია ღვიძლის მეტაბოლური ან ნაღვლის წარმომქმნელი ფუნქციის შეფასება. ისინი უპირატესად ღვიძლის ანთების ან დაზიანების მაჩვენებლებია. გამოკვლევის ეს მეთოდები წარმოადგენს ღვიძლის დაავადებების გამოვლენის არაინვაზიურ სკრინინგულ მეთოდს (მაგალითად, დონორის შემოწმება ჰეპატიტის არსებობაზე სისხლის აღებამდე) და გამოიყენება ღვიძლის დაავადების სიმწვავისა და პროგრესირების, მკურნალობაზე პასუხის დადგენის მიზნით.
იმის მიხედვით, თუ რა დაავადების არსებობაზეა ეჭვი მიტანილი, ექიმი იყენებს გამოსახულებით კვლევებს, როგორიცაა ულტრაბგერა, კომპიუტერული ტომოგრაფია ან ნაღვლის სადინარების ქოლანგიოგრაფია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ან რენტგენის საშუალებით. ზოგჯერ ექიმი მიკროსკოპით შესასწავლად იღებს ღვიძლის ქსოვილის ნიმუშს. ამ პროცედურას ღვიძლის ბიოფსია ეწოდება.
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)










