პნევმონია –წარმოადგენს ფილტვების ინფექციურ-ანთების დაავადებას. დაავადებას თან ახლავს ძლიერი სველი ხველა, ტკივილი გულმკერდის არეში.
დიაგნოსტიკა
პნევმონიაზე ეჭვის გაჩენისას ტარდება სხვადასხვა ტესტები, რომლებიც მისი გამომწვევი მიზეზების დადგენის საშუალებას იძლევა.
· ექიმთან ვიზიტისას პაციენტს ეკითხებიან დაავადების ყველა გამოვლინების შესახებ;
· ამის შემდეგ ექიმი ატარებს გულმკერდის დათვალიერებას, უსმენს ფილტვებს, რადგან დაავადების დროს დაზიანებული მხარე საგრძნობლად განსხვავდება მუშაობის პროცესით ჯანმრთელი მხარისგან;
· შემდეგ ექიმი ატარებს პერკუსიას;
· შემდეგი ეტაპი მოიცავს ლაბორატორიულ გამოკვლევებს, რისთვისაც საჭიროა სისხლის საერთო ანალიზი, რომელიც გამოავლენს ლეიკოციტების საერთო რაოდენობას. ასევე აუცილებელია შარდის ანალიზი, რაც საჭიროა თირკმელებში ინფექციური პროცესის გამოსარიცხად.
· რენტგენოგრაფია;
· ბრონქოსკოპია.
რისკის ჯგუფი
· სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები;
· ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები;
· ადამიანები, რომლებიც რეგულარულად იყენებენ ჰორმონალურ პრეპარატებს;
· კლინიკური დეპრესიის და მუდმივი სტრესის მქონე პირები;
· ფეხმძიმე ან ახალნამშობიარები ქალები;
· ოტოლარინგოლოგიური დაავადებების ან გრიპ მოხდილი ადამიანები;
· ალკო ან ნარკოდამოკიდებულები.
პროფილატიკა
რეკომენდირებულია:
· 60 წელს ზემოთ ადამიანებისთვის და მათთვის, ვინც ზემოთ ჩამოთვლილ რისკ-ჯგუფშია პნევმონიის ვაქცინაცია.
· ბავშვებში ვაქცინაცია ტარდება მაშინაც კი, თუ ისინი რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან.
· საჭიროა ხელების რეგულარულად და მინიმუმ 20-30 წამი დაბანა საპნით. ეს ბაქტერიების განადგურების საშუალებას იძლევა.
· ასევე კარგია გრიპის ვაქცინაცია, რადგან პნევმონია წარმოადგენს გრიპის შემდგომ გართულებას.
· საჭიროა ორგანიზმის გაკაჟება მუდმივი ტონუსით, სწორი კვებით და სათანადო დასვენებით.
პნევმონია
პნევმოტორაქსი
პნევმოტორაქსი – მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს პლევრალურ ნაწილში გაზის დაგროვება.
ფორმის მიხედვით გამოყოფენ:
· დახურულ პნევმოტორაქსს;
· ღია პნევმოტორაქსს;
· სარქველის პნევმოტორაქსს.
მიზეზები
პნევმოტორაქსის გამომწვევი მიზეზებია:
· გულმკერდის ტრავმები;
· სამკურნალო ან დიაგნოსტიკური მანიპულაციების გართულება;
· პნევმოტორაქსის ხელოვნურად გამოწვევა ფილტვების ტუპერკულოზის სამკურნალოდ;
· ფილტვების დაავადებების გართულებები.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
· გულმკერდის არეში მწვავე ტკივილი;
· ქოშინი;
· გახშირებული სუნთქვა;
· მშრალი ხველა;
· გახშირებული გულისცემა;
· პანიკური შიშის გრძნობა;
· კანის საფარის სიფერმკრთალე.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტკას ატარებს ექიმი პულმონოლოგი. მკურნალობის დასადგენად ინიშნება:
· გულმკერდის ორგანოების რენტგენი;
· გულმკერდის ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია;
· სისხლში გაზის შემცველობის გამოკვლევა.
რიგ შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს ელექტროკარდიოგრაფია.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· ქირურგიულ სტაციონარში ჰოსპიტალიზაციას;
· პლევრალური ნაწილის პუნქციას;
· პლევრალური ნაწილის დრენირებას;
· პლევროდეზს;
· ფილტვების, ბრონქების, გულმკერდის დაზიანებების აღმოფხვრას;
· ჟანგბადის თერაპიას;
· გასაუმტკივარებელ პრეპარატებს.
საშიშროება
აუცილებელი მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში შესაძლოა შემდეგი სახის გართულებები:
· ექსუდატიური პლევრიტი;
· ჰემოპნევმოტორაქსი;
· პლევრის ემპიემა;
· რიგიდული ფილტვი;
· სუნთქვის მწვავე უკმარისობა.
სპონტანური მიმდინარეობის პნევმოტორაქსი მიდრეკილია რეციდივებისკენ.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ფილტვების დაავადებების დროული მკურნალობა;
· გულმკერდის ტრავმების აღმოფხვრა;
· განმეორებითი პნევმოტორაქსის პროფილაქტიკა.
პოდაგრა
პოდაგრა – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ართრიტის ნიშნები.
პოდაგრამ შეიძლება დააზიანოს ნებისმიერი სახსარი: თითები, მტევნები, მუხლები, მაგრამ ყველაზე ხშირად პოდაგრა ჩნდება ფეხის თითების სახსრებზე, განსაკუთრებით დიდი თითი, რაც დაკავშირებულია მისი ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერატიულ-დისტროფიული პროცესისადმი მიდრეკილებასთან.
მიზეზები
პოდაგრას გამომწვევი ძირითადი მიზეზი არის ორგანიზმში შარდის მჟავას მომატება.
ასევე მემკვიდრეობითი მიდრეკილება, რაც მდგომარეობს პურინების ცვლის თავისებურებასთან.
მაპროვოცირებელი ფაქტორები
პოდაგრას განვითარება ხდება შემდეგი მაპროცირებელი ფაქტორების შემდეგ:
· ალკოჰოლის მიღება;
· კვების რეციონის ცვლილება;
· ტრავმა ან გადატვირთვა;
· მთელი რიგი მედიკამენტების, განსაკუთრებით შარდმდენი პრეპარატების მიღება.
დიაგნოსტიკა
პოდაგრას დიაგნოსტკა მოიცავს კლინიკურ და ლაბორატორიულ კრიტერიუმებს.
პოდაგრას დიაგნოსკისთვის ასევე შეიძლება დაინიშნოს სხვა ანალიზები (სისხლის, შარდის), თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია სისხლის ბიოქიმია.
ქრონიკული პოდაგრას დროს ხდება ხრტილის რენტგენოლოგიური გამოკვლევა.
ზოგჯერ დიგნოზის დასაზუსტებლად ინიშნება კოლჰიცინით სასინჯი მკურნალობა.
მკურნალობა
პოდაგრას მკურნალობის მედიკამნეტურ ფორმას გააჩნია ორი მთავარი მიზანი: ანთების ჩაცხრობა და ტკივილის მოხსნა.
სახსრის უფრო სწრაფი აღდგენისთივს გამოიყენება ფიზიოთერაპია.
დიეტა
პოდაგრის დროს საჭიროა დიეტა №6-ის დაცვა, რომლის განსაკუთრებულობას წარმოადგენს:
· პურინების შემცველი პროდუქტების გამორიცხვა;
· ცილების შემცველი პროდუქტის გამორიცხვა, რეკომენდირებულია ხორცის დიეტური სორტი;
· მარილის შეზღუდვა;
· სითხის გამოყენების გაზრდა;
· რძის პროდუქტების, ხილის, ბოსტნეულის ახალი სახეობებით რაციონის გამდიდრება;
· მწვანილი დაშვებულია – გარდა ოხრახუშისა და მწვანე ხახვისა;
· ხორცისა და თევზის დიეტური სახეობების მიღება რეკომენდირებულია მოხარშული ფორმით.
პროფილაქტიკა
პოდაგრის პროფილაქტიკისთვის მთავარია სწორი კვება, განსაკუთრებით თუ სისხლის ბიოქიმიური გამოკვლევის დროს აღმოჩენილ იქნა შარდის მჟავას მაღალი დონე ან არსებობს მემკვიდრეობითი მიდრეკილების ფაქტორი.
ასევ მენიშვნელოვანია ორგანიზმის გაკაჟება, რათა მან შეძლოს ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარეგულირება.
პოლიომიელიტი
პოლიომიელიტი – მწვავე ვირუსული დაავადება, რომელსაც ახასიათებს ნერვული სისტემის დაზიანება და ცხვირხახისა და ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესი.
მიზეზები
დაავადება წარმოიშობა ორგანიზმში Picornaviridae-ის ტიპის ვირუსის განვითარებით.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
· არაპარალიტიკური ფორმა, ორგანიზმის ინტოქსიკაცია — დაბალი ტემპერატურა, გულის რევა, ღებინება, სურდო, მუცლის ტკივილი, დიარეა;
· მენინგიალური ფორმა — სხეულის ტემპერატურის აწევა 38-39°С-მდე, ხველა, ცხვირიდან გამონადენი, ძილიანობა, მოთენთილობა, თავის ტკივილი, ღებინება, კუნთების მოდუნება;
· პარალიტიკური ფორმა — მაღალი ტემპერატურა 38,5 – 39,5°С-მდე, თავის ტკივილი, სურდო, ყელის ტკივილი, ზურგის, კიდურების ტკივილი, კუნთების კანკალი, მეხსიერების დაქვეითება, კიდურების კუნთების მოულოდნელი პარალიჩი.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-პედიატრი, რისთვისაც ნიშნავს:
· სისხლის, შარდის, კალას საერთო ანალიზს;
· ცხვირ-ხახის გამონადენის სეროლოგიურ გამოკვლევას;
· ზურგის ტვინის სითხის გამოკვლევას.
რთული ფორმების დროს შესაძლოა საჭირო გახდეს რევმატოლოგის კონსულტაცია.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· გასაუმტკივარებელ პრეპარატებს;
· კორტიკოსტეროიდულ პრეპარატებს;
· შარდმდენ საშუალებებს;
· ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას;
· იმუნოგლობულინს.
საშიშროება
მკურნალობის არარსებობამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორიცაა:
· სასუნთქი სისტემის დარღვევები;
· კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარღვევა;
· პარეზი, პარალიჩი;
· კუნთების ატროფია;
· კონტრაქტურა.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ვაქცინაციის ჩატარება;
· პირადი ჰიგიენის წესების დაცვა.
პოლინეიროპათია
პოლინეიროპათია – ნერვული სისტემის დაავადება, რომელიც გამოწვეულია პერიფერიული ნერვების მრავალრიცხოვანი დაზიანებით. დაავადება გამოწვეულია ნივთიერებათა ცვლის დარღვეით ან ინტოკსიკაციით.
აღნიშნული დაავადების ძირითადი ფომრებია:
· დიაბეტური;
· ინფექციური;
· დიფტერიული;
· ალკოჰოლური;
მიზეზები
დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
· ენდოკრინული სისტემის პრობლემები;
· ინტოქსიკაციები;
· ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები;
· შინაგანი ორგანოების დაავადებები;
· კოლაგენოზი;
· ავიტამინოზი;
· ავთვისებიანი სიმსივნეები;
· რიგი მედიკამენტების მიღება;
· აუტოიმუნური პროცესი.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
· სამოძრაო ფუნქციის მოშლა, განსაკუთრებით ქვედა კიდურების;
· ნერვების მწვავე ტკივილი;
· ტაქტილური მგრძნობელობის აწევა ან დაქვეითება;
· მომატებული ოფლიანობა;
· ტკივილისა და ტემპერატურის შეგრძნების დაკარგვა;
· კანის კვების დარღვევა;
· ფრჩხილების მტვრევადობა;
· კანის საფარის გამოშრობა.
დაავადების განვითარების ფორმებია:
· მწვავე;
· საშუალოდ მწვავე;
· ქრონიკული.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი. პაციენტს ენიშნება სისხლის ანალიზი და სხვადასხვა ტიპის გამოკვლევები.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· ვიტამინოთერაპიას;
· ფიზიოთერაპიულ პროცედურებს;
· მედიკამენტებს.
საშიშროება
მკურნალობის გარეშე პოლინეიროპათია იწვევს კუნთების ატროფიას, გამწვავებული ფორმისას დიდია განგრენის რისკიც.
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკა შესაძლებელია ძირითადი დაავადების სწორი და ეფექტური მკურნალობისას.
ტოქსიკური პოლინეიროთერაპიის შესაჩერებლად საჭიროა უსაფრთხოების ზომების დაცვას, რაც გულისხმობს ორგანიზმში ტოქსინების მოხვედრის შეფერხებას.
პოლინოზი
პოლინოზი (ალერგია მტვერზე) – სეზონური ალერგიული რეაქცია მცენარეების მტვერზე.
პოლინოზის გართულება დამოკიდებულია ალერგენის ყვავილობის პერიოდზე:
· აპრილი-მაისი;
· ივნისი-ივლისი;
· აგვისტო-სექტემბერი.
მიზეზები
რეაქცია წარმოიშობა გარკვეული ალერგენების მიმართ გაზრდილი მგრძნობელობით.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
· ცხვირის დახშობა;
· ხველა;
· სურდო;
· გადაბმული ცემინება;
· ცრემლდენა;
· ცხვირისა და თვალის ლორწოვანი გარსის შეშუპება;
· გამონაყარი კანზე, რომელსაც ახლავს ძლიერი ქავილი;
· გართულებული სუნთქვა;
· სუნის გრძნობის დაქვეითება.
მეორადი სიმპტომები:
· თავის ტკივილი;
· მადის დაქვეითება;
· გაზრდილი დაქანცულობის გრძნობა;
· გულის რევა, ღებინება;
· გაღიზიანებულობა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ალერგოლოგი, რისთვისაც ნიშნავს:
· სისხლის საერთო ანალიზს;
· ცხვირიდან გამონადენის ანალიზს;
· იმუნოგრამას;
· რინოსკოპიას;
· პროვოკაციულ და კანის ტესტებს.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· ანტიალერგიულ პრეპარატებს;
· ადგილობრივი მოქმედების გლუკოკორტიკოსტეროიდებს;
· სისხძლარღვების შემავიწროვებენ საშუალებებს ცხვირისთვის;
· ინჰალაციას.
დიეტა
პაციენტებმა რაციონიდან უნდა გამორიცხონ:
· კვერხი;
· ქათმის ხორცი;
· ვაშლი, ალუბალი, მსხალი;
· ფუტკრის ნაწარმი;
· საკვები საღებავების შემცველი პროდუქტები.
საშიშროება
დაავადების გართულებებია:
· ჭინჭრის ციება;
· ბრონქიალური ასთმა;
· კვინკეს შეშუპება;
· ატოპიური დერმატიტი;
· ცისტიტი.
რისკის ჯგუფი
· ქალები;
· მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;
· დაბინძურებულ გარემოში მაცხოვრებლები;
· ბავშვები, რომლებიც ხშირად ავადმყოფობენ ინფექციური დაავადებებით;
· არასწორი კვების მქონე ბავშვები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· მცენარეების ყვავილობის დროს მათ სიახლოვეს ყოფნისგან თავის შეკავება;
· ქარიან და მშრალ ამინდში ქუჩაში დიდხანს ყოფნისგან თავის შეკავება;
· ქარიან, მტვრიან ამინდში სახლის ფანჯრების გახსნისგან თავის შეკავება;
· ჰაერის სპეციალური გამწმენდების გამოყენება;
· რაციონიდან ყველა იმ პროდუქტის გამორიცხვა, რომლებიც ახდენენ ალერგიის პროვოცირებას.
პორფირია
პორფირია – წარმოადგენს პრობლემას, რომელიც გამოწვეულია ჰემოგლობინის სინთეზში მონაწილე ფერმენტების დეფიციტით.
გამოიყოფა დაავადების შემდეგი სახეობები:
· გვიანი კანის;
· ერითროპოეტიკური;
· ინტერმისირებული.
მიზეზები
პორფირია ძირითადად მემკვიდრეობითი დაავადება, რომლის დროსაც ადამიანებს ორგანიზმში აქვთ კონკრეტული ფერმენტების დეფიციტი.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
· კანზე გამონაყარი, ქავილით;
· მზის შუქისადმი გაზრდილი მგრძნობელობა;
· სხეულის გარკვეულ ნაწილებში წყლულების გაჩენა;
· ფრჩხილების დეფორმაცია და მტვრევა;
· შარდის წითელი ფერი;
· მაღალი არტერიული წნევა;
· კანის მოწითალო ფერი;
· სიბრმავე;
· სახსრების კონტრაქტურა;
· ანემია;
· მუცლის ტკივილი;
· ნერვების დაზიანება;
· მზის დასხივების ადგილებში თმის ჭარბი ზრდა;
· ფსიქოზი;
· პოლინევრიტი;
· გონების დაბინდვა;
· კომატოზური მდგომარეობა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-დერმატოლოგი, რისთვისაც ინიშნება:
· სისხლის ბიოქიმიური ანალიზი;
· შარდის ბიოქიმიური ანალიზი.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· გასაუმტკივარებელ პრეპარატებს;
· მზის დასხივებისგან თავის დაცვას;
· არტერიული წნევის დამწევ პრეპარატებს;
· პლაზმოფარეზს;
· გლუკოზის ხსნარის ინფუზიის მიღებას;
· სპლენექტომიას.
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული და სათანადო მკურნალობა, შესაძლოა ლეტალური შედეგის დადგომა.
პროფილაქტიკა
სამწუხაროდ, რაიმე კონკრეტული პროფილაქტიკური ღონისძიებები არ არსებობს.
პოსტსამშობიარო დეპრესია
პოსტსამშობიარო დეპრესია – ფსიქიკური დაავადება, რომელიც ვითარდება მშობიარობის შემდეგ და გამოიხატება შფოთვაში, აპათიაში, დათრგუნულ მდგომარეობაში, ინტერესების დაკარგვაში.
სიმპტომების მიხედვით გამოიყოფა:
· მსუბუქი დეპრესიული ეპიზოდი;
· საშუალო დეპრესიული ეპიზოდი;
· მძიმე დეპრესიული ეპიზოდი.
მიზეზები
დაავადების განვითარების ძირითადი მიზეზებია:
· ფსიქოლოგიური;
· ბიოლოგიური.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
· ხასიათის გაფუჭება;
· დარდიანობა, სწრაფი სიარული, ქაოტური აზროვნება;
· თავისუფალი ნების დაქვეითება;
· სწრაფი დაღლა;
· შინაგანი გაღიზიანება;
· თვითკრიტიკა, დანაშაულის გრძნობა;
· ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება;
· გადაწყვეტილებების მიღების გართულება;
· ახალშობილზე მუდმივი შფოთვა;
· ბავშვის მოვლის შეუძლებლობა, დაბნეულობა;
· ბავშვისადმი გულგრილობა.
· ძილის დარღვევა;
· მადის გაუარესება;
· ცხოვრების აზრის დაკარგვა, სუიციდისკენ მიდრეკილება.
დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ატარებს ფქიქოლოგი, რისთვისაც საჭიროა საერთო დათვალიერება, ჩივილების მოსმენა და ანამნეზის ანალიზი.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· ანტიდეპრესანტებს;
· ნეიროლეპტიკებს;
· ტრანკვილიზატორებს;
· ფსიქოთერაპიას.
საშიშროება
შესაძლოა შემდეგი სახის გართულებები:
· დეპრასიის გაღრმავება;
· სუიციდის მცდელობა;
· სოციალური პრობლემები (ოჯახის დანგრევა, ბავშვზე უარის თქმა).
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· პოსტსამშობიარო დეპრესიის დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა;
· ფეხმძიმობის დაგეგმვა და სამშობიარო პროცესისთვის სწორად მომზადება;
· ფეხმძიმობის დროს კვალიფიციური რეკომენდაციების მიღება.
პროსტატიტი
პროსტატიტი – წინამდებარე ჯირკვლის ანთება, რომელიც პასუხისმგებელია პროსტატის სეკრეციის გამომუშავებაზე.
გამოიყოფა პროსტატიტის შემდეგი ფორმები:
· მწვავე ბაქტერიული პროსტატიტი;
· ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი;
· არაბაქტერიული პროსტატიტი;
· პროსტატოდინია.
მიზეზები
დაავადების განვითარების მიზეზებია:
· სქესობრივი გზით მიღებული ან ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესით გამოწვეული ინფექციები;
· წინამდებარე ჯირკვალში სეკრეციის გაჭედვა;
· გადაციება;
· ხშირი შეკრულობა;
· ძლიერი სტრესი;
· ჰიპოდინამია.
სიმპტომები
· სასქესო ორგანოების ტკივილი;
· ხშირი შარდვა;
· 40 გრადუსამდე ტემპერატურა;
· მტკივნეული ერექცია;
· ერექციის არქონა;
· მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილები.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-უროლოგი, რისთვისაც საჭიროა:
· შარდის და წინამდებარე ჯირკვლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა;
· წინამდებარე ჯიკვლის პალპაცია;
· მცირე მენჯის და წინამდებარე ჯირკვლის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა.
მკურნალობა
· ანტიბიოტიკები;
· პროსტატის მასაჟი;
· ზოგადგამაჯანსაღებელი პრეპარატები;
· ლაზერული თერაპია;
· ტრანსლექტალური ულტრა-ბგერითი თერაპია.
საშიშროება
დაავადების გართულებები შეიძლება იყოს:
· წინამდებარე ჯირკვლის აბსცესი;
· ცისტიტი;
· პიელონეფრიტი;
· სათესლე ჯირკვლების ანთება.
რისკის ჯგუფი
· ჰომოსექსუალები;
· ქრონიკული დაავადებების მქონე პირები;
· მჯდომიარე ცხოვრების წესის მქონე პირები;
· 40 წელს ზემოთ პირები.
პროფილატიკა
რეკომენდირებულია:
· ორგანიზმის გაკაჟება;
· სპორტით დაკავება;
· ინფექციური დაავადებების დროული მკურნალობა;
· უროლოგთან რეგულარული ვიზიტი.
პროქტიტი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება.
პროქტიტი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება.
პროქტიტი სწორი ნაწლავის ამომფენი შრის ანთებაა (სწორი ნაწლავის ლორწოვანი შრე).
გამოიყოფა დაავადების შემდეგი სახეობები:
· ალიმენტარული პროქტიტი;
· ჰონორეული პროქტიტი;
· ინერტული პროქტიტი;
· პარაზიტული პროქტიტი;
· რადიაციული პროქტიტი.
მიზეზები
· სწორი ნაწლავების ვენოზური ინერტულობა;
· ხშირი შეკრულობა;
· კვების რეჟიმის დარღვევა;
· სწორი ნაწლავის ტრავმები;
· ბაქტერიებით ინფიცირება;
· მცირე მენჯის ორგანოების დაავადებების გართულება;
· სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გართულება.
სიმპტომები
· უკანა ტანში ძლიერი ტკივილები;
· უკანატანის ქავილი;
· კალასთან ერთად სისხლიანი ან ჩირქოვანი გამონადენი;
· დეფეკაციის ხშირი მოთხოვნილება;
· ტკივილი დეფეკაციის დროს;
· სფინქტერის სპაზმი;
· მცირე მენჯში სიმძიმის გრძნობა;
· საერთო სისუსტე;
· სხეულის ტემპერატურის აწევა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-პროქტოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
· რექტორომანოსკოპია;
· სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ბიოპსია;
· კალას ანალიზი;
· ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა.
მკურნალობა
· ანტიბიოტიკები;
· გამწმენდი ოყნები;
· კორტიკოსტეროიდები;
· ანტიბაქტერიული პრეპარატები;
· დასაჯდომი ბალახეულის აბაზანები.
დიტა
მკურნალობის დროს საჭიროა დიეტის დაცვა და რაციონიდან შემდეგი პროდუქტების გამორიცხვა:
· ცხარე საკვები;
· ტკბილეული;
· შემწვარი საკვები;
· სპირტიანი სასმელები.
საშიშროება
უყურადღებობამ შესაძლოა გამოიწვიოს შემდეგი სახის გართულებები:
· დისბაქტერიოზი;
· სწორი ნაწლავის დავიწროვება;
· მსხვილი ნაწლავის კიბო;
· პარაპროქტიტი;
· შარდის ბუშტის ანთება;
· პროსტატის ანთება.
რისკის ჯგუფი
· შეკრულობის, კოლიტის მქონე ადამიანები;
· სწორი ნაწლავის დაზიანებების მქონე ადამიანები;
· ბუასილის მქონე ადამიანები;
· ანალური სექსის მქონე ადამიანები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· პირადი ჰიგიენის წესების დაცვა;
· სასქესო ორგანოების და მცირე მენჯის ორგანოების დაავადებების დროული მკურნალობა;
· შეკრულობის პროფილაქტიკა;
· ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული შიდა თეთრეულის შერჩევა;
· გადაციებისგან თავის დაცვა.










