ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026

თვალის ბადურას დაშლა

თვალის ბადურას დაშლა – თვალის ბადურის გარსის დაავადება, რომელსაც ახასიათებს ბადურის გამოყოფა მისი თანმხლები სისხლძარღვოვანი გარსისგან.
განვითარების ხასიათის მიხედვით გამოიყოფა:
·         ბადურას რეგმატოგენური დაშლა;
·         ბადურად ტრავმატული დაშლა;
·         ბადურას მეორადი დაშილა.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
·         ქალა-თავის ტრავმები;
·         ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა;
·         თვალის ტრავმები;
·         ჰიპერტონიული დაავადება;
·         ანემია;
·         დიაბეტური რეტინოპათია.

სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათბელია:
·         თვალებში ნაპერწკლების, ზიგზაგისებური ხაზიების, შავი წერტილების გაჩენა;
·         თვალების ძლიერი ტკივილი;
·         მხედველობის სწრაფი დაქვეითება;
·         სიელმე.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი ოფთალმოლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
·         თვალის შიდა წნევის ცვლილება;
·         პერიმეტრია;
·         ფერებზე ტესტირება;
·         ბიომიკროსკოპია;
·         ოფთალმოსკოპია;
·         თვალის ულტრა-ბგერითი სკანირება;
·         თავლის ულტრა-ბგერითი ბიომიკროსკოპია;
·         ელექტროოკულოგრაფია.

მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         ექსტრასკლერალური პლომბირება;
·         სკლერის ბალონირება;
·         ვიტრექტომია;
·         დაშლილი ნაწილის კრიოკოაგულაცია;
·         ბადურას ლაზერული კოაგულაცია.

საშიშროება
უყურადღებობით გამოწვეული გართულებები შეიძლება გახდეს შემდეგი სახის დაავადებების განვითარების მიზეზი:
·         თვალის კაკლის ჰიპოტონია;
·         თვალის კაკლის სუბატროფია;
·         ქრონიკული ირიდოციკლიტი;
·         მეორადი კატარაქტა;
·         სრული სიბრმავე.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია
·         ოკულლისტთან შემოწმების რეგულარულად გავლა;
·         ვიტამინებით მდიდარი საკვების გამოყენება;
·         თავისა და თვალის ტრავმებისგან თავის დაცვა;
·         კომპიუტერთან მუშაობის წესების დაცვა (დამცავი სათვალის გამოყენება და ყოველ 45 წუთში თვალების დასვენება);
·         მხედველობის გასაუმჯობესებელი ვიტმინების შემცველი პრეპარატების მიღება.

თირკმელების პოლიკისტოზი

#post_seo_title

თირკმელების პოლიკისტოზი წარმოადგენს მძიმე მემკვიდრეობით დაავადებას, რომლის დროს თირკმელებში ვითარდება მრავლობითი კისტები.

მიზეზები
თირკმლის კისტები ჩნდება აწეული პროლიფერაციის და ნეფრონების გამფილტრავი ეპითელისს დიფერენციაციის დარღვევით.

სიმპტომები
·         წელის არეში ტკივილი;
·         პოლიურია, შეშუპება, არტერიული წნევის აწევა;
·         პირის სიმშრალე, წყურვილი, თავის ტკივილი;
·         ორგანიზმის გამოშორბა, გულის რევა, ღებინება.

დიაგნოსტიკა
·         პოლიკისტოზის დიაგნოსტიკა ხდება პალპაციისა და ულტრა-ბგერითი გამოკვლევის შედეგად. გადიდებული თირკმელების პალპაცია გაცილებით იოლია.
·         სისხლშ განისაზღვრება ანემია, კრეატინის დონე.

მკურნალობა
კონკრეტული მეთოდი კისოტზის სამკურნალოდ არ არსებობს, აღნიშნული პროცესი მოიცავს მისი შემცველი სითხის პუნქციით, ხშირად ავადმყოფები საჭიროებენ მუდმივ ჰემოდეალიზს და დონორული ორგანოს გადანერგვას.

დიეტა
·         მკურნალობის დროს გამოიყენება დიეტა № 7.
·         იზღუდება ცილების, მარილების, გაზიანი სასმელის და მინერალური წყლის, კონსერვების, ცხიმიანი ხორცის და წვნიანების მიღება.
·         რეკომენდირებულია რძის პროდუქტები, უცხიმო ხორცეული, მოხარშული ბოსტნეული.

საშიშროება
პოლიკისტოზი მთავრდება თირკმლის უკმარისობით.

რისკის ჯგუფი
ადამიანები, ვისაც სანათესაოში ჰყავს მსგავსი დაავადების მქონე ადამიანები.

პროფილაქტიკა
პროფილქტიკის კონკრეტული ფორმა არ არსებობს. პრაქტიკაში მიღებულია დონორი ორგანოს გადანერგვა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის უკმარისობა  – პათოლოგიური სინდრომი, რომელსაც ახასიათებს თირკმელების ფუნქციის ნაწილობრივი ან სრულად შეჩერება.

მიზეზები
·         თირკმლის ქსოვილების ნეკროზი;
·         თირკმლის ქსოვილების დაავადებები;
·         შარდმდენი გზების გაჭედვა;
·         შარდმდენი პრეპარატების ხშირი გამოყენება;
·         ორგანიზმის გაუწყლოება;
·         მწვავე დამწვრობები;
·         ავთვისებიანი არტერიული ჰიპერტენზია;
·         მუცლის ღრუს ორგანოებზე ოპერატიული ჩარევა.

სიმტომები
·         გამოყოფილი შარდის რაოდენობის შემცირება;
·         კიდურების დასიება;
·         გულის რევა, ღებინება;
·         გულის რითმის დარღვევა;
·         ცნობიერების დაქვეითება ან გააქტიურება.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნეფროლოგი, რისთვისაც საჭიროა:
·         სისხლის საერთო ანალიზი;
·         შარდის კლინიკური ანალიზი;
·         ექსკრეტორული უროგრაფია;
·         თირკმელების ულტრა-ბგერითი სკანირება;
·         ანგიოგრაფია;
·         თირკმელების კომპიუტერული ტომოგრაფია;
·         დინამიური ნეფროსცინტიგრაფია.

მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         პლაზმოფარეზს;
·         სისხლის გადასხმას;
·         ანტიშოკურ ღონისძიებებს;
·         ცილოვანი ხსნარების შეყვანას;
·         მენჯის პუნქციას;
·         თირკმლის შეშუპების პრობლემის მოხსნას.
ქრონიკული ფორმისას საჭიროა:
·         დიეტოთერაპია;
·         ქირურგიული ჩარევა.

დიეტა
მკურნალობის დროს საჭიროა რაციონიდან შემდეგი პროდუქტების ამოღება:
·         მსუყე წვნიანები და ხორცეული;
·         სოუსები;
·         მჟაუნას და პურინის მჟავას შემცველი პროდუქტები.

საშიშროება
აუცილებელი მკურნალობის არარსებობისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი პრობლემები:
·         ფილტვების შეშუპება;
·         ანემია;
·         ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობის დარღვევა;
·         ჰიპერკალიმია;
·         პერიკარდიტი;
·         იმუნური სისტემის გაუარესება;
·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარღვევა;
·         ძვლის ქსოვილების დაშლა.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ტრავმების, დამწვრობის, მოყინვისას ექიმთან მისვლა;
·         თირკმელების დაავადებების დროული მკურნალობა;
·         უროლოგის და ნეფროლოგის პერიოდული კონსულტაცია.

თრომბოფილია – იზრდება მარეციდივირებელი თრომბოზების გაჩენის რისკი

თრომბოფილია – წარმოადგენს დაავადებას, რომლის დროს იზრდება მარეციდივირებელი თრომბოზების გაჩენის რისკი, რომელთა ლოკალიზაცია სხვადასხვაგვარია.

სიმპტომები
·         გართულებული სუნთქვა;
·         ტერფებისა და წვივების მგრძნობელობის დაქვეითება;
·         ჩასუნთქვისას გულმკერდის ტკივილი;
·         ადრეულ ასაკში ინფარქტი;
·         თრომბის განვითარების ადგილას შეშუპება და ტკივილი;
·         გახშირებული გულისცემა;
·         სისხლიანი ხველა;
·         მუცლის მოშლა.

მკურნალობა
·         ანტიკოაგულანტები, რომლებიც ამცირებენ სისხლის მომოქცევის სიხშირეს;
·         თრომბოემბოლიის პროფილაქტიკისთვის საჭირო ანტიაგრეგანტები;
·         ღვიძლის ფუნქციის გასაუმჯობესებელი პრეპარატები;
·         ფიბტინოლიტიკური საშუალებები;
·         ტვინის შეშუპების რისკის დროს რეკომენდირებულია გლუკოკორტიკოსტეროიდული პრეპარატები.
ფეხმძიმობის პერიოდში დაავადების განვითარებისას საჭიროა:
·         სამკურნალო ფიზკულტურა;
·         ხანგრძლივი დგომისა და ფიზიკური დატვირთვისგან თავის შეკავება;
·         ელასტიული ბინტის ან სამედიცინო ტრიკოტაჟის ტარება;
·         ცურვა;
·         ელექტრომაგნიტური თერაპია;
·         თვითმასაჟი;
·         სწორი კვება;
·         ფიტოთერაპია.

დიეტა
მკურნალობის დროს საჭიროა დიეტის დაცვა, რომელიც რაციონიდან გამორიცხავს შემდეგ პროდუქტებს:
·         ცხიმიანი ხორცის ნებისმიერ სახეობას;
·         შოკოლადს;
·         რძეს;
·         მარცვლეულს;
·         საქონლის ღვიძლს;
·         ნადებ ყველს;
·         ყავას, მწვანე ჩაის დიდ რაოდენობას;
·         ისპანახს, ოხრახუშს;
·         ცხარე საკვებს.
სასურველია შემდეგი პროდუქტების მიღება:
·         ზღვის პროდუქტები;
·         ზღივს კომბოსტო;
·         წითელი წვენები და მორსი;
·         ბურღულეულის ფაფები,
·         მშრალი პროდუქტი — ფინიკი, ლეღვის ჩირი, ქიშმიში, შავი ქლიავის ჩირი.

საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
·         სისხლის დაავადება ერითრემია, ათეროსკლეროზი, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, არტერიული ჰიპერტენზია;
·         თირკმელების პოლიკისტოზი;
·         ინფექციური პროცესების განვითარება;

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ჯანსაღი ცხოვრების წესის ქონა;
·         კვების ჯანსაღი რაციონი;
·         ხორცის შეზღუდვა;
·         სითხის მიღება – დღეში მინიმუმ 1,5 ლიტრი;
·         პროფილაქტიკა ექიმთან.

თრომბოციტოპენია (პურპურა) – დაავადება, რომელსაც ახასიათებს თრომბოციტების რაოდენობის დაკლება, რაც იწვევს სისხლდენას

თრომბოციტოპენია (პურპურა) – დაავადება, რომელსაც ახასიათებს თრომბოციტების რაოდენობის დაკლება, რაც იწვევს სისხლდენას. დაავადებას შეიძლება ჰქონდეს მწვავე და ქრონიკული ფორმები. ასევე შეიძლება იყოს პირველადი და მეორადი.

მიზეზები
·         ძვლის წითელი ტვინის ფუნქციის მოშლა;
·         გენეტიკური მიდრეკილება;
·         მედიკამენტებზე ალერგია;
·         ორგანიზმის ხანგრძლივი დროით ინტოქსიკაცია;
·         ტირეოტოქსიკოზი;
·         ჰერპესი;
·         ლიმფომა;
·         მიელომა;
·         აივ-ვირუსი;
·         ჰეპატიტი;
·         ფეხმძიმობა.

სიმპტომები
·         სპონტანური სისხლჩაქცევები;
·         სისხლჩაქცევის ზომა შეიძლება იყოს წერტილოვანი ან  დიდი ზომის სილურჯის;
·         სისხლჩაქცევები ჩნდება კანის ნებისმიერ ადგილზე;
·         ქვედა კიდურებზე წვრილი გამონაყარი;
·         ცხვირიდან და ღრძილებიდან სისხლდენა;
·         მენსტრუაციის დროს ჭარბი სისხლდენა;
·         კალასა და შარდში სისხლის ანარევი;
·         კანის უმნიშვნელო დაზიანების დროსაც კი რთულია სისხლდენის შეჩერება.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ჰემატოლოგი, რისთვისაც საჭიროა პაციენტის საერთო დათვალიერება და სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი.

მკურნალობა
·         დაზიანებული ნაწილის მოცილება, ძირითადი დაავადების მკურნალობა;
·         თრომბოციტების გადასხმა;
·         В12 ვიტამინის შემცველი პრეპარატები, ფოლიუმის მჟავა;
·         გლუკოკორტიკოსტეროიდები;
·         იმუნოსუპრესორები.

საშიშროება
·         ჭარბი სისხლდენა;
·         თავის ტვინში სისხლის ჩაქცევა;
·         პოსტჰემორაგიული ანემია.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         კანის ტრავმების თავიდან აცილება;
·         პირდაპირი მზის სხივების ქვეშ დიდი ხნით ყოფნისგან თავის შეკავება;
·         ალკოჰოლზე უარის თქმა – ის აფერხებს თრომბოციტების გამოყოფის პროცესს;
·         მედიკამენტების მიღება ექიმის დანიშნულების და მკაცრი კონტროლის ქვეშ.

იერსინიოზი – ინფექციური დაავადება, რომელიც აზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს

იერსინიოზი  – ინფექციური დაავადება, რომელიც აზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს. იშვიათ შემთხვევებში დაავადება აზიანებს სახსრებს და კანის საფარს. ზოგჯერ დაავადებას უწოდებენ ნაწლავის იერსიონზს, რადგან პირველ რიგში ხდება საჭმლის მომნელებელი არხის დაზიანება.
დაავადების გამომწვევია ნაწლავის ჩხირი –Yersinia enterocolitica, რომელიც იყინება და კვდება მხოლოდ 600 გრადუსზე. ჩხირი ვრცელდება საკვებ პროდუქტებში, ამიტომ, იერსინიოზს ხშირად მოიხსენიებენ  როგორც «გაურეცხავი ხილისა და ბოსტნეულის დაავადებას».

მიზეზები
დაავადებას იწვევს ნაწლავის ჩხირი –  Yersinia enterocolitica, რომელიც ორგანიზმში ხვდება:
·         საკვებისგან;
·         ფეკალურ-ორალური გზიდან.
დაავადება შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანებში, ყველაზე ხშირად ის ვლინდება 1-3 წლის ასაკის ბავშვებში. ინფექციის აქტივობის პერიოდია შემოდგომა-გაზაფხული.

სიმპტომები
დაავადების მთავარი სიმპტომებია:
·         მუცლის ტკივილი;
·         ნაწლავის აშლილობა;
·         მუცლის შებერილობა;
·         გამონაყარი კანზე;
·         გულის რევა;
·         ბავშვებში – თხელი კალა, ცუდი სუნით;
·         კუნთების ტკივილი;
·         თავის ტკივილი;
·         ჩიყვი;
·         ყელის ტკივილი;
·         მაღალი ტემპერატურა;
·         სახსრების ტკივილი;
·         სურდო;
·         ხველის შეტევა;
·         კანის გაუფერულება.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ინფექციონისტი ან თერაპევტი და იყენებს შემდეგ მეთოდებს:
·         საერთო დათვალიერებას;
·         სისხლის საერთო ანალიზს;
·         კალას ანალიზს.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა სტაციონარულია . სპეციალისტი ნიშნავს ანტიბიოტიკებისა და ფტორიქინოლონების მიღების კურსს. აღნიშნული მკურნალობა გრძელდება 2-3 კვირა.
ქრონიკულ ფორმაში გადასული დაავადების მკურნალობა გულისხმობს ანტიბაქტერიული ჯგუფის მედიკამენტების მიღებას. ამასთან, მიჩვევის გამოსარიცხად, ანტიბიოტიკები პერიოდულად იცვლება.
დაავადების მკურნალობა ბავშვებშიც იგივე მეთოდს მოიცავს, ასევე უნდა მოხდეს დღის ნამძილზე მათზე დაკვირვება ინფექციური განყოფილების სტაციონარში.

საშიშროება
დაავადების გამოვლენა ბავშვებში რთულია, რადგან ის შეიძლება მიმდინარეობდეს, როგორც ჩვეულებრივი გაციება, რასაც ახლავს ყელის ტკივილი, ხველა, ტემპერატურა. დაავადების გართულებული ფორმისას ხდება ბაქტერიებით ღვიძლის დაავადება, აღინიშნება თვალის გუგებისა და კანის გაყვითლება.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ხილისა და ბოსტნეულის კარგად გარეცხვა;
·         სასმელი წყლის სისუფთავის გაკონტროლება;
·         ოჯახში დაინფიცირებული წევრის გამოვლენის შემდეგ კარანტინული მეთოდების გამოყენება;
·         ბავშვის სათამაშოების რეგულარული გაწმენდა სპირტით და ჟანგბადის ზეჟანგით.

იმპეტიგო ეს არის დერმატოლოგიური დაავადება

იმპეტიგო – ეს არის დერმატოლოგიური დაავადება, რომელსაც ახლავს მტკივნეული წითელი გამონაყარი, რომლებიც მოგვიანებით ბუშტუკებში გადადის და დახეთქვის შემდეგ იკეთებს ქერქს. ყველაზე ხშირად ეს პრობლემა აქვთ ბავშვებს და მამაკაცებს.
გამოყოფენ იმპეტიგოს რამოდენიმე ფორმას:
·         სტრეპტოკოკური;
·         სტაფილოკოკური;
·         ვულგარული (შერეული).
ხშირად დაავადებას მოიხსენიებენ, როგორც ბავშვთა კოლექტივების პრობლემას. აღნიშნული დაავადება საშიშია იმით, რომ მოქმედებს შინაგან ორგანოებზე. ამიტომ, ბავშვი საჭიროებს გონივრულ და სრულფასოვან მკურნალობას.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
·         გამაღიზიანებელის მოხვედრა ორგანიზმში დაზიანებული კანიდან (განაღიზიანებელია ოქროსფერი სტაფილოკოკი, ბეტა-ჰემოლიტიკური სტრეპტოკოკი);
·         პირველადი დაავადების – დერმატოზის, ეგზემის – გართულება.
იმპეტიგოს განვითარების ფაქტორებია:
·         წვიმიანი სეზონი;
·         ტროპიკული და სუბტროპიკული ჰავა;
·         კანის საფარის დაზიანება;
·         არადამაკმაყოფილებელი სანიტარული პირობები;
·         სუსტი იმუნიტეტი;
·         ოჯახის წევრის დაინფიცირება;
·         შარქიანი დიაბეტი;
·         ეკზემის, პედიკულესის გართულება;
·         კონტაქტური დერმატიტი.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         მტკივნეული გამონაყარი კანზე;
·         ლაქები, რომლებიც ბუშტუკებად გარდაიქმნება;
·         ბუშტუკები ფირფიტებს ემსგავსება, რომლებიც ქრება წარმოქმნიდან 57 დღის შემდეგ;
·         გამონაყარი სხეულის სხვადასხვა ნაწილზე;
·         ბავშვებს ხშირად უზიანდებათ ტუჩების კუთხეები, ყურის ძირები, პრისი ღრუს ლორწოვანი გარსი;
·         გამონაყარის ადგილას შეიძლება განვითარდეს კანის პიგმენტაცია;
·         ბუშტუკები ფრჩხილების ნუნებთან;
·         ჩირქოვანი წერტილები თმის ცხიმიან ფოლიკულებთან;
·         ჩირქოვანი გამონაყარის ადგილას ხვრელების გაჩენა.

დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-დერმატოლოგი, რისთვისაც ნიშნავს:
·         გამონაყარისა და წარმოქმნილი წყლულების დათვალიერებას;
·         წყლულების შიგთავსის გამოკვლევას;
·         სისხლის საერთო ანალიზს;
·         შარდის საერთო ანალიზს;

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         ბუშტუკების დახეთქვას და ბრილიანტის მწვანით დამუშავებას;
·         ანტიბიოტიკების შემცველი მალამოების წასმას;
·         დაავადების გართულებული ფორმის დროს, ბავშვებში ინიშნება ანტიბიოტიკების ინექციები;
·         მკურნალობის შემდეგ დაზიანებული ადგილების სპირტიანი ხსნარით დამუშავებას;
·         მკურნალობის დროს პაციენტი უნდა იმყოფებოდეს დახურულ, მაგრამ კარგად განიავებად შენობაში.

საშიშროება
ხშირად დაავადება გართულებების გარეშე მიმდინარეობს, მაგრამ რიგ შემთხვევებში შეიძლება ადგილი ჰქონდეს თირკმლის და გულის პრობლემები.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         პირადი ჰიგიენის წესების დაცვა;
·         მიკროტრავმების ანტისეპტიკებით დამუშავება;
·         ბავშვებისთვის რეგულარული სანიტარულ-ეპიდემიური შემოწმების ჩატარება.

სარძევე ჯირკვლის კისტა

სარძევე ჯირკვლის კისტა – წარმოადგენს ბურთულოვან წარმონაქმნს, რომელიც თვალსაჩინოა და იწვევს დისკომფორტს. გამოიყოფა დაავადების შემდეგი ტიპები:

·         ცალმხრივი კისტა;
·         სარძევე ჯირკვლის მრავალრიცხოვანი კისტა.
შესიებული ადგილის ზომა შეიძლება იყოს რამოდენიმე მილიმეტრიდან რამოდენიმე სანტიმეტრამდე. კისტა, რომლის აღმოჩენა შესაძლებელია პალპაციის დახმარებით, ითვლება დიდ კისტად. აღნიშნული დაავადება გვხვდება როგორც ახალგაზრდა ქალებში, ისე ასაკოვნებშიც.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         ჰორმონალური დარღვევები;
·         ასაკობრივი ბარიერი (30-40 წელი);
·         უნაყოფობა ან უშვილობა;
·         ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
·         ადრე გადატანილი სარძევე ჯირკვლებთან დაკავშირებული ოპერაციები;
·         გენეტიკური მიდრეკილება;
·         ნერვული სტრესი.

სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         გამვკრივებული ადგილები, რომელთა გამოვლენა შესაძლებელია პალპაციით და რომლებიც იწვევენ დაჭიმულობას და ტკივილს;
·         წინამენსტრუალურ პერიოდში ტკივილების გაძლიერება;
·         ძუძუს თავის დეფორმაცია, დაჭიმულობა – გართულებულ მდგომარეობაში.

დიაგნოსტიკა
დაავდების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:
·         მამოლოგის კონსულტაცია, რომელიც დეტალურად დაადგენს როგორ უნდა მოხდეს მკურნალობა;
·         გინეკოლოგის კონსულტაცია;
·         სარძევე ჯირკვლების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
·         მამოგრაფია;
·         სარძევე ჯირკვლების მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
·         ასპირაციული ბიოპსია;
·         პნევმოკისტოგრაფია;
·         აღებული მასალის ჰისტოლოგიური გამოკვლევა;
·         პაციენტის ჰორმონალური ფონის გამოკვლევა.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         კისტის პუნქციას;
·         ჰორმონალური პრეპარეტბის მიღების კურსს;
·         იმუნიტეტის ამწევ პრეპარატებს;
·         ქირურგიულ ჩარევას.

საშიშროება
სარძევე ჯირკვლების კისტა არ წარმოადგენს საშიშ დაავადებას, რამდენადაც ადვილია მისი დიაგნოსტირება და შემთხვევების უმეტესობაში ეფექტურად იკურნება. კისტის მთავარი საშიშროებაა ავთვისებიან სიმსივნეში მისი გადაზრდა. თუმცა ადეკვატური და აქტუალური გადაწყვეტილების შემთხვევაში პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         მამოლოგთან რეგულარული ვიზიტი;
·         ჰორმონალური პრეპარატების მიღება მხოლოდ ექიმის კონტროლის ქვეშ;
·         იმუნიტეტის გამაძლიერებელი პრეპარატების მიღება;
·         ვიტამინოთერაპია;
·         მავნე ჩვევებზე უარის თქმა.

იმპოტენცია – დაავადება, რომლის დროს მამაკაცებს უქვეითდებათ სქესობრივი ფუნქცია და არ შეუძლიათ სქესობრივი აქტის შესრულება

იმპოტენცია – დაავადება, რომლის დროს მამაკაცებს უქვეითდებათ სქესობრივი ფუნქცია და არ შეუძლიათ სქესობრივი აქტის შესრულება. აღნიშნული პრობლემა მათ უჩნდებათ 40-70 წლის ასაკში.
გამოიყოფა:
·         ერექტილური იმპოტენცია;
·         ეაკულატორული იმპოტენცია.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         ფსიქოლოგიური ტრავმები, ხშირი სტრესი, დეპრესია;
·         ჰიპოგონადიზმი;
·         ათეროსკლეროზი;
·         შაქრიანი დიაბეტი;
·         სასქესო ორგანოს ტრავმები;
·         გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
·         გადატანილი ინსულტი;
·         ცენტრალური ნერვული სისტემის ტრავმები;
·         გაფანტული სკლეროზი;
·         ხერხემალშორისი თიაქარი;
·         არასწორი კვება;
·         გარკვეული პრეპარატების გამოყენება.

სიმპტომები
·         სექსუალური მოთხოვნილების დაქვეითება;
·         სუსტი ერექცია ან მისი საერთოდ არ ქონა;
·         ნაადრევი ეაკულაცია, ეაკულაცია სუსტი ერექციის დროს;
·         ერექციის შეკავების შეუძლებლობა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის ექიმი-ანდროლოგი ნიშნავს შემდეგი სახის გამოკვლევებს:
·         სისხლის საერთო, ბიოქიმიურ ანალიზს;
·         ფსიქოსოციალურ გამოკვლევას;
·         სასქესო ორგანოს სისხლძარღვების დოპლეროგრაფიას;
·         სასქესო ორგანოების რადიოიზოტოპურ სკანირებას.
პარალელურად ხდება პროსტატის გამოკვლევა, დგინდება სისხლში ტესტასტერონის დონე.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         ვაკუუმურ თერაპიას;
·         ქირურუგიულ მკურნალობას;
·         სათესლე ჯირკვლის მასაჟს;
·         ერექციის მოსამატებელ პრეპარატებს;
·         ინექციურ ფარმაკოთერაპიას.

დიეტა
პაციენტის რაციონში უნდა შედიოდეს:
·         რძე (განსაკუთრებით თხის);
·         თაფლი;
·         მცენარეული ზეთი;
·         პომიდორი, სტაფილო;
·         ალაო;
·         ნიორი, ბოლქვიანი ხახვი;
·         ნიახური;
·         ფინიკის ჩირი, ნუში, ფისტაშკები.
აუცილებელია გამოირიცხოს თეთრი ფქვილით და თეთრი შაქრით მომზადებული პროდუქტები.

რისკის ჯგუფი
·         მძღოლები, ველომრბოლელები;
·         ჭარბწონიანები;
·         ნარკო და ალკოჰოლდამოკიდებულები;
·         შაქრიანი დიაბეტის მქონე პირები.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ფიზიკური ვარჯიშის შესრულება (ადგილზე სირბილი, ბუქნები, ფეხების მოხრა);
·         არტერიული წნევის გაკონტროლება;
·         დღე-ღამეში არანაკლებ 7-8 საათი ძილი.

იმუნოდეფიციტი – დაავადება, რომლის დროს ადამიანს უქვეითდება იმუნური სისტემის უჯრედების ფუნქცია და ორგანიზმი აღარ უწევს წინააღმდეგობას სხვადასხვა ინფექციებს.

იმუნოდეფიციტი – დაავადება, რომლის დროს ადამიანს უქვეითდება იმუნური სისტემის უჯრედების ფუნქცია და ორგანიზმი აღარ უწევს წინააღმდეგობას სხვადასხვა ინფექციებს. იმუნოდეფიციტი ბევრ ბავშვს დაბადებიდან ძალიან მალე უვლინდება.
დღეისათვის გამოიყოფა იმუნოდეფიციტის შემდეგი სახეობები:
·         პირველადი იმუნოდეფიციტი (თანდაყოლილი);
·         მეორადი იმუნოდეფიციტი (შეძენილი).

მიზეზები
იმუნოდეფიციტის განვითარების მიზეზებია:
·         ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები;
·         ავთვისებიანი წარმონაქმნები;
·         არასწორი კვება, ორგანიზმის გამოფიტვა;
·         აუტოიმუნური დაავადებები;
·         დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვა;
·         მძიმე ხარისხის დამწვრობები;
·         ენდოკრინული დაავადებები;
·         ოპერაციები, მძიმე ტრავმები.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმოტომები:
·         რესპირატორული დაავადებების განვითარება;
·         ვირუსული დაავადებების უმეტესობა რთულდება;
·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ხშირი აშლილობა;
·         ჰემატოლოგიური დაავადებების გაჩენა;
·         ნევროლოგიური დაავადებების გაჩენა.

დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-იმუნოლოგი, რისთვისაც ნიშნავს:
·         სისხლის საერთო ანალიზს;
·         სისხლის ბიოქიმიურ ანალიზს;
·         იმუნოლოგიურ ტესტებს;
·         პჯრ-დიაგნოსტიკას;
·         სეროლოგიურ გამოკვლევას;
·         ვირუსოლოგიურ გამოკვლევას.

მკურნალობა
დაავადების სამკურნალოდ ინიშნება:
·         იმუნოკორექცია;
·         იმუნომასტიმულირებელი პრეპარატები;
·         ანტიბიოტიკები;
·         ვირუსსაწინააღმდეგო პრეპარატები;
·         სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები;
·         ვიტამინებით და მინერალებით მდიდარი კომპლექსები.

საშიშროება
იმუნოდეფიციტი საშიშია იმით, რომ აქვეითებს ორგანიზმის მდგრადობას ისეთი პრობლემების მიმართ, როგორიცაა:
·         მძიმე ინფექციური დაავადებები;
·         აივ-ინფექცია, შიდსი;
·         ონკოლოგიური დაავადებები;
·         ადამიანის პაპილომას ვირუსი;
·         მენინგიტი.
დიდია ლეტალური შედეგის ალბათობა.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
·         კიბოთი დაავადებულები;
·         გადანერგილი ორგანოების მქონე პირები;
·         იმუნოდეფიციტის მქონე დედის გაჩენილი ბავშვები;
·         ბავშვები, რომლებსაც ძუძუთი კვების პერიოდი 3 თვეზე ნაკლები ჰქონდათ;
·         პროფესიული რიკის ჯგუფში შედიან: ბავშვთა ბაღების, სკოლების, სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები.

პროფილაქტიკა
ნებისმიერი იმუნოდეფიციტის სახეობის პროფილაქტიკა აივ-ინფექციის პროფილაქტიკის მსგავსია.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights