ოტიტი — დაავადება, რომელიც წარმოადგენს ყურების ანთებით პროცესს. არესბობს მწვავე, საშუალო და ქრონიკული ფორმების. ოტიტი არსებობს ერთმხრივი და ორმხრივი.
ლოკალიზაციის მიხედვით გამოიყოფა:
· გარე ოტიტი;
· შუა ოტიტი;
· შიდა ოტიტი.
ყურიდან გამონადენის მიხედვით არსებობს:
· სეროზული ოტიტი;
· ჩირქოვანი ოტიტი.
მიზეზები
დაავადების განვითარების მიზეზებია:
· ოტოლარინგოლოგიური დაავადებების შედეგად დასუსტებული იმუნიტეტი;
· გარე სასმენი გზის მიკროტრავმები;
· ყურის ნიჟარაში წყლის შესვლა;
· ცხვირისა და ცხვირ-ხახის დეფექტები.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
· ყურების ტკივილი;
· ყურის ნიჟარის კანის გაწითლება;
· ყურის დახშობა;
· სმენის დაქვეითება;
· მაღალი ტემპერატურა;
· თავის ტკივილი, თავბრუს ხვევა, წონასწორობის დაკარგვა;
· ყურის შიგნით მწვავე ტკივილი;
· ყურიდან სეროზული, სისხლიანი ან ჩირქოვანი გამონადენი.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ოტოლარინგოლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
· ოტოსკოპია;
· ტიმპანომეტრია;
· ჩირქოვანი გამონადენის დათესვა;
· შიდა ყურის კომპიუტერული ტომოგრაფია.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· ანტიბიოტიკებს;
· სპირტიან ბამბის ტამპონებს;
· თბილ კომპრესებს ყურზე;
· ფიზიოთერაპევტულ პროცედურებს;
· ყურის გამორეცხვას ბორის ან ფურაცილინის ხსნარით.
საშიშროება
ქრონიკულ ფორმაში გადასული ოტიტი იწვევს შემდეგ გართულებებს:
· სიყრუეს;
· საფეთქლის ძვლის ანთებას;
· ყურის ბარაბანის ქსოვილის დარღვევას;
· ქოლესტეატომას;
· მასტოიდიტს;
· ყურის ბარაბანის დაფის სკლეროზს;
· სახის ნერვის პარალიჩს;
· ქალასშიდა ჩირქოვან გართულებებს.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროული მკურნალობა;
· ცხვირის გამოხოცვა აკურატულად, რომ არ დაზიანდეს შიდა ყური;
· წელიწადში ერთხელ ექიმ-ოტოლარინგოლოგთან ვიზიტი.
ოტიტი
ოტომიკოზი
ოტომიკოზი – წარმოადგენს ყურის სოკოვან დაავადებას. აღნიშნული ანთებითი პროცესი ლოკალიზდება ყურის გარე გასასვლელთან და გამოწვეულია პარაზიტული სოკოსგან, რომელიც ბუდობს კანის ფენებში.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მთავარი მიზეზია სოკოს შემდეგი ტიპები: Aspergillus, Penicillium და Candida. დაავადება ძირითადად გვხვდება 1-დან 5 წლამდე ბავშებში.
სიმპტომები
· სხეულის ტემპერატურის აწევა 38-39° С-მდე;
· ზომიერი ტკივილი ყურში;
· ციება;
· ხმაური ყურებში;
· სასმენი არხის დახშობის შეგრძნება;
· გამონადენი ყურში, რომელიც ახდნეს სასმენის გზის ამოვსებას და დახშობას;
· ყურის შესიება;
· ცუდი სუნი ყურებში;
· ყურის გარე კანის მაცერაცია;
· გულის რევა;
· თავბრუს ხვევა;
· სახის ნერვის პარეზი.
დაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:
· ოტოლარინგოლოგის კონსულატაცია, რომელიც დაადგენს როგორ უნდა მოხდეს დაავადების მკურნალობა;
· გამონადენს ბაქტერიოლოგიური და მიკოლოგიური გამოკვლევა;
· ყურის გამონადენის მიკროსკოპული გამოკვლევა;
· კულუტალური დათესვა;
· რენტგენი;
· ყურის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· ადგილობრივი დამუშავება წყლის, სპირტის და სხვა ხსნარებით, მალამოების გამოყენება;
· მედიკამენტების მიღება;
· მიკოტური მასის საგულდაგულოდ გაწმენდა წყალბადის ზეჟანგის ხსნარით;
· იმუნომამოდულირებელი პრეპარატების მიღება.
საშიშროება
შემთხვევების უმეტესობაში ოტომიკოზის მკურნალობის შედეგი დადებითია.
პროფიალქტიკა
რეკომენდირებულია:
· ოტოლარინგოლოგთან რეგულარული ვიზიტი;
· გადაციებისგან თავის დაცვა;
· იმუნიტეტის გაძლიერება;
· ცხოვრების ჯანსაღი წესი.
პანარიცია
პანარიცია – წარმოადგენს ხელის თითების ქსოვილების მწვევე ჩირქოვან ანთებით პროცესს. რიგ შემთხვევებში ფეხის თითებზეც გვხვდება. არსებობს დაავადების რამოდენიმე სახეობა:
· კანქვეშა პანარიცია;
· ფრჩხილის მიმდებარე;
· სახსრების;
· ძვლის;
· ძვალ-ხრტილოვანი;
· მყესის.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
· ნემსის ნაჩხვლეტი;
· მცირე ზომის ნაკაწრები;
· ჭრილობები;
· ტრავმები;
· დამწვრობა;
· შინაური ცხოველებისგან მიყენებული ჭრილობები.
სიმპტომები
დაავადების დამახასიათებელი სიმპტომებია:
· ჩირქოვანი კერის ტკივილი;
· ძლიერი ტკივილი, რომელიც არღვევს ძილს და მოსვენებას;
· დაჩირქება;
· შეშუპება;
· ჭრილობის ადგილას კანის დაჭიმვა;
· თითი ემსგავსება კოლბას;
· ტემპერატურის აწევა;
· ციება;
· თავის ტკივილი;
· სისუსტის შეგრძნება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა ქირურგის კონსულტაცია. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
· ანთებითი კერის დათვალიერება;
· სისხლის საერთო ანალიზი.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· მარილით ან საჭმელი სოდით მომზადებული ცხელი აბაზანის გაკეთება დაზიანებულ თითზე;
· პარაფინოთერაპია;
· ქირურგიული ჩარევა;
მკურნალობა მიმდინარეობს სტაციონარულად. თვითმკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი და საშიში შედეგი.
საშიშროება
თუ არ მოხდება პრობლემის დროული აღმოფხვრა, ჩირქი შეიძლება გავრცელდეს ქსოვილების შიდა ფენებში, ძვლებში, სახსრებში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თითების ფუნქციის დაკარგვა.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· პირადი ჰიგიენის წესების დაცვა;
· ფეხისა და ხელის თითების მექანიკური დაზიანებისგან დაცვა;
· მჭრელი საგნების გამოყენებისას სიფრთხილის გამოჩენა;
· რეკომენდირებული არ არის სხვისი პირადი ჰიგიენის, მაგალითად მანიკური გასაკეთებელი ნივთების გამოყენება;
· მანიკურისა და პედიკურის გაკეთებისას აკურატულობის გამოჩენა;
· მცირე ჭრილობების დეზინფიცირება;
· ქირურგთან დროულად მისვლა.
პანიკური შეტევა
პანიკური შეტევა – ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული და აუხსნელი დაავადებაა, რომელსაც კიდევ ეძახიან «ვეგეტატიურ კრიზს», «კარდიონევროზს» და ა.შ.
გამოყოფენ პანიკური შტევის სამ ძირითად ტიპს:
· სპონტანური პანიკური შეტევა;
· სიტუაციური პანიკური შეტევა;
· პირობით-სიტუაციური პანიკური შეტევა.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
· გადატანილ სტრესზე ორგანიზმის სწორი რეაქცია;
· სომატური პათოლოგიები;
· ფსიქიკური დაავადებები;
· დეპრესიული აშლილობა.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
· გახშირებული გულისცემა;
· ციება, ოფლიანობა;
· შინაგანი კანკალის შეგრძნება;
· ქოშინი, ჰაერის უკმარისობა;
· გულის მარცხენა ნახევრის ტკივილი;
· არაადეკვატური ქცევის ჩადენის შიში;
· სიკვდილის შიში;
· კიდურების მგრძნობელობის დაკარგვა;
· აზროვნების დაქვეითება;
· გულყრის, გონების დაკარგვის შეგრძნება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ფსიქოთერაპევტი. რაც უფრო ადრე მივა პაციენტი ექიმთან, მით მეტია გამოჯანმრთელების შანსი.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· ინდივიდუალური ფსიქოთერაპია;
· მედიკამენტური თერაპია;
· პათოლოგიურად გამაღიზიანებელი ფაქტორებისგან პაციენტის იზოლირება;
· დელფინოთერაპია.
მკურნალობის პროცესი უნდა მიმდინარეობდეს ფსიქოთრაპევტის კონტროლის ქვეშ.
საშიშროება
დროული და ადეკვატური მკურნალობის არარსებობამ შეიძლება გამოიწვიოს უფრო რთული ფსიქოლოგიური პრობლემები.
პროფილაქტიკა
ერთად-ერთი პროფილაქტიკური საშუალებაა სიმშვიდის შენარჩუნება სტრესული და დაძაბული სიტუაციების დროს. ასევე მნიშვნელოვანია ფსიქოთერაპევტთან დროული ვიზიტი.
პანკრეატიტი
პანკრეატიტი – კუჭქვეშა ჯირკვლის ანთბა.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· სპირტიანი სასმელის ჭარბი გამოყენება;
· ცილების უკმარისობა;
· ჰორმონალური დისბალანსი;
· კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა დაავადებები;
· მეტაბოლიური აციდოზი;
· ტოქსინები;
· ინფექციები;
· ტრავმები;
· ზედმეტაც ცხიმიანი, შემწვარი საკვები;
· მუდვმივი სტრესი;
· ფეხმძიმობა;
· ანტიბიოტიკების მიღება;
· შარდკენჭოვანი დაავადება;
· ალერგიული რეაქციები.
ფორმების მიხედვით გამოიყოფა დაავადების შემდეგი სახეობები:
· მწვავე პანკრეატიტი;
· ქრონიკული პანკრეატიტი;
· რეაქტიული პანკრეატიტი;
სიმპტომები:
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
· გულის რევა, ღებინება;
· წონის სწრაფად დაკარგვა;
· მეტეორიზმი;
· თმის ცვენა;
· კანის სიმშრალე და დახეთქვა;
· ენაზე თეთრი ნადები;
· კუჭქვეშა ჯირკვლის ძლიერი ტკივილი.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის ტარდება:
· სისხლის ბიოქიმიური ანალიზი;
· შარდის ქიმიური ანალიზი;
· სისხლის კლინიკური ანალიზი;
· ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
· საჭმლის მომნელებელი ორგანოების რენტგენი;
· გასტეროსკოპია;
· ენდოსკოპიურ რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია;
· ტომოგრაფია;
· კალას ანალიზი;
· ქოლეცისტოქოლანგიოგრაფია.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობისთვის საჭიროა:
· სამკურნალო შიმშილობა;
· ელექტროფორეზი;
· სინუსოიდალური ტიპის მოდულირებული შოკი;
· ფერმენტების ინჰიბიტორებით მკურნალობა;
· ანტაციდური პრეპარატები, ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორები, «პროტონული ტუმბოს» ბლოკატორები, რომლებიც ხელს უწყობენ კუჭის წვენის მჟავიანობის დაკლებას.
· დიეტა №5;
· ჯირკვლის მუშაობის კორექცია;
· გასაუმტკივარებელი პრეპარატების მიღება;
საშიშროება
· პაკრეონეკროზი;
· შაქრიანი დიაბეტი;
· კისტების გაჩენა;
· ავთვისებიან სიმსივნეში გადაზრდა.
რისკის ჯგუფი
ალკოდამოკიდებულები და არაჯანსაღი ცხოვრებისა და კვების მქონე პირები.
პარაპროქტიტი
პარაპროქტიტი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს სწორი ნაწლავის გარშემო ქსოვილების ჩირქოვანი ანთება. გამოიყოფა დაავადების მწვავე და ქრონიკული ფორმები.
მიზეზები
დაავადების წარმოშობის მიზეზებია:
· სასქესო ორგანოების და უკანა ტანის ჰიგიენის დაუცველობა;
· უკანა გასასვლელის დაავადებები;
· უკანა გასასვლელის ნერვების დაავადებები;
· დიარეა.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
· ანალური ხვრელის არეში ქავილი;
· სწორ ნაწლავში გაძლიერებული ტკივილი;
· უაკნა ტანის კანის ჰიპერემია;
· სხეულის ტემპერატურის აწევა;
· ანალური ხვრელის აბსცესი;
· უკანა ტანიდან ჩიქრდენა;
· ანალური ხვრელის გარშემო შეშუპება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-პროქტოლოგი. მკურნალობის დასანიშნად საჭიროა:
· სისხლის საერთო ანალიზი;
· ფიზიკური გამოკვლევა;
· უკანა ტანის დათვალიერება და გამოკვლევა;
· რექტორომანოსკოპია;
· ანოსკოპია;
· ულტრასონოგრაფია.
მკურნალობა
მკურნალობის დროს ტარდება ოპერაცია და ჩირქოვანი კერის დრენირება, რაც მოითხოვს ადგილობრივ ნარკოზს. ოპერაციის შემდეგ მკურნალობა გრძელდება და გამოიყენება:
· ანტიბიოტიკები;
· ვიტამინები;
· იმუნიტეტის გასაძლიერებელი პრეპარატები.
საშიშროება
დაავადების გართულებები შეიძლება იყოს:
· ნაწლავის ჩირქოვანი ანთება;
· საშარდე არხის ჩირქოვანი ანთება;
· სეპსისი;
· პერიტონიტი;
· საშოს აბსცესი.
შესაძლოა ლეტალური შედეგი.
რისკის ჯგუფი
· მამაკაცები;
· კუჭის მოქმედების დარღვევების მქონე ადამიანები;
· ანალური სექსის მქონე ადამიანები;
· სწორი ნაწლავის ტრავმების მქონე ადამიანები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· მცენარეული უჯრედების შემცველი საკვები პროდუქტის გამოყენება;
· დღეში მინიმუმ 1,5-2 ლიტრი წყლის მიღება;
· პირველივე მოთხოვნილების დროს კუჭ-ნაწლავის დაცლა;
· სხეულის მასის კონტროლი;
· სიმძმის აწევის კონტროლი.
პაროდონტიტი
პაროდონტიტი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს კბილის გარშემო ქსოვილის ანთებით პროცესი.
ლოკალიზაციის მიხედვით გამოიყოფა:
· ლოკალიზირებული პაროდონტიტი — პაროდონტის კონკრეტული ნაწილის ანთება;
· გენერალიზირებული პაროდონტიტი — ყველა ან უმეტესობა კბილების გარემო ქსოვილის ანთება.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· პირის ღრუს ჰიგიენის დარღვევა;
· შინაგანი ორგანოების დაავადებების არსებობა;
· ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
· სტომატოლოგის მიერ არაჰიგიენური და არასაკმარისად სტერილური საგნების და სამუშაო იარაღების გამოყენება;
· პირის ღრუს ტრავმები.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
· მსუბუქი ფორმის დროს – შეშუპებული, დაწითლებული ღრძილები, სისხლდენა;
· საშუალოდ მძიმე ფორმის დროს – ანთება, ღრძილების ატროფია, კბილებს შორის ნაპრალების გაჩენა, სეროზულ-ჩირქოვანი გამონადენი;
· მძიმე ფორმა – კბილების მორყევა, ძვლების ქსოვილების ატროფია.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-სტომატოლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
· კაპილარების სიმყარის ტესტირება;
· ბაქტერიოლოგიური, ციტოლოგიური გამოკვლევა;
· ყბის რენტგენოგრამა.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· პირის ღრუს პროფესიონალურ ჰიგიენას;
· მედიკამენტოზურ მკურნალობას;
· ლაზერულ, ულტრა-ბგერით მკურნალობას;
გვიან სტადიაზე ტარდება:
· ღრძილების ოპერაცია;
· გინგივექტომია;
· დენტალური იმპლანტაცია.
საშიშროება
დაავადების გართულებები შეიძლება იყოს:
· პაროდონტალური აბსცესი;
· კბილების ჩამოცვენა.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა;
· მოწევაზე უარის თქმა;
· სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი (წელიწადში 1-2-ჯერ);
· საკვებად კალციუმით მდიდარი პროდუქტების გამოყენება.
პაროდონტოზი
პაროდონტოზი – კბილების დაავადება, რომელსაც ახასიათებს კბილის დამაკავშირებელი აპარატის ერთიანობა ძვლის ქსოვილთან. კბილების სხვა დაავადებებს შორის აღნიშნული პრობლემა ფიქსირდება შემთხვევების 10-15%-ში.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· კბილებზე დიდი რაოდენობით ნადების დაგროვება;
· კბილებზე ქვების გაჩენა;
· ყბისა და კბილების განვითარების ანომალიები;
დაავადების გამომწვევ მიზეზებს მიეკუთვნება ასევე:
· გულსისხლძარღვთა ათეროსკლეროტული ტიპის დაავადებები;
· ენდოკრინული დაავადებები;
· საჭმლის მომნელებელი სისტემი დაავადებები.
სიმპტომები
· ღრძილებიდან სისხლდენა;
· ღრძილების შეშუპება, სადაც ხდება საკვების ნარჩენების დაგროვება;
· ცუდი სუნი პირის ღრუში;
· კბილების ძირების მოშიშვლება;
· ღრძილების ქავილი;
· ღრძილების მწვავე ანთება;
· ღრძილებზე კისტების გაჩენა;
· კბილების გაფართოვება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-სტომატოლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
· საერთო დათვალიერება;
· სისხლის და შარდის საერთო ანალიზი;
· ყბის რენტგენი;
· პირის ღრუს რადიოვიზიგრაფია.
შესაძლოა საჭირო გახდეს ორთოპედის კონსულტაცია.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· ღრძილების მასაჟს;
· ფიზიოთერაპიულ მკურნალობას;
· პირის ღრუს პროფესიონალურ ჰიგიენას;
· კბილების ულტრა-ბგერით წმენდას;
· ვიტამინოთერაპიას;
· თანმდევი დაავადებების მკურნალობას.
დაავადების გვიან ფორმებზე გამოიყენება კბილების იმპლანტაცია;
საშიშროება
დაავადების გართულებები შეიძლება იყოს:
· პაროდონტალური აბსცესი;
· კბილების ჩამოცვენა.
რისკის ჯგუფი
· მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე პირები;
· ყბის აგებულების დეფექტის მქონე პირები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა;
· მოწევაზე უარის თქმა;
· სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი (წელიწადში 1-2-ჯერ);
· საკვებად კალციუმით მდიდარი პროდუქტების გამოყენება.
პაროქსიზმი
პაროქსიზმი – დაავადების გამწვავება. მაგალითად როგორიცაა ციებ-ცხელება, ტკივილები, ხუთვა და ა.შ.
მიზეზები
· დაავადებისადმი თანდაყოლილი მიდრეკილება;
· ვეგეტატიური ნერვული სისტემის გაზრდილი მგრძნობელობა;
· ნევროზი;
· არამყარი ნერვული სისტემა;
· ინფექციების ზემოქმედება ჰოპოთალამუსზე;
· ანთებითი პროცესები.
სიმპტომები
· სისუსტე;
· ტაქიკარდია;
· კანის სიფერმკრთალე;
· კიდურებში სიცივის გრძნობა;
· ციება;
· კანკალი;
· პირის სიმშრალე;
· გულის წამოვლით ტკივილი;
· სუნთქვის გართულება, ხუთვა;
· გულის რევა;
· ჰიპერჰიდროზი;
· ემოციური დაძაბულობა, შფოთვა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
· ელექტროენცეფალოგრამა;
· თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
· თავის ტვინის კომპიუტერული დიაგნოსტიკა.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობისთვის საჭიროა:
· დეჰიდრატაციული პრეპარატები;
· ვიტამინები;
· დეზალერგიული კომპლექსები;
· მასტიმულიერებელი საშუალებები;
· სადეზინფექციო საშუალებები.
საშიშროება
გართულების ფორმები შეიძლება იყოს:
· ეპილეფსიური შეტევები;
· გულყრა;
· ლეტალური შედეგი.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· პირველივე სიმპტომებზე ექიმ-ნევროლოგთან ვიზიტი;
· სტრესული სიტუაციებისთვის თავის არიდება.
პატაუს სინდრომი
პატაუს სინდრომი – წარმოადგენს ქრომოსომულ დაავადებას, რომელიც განპირობებულია დამატებითი მე-13 ქრომოსომის გამო. აღნიშნული პრობლემა მოიცავს მთელ რიგ დეფექტებს, ნერვული სისტემის, თვალების, კუნთ-ძვლოვანი სისტემის, გულის, უროგენიტალური სისტემის პრობლემების ჩათვლით და ა.შ.
მიზეზები
· მე-13, დამატებითი ქრომოსომის არსებობა, რომლის გასამების მიზეზები დაუდგენელია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ გენეტიკური დარღვევა შეიძლება განვითარდეს ზიგოტას წარმოქმნის ეტაპზე ან გამეტების ფორმირების დროს;
· დედის ასაკი;
· დედის სომატური და ინფექციური დაავადებები;
· ფეხმძიმე ქალის მავნე ჩვევები;
· რობერტსონის ტრანსლოკაციის არსებობა;
· ეკოლოგიურად დაბინძურებული გარემო.
სიმპტომები
· მძიმე შედეგები, რომლებიც სრულდება ნაყოფის დაღუპვით;
· პრენატალური ჰიპერტროფია;
· თავის ტვინის თანდაყოლილი ანომალიები;
· ახალშობილის თავის პატარა ზომა;
· სახის ანომალიები;
· ყურის ნიჟარების დეფორმაცია;
· გულის თანდაყოლილი მანკი;
· ძვალ-კუნთოვანი სისტემის დარღვევა;
· გონებრივი ჩამორჩენა;
· მადის არქონა და ძუძუზე უარის თქმა;
· დედის მიერ გადატანილი სხვადასხვა გართულებები, უძლობა და ა.შ.
დიაგნოსტიკა
დაავადების გამოსავლენად ტარდება ფეხმძიმობის პერიოდში სქრინინგი, ასევე ბავშვის დაბადების დროს მისი კარიოტიპის გამოკვლევა.
მკურნალობა
სამწუხაროდ სინდრომის მკურნალობა შეუძლებელია. მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით საჭიროა განსაკუთრებული მოვლა, კვება, ინფექციების პროფილაქტიკა, სიმპტომატიკური თერაპია. შესაძლოა ქირურგიული ჩარევა სახის ანომალიის აღმოსაფხვრელად.
საშიშროება
აღნიშნული პრობლემის შემთხვევაში 95% უარყოფითი პროგნოზია. ამ სინდრომით დაავადებული ბავშვები სიცოცხლის პირველ წელს კვდებიან ან ცოცხლობენ 5-10 წლამდე.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· უწყლოობის დროულად გამოვლენა და მკურნალობა;
· ფეხმძიმობამდე და მის დროს სრულფასოვნად კვება;
· ინფექციური დაავადებების გამოვლენა და ფეხმძიმობამდე მკურნალობა;
· სქესობრივი კონტაქტით გადამდები დაავადებების თავიდან აცილება;
· ჯანსაღი ცხოვრების წესის ქონა.







