ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026

საკვერცხის კისტა – წარმოშობის მიზეზის მიხედვით კისტები არსებობს სხვადასხვაგვარი

საკვერცხის კიბო

კისტა – ეს არის საკვერცხის კეთილთვისებიანი წარმონაქმნი, რომელიც წარმოადგენს სითხის შემცველ ბუშტუკს. არსებობს საკვერცხის კისტის რამოდენიმე სახეობა. პათოგენეზი, სიმპტომები და მკურნალობა განსხვავებულია.

მიზეზები
წარმოშობის მიზეზის მიხედვით კისტები არსებობს სხვადასხვაგვარი:
·         ფოლიკულარული კისტები – განვითარების მიზეზია საკვერცხეების ანთება ან ჰორმონალური დარღვევები;
·         ფუნქციონალური – წარმოიქმნება საკვერცხიდან გამოუსვლელი კვერცხუჯრედებისგან ან ოვულაციასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების გამო. მათ ძალიან ჰგვანან დროებითი კისტები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში თავისთავად გაიწოვება;
·         ანომალიური კისტები – გაუწოვადი, ფუნქციონალური კისტები, რომლებიც მიდრეკილი არიან ზრდისკენ.
პათოლოგიის მიხედვით არსებობს კისტების შემდეგი სახეობები:
·         ენდომეტრიოზული – წარმოშობის მიზეზი არის ენდომეტრიოზი: ენდომეტრის უჯრედები ხვდებიან საკვერცხეში, შემდეგ საშვილოსნოში;
·         დერმოიდული – შეიძლება შეიცავდეს თმას, კანს; ვითარდებიან ნაყოფის ანომალიის შედეგად და ძირითადად უვლინდებათ მოზარდ გოგონებს;
·         ყვითელი სხეულის კისტები – ნახევრად თხევადი ყვითელი მასისგან შემდგარი წარმონაქმნი, მათი გაჩენის მიზეზია ოვულაციის დარღვევა.
·         სეროზული – წარმოიქმნებიან სეროზული ქსოვილისგან.
გარდა ამისა წარმოქმნის მიზეზი შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი მიდრეკილება.

სიმპტომები
·         მუცლის ქვედა ნაწილში და საშოში ტკივილი;
·         ოვულაციის დარღვევა;
·         უნაყოფობა;
·         მუცლის მოცულობის გაზრდა – დიდი კისტების დროს;
·         მწვავე ტკივილი და ციებ-ცხელება  – გაკვანძვისა და დაჩირქების შემთხვევაში.

დიაგნოსტიკა
მარჯვენა საკვერცხის კისტა, დიდი ხნის მანძილზე უსიმპტომოდ განვითარების შემთხვევაში იზრდება ზომაში, შესაძლოა გასკდეს და ამ დროს იწვევს მწვავე აპენდიციტის, ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის სიმტომებს. მარცხენა საკვერცხის კისტა ხშირად იმალება ნაწლავის კოლიკას უკან. ზოჯერ კისტები იზრდება ფეხებზე, თუ ასეთი კისტის ფეხი გაიკვანძა ან დაჩირქდა, ჩნდება «მწვავე მუცლის» და პერიტონიტის სიმპტომი. ამიტომ, აუცილებელია დიფერენციალური დიაგნოსტიკის ჩატარება, მათ შორის გარე ორსულობის და ავთვისებიანი წარმონაქმნების გადამოწმება. ტარდება ულტრა-ბგერითი ბიოპსია.

მკურნალობა
მკურნალობა ბევრად არის დამოკიდებული ლოკალიზაციასა და ზომაზე. პატარა ზომის წარმონაქმნები იკურნება ჰორმონალური კონტრაცეპტივებით, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით, ხოლო დიდი ზომის კისტები ექვემდებარება ქირურგიულ მოცილებას. მარჯვენა და მარცხენა კისტის მკურნალობა მიმდინარეობს ერთნაირად. მკურნალობის წესს ადგენს ექიმი.

საშიშროება
მსხვილი კისტები შეიძლება დაფარული იყოს, რის შედეგადაც იწყება მწვავე ანთება. კისტის ფეხის გაკვანძვა იწვევს პერიტონიტს. განსაკუთრებით საშიშია ორივე საკვერცხის კისტა.

რისკის ჯგუფი

გინეკოლოგიაში დადგენილია, რომ აღნიშნული პათოლოგია შეიძლება აღმოაჩნდეს ნებისმიერ ქალს, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ ჰორმონალური დარღვევების მქონე პაციენტებმა.

პროფილაქტიკა
რეგულარული პროფილაქტიკური დათვალიერება გინეკოლოგთან.

ინსულტი

ინსულტი  – თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა. ინსულტს კიბოსა და გულსისხლძარღვთა დაავადების შემდეგ მესამე ადგილი უჭირავს სიკვდილის გამომწვევ დაავადებათა შორის. გამოიყოფა ინსულტის შემდეგი ტიპები:
·         იშემიური;
·         ჰემორაგიული;
·         სუბარაქნოიდული.

მიზეზები
ინსულტის გამომწვევი მიზეზებია:
·         სხეულის ჭარბი წონა;
·         თავის ტივნის სისხლძარღვების თრომბოზი;
·         თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი;
·         ემბოლია;
·         არტერიების სუსტი კედლები;
·         ანევრიზმა;
·         არტერიული ჰიპერტენზია;
·         ტრავმა.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
·         სახის კუნთების, კიდურების გათიშვა, განსაკუთრებით ცალი მხრის კიდურების;
·         მეტყველების გართულება;
·         მხედველობის დაქვეითება ერთ ან ორივე თვალში;
·         თავბრუს ხვევა;
·         მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა;
·         ძლიერი თავის ტკივილი;
·         გახშირებული გულისცემა;
·         მაღალი არტერიული წნევა;
·         სახის სიწითლე.

დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკისთვის ექიმი-ნერვროლოგი ატარებს შემდეგ გამოკვლევებს:
·         სისხლის საერთო ანალიზი;
·         შარდის ანალიზი;
·         თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია;
·         თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
·         სისხლძარღვების ანგიოგრაფია;
·         არტერიების დეპლეროგრაფია;
·         გულის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა ან ექოკარდიოგრაფია.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობაში შედის:
·         ტვინში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი პრეპარატები;
·         არტერიული წნევის მარეგულირებელი პრეპარატები;
·         ტრომბოლიტიკები;
·         კორტიკოსტეროიდები;
·         გულის გლიკოზიდები;
·         ფიზიოთერაპია;
·         მასაჟი, აღდგენითი ვარჯიში.

საშიშროება
დაავადების გართულებას შეიძლება მოჰყვეს:
·         სხეულის ერთი ნაწილის პარეზი, პარალიჩი;
·         კომა;
·         ნევროპათია;
·         უროდინამიკის დარღვევა;
·         სუნთქვის და გულის ფუნქციის დარღვევა;
·         მეტყველების დარღვევა;
·         მეხსიერების დარღვევა;
·         გონებრივი აქტივობის დარღვევა;
·         მხედველობის დაქვეითება.
ხშირ შემთხვევაში განმეორებითი ინსულტი იწვევს ლეტალურ შედეგს.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფს წარმოადგენენ:
·         მოხუცები;
·         გულის დაავადების მქონე პირები;
·         შაქრიანი დიაბეტის მქონე პირები;
·         ჰიპერტონიით დაავადებულები;
·         ტრანზიტორული იშემიური შეტევებისკენ მიდრეკილი პირები.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         არტერიული წნევის კონტროლი;
·         სისხლში შაქრის დონის კონტროლი;
·         სისხლძარღვების დაავადებების დროულად მკურნალობა;
·         იშემიური დაავადების მქონე პირებისთვის სპეციალური დიეტის დაცვა.

კონდილომები (მეჭეჭები) – დაავადება, რომელსაც ახასიათებს კანზე ხორცმეტების წარმოქმნა

მეჭეჭები კანის დაავადება

კონდილომები (მეჭეჭები) – დაავადება, რომელსაც ახასიათებს კანზე ხორცმეტების წარმოქმნა. წარმოადგენს მეჭეჭების ნაირსახეობას. მიეკუთვნება სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს.

მიზეზები
დაავადების წარმოშობის მიზეზებია:
·         მოუწესრიგებელი სქესობრივი კავშირები;
·         იმუნიტეტის დაქვეითება;
·         სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გადატანა;
·         ხშირი სტრესი;
·         დედისგან ნაყოფზე გადასული დაავადება;
·         ორგანიზმში ვიტამინების უკმარისობა;
·         ქალებში – საშოს დისბაქტერიოზი.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         კანსა და ლორწოვან გარსზე ხორცმეტების წარმოქმნა;
·         ხორცმეტების კანში შერევა;
·         ტრავმირების დროს ხორცმეტს ცუდი სუნი, ქავილი და ძლიერი ტკივილის შეგრძნება ახლავს;
·         სქესობრივი ფუნქციის დარღვევა და შარდის გამოყოფის გართულება.

დიაგნოსტიკა
კონდილომების მკურნალობის დასადგენად ექიმი-ვენეროლოგი (ქალებისთვის) ან ექიმი-უროლოგი (მამაკაცებში) ატარებს შემდეგი სახის გამოკვლევებს და ანალიზებს:
·         საერთო კლინიკურ დათვალიერებას;
·         კოლონოსკოპიას;
·         ნაცხის ციტოლოგიურ ანალიზს;
·         პჯრ დიაგნოსტიკას;
·         ურეტროსკოპიას;
·         ჰისტოლოგიურ გამოკლვევას;
·         იმუნოლოგიურ გამოკვლევას.

მკურნალობა
მახვილი დაბოლოების მქონე კონდილომების საბოლოოდ მოშორების მეთოდი არ არსებობს, რამდენადაც ადამიანის პაპილომას ვირუსი არ ექვემდებარება მკურნალობას. ხორცმეტებისგან გასათავისუფლებლად ექიმი ნიშნავს ქირურგიულ მკურნალობას.
·         ლაზეროკოაგულაციას;
·         კრიოდესტრუქციას;
·         ელექტროკოაგულაციას;
·         ქიმიური ნივთიერებებით მოცილებას.
ადგილობრივი გამოყენებისთვის ინიშნება ციტოქსიკური პრეპარატები.

საშიშროება
თუ არ მოხდება კონდილომების დროული მკურნალობა, განვითარდება შემდეგი სახის გართულებები:
·         კანის კიბო;
·         სასქესო ორგანოების კიბო.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თვითმკურნალობის ჩატარება, ხორცმეტის მოწვა, მოჭრა და ა.შ. ეს მხოლოდ გაართულებს სიტუაციას.

რისკის ჯგუფი
ამ ჯგუფში შედიან:
·         ადამიანები, რომლებიც ხშირად იცვლიან სქესობრივ პარტნიორს;
·         ჰორმონალური დარღვევების მქონე ადამიანები;
·         აივ-ინფიცირებულები.

პროფილაქტიკა
შემდეგომში გართულებების თავიდან ასაცილებლად რეკომენდირებულია:
·         სქესობრივი აქტის დროს ბარიერული ტიპის კონტრაცეპტივების გამოყენება;
·         საკვებად ვიტამინებით მდიდარი პროდუქტების გამოყენება;
·         ქალებმა უნდა ჩაიტარონ საშვილოსნოს ყელის კიბოს ვაქცინაცია;
·         გადაღლისა და სტრესისგან თავის დაცვა.

ინტერნეტდამოკიდებულება  – ფსიქიკური აშლილობა, რომელსაც ახასიათებს მიჯაჭვულობა სოციალურ ქსელებთან და ინტერნეტ სივრცესთან

ინტერნეტდამოკიდებულება  – ფსიქიკური აშლილობა, რომელსაც ახასიათებს მიჯაჭვულობა სოციალურ ქსელებთან და ინტერნეტ სივრცესთან. გამოიყოფა ინტერნეტდამოკიდებულების შემდეგი ტიპები:
·         უწყვეტი ურთიერთობის ქონა (სოციალურ ქსელში, ფორუმებზე);
·         ინფორმაციის ნაკადის მუდმივი მიღების გადაულახავი სურვილი («ვებ-სერფინგი»);
·         თამაშებზე დამოკიდებულება (ონლაინ-თამაშების მანია);
·         კიბერსექსუალური მიდრეკილება (პორნოგრაფიული საიტების დათვალიერება, კიბერსექსით დაკავების სურვილი).

მიზეზები
·         მოწყვლადობისა და წყენის მაღლი დონე;
·         დეპრესიისადმი მიდრეკილება;
·         დაბალი თვითშეფასება;
·         სტრესისადმი ცუდი მდგრადობა;
·         კონფლიქტების გადაჭრის უნარის არქონა;
·         პრობლემებისგან გაქცევის სურვილი;
·         თანატოლებთან და საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობის პრობლემები;
·         ცუდი ადაპტაციის უნარი.

სიმპტომები
·         ინტერნეტის გამოყენების შეზღუდვის უშედეგო მცდელობები;
·         ინტერნეტში ყოფნის პერიოდის მუდმივი გაზრდა;
·         ქსელში ყოფნის დროის შეზღუდვისას გაღიზიანება, აგრესიულობა;
·         ინტერნეტის გამოყენება პრობლემებისგან გაქცევის ან განწყობის ამაღლების მიზნით.

დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნარკოლოგი, რისთვისაც ესაუბრება პაციენტს, რათა დაადგინოს დაავადების გამომწვევი მიზეზები.

მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებას (ანტიდეპრესანტები, დამამშვიდებლები);
·         ფსიქოთერაპევტულ მკურნალობას.

საშიშროება

თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
·         მეხსიერების გაუარესება;
·         გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითება;
·         უძილობა;
·         მხედველობის გაუარესება;
·         მაჯის გვირაბის ანუ კარპული არხის სინდრომი;
·         სახსრებისა და ხერხემლის დაავადებები;
·         გულსისხლძარღვთა დაავადებები.

რისკის ჯგუფი
ინტერნეტდამოკიდებულების პრობლემა ყველაზე მეტად მოზარდებში აღინიშნება. ასევე დაბალი თვითშეფასების, მარტოობის გამწვავებული განცდის ადამიანებში.

პროფილაქტიკა
აღნიშნული პრობლემის თავიდან ასაცილებლად რეკომენდირებულია ბავშის კომპიუტერთან ჯდომის ხანგრძლივობის გაკონტროლება და გარკვეულ საიტებზე წვდომის შეზღუდვა.

ინტერტრიგო (დაოდვილობა) – განსაკუთრებით გავრცელებულია მსუქან და ჩვილ ბავშვებში

#image_title

ინტერტრიგო (დაოდვილობა) – კანის ნაკეცების დაზიანება. განსაკუთრებით გავრცელებულია მსუქან და ჩვილ ბავშვებში. დაზიანება გვხვდება ზრდასრულებშიც, კერძოდ ქალებში მკერდის ქვეშ ნაკეცებში.
გამოყოფენ დაზიანების რამოდენიმე ფორმას:
·         მსუბუქი (მცირედი სიწითლე, კანის დაზიანების გარეშე);
·         საშუალო (სიწითლე, კანის ეროზია);
·         მძიმე (მკვეთრი სიწითლე, წყლულების გაჩენა).

მიზეზები
დაოდვილობის მიზეზებია:
·         კანის ინფექცია;
·         ალერგიული რეაქცია;
·         ჰიგიენის ნორმების დარღვევა;
·         ძლიერი ოფლდენა;
·         შარდის შეუკავებლობა;
·         ბუასილი;
·         უხარისხო საფენები;
·         დაბანის შემდეგ ნაკეცების არასათანადო გამშრალება.

სიმპტომები
·         სიწითლე;
·         კანის საფარის მთლიანობის დარღვევა;
·         კანის დახეთქვა;
·         ქავილი;
·         წვა.

დიაგნოსტიკა
დაოდვილობის დიაგნოსტიკისთვის საჭიროა იმ ადგილების საგულდაგულოდ დათვალიერება, სადაც აღნიშნული კანის დაზიანება ლოკალიზდება. თუ აღინიშნება სიწითლე, საჭიროა სასწრაფოდ მკურნალობის დაწყება.

მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         მიზეზების აღმოფხვრა – სისველე და წმენდა;
·         კანის ნაკეცების ანტისეპტიკური ხსნარით დაბანა;
·         გვირილას ან სალბის აბაზანების მიღება;
·         ჰაეროვანი აბაზანები;
·         ტალკის გამოყენება;
·         დაოდვილობის საწინააღმდეგო მალამოების გამოყენება;
·         ხარისხიანი შიდა თეთრეულის ტარება.
დაავადების მკურნალობას ადგენს პედიატრი, გამომდინარე კანის ანთებით პროცესის სირთულიდან.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ყოველდღიური ჰიგიენური პროცედურების ჩატარება;
·         ჰიგიენის საშუალებების გამოყენება;
·         ჯანსაღი საკვების მიღება, რომელიც არ იწვევს ალერგიას;
·         მოსახერხებელი სამოსის ტარება;
·         ბავშვის მოვლის ყველა წესის დაცვა.

მენისკის კისტა – მუხლის სახსრის სირღმეში ჩამდგარი სითხე, რომელიც ჩნდება სახსრებზე ზედმეტი დატვირთვის შედეგად

#image_title

მენისკის კისტა – ეს არის მუხლის სახსრის სირღმეში ჩამდგარი სითხე, რომელიც ჩნდება სახსრებზე ზედმეტი დატვირთვის შედეგად.
არსებობს მენისკის კისტოზური დაავადების რამოდენიმე დონე:
·         დონე 1: კისტა განისაზღვრება მხოლოდ ჰისტოლოგიურად;
·         დონე 2: მენისკის გარე ნაწილზე არის მცირედი ამობურცული ნაწილი, რომელიც ქრება სახსრის გაშლისას;
·         დონე 3: ლორწოვანი კისტების წარმოქმნა, არამარტო მენისკის ქსოვილებში, არამედ დამაკავშირებელ ქსოვილებშიც.

მიზეზები
დავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
·         მენისკის მიკრო და განმეორებითი ტრავმები;
·         მუხლის სახსრის ჭარბი დატვირთვა;
·         მძიმე ფიზიკური შრომა, მძიმე ტვირთის აწევით;
·         კონსტიტუციური მიდრეკილება;
·         ქსოვილებში შეშუპების, ლიმფური და დეგენერატული გამოვლენები.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         მშვიდ და აქტიურ მდგომარეობაში მწვავე ტკივილი;
·         კუნთის უჯრედების კვების დარღვევა;
·         დაზიანებულ ადგილას მაღალი ტემპერატურა;
·         ფეხის მოხრის დროს ტკაცუნი;
·         სახსრის გადიდება.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა შემდეგი სახის მანიპულაციები:
·         მუხლის სახსრის რენტგენოგრაფია;
·         ართროსკოპია;
·         თერმოპოლაროგრაფია;
·         სახსრის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
·         სახსრის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
·         სახსრის კომპიუტერული ტომოგრაფია;
·         ჰისტოლოგიური გამოკვლევა.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         პუნქციის შეყვანას დაგროვილი სითხის მოსაშორებლად;
·         სახსარზე დატვირთვის შემცირებას;
·         ფიზიოთერაპიას;
·         ანალგეტიკების და არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების დანიშნვას;
·         ენდოსკოპიურ ართროსკოპიას;
·         რეაბილიტაციას.

საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, დეგენერატიული პროცესები გააგრძელებენ განვითარებას და შედეგად შეიძლება მოხდეს ე.წ. განგლია – კისტის გამყარება.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
·         სპორტსმენები;
·         ადამიანები, რომლებიც მუდმივად მძიმე შრომით არიან დაკავებული.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ორთოპედთან რეგულარული ვიზიტი;
·         მენისკის პრობლემის გაჩენისას ფიზიოპროცედურების ან მედიკამენტური თერაპიის ჩატარება;
·         ფიზიოთერაპევტის მიერ დანიშნული მასაჟი.

კუპეროზი ვითარდება კანის წვრილი სისხლძარღვების გაფართვოებით და დაწყვეტით

#image_title

კუპეროზი – დაავადება ხასიათდება სისხლის მიკროცირკულაციის დარღვევით, რომელიც ვითარდება კანის წვრილი სისხლძარღვების გაფართვოებით და დაწყვეტით.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         გენეტიკური მიდრეკილება;
·         ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება;
·         რაციონში ცხარე და ცხელი საჭმელის გამოყენება;
·         ხანგრძლივი მწეველობა;
·         სპირტიანი სასმელების ჭარბი გამოყენება;
·         ულტრაიისფერი სხივების ხანგრძლივი ზემოქმედება;
·         სისხლის მიმოქცევის გამაძლიერებელი პრეპარატების ხანგრძლივად მიღება;
·         სტრესული სიტუაციების გამო აწეული წნევა.

სიმპტომები
დაავადებისას სახეზე ჩნდება წვრილი სისხლძარღვები ვარსკვლავების ფორმით. ლოკალიზდებიან ცხვირის, ლოყების, ყვრიმალების არეში. მათი შეფერილობა შეიძლება იყოს მკრთალი წითელი ან მოლურჯო-წითელი.

დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ატარებს კოსმეტოლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა პაციენტის დათვალიერება. რიგ შემთხვევებში ტარდება ჰისტოლოგიური ანალიზი.

მკრუნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         კანის რბილ, გამწმენდ საშუალებებს;
·         მკვებავ, დამატენიანებელ საცხებს;
·         თეთრი თიხის სამკურნალო ნიღბებს.
კუპეროზის მოცილება ხდება შემდეგი საშუალებებით:
·         ელექტროკოაგულაცია;
·         მიკროსკლეროთერაპია;
·         მეზოთერაპია;
·         ლაზერული თერაპია;
·         ფოტოთერაპია;
·         ოზონოთერაპია;
·         ვიტამინოთერაპია;
·         სამკურნალო პლასტიკური მასაჟი.

საშიშროება
კუპეროზმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, კანის ფერის გაუარესება.

რისკის ჯგუფი
ამ ჯგუფში შედიან:
·         ღია  ფერის კანის მქონე პირები;
·         მგრძნობიარე კანის მქონე პირები;
·         სუსტი სისხლძარღვების მქონე პირები.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         მხოლოდ თბილი წყლით დაბანა;
·         მზისდამცავი საშუალებების გამოყენება;
·         კანის მოვლის საშუალებებში სპირტის არსებობის გამორიცხვა;
·         კანის მოვლის უხეში საშუალებების გამოყენებაზე უარის თქმა;
·         ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებებისთვის თავის არიდება.

იოდდეფიციტი დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმში იოდის უკმარისობასთან

#image_title

იოდდეფიციტი  – გავრცელებული დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმში იოდის უკმარისობასთან. აღნიშნული პრობლმა თავისთავად წარმოადგენს უამრავი სხვა დაავადების განვითარების მიზეზს, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე.
იოდდეფიციტს ხშირად მოიხსენიებენ როგორც «დაავადება-პროვოკატორს». მისი განთვითარების დროს ყველაზე ხშირად აღინიშნება ფარისებრი ჯირკვლის გადიდება, როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულებში.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         საკვებთან ერთად საკმარისი იოდის მიღების შეუძლებლობა;
·         ე.წ. «იოდდეფიციტურ რეგიონებში» ცხოვრება – საქართველოში ასეთი რეგიონებია:  მთათუშეთი, სვანეთი, მაღალმთიანი აჭარა, ზემო იმერეთი და კახეთის მთიანეთი;
·         გაზრდილი გონებრივი დატვირთვა;
·         ფეხმძიმობის და ძუძუთი კვების პერიოდი;
·         მძიმე ვირუსული ინფექციები;
·         ბაქტერიული ინფექციები;
·         ნაწლავის დისბაქტერიოზი;
·         ანტიბიოტიკების უკუჩვენება;
·         მოწევა;
·         კრიტიკული ასაკი;
·         ორალური კონტრაცეპტივების მიღება;
·         რადიოაქტიური დასხივება;
·         სისხლის პლაზმაში გოიტროგენებისა და სტრუმოგენების შემცველობის გაზრდა.

სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია:
·         ფარისებრი ჯირკვლის ზომის გაზრდა;
·         ორგანიზმის მოთენთილობის გაზრდა;
·         ნევროზულობა, ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვა;
·         გაღიზიანება, შენელებული ქმედება, მოდუნება;
·         ანემია;
·         თმისა და ფრჩხილების მტვრევადობა;
·         კანის სიმშრალე, მოყვითალო შეფერილობა;
·         ცუდი მადა;
·         შეშუპება;
·         კანკალი;
·         ჭარბი წონა;
·         ოფლიანობა;
·         მამკაცებში ერექციის დარღვევა;
·         მეხსიერების გაუარესება.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის ექიმი-ენდოკრინოლოგი ატარებს:
·         ე.წ. «კანის სინჯს»;
·         სისხლის საერთო ანალიზს;
·         შარდის საერთო ანალიზს;
·         ფარისებრი ჯირკვლის ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
·         სისხლის ანალიზს ჰორმონებზე.
იმ დაავადებების გასაკონტროლებლად, რომელთა გამო განვითარდა იოდდეფიციტი, საჭიროა სხვა ვიწრო სპეციალობის ექიმების კონსულტაციაც.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         იოდის შემცველი სამეიცინო პრეპარატების მიღებას;
·         კვების კოერქციას;
·         სანატორიულ მკურნალობას;
·         იმ დაავადებების განკურნებას, რომლებმაც გამოიწვიეს იოდდეფიციტი ადამიანის ორგანიზმში;
·         ტირეოდიული ჰორმონებით თერაპიას.

საშიშროება
დაავადებისას შესაძლოა განვითარდეს:
·         ხუთვა;
·         გონებრივი აშლილობა;
·         ენდემური ჩიყვი;
·         სარძევე ჯირკვლების დაავადებები;
·         ფეხმძიმე ქალებში ნაყოფის პათოლოგიები;
·         ჰიპოთერეოზი;
·         ტირეოტოქსიკური ადენომა.
თანადროული და კომპლექსური მკურნალობისას შედეგები დადებითია.

პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         ფიზიოლოგიურ დოზებში კალიუმიანი პრეპარატების მიღება  , განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა არსებობს ამის მწვავე აუცილებლობა;
·         სასურველია იოდიანი მარილის გამოყენება;
·         საჭიროა კურორტებზე დასვენება, მათ შორის ზღვაზე.
სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში იოდის ოპტიმალური გამოყენების დოზა ასე გამოიყურება:
·         მეძუძური ბავშვები – 50 მკგ დღე-ღამეში;
·         2-დან 6 წლამდე ბავშვები – 90 მკგ დღე-ღამეში;
·         დაწყებითი კლასების მოსწავლეები –120 მკგ დღე-ღამეში;
·         მოზარდები და ზრდასრულები – 150 მკგ დღე-ღამეში;
·         ფეხმძიმე და მეძუძური დედები – 200 მკგ დღე-ღამეში.

კრეტინიზმი – ვლინდება ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხებაში, გონებასუსტობაში

#image_title

კრეტინიზმი (თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი) – ენდოკრინული დაავადება, რომელსაც ახასიათებს ფარისებრი ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპოფუნქცია. კრეტინიზმი ვლინდება ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხებაში, გონებასუსტობაში.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;
·         ფარისებრი ჯირკვლის ემბრიონული განვითარების დარღვევა;
·         ათირეოზი;
·         ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოპლაზია;
·         ფარისებრი ჯირკვლის ექტოპია;
·         ფეხმძიმე ქალის მკურნალობა რადიაქტიული იოდით, ტირეოსტატიკური პრეპარატებით;
·         ფეხმძიმობისას ენდემური წითელას გადატანა.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         ძვლების ცვლილება;
·         შინაგანი ორგანოების მოცულობის ცვლილება;
·         კუნთების ტონუსის არარსებობა;
·         სასქესო ჯირკვლების ფუნქციის დარღვევა;
·         კანის გასქელება;
·         სმენისა და მეტყველების დაქვეითება, რომელიც მიდის ყრუ-მუნჯობამდე;
·         ხუთვა;
·         ფსიქიკის აშლილობა;
·         ენის ზომის გადიდება და გადმოვარდნა;
·         მოთენთილობა;
·         კოორდინაციის დარღვევა;
·         ძილიანობა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ენდოკრინოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
·         სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი;
·         ჩონჩხის და კიდურების რენტგენოლოგიური გამოკვლევა;
·         ელექტროკარდიოგრაფია;
·         ფარისებრი ჯირკვლის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
·         ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფია.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         ტირეოდინს;
·         ტრიიოდტირონინს;
·         იოდის შემცველ პრეპარატებს.
პრეპარატების დოზირება ინიშნება ინდივიდუალურად, რაც ეფუძნება ბავშვის ასაკს, წონას და ჰიპოთირეოზის სირთულის ფორმას.

საშიშროება
თუ არ მოხდება დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
·         სიმაღლეში ზრდის დაქვეითება;
·         შინაგანი ორგანოების განვითარების დარღვევა;
·         გონებრივი ჩამორჩენილობა;
·         გულსისხლძარღვთა უკმარისობა;
·         ტირეოტოქსიკური კრიზი.
ტირეოტოქსიკური კრიზი შემთხვევების უმეტესობაში სრულდება ლეტალური შედეგით.

რისკის ჯგუფი
ამ ჯგუფში შედიან ის ბავშვები, რომელთა დედებმა ფეხმძიმობის დროს გაიარეს შემდეგი სამედიცინო პროცედურები:
·         რადიოაქტიური იოდით და ტირეოსტატიკური პრეპარატებით მკურნალობა;
·         გადაიტანეს მძიმე ინფექციური და ვირუსული დაავადებები;
·         ჰქონდათ იოდის დეფიციტი.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         იოდით მდიდარი საკვების გამოყენება;
·         ფეხმძიმე ქალებმა უნდა გაიარონ იოდოთერაპია.

იპოქონდრია – ფსიქიური დაავადება, რომლის დროს პაციენტს აღენიშნება აკვიატებული იდეა რაიმე დაავადების არსებობის თაობაზე

#image_title

იპოქონდრია – ფსიქიური დაავადება, რომლის დროს პაციენტს აღენიშნება აკვიატებული იდეა რაიმე დაავადების არსებობის თაობაზე. აღნიშნული ფსიქიკური დარღვევა ხშირად წარმოადგენს ადამიანის პიროვნულ თავისებურებას.

მიზეზები
იპოქონდრიის გამომწვევი ზუსტი მიზეზები ცნობილი არ არის, თუმცა ფიზიოლოგებმა გამოყვეს რამოდენიმე მიზეზი:
·         თავის ტვინის ქერქის მუშაობის დარღვევა;
·         თავის ტვინის ქერქის მიერ შინაგანი ორგანოების იმპულსების დარღვევით აღქმა;
·         ნერვული სისტემის ვეგეტატიური ნაწილის ფუნქციის დარღვევა.
აღნიშნული აშლილობის მქონე პირები ხშირად საუბრობენ, რომ აქვთ ესა თუ ის დაავადება, განსაკუთრებით განუკურნებელი სენი. იპოქონდრია ხშირად აწუხებთ ემოციურ ადამიანებს, რომლებიც ადვილად ექცევიან მასმედიის ან სხვა ადამიანების გავლენის ქვეშ.

სიმპტომები
დაავაებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
·         შფოთვა;
·         ეჭვიანობა;
·         ორგანიზმში მიმდინარე პროცესების ანალიზი;
·         ავადმყოფობაზე ეჭვი და შიში მძაფრდება სატელევიზიო გადაცემების ან ექიმებთან გასაუბრების შემდეგ;
·         მარტივ ტკივილზე ან დისკომფორტზე მწვავე რეაქცია;
·         იდეალური ჯანმრთელობის მიღწევის მცდელობა (დიეტები, ფიზიკური ვარჯიში, ვიტამინებისა და ბიოდანამატების მიღება);
·         სუიციდის ხშირი მცდელობები (აკვიატებული იპოქონდრიის დროს);
·         ჰალუცინაციები;
·         ბოდვა;
·         დეპრესია.

დიაგნოსტიკა
·         სპეციალისტის მიერ დათვალიერება;
·         სისხლის ანალიზი;
·         შარდის ანალიზი;
·         შინაგანი ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
·         რენტგენოგრაფია;
·         კომპიუტერული ტომოგრაფია;
·         დამატებითი გამოკვლევები სიმპტომებიდან გამომდინარე;
·         ფსიქიატრის ან ფსიქოთერაპევტის კონსულტაცია.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობისთვის საჭიროა:
·         სპეციალისტთან მუშაობა;
·         ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა;
·         პაციენტისთვის კომფორტული გარემოს შექმნა;
·         წამლების მიღება (ნეიროლეპტიკები, ტრანკვილიზატორები, ანტიდეპრესანტები);
·         სტაციონარში განთავსება;
·         ფსიქიატრის კონტროლი;
·         სამედიცინო პროგრამების ყურებისგან, სოციალურ ქსელებსა თუ საიტებზე ჯანმრთელობის შესახებ სტატიების კითხვისგან თავის შეკავება.
დაავადების მკურნალობის მეთოდს არჩევს ფსიქოთერაპევტი, გამომდინარე იქედან, თუ რა სიმპტომები აწუხებს პაციენტს.

საშიშროება
იპოქონდრია საშიშია იმით, რომ ბოდვით სტადიაში შეიძლება შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს (სუიციდი, ტრავმები და ა.შ.). სწორედ ამიტომ, თუ ადამიანს აქვს ეს დაავადება, მისთვის საჭიროა დახმარების აღმოჩენა ახლობლებისა და ექიმების მხრიდან. დროული რეაგირებისას მკურნალობის შედეგი დადებითია.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ჯანმრთელობაზე ზრუნვა;
·         კომფორტული ფსიქოლოგიური გარემოს შექმნა;
·         სატელევიზიო გადაცემებზე და სტატიების კითხვაზე უარის თქმა, რომელბიც ეხება განუკურნებელ დაავადებებს.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights