გადაცემა „იმუნიტეტი“
შარდის შეუკავებლობის მკურნალობა მამაკაცებში – მედიკამენტური გზით თუ ქირურგიული ჩარევით?
„ეს ნამდვილად მიუღებელია. ასეთი ფაქტების შედეგად ყველა იჩაგრება!“ – სამედიცინო მომსახურების ხელოვნურად გაზრდილი ფასები
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე სამედიცინო მომსახურების ხელოვნურად გაზრდილი ფასების ფაქტს ეხმიანება:
„ეს ნამდვილად მიუღებელია და ზუსტად ასეთი ფაქტების შედეგად ყველა იჩაგრება!“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
რეფერენტული ფასი 3045 წამალზე მოქმედებს, 2103-ზე კი უახლოეს პერიოდში შევა ძალაში
ჯანდაცვის სამინისტრომ, მედიკამენტზე რეფერენტული ფასწარმოქმნის ერთი წელი შეაჯამა. რეფორმა 2023 წლიდან ამოქმედდა, 15 იანვარს კი 1300 მედიკამენტზე პირველი რეფერენტული ფასები გამოქვეყნდა.
დღევანდელი მონაცემებით, ფასის ზედა ზღვარი 5148 მედიკამენტზე განისაზღვრა. 3045 წამალზე რეფერენტული ფასი უკვე მოქმედებს, 2103 მედიკამენტზე კი ეტაპობრივად, უახლოეს პერიოდში, შევა ძალაში.
“რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი, თავდაპირველად, ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ამოქმედდა, რის შემდეგაც წამლების ჩამონათვალი გაფართოვდა. რეფორმის შემდგომ ეტაპებზე, ფასის ზედა ზღვარი ანტიბიოტიკებზე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, ანტიჰისტამინურ, ანთების საწინააღმდეგო, ფსიქოლეფსიურ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედ, ტკივილგამაყუჩებელ, ფსიქოტროპულ, ანტივირუსულ და ანტიჰელმინთურ პრეპარატებზე განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს, რეფერენტული ფასი, მიმოქცევაში არსებულ, ყველა მედიკამენტებზე გავრცელდება.
რეფორმის მიზანი მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ცვლილებით, სახელმწიფომ, მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც, მათი რეალიზაცია აიკრძალა. შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტების ფასი, საშუალოდ, 40%-ით შემცირდა”, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
გულის დაავადებების არსებობაზე მიუთითებს ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი, გულის ფრიალის შეგრძნება, ქვედა კიდურებისა და მუცლის შეშუპება
ავადმყოფობის ისტორია და ფიზიკური გასინჯვა
თავდაპირველად ექიმი აგროვებს ინფორმაციას სიმპტომების შესახებ. გულის დაავადებების არსებობაზე მიუთითებს ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი, გულის ფრიალის შეგრძნება, ქვედა კიდურებისა და მუცლის შეშუპება.
სხვა, ზოგადი ხასიათის სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, სისუსტე, ადვილად დაღლა, უმადობა, შეუძლოდ ყოფნა ასევე გულის პათოლოგიით შეიძლება იყოს გამოწვეული.
ტკივილი, დაბუჟება, კუნთოვანი სპაზმები დამახასიათებელია პერიფერიული არტერიების დაავადებებისთვის, რომლებიც აზიანებს ზედა კიდურის, წვივის, ტანის სისხლძარღვებს (გარდა კორონარული არტერიებისა).
ამის შემდეგ ექიმი აგროვებს ინფორმაციას გადატანილი ინფექციური დაავადებების, ქიმიურ ნივთიერებებთან შესაძლო კონტაქტის, გამოყენებული მედიკამენტების – მათ შორის აკრძალული წამლების, ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარების, საცხოვრებელი გარემოსა და სამუშაო ადგილის თავისებურებების, დასვენებისა და გართობის ჩვევების შესახებ, აგრეთვე, ოჯახის წევრების გულის, სისხლძარღვების ან სხვა რომელიმე დაავადების თაობაზე.
ფიზიკური გასინჯვისას ექიმი აფასებს პაციენტის წონას, გარეგნობის თავისებურებებს, კანის ფერს და ტენიანობას, ძილიანობას და სხვა სიმპტომებს, რომლებიც გულის დაავადების არაპირდაპირი სიმპტომებია. ყურადღება ექცევა პაციენტის განწყობას, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის მისეულ შეფასებას.
ფიზიკური გასინჯვისას ყურადსაღებია კანის ფერი, ვინაიდან სიფერმკრთალე, კანის მოლურჯო ან მეწამული (ციანოზური) შეფერილობა მიუთითებს ანემიაზე ან არაადეკვატურ სისხლით მომარაგებაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ კანი ვერ იღებს საკმარისი რაოდენობით ჟანგბადს, რაც, თავის მხრივ, ფილტვების დაავადების, გულის უკმარისობის ან ცირკულაციის დარღვევის სხვა მიზეზების შედეგი შეიძლება იყოს.
ექიმი სინჯავს პულსს პერიფერიულ არტერიებზე – კისრის, მხრის, იდაყვის, მაჯის, მუცლისა და საზარდულის, მუხლის, კოჭის და ტერფის არეში სხეულის ორივე ნახევარში სისხლის ნაკადის ადეკვატურობისა და თანაბრობის შესამოწმებლად.
ფიზიკური გასინჯვის დროს ფასდება სხეულის ტემპერატურა და სისხლის არტერიული წნევა. ნორმიდან გადახრა შესაძლოა გულისა ან სისხლძარღვების დაავადების გამოხატულება იყოს.
ექიმი სინჯავს კისრის ვენებს, როდესაც პაციენტი მწოლიარე მდგომარეობაშია და სხეულის ზედა ნაწილი წამოწეული აქვს 45 გრადუსით. კისრის ვენები პირდაპირ უკავშირდება მარჯვენა წინაგულს (გულის ზედა საკანი, რომელიც სხეულიდან იღებს ჟანგბადით ღარიბ სისხლს) და იძლევა ინფორმაციას გულის მარჯვენა ნაწილში შემავალი სისხლის მოცულობისა და წნევის შესახებ.
ფიზიკური გასინჯვის დროს ექიმი თითით აწვება კანს კოჭის, წვივის, ზოგჯერ ზურგის ქვედა მიდამოში, რათა დაადგინოს ქსოვილოვანი სითხის დაგროვების, ანუ შეშუპების არსებობა.
ოფთალმოსკოპი გამოიყენება ბადურის (თვალის კაკლის სინათლის შემგრძნები შრე) სისხლძარღვების შესამოწმებლად. ბადურა ერთადერთი ადგილია, რომლის დათვალიერებისას ექიმს შეუძლია შეაფასოს ვენებისა და არტერიების მდგომარეობა.
ბადურის ხილული დარღვევები დამახასიათებელია მაღალი არტერიული წნევის, დიაბეტის, არტერიოსკლეროზის და გულის სარქვლების ბაქტერიული ინფექციისთვის.
ფიზიკური კვლევის ერთ-ერთი ნაწილი გულმკერდის გამოკვლევაა. ექიმი აფასებს სუნთქვის სიხშირეს და გულმკერდის ექსკურსიას (სუნთქვითი მოძრაობა), გულმკერდზე თითების დაკაკუნებით განსაზღვრავს ფილტვების ჰაერით ავსებას, რაც ნორმაში უნდა იყოს ან სითხის არსებობას, რაც დაავადების მაჩვენებელია. პერკუსია ასევე საშუალებას იძლევა, დადგინდეს გულისა და ფილტვების მფარავი გარსების – პერიკარდიუმისა და პლევრის ფურცლებს შორის სივრცეებში სითხის არსებობა. სტეთოსკოპის საშუალებით ექიმი ისმენს სუნთქვით ხმიანობებს და ადგენს, ხომ არ არის შევიწროებული სასუნთქი გზები. ასევე, სითხის არსებობა ცვლის ფილტვის ნორმალურ ხმიანობას (ხიხინი) და მიუთითებს გულის უკმარისობაზე.
პაციენტის გულმკერდზე ხელის დადებით (პალპაცია) ექიმი განსაზღვრავს იმ ადგილს, სადაც გულისცემა ყველაზე მკაფიოდ Eშეიგრძნობა და ამ გზით ადგენს გულის ზომებს.
სტეთოსკოპით გულის გასინჯვისას (აუსკულტაცია) ექიმს შეუძლია მოისმინოს გულის სარქვლების გახსნითა და დახურვით გამოწვეული ნორმალური ხმიანობები. სარქვლების და გულის სხვა სტრუქტურების ანომალიები იწვევს სისხლის ტურბულენტურ მოძრაობას და, ამის გამო, პათოლოგიურ ხმიანობას, რომელსაც შუილი ეწოდება. ტურბულენტური მოძრაობა აღმოცენდება სისხლის გადინების დროს შევიწროებულ სარქვლებში ან იმ შემთხვევებში, როცა სარქვლები მჭიდროდ არ იხურება. გულის ყველა დაავადება არ იწვევს შუილს და, იმავდროულად, შუილიც ყოველთვის არ არის გულის დაავადების შედეგი. მაგალითად, ფეხმძიმე ქალებში გულზე შუილი ჩნდება სისხლის ნაკადის ფიზიოლოგიურად მომატების გამო. უვნებელი შუილი ბავშვებშიც მოისმინება, ის გულის მცირე ზომის სტრუქტურებში სისხლის სწრაფი მოძრაობის გამო აღმოცენდება. სისხლის ტურბულენტური მოძრაობა აღენიშნება ხანდაზმულ ადამიანებსაც, რაც გულის სისხლძარღვების, სარქვლების ელასტიკურობის დაქვეითებით არის გამოწვეული, არ არის გულის სერიოზული პათოლოგიის ნიშანი. სტეთოსკოპით ექიმს შეუძლია მოისმინოს პათოლოგიურად შეცვლილი სარქვლის გახსნისა და დახურვის ხმიანობები (წკიპურტის მსგავსი ხმიანობა ან ტკაცუნი). გულის უკმარისობის დროს ხშირად მოისმინება გალოპის რიტმი (ცხენის ოთხით ჭენების ხმა), რაც, თავის მხრივ, ერთი ან ორი დამატებითი ტონის გაჩენის შედეგია.
სხეულის ნებისმიერ ნაწილში არტერიებსა და ვენებზე სტეთოსკოპის მოთავსებისას შესაძლებელია სისხლის ტურბულენტური მოძრაობის ხმიანობის მოსმენა. ეს უკანასკნელი შეიძლება გაჩნდეს სისხლძარღვის შევიწროებისას, სისხლის დინების გაძლიერების დროს ან არტერიებსა და ვენებს შორის პათოლოგიური კავშირების (არტერიოვენური ფისტულა) ჩამოყალიბების შედეგად.
ფიზიკური გასინჯვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია მუცლის გასინჯვა. პალპაციით დგინდება ღვიძლის ზომები. ღვიძლის გადიდება მიუთითებს ვენურ სისტემაში სისხლის შეგუბებაზე. მუცლის ღრუში სითხის დაგროვება, რაც მუცლის გარშემოწერილობის გადიდებით გამოიხატება, გულის უკმარისობის ერთ-ერთი ნიშანია. მუცლის პალპაციით ისინჯება მუცლის აორტის პულსაციაც.
შეშუპება, დაბუჟება და კანის ფერის შეცვლა
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
შეშუპება, დაბუჟება და კანის ფერის შეცვლა – შეშუპება ქსოვილებში სითხის დაგროვების შედეგია
შეშუპება, დაბუჟება და კანის ფერის შეცვლა
გულის წასვლის შეგრძნება და გულის წასვლა (პრესინკოპე და სინკოპე)
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
გულის წასვლის შეგრძნება და გულის წასვლა (პრესინკოპე და სინკოპე)
გულის წასვლის შეგრძნება და გულის წასვლა (პრესინკოპე და სინკოპე)
პრესინკოპეA არის გულის წასვლის შეგრძნება. გულის წასვლა (სინკოპე) არის ცნობიერების უეცარი, ხანმოკლე დაკარგვა, რასაც ცნობიერების სპონტანური დაბრუნება მოსდევს.
მიზეზები
პრესინკოპეს და სინკოპეს ერთი და იგივე გამომწვევი მიზეზები აქვს. ცნობიერების დაკარგვა ტვინის ფუნქციის დარღვევის შედეგია. ეს უკანასკნელი, ჩვეულებრივ, ტვინის სისხლით მომარაგების შეფერხების გამო ვითარდება. თავის მხრივ, ტვინის სისხლით მომარაგება შეიძლება შემცირდეს გულის დაავადების ან ისეთი მდგომარეობის გამო, რომელიც აფერხებს გულისკენ სისხლის ნორმალურ მიდენას და, შესაბამისად, ამცირებს ტვინის სისხლით მომარაგებას. ამ მხრივ განსაკუთრებულ რისკის ჯგუფს ხანდაზმულები წარმოადგენენ, რადგან სისხლის მიდენა ტვინისკენ ასაკის მატებასთან ერთად მცირდება. საკუთრივ ტვინის დაავადებები, თუ ტვინის სისხლძარღვები არ არის დაზიანებული, იშვიათად იწვევს გონების კარგვას. კრუნჩხვამ შეიძლება განაპირობოს ცნობიერების დაკარგვა, მაგრამ ეს სინკოპედ არ ითვლება.
Mგულის დაავადებების დროს ტვინისკენ სისხლის მიდენა შეიძლება შემცირდეს, თუ ან გულისცემის სიხშირე შეიცვალა (ძალიან შემცირდა ან მოიმატა), ან რიტმი დაირღვა, ან გულს სისხლის ადეკვატური მოცულობის გადატუმბვის უნარი აღარ შესწევს სისხლის ნაკადის შეფერხების გამო. ამ უკანასკნელის მიზეზი შეიძლება იქნეს გულის სარქვლების დაზიანება (უხშირესად – აორტის სარქვლისა), ფილტვში ან, ზოგჯერ, გულში თრომბის გაჩენა, იშვიათად – გულის სიმსივნე (წინაგულოვანი მიქსომა).
გულში სისხლის დაბრუნება შეიძლება სხვადასხვა მიზეზით შემცირდეს; მაგალითად, ხველის და გაჭინთვის (ნაწლავების მოქმედების დროს) დროს იზრდება გულმკერდშიგა წნევა, რაც, თავის მხრივ, გულისკენ სისხლის მიდენას ამცირებს. ჯანმრთელ ჯარისკაცებს შეიძლება აღენიშნოთ გულის წასვლის შეგრძნება ან გულის წასვლა ხანგრძლივად უძრავად დგომის გამო. ეს იმით არის გამოწვეული, რომ ქვედა კიდურების კუნთები სისხლის გულისკენ უკუდინების პროცესში მონაწილეობას ვეღარ იღებს. ძლიერმა ემოციამ (მაგალითად, სისხლის დანახვა) ან ტკივილმა შეიძლება გაააქტიუროს ცდომილი ნერვი, რის შედეგადაც სისხლძარღვები ფართოვდება (დილატაცია), გულისკენ სისხლის მიდენა მცირდება და ადამიანს გული მისდის (ვაზოვაგუსური სინკოპე). თავის ან ზურგის ტვინის ზოგიერთმა დაავადებამ, ზოგიერთმა მედიკამენტმა (უპირატესწილად, არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო პრეპარატები) აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვების გაფართოება და გულის წასვლა.
გულის წასვლის შეგრძნება ან გულის წასვლა შეიძლება განაპირობოს სწრაფად წამოჯდომამ ან წამოდგომამ. პოზიციის ცვლილება ქვედა კიდურებისკენ სისხლის მიდენას იწვევს, რის შედეგადაც არტერიული წნევა ქვეითდება. პოზიციის შეცვლაზე სწრაფი ადაპტაციის უუნარობას ორთოსტაზული ჰიპოტენზია ეწოდება. ეს პათოლოგია მოხუცებში უფრო ხშირია.
ზოგჯერ გულის წასვლის შეგრძნება ან გულის წასვლა ფეხზე წამოდგომისას აღინიშნება. ამ დროს ადამიანი ან წვება, ან ძირს ეცემა, რაც ზრდის სისხლის ტვინში მიდენას და ცნობიერებაც სწრაფად აღდგება ხოლმე.
შეფასება
ექიმმა ერთმანეთისგან უნდა განასხვაოს გულის წასვლის საშიში და ნაკლებად საშიში მიზეზები. თუ გულის წასვლა ტკივილის ან რაიმე სხვა უსიამოვნო შეგრძნების დროს აღინიშნება და მას წინ უძღვის ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მსუბუქად გაბრუება, გულისრევა, მთქნარება, მხედველობის დაბინდვა და ოფლიანობა, მაშინ ამ მდგომარეობას ვაზოვაგუსურ სინკოპეს უწოდებენ, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის. ამ დროს ექიმი ატარებს ფიზიკურ გამოკვლევას. თუ ამ უკანასკნელმა რომელიმე პათოლოგია არ გამოავლინა, შემდგომი კვლევების ჩატარება აღარ არის საჭირო.
გულის წასვლა მოზარდობის ასაკში განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან ის გულის სერიოზული დაავადების არსებობაზე მიუთითებს.
შემდგომ კვლევებს საჭიროებს ისეთი შემთხვევები, როცა გულის წასვლას წინ არ უძღვის გამაფრთხილებელი ნიშნები (განსაკუთრებით, ფიზიკური აქტივობის დროს), მაგრამ თან ახლავს ქოშინი და ტკივილი გულმკერდის არეში. ამისი მიზეზი ხშირად გულისა და ნერვული სისტემის დაავადებებია. ასეთ შემთხვევაში ტარდება ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ), გულის ულტრაბგერითი გამოკვლევა, დახრილი (მოძრავი) მაგიდისა და ელექტროფიზიოლოგიური ტესტები.
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
გულის ფრიალი გულისცემის შეგრძნებაა ფრიალის, ფართხალის, ჩავარდნის სახით
გულის ფრიალი
გულის ფრიალი გულისცემის შეგრძნებაა ფრიალის, ფართხალის, ჩავარდნის სახით.
მიზეზები
ჩვეულებრივ, ადამიანები ვერ გრძნობენ გულისცემას, მაგრამ ზოგჯერ გულის ნორმალური მუშაობის შეგრძნება გამოხატულია; ჯანმრთელი ადამიანები გრძნობენ გულისცემას მარცხენა გვერდზე წოლისას ან გარკვეულ გარემოებებში, მაგალითად, დიდი ძალისხმევით ვარჯიშისას ან ძლიერი ემოციური დატვირთვისას. მათ შეიძლება იგრძნონ, რომ გული იკუმშება ძალიან ძლიერად და სწრაფად ან შეიგრძნონ არარეგულარული გულისცემა.
გულის ფრიალის შეგრძნება გულის რიტმის დარღვევის (არითმიის) შედეგი შეიძლება იყოს. არითმია ზოგჯერ უვნებელია, ზოგჯერ – სიცოცხლისთვის საშიში.
არითმიის ყველაზე ხშირი ფორმაა წინაგულებისა და პარკუჭების ნაადრევი შეკუმშვები, რომლებიც უვნებელია. არითმიის ეს ფორმა იმ ადამიანებს შორის გვხვდება, რომელთაც არ აქვთ გულის დაავადება. იგივე შეიძლება ითქვას პაროქსიზმულ სუპრავენტრიკულურ ტაქიკარდიაზე.
არითმიის სხვა ფორმები, როგორიცაა წინაგულების ციმციმი, წინაგულების თრთოლა და პარკუჭოვანი ტაქიკარდია, ჩვეულებრივ, იმ ადამიანებში გვხვდება, რომელთაც აქვთ გულის კორონარული არტერიებისა და სარქვლების დაავადებები. ამ დროს გულში ელექტრული იმპულსის გამტარი სისტემა დაზიანებულია.
გულის ფრიალის შეგრძნება შეიძლება გამოიწვიოს კოფეინმა, ალკოჰოლმა და ზოგიერთმა მედიკამენტმა, როგორიცაა, მაგალითად, ამფეტამინი, კოკაინი, ეპინეფრინი, ეფედრინი, თეოფილინი და სხვა. გარდა ამისა, არითმია ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის (ჰიპერთიროიდიზმი), ანემიიის, სისხლში ჟანგბადის შემცველობის დაბალი დონის (ჰიპოქსია), კალიუმის დაბალი კონცენტრაციის (ჰიპოკალიემია) შედეგი შეიძლება იყოს.
შეფასება
იმისი განსაზღვრა, არის თუ არა გულის ფრიალის შეგრძნება რომელიმე დაავადებით გამოწვეული, სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგალითად, უეცრად დაიწყო თუ თანდათანობით, რა იწვევს მის პროვოცირებას (დაწყებას), რამდენად მაღალია გულისცემის სიხშირე, არარეგულარულია თუ არა რიტმი. იშვიათი, გამოტოვებული (ჩავარდნილი) გულისცემა ნაადრევი წინაგულოვანი ან პარკუჭოვანი შეკუმშვებისთვის არის დამახასიათებელი. არარეგულარული გულისცემის მუდმივი შეგრძნება წინაგულების ფიბრილაციაზე მიუთითებს. რეგულარული შეკუმშვების უეცარი გახშირება ნორმალური სიხშირის სწრაფადვე აღდგენით სუპრავენტრიკულური ან ვენტრიკულური ტაქიკარდიის არსებობის დამადასტურებელია. გულის ფრიალის შეგრძნება, რომელსაც თან ახლავს ჰაერის უკმარისობა, ტკივილი, სისუსტე, ადვილად დაღლა ან გონების დაკარგვა, გულის მძიმე დაავადებისთვის არის დამახასიათებელი.
გულის ტონებს ექიმები ფონენდოსკოპით ისმენენ. ელექტროკარდიოგრაფიული კვლევა მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყაროა, მაგრამ თუ სიმპტომები თავად კვლევის პროცესში არ ვითარდება, მაშინ ის კარგავს სადიაგნოზო ღირებულებას. თუ სიმპტომები თვალსაჩინოა, მაგრამ პერიოდული, ტარდება უწყვეტი, 24-საათიანი ელექტროკარდიოგრაფიული მონიტორირება. სხვა შესაძლო გამოკვლევებია გულის ულტრასონოგრაფია (ექოკარდიოგრაფია) და სისხლის ანალიზები.
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
მეხსიერების გაუარესების 7 ძირითადი მიზეზი | რა უნდა ვქნათ თუ მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები დაგვეწყო
გადაცემა „შენი შუადღე“
მეხსიერების გაუარესების 7 ძირითადი მიზეზი | რა უნდა ვქნათ თუ მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები დაგვეწყო
საუბრობს გიორგი ღოღობერიძე:
„მეხსიერება ძალიან აქტუალური საკითხია. ბევრს ჰგონია, რომ მეხსიერების გაუარესება ალცჰაიმერის ან სისხლძარღვების დაავადებით არის გამოწვეული. ეს ასე არ არის. საზოგადოებას მეხსიერების გაუარესების გამომწვევ იმ ძირითად და ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს უზიარებს, რომელთა აღმოფხვრის შედეგადაც მეხსიერების დაბრუნება შესაძლებელია.
1. მეხსიერების ერთ-ერთი გაუარესების გამომწვევი შეიძლება იყოს ძილის აპნოე. ძილის აპნოე ეს არის დაავადება, რომლის დროსაც ადამიანი ძილის დროს ხვრინავს. ხვრინვის დროს ძალიან მაღალია საძილე არტერიების დაზიანების რისკი. როდესაც საძილე არტერიებში ლაგდება ქოლესტეროლი, თავის ტვინს ოდნავ უმცირდება სისხლმომარაგება. ეს ოდნავ შემცირებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ რიგი ნეირონები დაზიანდეს და თავისთავად, ადამიანის მეხსიერება გაუარესდეს. ხვრინვის პრობლემის მოგვარებით, ჩვენ მეხსიერებასაც ვიბრუნებთ.
2. მეხსიერების გაუარესების წამყვანი მიზეზი შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები. ფარისები ჯირკვალიც გადაღებული აქვს, მაგრამ არ სწავლობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონულ აქტივობას. თუ ფარისებრი ჯირკვალი თავის ჰორმონებს ვერ წარმოქმნის საკმარისი რაოდენობით, თავის ტვინი არ სტიმულირდება, შესაბამისად, თუ სტიმულაცია არ ხდება, ის აღარ აქტიურობს, ამიტომ მეხსიერებაც უარესდება.
3. B12-ის ნაკლებობა. ბევრს ჰგონია, რომ ეს B12-ის ნაკლებობა სხეულში მხოლოდ მაშინ ვლინდება, როდესაც ადამიანს აქვს ანემია, აქვს ზურგის ტვინის გამოხატული დაზიანება, მოძრაობის შეზღუდვა. ასე არ არის. ადამიანს შეიძლება ვიტამინი B12 ოდნავ დააკლდეს და ეს სხვა არაფრით არ გამოვლინდეს, გარდა მეხსიერების გაუარესებისა. ოღონდ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ვიტამინების თვითნებურად მიღება არ შეიძლება.
4. შაქრიანი დიაბეტი. ადამიანს თუ აქვს შაქრიანი დიაბეტი, შეიძლება, ის სხვა არც არაფრით არ გამოვლინდეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში და უბრალოდ მეხსიერების დაქვეითებით გამოვლინდეს. როდესაც დიაბეტი გაქვს გლუკოზის რაოდენობა სისხლში მაღალია. გლუკოზა არის როგორც ღრუბელი, წყალს იწოვს და ნეირონებს ცოტათი გვიშრობს. ეს ცოტათი გაშრობაც კი უკვე საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს მეხსიერება გაუუარესდეს.
5. მედიკამენტები. წნევის დამწევები, ქოლესტეროლის დამწევები, ანტიდეპრესანტები, შფოთვის მომხსნელი წამლები, მჟავიანობის მარეგულირებლები, ძალიან ბევრი მედიკამენტია, რომელთაც ძალიან მარტივად შეუძლიათ მეხსიერების გაუარესება გამოიწვიონ. როდესაც პაციენტი მკურნალობას რჩება და წამალს აღარ სვამს, მეხსიერება უკან უბრუნდება. რა თქმა უნდა, თვითნებურად არ უნდა შეწყვიტოთ წამლების მიღება, თუ დანიშნული გაქვთ, უნდა მიიღოთ და გააგრძელოთ.
6. სტრესი. თუ მთელი დღე დაძაბული ხარ ცხოვრების რიტმით, ძალიან მარტივად გავიწყდება ყველაფერი. ადამიანი თუ სტრესშია, აქვს შფოთვა, დეპრესია, არის გადატვირთული სამსახურით, დამახსოვრება შეუძლებელია, თავის ტვინი უბრალოდ ვერ ასწრებს ამ ყველაფერთან გამკლავებას, ამიტომ ლოგიკური,ა რომ მას ექნება მეხსიერების ამოვარდნები.
7. არასაკმარისი რაოდენობით ძილი. ზოგიერთი იტყვის, რომ ძინავს 8 საათი, მაგრამ მეხსიერება მაინც არ მივარგა. გძინავს 8 საათი, მაგრამ ეს ძილი არის ძალიან ზედაპირული, რადგან ხშირ-ხშირად იღვიძებთ ღამის საათებში. ძილი კი არის 8 საათიანი, მაგრამ უხარისხო ძილია. როცა ადამიანს სძინავს, ძილი იდეალურ დონეზე უნდა იყოს. ოთახი უნდა იყოს აბსოლუტურად ბნელი, მყუდრო, უნდა იყოს სიგრილე, უნდა იყოს განიავებული… თუ ტელევიზორი ჩართულია, გარეთ რაღაცას ხერხავენ, სინათლე შემოდის… ასეთი ძილი არ გვაწყობს.
8. მძიმე მეტალები. ტყვია და ვერცხლის წყალი. საქართველოში ტყვიას მოძებნა არ სჭირდება, თვითონ გიპოვის, ყველაფერშია, რასაც არ უნდა შევეხოთ, მათ შორის, წყალშიც, საკვებშიც, გამონაბოლქვში, ჰაერში. ქალაქში ტყვიის არანორმალური რაოდენობაა. ტყვია ეტაპობრივად გროვდება ჩვენს სხეულში და დროთა განმავლობაში, ასაკთან ერთად წამოგვეწევა და სამწუხაროდ, იწვევს მეხსიერების გაუარესებას.
9. მაღალი წნევა. თუ ჩვენ გვაქვს მაღალი წნევა, უნდა ვაკონტროლოთ, მაღალი წნევა სისხლძარღვების შეუქცევად დაზიანებას და თავის ტვინის სისხლმომარაგების გაუარესებას იწვევს. ბევრს ჰგონია, წნევა თუ მაღალია, ორგანოები დიდი რაოდენობით სისხლს იღებს, არადა, ასე არ არის, რაც უფრო მაღალია წნევა, მით უფრო ნაკლები რაოდენობით იღებს ორგანოები სისხლს, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ წნევა დავწიოთ“
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
„საკმაოდ სენსიტიური საკითხია და ეს ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით უნდა განხორციელდეს…“ – გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებას ეხმიანება:
„საკმაოდ სენსიტიური საკითხია და ეს ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით უნდა განხორციელდეს…“
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
კანის დაავადება ეგზემას სრულიად მოულოდნელი გამომწვევი აღმოაჩინეს
აუტანელ ქავილს, რომელიც კანის ქრონიკულ ანთებით დაავადებას, ეგზემას ახლავს თან, ახალი დამნაშავე ჰყავს.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კარგად ცნობილი ბაქტერია, ოქროსფერი სტაფილოკოკი (Staphylococcus aureus) განაპირობებს მუდმივ ქავილს, რადგან პირდაპირ აღიზიანებს კანის მგრძნობელობით ნეირონებს; ეს აღმოჩენა მეცნიერებს შეიძლება ახალ სამკურნალო საშუალებათა შექმნაში დაეხმაროს.
ეგზემას ატოპიურ დერმატიტსაც უწოდებენ და საკმაოდ გავრცელებულია ბავშვებსა და მოზარდებში. გვხვდება ათიდან ერთ ზრდასრულშიც.
ამ დრომდე, ეგზემის აუტანელი ქავილის მთავარ გამომწვევად მიიჩნეოდა იმუნური უჯრედები და მათ მიერ გამოყოფილი ანთებითი მოლეკულები. ეს ქავილი ძალიან ხშირად იწვევს ნაკაწრებს, რაც კანს კიდევ უფრო აზიანებს და ის წითელი, შესივებული, დახეთქილი ხდება.
წლების წინ, მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ადამიანები, რომლებსაც კანის ცილა, სახელად ფილაგრინი აკლიათ, ეგზემისკენ უფრო მიდრეკილები არიან; თუმცა, მაინც გაურკვეველი რჩებოდა, კონკრეტულად რა იწვევდა ქავილს, რომელიც ეგზემას ახლავს თან.
ამჯერად, ამერიკელ მკვლევართა ჯგუფმა ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტთა სერიაში აჩვენა, რომ S. aureus-ი — ბაქტერია, რომელიც დაზიანებულ კანში აღწევს და ინფექციას იწვევს, ერთპიროვნულად განაპირობებს ქავილს, რადგან ააქტიურებს კანის ზედაპირზე არსებულ მგრძნობელობით ნერვულ უჯრედებს.
„გამოვავლინეთ ქავილის სრულიად ახალი მექანიზმი, ბაქტერია Staph aureus-ი, რომელიც ქრონიკული ატოპიური დერმატიტის მქონე თითქმის ყველა პაციენტში ვიპოვეთ. დავადგინეთ, რომ ქავილი შეიძლება გამოწვეული იყოს თავად მიკრობით“, — ამბობს ჰარვარდის სამედიცინო სკოლის იმუნოლოგი ისააკ ჩიუ.
ადამიანში ეგზემის მოდელირებისთვის, მკვლევრებმა თაგვებს S. aureus-ით გაჟღენთილი მარლა შემოახვიეს. ბაქტერიას თაგვების ნაკაწრებზე ზემოქმედება შეეძლო. დადგინდა, რომ ბაქტერიები კანის ზედა ფენის, ეპიდერმისის მგრძნობელობით ნერვულ დაბოლოებებთან შეჯგუფდნენ.
იმის გასარკვევად, როგორ შეიძლება ზემოქმედებდეს ბაქტერია ამ ნერვებზე, მკვლევრები სისტემატურად ტესტავდნენ S. aureus-ის ინჟინერიით გამოყვანილ სხვადასხვა შტამს, რომლებსაც მიკრობთა მოლეკულური არსენალის სპეციფიკური კომპონენტები აკლდათ.
ცხრა სხვადასხვა ფერმენტის გამორიცხვის შემდეგ, ჩიუმ და მისმა კოლეგებმა იპოვეს ერთი ფერმენტი, რომელსაც S. aureus-ი კანთან კონტაქტისას გამოყოფს — პროტეაზა V8. ის თაგვებში ქავილს იწვევდა, რადგან ააქტიურებდა კიდევ ერთ ცილას, სახელად PAR1-ს, რომელიც მგრძნობელობით ნეირონებს ააქტიურებს.
ფერმენტ V8-ს არმქონე S. aureus-ის ზემოქმედებისას, თაგვები თითქმის არ იფხანდნენ და მათი კანიც ნაკლებად აქერცლილი და გაღიზიანებული იყო. ასევე მსუბუქი იყო სიმპტომები, როცა თაგვები დაამუშავეს პრეპარატით, რომელიც ცილა PAR1-ს ბლოკავს.
შემდეგმა ექსპერიმენტებმა გამორიცხა იმუნური უჯრედები, როგორც ცხოველის ქავილის გამომწვევი მიზეზი. თაგვები, რომლებსაც პოხიერი უჯრედები (მასტოციტი) და ბაზოფილები არ ჰქონდა (იმუნურ უჯრედთა ტიპი, რომლებიც ქავილსა და ალერგიებში მონაწილეობენ), ბაქტერია S. aureus-ის ზემოქმედების შემდეგ ფხანას განაგრძობდნენ.
„აუცილებელი არ არის, ყოველთვის ანთება გქონდეთ, რომ მიკრობებმა ქავილი გამოიწვიონ; პირიქით, ქავილი კანზე ანთებას აძლიერებს“, — განმარტავს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მიკრობიოლოგი ლივენ დენგი.
თუ ეს ადამიანებშიც დადასტურდა, აღმოჩენა შეიძლება წარმოადგენდეს აშკარა სამიზნეს ახალი პრეპარატებისთვის, რომლებიც ეგზემის თანმხლებ დაუსრულებელ ქავილს მრავალ პაციენტს შეუმსუბუქებს.
ეგზემის სამკურნალო ამჟამინდელ პრეპარატთა უმეტესობა კანის დაამებას და იმუნური სისტემის დამშვიდებას ცდილობს; ასევე კანის ბარიერის აღდგენას მდგომარეობის მთლიანად მოსუფთავების გარეშე.
ამ კვლევაში დატესტილი ცილა PAR1-ის მბლოკავი უკვე გამოიყენება ადამიანებში სისხლის შედედების წინააღმდეგ და შესაბამისად, ადვილი იქნება მისთვის მიზნის შეცვლა. ატოპიური დერმატიტის მქონე პაციენტთა ნიმუშებში თაგვების მსგავსად მაღალი იყო V8-ს დონე და უფრო მეტი იყო ბაქტერია S. aureus-ი, ვიდრე ჯანმრთელ კანში.
მიუხედავად მკაფიო შედეგებისა, მეცნიერები ამბობენ, რომ საჭიროა ამ საკითხის კიდევ უფრო მეტი კვლევა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi










