ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026

ანალური ნაპრალი

ანალური ნაპრალი (ანალური ხვრელის ნაპრალი) – დაავადება, რომელიც ხასიათდება ანალური ხვრელის ქსოვილის მცირეზომიანი ჩახევებით. დაავადებას შეიძლება ჰქონდეს მწვავე (დაზიანებული ადგილები ხორცდება 6 კვირაზე ადრე)  ან ქრონიკული (დაზიანებული ადგილები არ ხორცდება 6 კვირაზე ადრე) ხასიათი.

მიზეზები
დაავადება ჩნდება ანალური ხვრელის ლორწოვანი გარსის დაზიანების შედეგად. მისი წარმოშობის ძირითადი მიზეზებია:
·         ნაპრალები;
·         ხანგრძლივი დიარეა;
·         უკანა ტანის ანთებითი პროცესები (სიფილისი, ჰონორეა);
·         მშობიარობა;
·         ანალური ხვრელის ანთებითი პროცესი;
·         საფაღარათო პრეპარატების ხშირი მიღება;
·         ანალური სექსი;
·         აივ-ინფექცია (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი), შიდსი;
·         საყლაპავი მილის ტუპერკულოზი.

ანალური ნაპრალების სიმპტომები
·         უკანა ტანის ნაწილში მწვავე ტკივილები;
·         სფინქტერის სპაზმები;
·         უკანა ტანიდან სისხლდენა (განსაკუთრებით დეფეკაციის შემდეგ);
·         მუდმივი ქავილი უკანა ტანის ნაწილში, განსაკუთრებით გაძლიერებული სიარულის ან დიდხანს ჯდომის შემდეგ.
პირველივე სიმპტომების დროს საჭიროა ექიმთან მისვლა იმისათვის, რომ გაირკვეს როგორ გათავისუფლდეთ ანალური ნაპრალებისგან. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი სიმპტომები შეიძლება სხვა დაავადებებისგან იყოს გამოწვეული (ბუასილი, სწორი ნაწლავის კიბო).

დიაგნოსტიკა
იმისათვის, რომ გაირკვეს როგორ უნდა მოხდეს დაავადების მკურნალობა, ექიმი-პროქტოლოგი ნიშნავს შემდეგი სახის გამოკვლევებს და ანალიზებს:
·         პერიანალური ნაწილის საერთო დათვალიერება;
·         უკანა ტანის ირიგოსკოპია;
·         უაკანა ტანის კოლონოსკოპია.

ანალური ნაპრალის მკურნალობა
მკურნალობა მოიცავს:
·         ნიტროგლიცერინოვან მალამოებს;
·         თბილ, მჯდომიარე აბაზანებს;
·         გამაყუჩებელ პრეპარატებს;
·         კალციუმის არხების ბლოკატორებს.
ანალური ნაპრალის მოშორება ხდება დაავადების ქრონიკულად მიმდინარეობისას, რომელსაც თან ახლავს დიდი წყლულების და კანის ნაწიბურების გაჩენა, მაგრამ შემთხვევების 70%-ში ნაპრალი თავად ხორცდება.
ბავშვებში დაავადების სამკურნალოდ ინიშნება სპეციალური დიეტა, რომელიც ხელს უწყობს დეფეკაციას.

საშიშროება
ექიმთან დროულად მისვლისა და მკურნალობის დანიშვნის გარეშე შესაძლოა განვითარდეს დაავადების ქრონიკული ფორმა და მას მოჰყვეს გართულებები:
·         ქრონიკული შეკრულობა;
·         ქალებში მენსტრუალური ციკლის დარღვევა;
·         სწორი ნაწლავის ფისტულა ;
·         უკანა ტანის პექტენოზი.

რისკის ჯგუფი
·         ჩვილები;
·         მოხუცები;
·         ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ კუჭის, ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და გასტრიტი;
·         ადამიანები, რომლებსაც ხშირი შეკრულობა აწუხებთ;
·         ქალბატონები მშობიარობის შემდგომ პერიოდში;
·         არასწორად განთავსებული საშვილოსნოს მქონე ქალბატონები;
·         კრონის დაავადების მქონე ადამიანები.

პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         ნაწლავის დაცლა პირველივე მოთხოვნილებაზე;
·         სიმძიმეების აწევის შეზღუდვა;
·         განმაპირობებელი დაავადებების დროული მკურნალობა (კოლიტი, ბუასილი);
·         სპეციალური გამაჯანსაღებელი ვარჯიშების ჩატარება.

ანდროგენული ალოპეცია

ანდროგენული ალოპეცია (ანდროგენეტიკული ალოპეცია, ანდროგენდამოკიდებული ალოპეცია, ნაადრევი ალოპეცია, წინაასაკობრივი ალოპეცია, ასაკობრივი გამელოტება, აგა)  – დაავადება, რომელიც ხასიათდება თავზე თმის ცვენით.
წარმოადგენს გამელოტების ყველაზე გავრცელებულ ფორმას, უვლინდება მამაკაცების უმეტესობას და ქალბატონების გარკვეულ პროცენტს.

მიზეზები

დაავადება ჩნდება თმის ფოლიკულების (თმის ძირების) უჯრედების მომატებული მგრძნობელობით ანდროგენების მიმართ. ანდროგენები – ჰორმონების ჯგუფი, რომლებიც იწარმოება სქესობრივი ჯირკვლებით (საკვერცხეები, სათესლეები) და  თირკმელზედა ჯირკვლის ქერქით.
ძირითადი მიზეზი – მემკვიდრეობითი ფაქტორი.
ქალბატონებში ალოპეცია შესაძლოა გამოიწვიოს:
·         თირკმელზედა ჯირკვლის და საკვერცხეების ფუნქციის მოშლამ;
·         მშობიარობის შემდეგ ესტროგენების დონის კლებამ;
·         კონტრაცეპტივების ხანგრძლივმა მიღებამ.

ანდროგენული ალოპეციის სიმპტომები

·         პირველადი თმის ცვენა შუბლისა და საფეთქლების არეში;
·         შემდეგ თმა ცვენას იწყებს გვირგვინის ადგილას.
ქალბატონებში განვითარებულ ანდროგენულ ალოპეციას შეიძლება ახლდეს შემდეგი სიმპტომები:
·         სებორეა;
·         აკნე;
·         ჰირსუტიზმი (მამაკაცივით ჭარბთმიანობა);
·         ალგოდიმენორეა (მენსტრუაციის დროს საშვილოსნოს მწვავე სპაზმები).

დიაგნოსტიკა

იმისათვის, რომ დაავადების მკურნალობის მეთოდი დადგინდეს, ექიმი-ტრიქოლოგი ატარებს:
·         თავის თმიანი ნაწილის საერთო დათვალიერებას;
·         სისხლის ანალიზს ჰორმონებზე;
·         ტრიქოსკოპიას (თმის კომპიუტერული დიაგნოსტიკა).
ზოგ შემთხვევაში აუცილებელია ენდოკრინოლოგის და გინეკოლოგის კონსულტაციები.

ანდგროგენული ალოპეციის მკურნალობა

მკურნალობის კურსი მოიცავს:
·         ფიზიოთერაპიულ პროცედურებს (დორსონვალი, კრიომასაჟი, ელექტრომაგნიტური ზემოქმედება, ელექტროპორაცია, ბიოპტრონი);
·         გარე მოხმარების პრეპარატები (სისხლძარღვების გამაფართოვებელი, მასტიმულიერებელი, თმის გაძლიერებული კვების);
·         მეზოთერაპია (მიკროინექციის შეყვანა);
·         ვიტამინოთერაპია;
·         თმის გადანერგვა;
·         ჰორმონალური პრეპარატები.
დაავადება კარგად იკურნება საწყის ეტაპებზე.

საშიშროება

მკურნალობის დაგვიანებას ან არარსებობას მივყავართ სრულ გამელოტებამდე.

რისკის ჯგუფი

რისკის ჯგუფს წარმოადგენს:
·         ქალბატონები მენოპაუზის პერიოდში;
·         ადამიანები მემკვიდრეობითი მიდრეკილებით.

პროფილაქტიკა

პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         თმის დასაბანად გამოიყენოთ ხარისხიანი შამპუნი;
·         თავის დასაბანად გამოიყენოთ მაქსიმუმ 30°-40°-მდე გაცხელებული წყალი;
·         ნკლებად გაიშროთ თმა საშრობით;
·         არ დაივარცხნოთ სველი თმა;
·         დაიცვათ ბალანსირებული კვების რაციონი;
·         თავი აარიდოთ სტრესულ სიტუაციებს.

ართრიტი

სახსრები
#post_seo_title

ართრიტი – ანთებითი დაავადებების ჯგუფი, რომელიც მიმდინარეობს მთელს ორგანიზმში და რომლის ძირითადი გამოვლინება არის სახსრების ანთება. ხანგრძლივი მიმდინარეობისას ანთებითმა პროცესმა შეიძლება დააზიანოს სახსრების ზედაპირები (ძვლების ეპიფიზები, სახსრის კაფსულა, ხრტილი) და სახსრისპირა ქსოვილები (მყესები, გადაბმის ადგილები).

ართრიტის ძირითადი სახეობებია:
·                     რევმატოიდული ართრიტი – მაპროვოცირებელია სტაფილოკოკის ინფექცია, რომელსაც ახასიათებს სახსრებში ტკივილი და შესიება. სახსრების პარალელურად შეიძლება დაზიანდეს კანი, თირკმელები, ღვიძლი და გული;
·                     პოდაგრული ართრიტი – წამოიქმენება ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად, ხასიათდება სახსრებში შარდმჟავას მარილების დაგროვებით;
·                     ინფექციური ართრიტი – ჩვეულებრივ გამოწვეულია საყლაპავის ინფექციებით (მუცლის ტიფი, სალმონელეზი, დიზენტერია);
·                     ჰონორეული ართრიტი  – ხასიათდება სახსრებში დიდი რაოდენობით სითხის დაგროვებით.
თუ დაზიანებულია ერთი სახსარი, საუბარია მონოართრიტზე, ორი-სამის შემთხვევაში – ოპიგოართრიტზე, უფრო მეტის – პოლიართრიტზე.

მიზეზები

დაავადება წარმოიშობა სახსრის შიდა სინოვიალური გარსის ანთებითი ცვლილებებისას, სადაც ხშირად დაგროვებას იწყებს ანთებითი სითხე (ექსუდატი).
სახსრების დამაზიანებელი ართრიტის წარმოშობის ზუსტი მიზეზები დაუდგენელია, თუმცა ექიმები ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს:
·                     იმუნური სისტემის დაქვეითება;
·                     ინფექციები;
·                     ალერგიული რეაქციები;
·                     ნაკლებად მოძრაობა;
·                     გადაციება;
·                     გენეტიკური მიდრეკილება.

ართრიტის სიმპტომები

ართრიტის დამახასიათებელი სიმპრომებია:
·                     კიდურების მცირე სახსრების სიმეტრიული დაზიანება, მოგვიანებით ვითარდება იდაყვების, ტერფების, მსხვილი სახსრების დაზიანება;
·                     მშვიდად ყოფნისას, ღამით ან დილის პერიოდში ტკივილების გაძლიერება;
·                     დილაობით სახსრების შებოჭილობის შეგრძნება;
·                     სახსრების შეშუპება, დასიება;
·                     კუნთების პერიოდული ათროპია.

დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-რევმატოლოგი, რისთვისაც ნიშნავს:
·                     ანამნეზის შეკრებას;
·                     საერთო დათვალიერებას;
·                     სისხლის საერთო, ბიოქიმიურ ანალის;
·                     შარდის ანალიზს.

ართრიტის მკურნალობა

აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·                     არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს;
·                     გლუკოკორტიკოსტეროიდებს;
·                     საბაზისო ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს.
სახსრების ართრიტის მკურნალობა მიმდინარეობს ემისიის დადგომამდე.

საშიშროება

თუ არ იქნება ჩატარებული დროული მკურნალობა, შესაძლოა მივიღოთ შემდეგი გართულებები:
·                     სახსრების დეფორმაცია, მოშლა;
·                     ნერვული დაბოლოებების, არტერიის შეკუმშვა;
·                     მეორადი ამილოიდოზი;
·                     ათეროსკლეროზი;
·                     ოსტეოპოროზი.

პროფილაქტიკა

პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·                     საკვებში ცხიმმჟავების გამოყენება (თევზის ცხიმი, ზეითუნის ზეთი);
·                     ფიზიკური ვარჯიშების შესრულება (1-2-ჯერ კვირაში);
·                     წელიწადში ერთხელ რევმატოლოგის კონსულტაციის მიღება.

არტერიული ჰიპერთეზია

არტერიული ჰიპერთეზია (ჰიპერტონია) – დაავადება, რომელიც ხასიათდება სისხლძარღვებში სისხლის ჰიდროსტატიკური წნევის აწევით. დაავადება წარმოშობის მიხედვით შეიძლება იყოს პირველადი ან მეორადი. ნორმალური წნევა მერყეობს 100/60-ზე ან 140/90-ზე ერთეულებს შორის.

მიზეზები

დაავადება წარმოიშობა არტერიული კედლების და არტერიოლების (შედარებით წვრილი სისხლძარღვების) კედლების ტონუსის დარღვევის შედეგად. არტერიული ჰიპერთეზიის მიზეზებია:
·                     გენეტიკური მიდრეკილება;
·                     სისხლძარღვების მდგომარეობის გართულება;
·                     თირკმელების დაავადება;
·                     ჭარბი წონა, ცხიმიანობა;
·                     მარილის დიდი რაოდენობით გამოყენება საკვებში;
·                     შაქრიანი დიაბეტი;
·                     ორგანიზმში კალიუმისა და მაგნიუმის ნაკლებობა;
·                     ნივთიერებათა ცვლის ასაკობრივი დარღვევა.

არტერიული ჰიპერთეზიის სიმპტომები

დაავადების დამახასიათებელი სიმპტომები ვლინდება შემდეგი სახით:
·                     თავის ტკივილები, რომელიც გადადის ზურგის არეში;
·                     ტკივილები გულის არეში;
·                     გახშირებული გულისცემა;
·                     თავბრუსხვევა;
·                     მხედველობის გაუარესება (ბინდის გადაკვრა);
·                     ქოშინი;
·                     ცივი კიდურები.

დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-კარდიოლოგი, რისთვისაც ნიშნავს შემდეგი სახის გამოკვლევებს და ანალიზებს:
·                     სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი;
·                     შარდის კლინიკური ანალიზი;
·                     ელექტროკარდიოგრამა;
·                     თვალის ძირის გამოკვლევა;
·                     თირკმელებისა და თირკმელზედა ჯირკვლების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა.

არტერიული ჰიპერთეზიის მკურნალობა

მკურნალობა მოიცავს
·                     დიურეტიკებს;
·                     ბეტა-ბლოკატორებს;
·                     ვაზოდილატატორებს;
·                     ფიზიოთერაპიულ პროცედურებს (ელექტროძილი, დიადინამიკური დარტყმები, ჰიპერბარიული ოქსიგენაცია);
·                     ფიზიკურ ვარჯიშებს.

დიეტა

ავადმყოფებს ენიშნებათ დიეტა, რომელიც ზღუდავს მარილის რაოდენობას საკვებში (დღე-ღამეში 6 გრ-ზე ნაკლები, მაგრამ არა ნაკლებ 1-2 გრამისა). ასევე საჭიროა ცხიმების და ნახშირწყლების რაოდენობის შეზღუდვა და რაციონში ისეთი პროდუქტის ჩართვა, რომლებიც მდიდარია კალციუმით, მაგნიუმით და კალიუმით (უცხიმო ხაჭო, ოხრახუში, ქათმის კვერცხის გული, ლობიო, შავი ქლიავი, ჭარხალი, გამომცხვარი კარტოფილი, გარგარის ჩირი, ქიშმიში წიპწების გარეშე).

საშიშროება

არტერიულმა ჰიპერთეზიამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სახის გართულებები:
·                     მხედველობის დაქვეითება (სიბრმავემდე);
·                     ინფარქტი;
·                     ათეროსკლეროზი;
·                     ინსულტი;
·                     თირკმელების უკმარისობა;
·                     გულის უკმარისობა;
·                     ჰიპერტონიული კრიზი.

რისკის ჯგუფი

რისკის ჯგუფში შედიან:
·                     გენეტიკური მიდრეკილების მქონე ადამიანები;
·                     მოხუცები;
·                     მამაკაცები;
·                     ნაკლებად მოძრავი ცხოვრების სტილის მქონე ადამიანები;
·                     თანდაყოლილი გულის მანკის მქონე პირები;
·                     სპირტიანი სასმელის მომხმარებლები;
·                     არასწორი კვების მქონე პირები.

პროფილაქტიკა

პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·                     მავნე ჩვევებზე უარის თქმა;
·                     აქტიური ცხოვრების სტილი;
·                     დაბალანსებული კვება;
·                     სტრესული სიტუაციებისთვის თავის არიდება;
·                     წონის კონტროლი;
·                     დღე-ღამეში არანაკლებ 8 საათი ძილი.

ასთენოპია

xr:d:DAGBhznMY_s:26,j:6190621596829114330,t:24040511

ასთენოპია – დაავადებას ახასიათებს მხედველობის დაქვეითება. დაკვირვების ობიქეტების წყვეტილად აღქმა, თვალებში «ქვიშის» შეგრძნება, სინათლის შიში და ა.შ. ყველაზე მეტად პაციენტი ამ სიმპტომებს უჩივის მუშაობის პროცესში, დასვენების დროს ისინი ცოტა სუსტდება.  აკომოდაციური ასთენოპია ვლინდება წამწამის კუნთის მოდუნებით. ეს პრობლემა გვხვდება როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულ ადამიანებში. ყველაზე ხშირად ასთნოპიით იტანჯებიან ადამიანები, ვისი პროფესიული მოღვაწეობაც მოითხოვს მხედველობის ორგანოების მუდმივ დაძაბულობას (მესაათეები, იუველირები და ა.შ.).

გამოყოფენ ასთენოპიის რამოდენიმე ტიპს:
·                     კუნთოვანი (კონვერგენციის სისუსტე);
·                     აკომოდაციური (აკომოდაციის შემცირებული რეზერვი);
·                     შერეული;
·                     ნერვული (დაკავშირებულია სტრესულ მდგომარეობასთან);
·                     სიმპტომატიკური (თვალის პათოლოგიისას).

მიზეზები
·                     არაკორეგირებული ან არასწორად შერჩეული მიოპიის და ასტიგმატიზმის კორექცია;
·                     დაავადებები, რომლის დროსაც ზიანდება თვალის კუნთები (უმეტესწილად ენდოკრინული დაავადებები);
·                     ნერვული დაზიანებები;
·                     კანტუზია;
·                     ორგანიზმის გამოფიტვა;
·                     მემკვიდრეობა;
·                     სიელმე;
·                     სამუშაოს თვალებთან სიახლოვეს კეთება.

ასთენოპიის სიმპტომები
დაავადების სიმპტომებია:
·                     მუშაობისას ახლო მანძლიდან წვრილმანი დეტალები შეუმჩნეველი ხდება;
·                     ასოები და ნაწერი «იბინდება»;
·                     თვალებში შეიგრძნობა მწვავე ტკივილი;
·                     ჩნდება სინათლის შიში;
·                     ტკივილი ყვრიმალების არეში;
·                     თავბრუს ხვევა;
·                     თვალებზე «ბინდის გადაკვრა»;
·                     თვალებში «ქვიშის შეგრძნება»;
·                     მხედველობის დაქვეითება.

დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ოფთალმოლოგი და ნიშნავს შემდეგ პროცედურებს:
·                     სიკასკოპია;
·                     მხედველობის სიმახვილის განსაზღვრა – კორექციით და მის გარეშე;
·                     რეფრაქტომეტრია;
·                     სიელმის განსაზღვრა;
·                     4 წერტილოვანი ტესტის საშუალებით მხედველობის ტიპის განსაზღვრა;
·                     აკომოდაციის რეზერვის გაზომვა;
·                     ე.წ. ფუზიური რეზერვების განსაზღვრა (ტარდება სინოპტოფორაზე).

ასთენოპიის მკურნალობა
მკურნალობა მოიცავს:
·                     კონტაქტური ლინზების ან სათვალის სწორად შერჩევას;
·                     მედიკამენტოზურ თერაპიას;
·                     აპარატული მკურნალობის მეთოდებს;
·                     აკომოდაციის რეზერვების ვარჯიშს;
·                     ლაზერულ სტიმულაციას;
·                     თვალის დაძაბულობის მოსახსნელად კომპიუტერული პროგრამების გამოყენებას.

საშიშროება
ასთენოპიის განვითარებას არ მოაქვს ფატალური შედეგები, მაგრამ მკურნალობის არარსებობამ შეიძლება გამოიწვიოს პროგრესირებული სიელმე, მიოპია, ასტიგმატიზმა და ა.შ. გონივრული და დროული მკურნალობის შემთხვევაში შესაძლებელია სრულად გამოჯანმრთელება.

პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·                     ოფთალმოლოგის რეგულარული კონსულტაცია;
·                     რეფრაქციის ანომალიის კორექცია;
·                     დასვენებისა და შრომის რეჟიმის დაცვა;
·                     სამუშაო ადგილის სრულფასოვანი განათება;
·                     პერფორაციული სათვალის გამოყენება, რომელიც ხსნის აკომოდაციის დაძაბულობას;
·                     თვალის ვიტამინები;
·                     კისრის ვარჯიშები;
·                     მხედველობითი ვარჯიშები.

ბერი-ბერი

xr:d:DAGBhznMY_s:28,j:8126043540668447848,t:24040511

ბერი-ბერი (ავიტამინოზის სახეობა) – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ორგანიზში В1 ვიტამინის უკმარისობა.

ფორმის მიხედვით გამოყოფენ დაავადების შემდეგ ფორმებს:
·         სველი ფორმა – ორგანიზმში ზედმეტი სითხის დაგროვების შედეგად წარმოიქმნება ძლიერი შეშუპება და ზიანდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა;
·         მშრალი ფორმა – ზიანდება ნერვული სისტემა, იწვევს ორგანიზმის ძლიერ გამოფიტვას.
ხასიათის მიხედვით გამოიყოფა დაავადების მწვავე და ქრონიკული ფორმები.

მიზეზები
დაავადება წარმოიშობა ორგანიზმში В1 ვიტამინის უკმარისობით, რასაც მივყავართ მჟავას გადაჭარბებულ დაგროვებამდე სისხლში. ეს თავის მხრივ ხდება ორგანიზმის ისეთი სისტემების სწორი მუშაობის დარღვევისას, როგორიცაა: ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი.
ბერი-ბერის წარმოშობის მიზეზებია:
·         ვიტამინ В1-ის არასაკმარისი გამოყენება (არასწორი კვება);
·         ორგანიზმის მიერ В1 ვიტამინის შეწოვის შეუძლებლობა;
·         სპირტიანი სასმელით ინტოქსიკაცია.

ბერი-ბერის სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         კიდურების ძლიერი შეშუპება;
·         ტკივილი ფეხებში;
·         ხუთვა;
·         საერთო სისუსტე;
·         გულის უკმარისობის გახშირება;
·         მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა;
·         ხელებსა და ფეხებში გრძნობის დაკარგვა;
·         მეხსიერებისა და ლოგიკური აზროვნების დარღვევა;
·         მეტყველების დარღვევა;
·         თვალების უკონტროლო მოძრაობა (ნისტაგმი);
·         ხშირი გულის რევის შეგრძნება;
·         პარალიჩი.

დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკისთვის ექიმი-იმუნოლოგი ნიშნავს ანამნეზისა ანალიზს და ასევე სისხლისა და შარდის ბიოქიმიურ ანალიზს.
ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტს აძლევენ ტიამინს. თუ მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის – დიაგნოზი დასტურდება.
დიფერენციალურ დიაგნოზს ატარებენ ტოქსიკურ და ინფექციურ პოლინერვიტებთან.

ბერი-ბერის მკურნალობა
В1ავიტამონოზის მკურნალობისთვის ინიშნება:
·         ტიამინის შემცველი პრეპარატები;
·         ვიტამინი В1.

დიეტა
ორგანიზმში В1 ვიტამინის საკმარისი რაოდენობის შესანარჩუნებლად რეკომენდირებულია საკვებად შემდეგი პროდუქტების გამოყენება:
·         ჭვავისა და ხორბლის მსხვილად დაფქვილი ფქვილისგან გამომცხვარი პური;
·         თხილი;
·         ლუდის საფუარი;
·         ლობიო;
·         სტაფილო, პომიდორი;
·         თევზი;
·         ღორისა და ხბოს ხორცი;
·         კვერცხის გული.

საშიშროება
თანამედროვე მეთოდებით მკურნალობის არარსებობა იწვევს დაავადების ქრონიკულ სტადიაში გადასვლას და შემდეგი სახის გართულებებს:
·         გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა;
·         არეული აზროვნება და მეხსიერებაში ჩავარდნები;
·         გონების ხშირი დაკარგვა (რაც იწვევს სხვადასხვა ტიპის ტრავმებს);
·         მეხსიერების მოშლა.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანები.

პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         აქტიური ცხოვრების წესი;
·         ბალანსირებული და რაციონალური კვება;
·         დიდი რაოდენობით ძლიერი ალკოჰოლური სასმელის გამოყენებაზე უარის თქმა.

გუნთერის დაავადება თანდაყოლილი ერითროპოეტიკური პორფირია

xr:d:DAGBhznMY_s:29,j:2192551027916661863,t:24040511

გუნთერის დაავადება – თანდაყოლილი ერითროპოეტიკური პორფირია. საუბარია ნივთიერებათა ცვლის პიგმენტურ დარღვევაზე, როცა სისხლში აღინიშნება პოფირინის მაღალი დონე. ნივთიერება პორფირინი – აზოტის შემცველი პიგმენტია, რომელიც შედის ჰემოგლობინის შემადგენლობაში და სისხლს წითელ ფერს აძლევს. დაავადება ჩნდება ძვლის წითელ ტვინში, სადაც ხდება ერითროციტების სინთეზი.
მიზეზები
გუნთერის დაავადების ძირითადი მიზეზებია:
·         რეცესიული მუტაცია;
·         გენეტიკური მიდრეკილება (გუნთერის დაავადებით შეიძლება დაავადდეს ბავშვი, რომლის ორივე მშობელი არიან მუტირებული გენის მატარებლები, ამასთან დაავადების სიმპტომები მშობლებში შესაძლოა სულაც არ ვლინდებოდეს);
·         ნათესაური ქორწინებები.
აღნიშნული დაავადება იშვიათია და 100 000-დან ერთ შემთხვევაში გვხვდება.

გუნთერის დაავადების სიმპტომები
გუნთერის დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ვლიდნება სიცოცხლის პირველივე წელს. ზოგჯერ სიცოცხლის მე-4-5 წლებში. დაავადების ძირითად სიმპტომებს წარმოადგენს:
·         შარდის წითელი ფერი, რომელიც გამოწვეულია პიგმენტის ჭარბი რაოდენობით;
·         ემალში პორფირინის დალექვის შედეგად კბილების წითელი შეფერილობა;
·         ქრონიკული ფოტომგრძნობელობა (სიტუაცია, როცა კანზე შეიძლება დამწვრობა გაჩნდეს ფანჯრიდან შემოსული მზის სხივების მოხვედრის გამო, კანზე ხშირად ჩნდება გამონაყარი);
·         კანის საფარის ჭარბი თმიანობა;
·         ელენთისა და ღვიძლის გადიდება;
·         ერითროციტების განადგურება სისხლის მიმოქცევის სისტემაში.

დიაგნოსტიკა
აღნიშნული დაავადების დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია დერმატოლოგთან ვიზიტი. სპეციალისტმა უნდა დანიშნოს სისხლის ანალიზი, რომლიც აჩვენებს მასში პორფირინისა და ერითროციტების დონეს.

გუნთერის დაავადების მკურნალობა
სამწუხაროდ გუნთერის დაავადებისგან ბოლომდე განკურნება დღეისათვის შეუძლებელია. თუმცა რეციდივების რაოდენობის შეზღუდვა რეალურია. ასევე, გუნთერის დაავადების მკურნალობა გულისხმობს ძვლის ტვინის გადანერგვას. ეს ძალიან რთული ოპერაციაა, რომელიც მოითხოვს დონორი ძვლის ტივინის შერჩევას და ხანგრძლივ თერაპიულ მკურნალობას. თუმცა, ასეთი ოპერაციის წყალობით, ბავშვებს, რომლებიც გუნთერის დაავადებით იტანჯებიან, სრული განკურნების შანსიც აქვთ. პაციენტებმა, რომელბსაც აღნიშნული დაავადება აქვთ, რაც შეიძლება ნაკლები დრო უნდა გაატარონ მზეზე.
დაავადების მედიკამენტოზური მკურნალობა მოიცავს შემდეგ პრეპარატებს:
·         ნიკოტინის და ასკორბინის მჟავებს;
·         ციანოკობალამინს;
·         რიბოფლავინს.

საშიშროება
სისხლში პორფირინის ჭარბი რაოდენობის თანხლებით, დაავადება იწვევს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა დარღვევებს. ამ დაავადების გამო ადამიანი ძალიან ცოტა ხანს ცოცხლობს.

პროფილაქტიკა
აღნიშნული დაავადების პროფილაქტიკისთვის ღონისძიებები გათვალისწინებული არ არის.

ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი დისტონია

xr:d:DAGBhznMY_s:31,j:2752123286052715237,t:24040512

ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი დისტონია  – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ორგანიზმში სისხლძარღვოვანი სისტემის მოქმედების დარღვევა, რაც იწვევს ორგანოებსა და ქსოვილებში ჟანგბადის უკმარისობას. დღეისათვის დაავადება საკმაოდ გავრცელებულია და გვხვდება დედამიწის მოსახლეობის 80%-ში.

ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი დაავადება არის სამი ტიპის:
·         გულის (ჰაერის უკმარისობა, გულისცემის გადაჭარბება);
·         ჰიპოტენზიური (დაბალი წნევა, გულყრისკენ მიდრეკილება, ორგანიზმის საერთო სისუსტე);
·         ჰიპერტენზიული (ახასიათებს აწეული არტერიული წნევა).

მიზეზები
დაავადება წარმოიშობა ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევის და სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმდებით, როგორიცაა:
·         ემოციონალური სტრესი;
·         კლიმატური ზონების ცვლილება;
·         ფიზიკური, გონებრივი გადატვირთვა;
·         ორგანიზმის ჰორმონალური გარდაქმნები;
·         ნევროლოგიური, ენდოკრინული დაავადებების გამწვავება;
·         ნევროტული გაღიზიანება.

სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         არტერიული წნევის მერყეობა;
·         გლის ცემის გახშირება;
·         ხუთვა, ქოშინი, სუნთქვის გახშირება, ჰაერის უკმარისობა;
·         გულძმარვა, გულის რევა;
·         შემცივნება, ჭარბი ოფლიანობა;
·         თავბრუს ხვევა;
·         მაღალი გაღიზიანებადობა;
·         შრომისუნარიანობის დაქვეითება;
·         მადისა და ძილის დარღვევა.

დიაგნოსტიკა
დაავადების მკურნალობის დასადგენად ექიმი-ნევროლოგი ატარებს ორგანიზმის იმ სისტემის გამოკვლევას, რომელშიც აღინიშნება ვეგეტატიური დარღვევები. პაციენტს შესაძლოა დაენიშნოს:
·         სისხლის, შარდის ანალიზი;
·         ტრანსკრანიალური დოპლეროგრაფია;
·         ელექტროკარდიოგრამა;
·         ხერხემლის ზედა კისრის ნაწილის რენტგენი;
·         თავის ტვინის, გულმკერდის, ხერხემლის კისრის ნაწილის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.
რიგ შემთხვევებში საჭიროა თერაპევტის და ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს შემდეგი სახის პროცედურებს:
·         ფიზიოთერაპიული პროცედურები (მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა);
·         აკუპუნქტურა;
·         ფიტოთერაპია;
·         მანუალური თერაპია;
·         ვეგეტოტროპული პრეპარატები;
·         კარდიოვასკულარული პრეპარატები.

რისკის ჯგუფი
·         ადამიანები, რომელბსაც აქვთ ადვილად გაღიზიანებადი ნერვული სისტემა;
·         ადამიანები, რომლებსაც აქვთ ხშირი სტრესი და/ან ცხოვრობენ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში.

საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გართულებები:
·         ქრონიკული დაავადებების გამწვავება;
·         ჰიპერტონია;
·         ჰიპოტენზია;
·         ინსულტი;
·         ინფარქტი.

პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         ალკოჰოლის გამორიცხვა;
·         სიგარეტის გამორიცხვა;
·         ყავისა და მუქი ჩაის გამორიცხვა;
·         გამაჯანსაღებელი ვარჯიშების შესრულება;
·         თავის, კისრის, მტევნებისა და ტერფების მასაჟი.

ვენების ვარიკოზული გაგანიერება გვხვდება ფეხებზე, განსაკუთრებით წვივის კუნთების ადგილზე და მუხლების უკანა ზედაპირზე

ვენების ვარიკოზული გაგანიერება გვხვდება ფეხებზე, განსაკუთრებით წვივის კუნთების ადგილზე და მუხლების უკანა ზედაპირზე
#post_seo_title

ვენების ვარიკოზული გაგანიერება – გულის მიმართულებით სისიხლის გადამცემი სისხლძარღვების დაავადებაა. ჩვეულებრივ ვენების ვარიკოზული გაგანიერება გვხვდება ფეხებზე, განსაკუთრებით წვივის კუნთების ადგილზე და მუხლების უკანა ზედაპირზე.

ვენების ვარიკოზული გაგანიერება გულის მიმართულებით სისხლის გადამცემი სისხლძარღვების დაავადებაა, რომელიც განსაკუთრებული ყურადღების საჭიროებს. ჩვეულებრივ, ეს მდგომარეობა გვხვდება ფეხებზე, განსაკუთრებით წვივის კუნთების და მუხლების უკანა ზედაპირზე.

დაავადებისკენ ხშირად მიდრეკილნი არიან ქალბატონები (30-60 წლის ასაკში). ვენების ვარიკოზული გაგანიერება ბავშვებში გვხვდება, როგორც თანდაყოლილი დაავადება.

მიზეზები
დაავადების დროს ზიანდება ვენოზური სისხლძარღვები, რაც ხელს უშლის სისხლის ნორმალურ მიმოქცევას, სისხლი ვენებში იჭედება. დაავადების მაპროვოცირებელი მიზეზები შეიძლება იყოს:
·         მემკვიდრეობა;
·         ვენოზური სარქველების დაზიანება;
·         ჭარბი წონა;
·         ფეხმძიმობა;
·         დიდი ხნის მანძილზე ფეხზე დგომა;
·         მუცლის ღრუს წნევის აწევა;
·         ფეხის ტრავმები;
·         სისხლძარღვების ანომალია.

დაავადების სიმპტომები
ვენების ვარიკოზული გაგანიერებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
·         მუქი ლურჯი ფერის ვენების ამობურცვა;
·         მუხლებსა და ხელის გულებზე ყავისფერი ლაქების გაჩენა;
·         ძლიერი ტკივილი ფეხებში;
·         ფეხების შეშუპება;
·         წყლულები ფეხებზე (განსაკუთრებით სახსრების ადგილას);
·         ქვედა კიდურების პერიოდული სპაზმა.
პატარა მენჯის ვენების ვარიკოზი საშიშია იმით, რომ არ გააჩნია კლინიკური გამოვლინებები, რითაც ფერხდება დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

დიაგნოსტიკა
დაავადების სამკურნალოდ ექიმი-ფლებოლოგი ატარებს შემდეგ პროცედურებს:
·         დოლბანდის ნიმუშებს;
·         ვენების დოპლეროგრაფია (ულტრა-ბგერით მეთოდი);
·         ვენების ანგიოგრაფია (რენტგენული მეთოდი).

ვენების ვარიკოზული გაგანიერების მკურნალობა
მკურნალობა მოიცავს:
·         სკლეროთერაპიას (მედიკამენტური ინექციები);
·         კომპრესული მკურნალობა (ელასტიური დოლბანდით ან სპეციალური თეთრეულით);
·         ლაზერული მკურნალობა;
·         ვარიკოზული გაგანიერების ქირურგიული მეთოდით მოშორება.
ლაზერული მკურნალობა ამ ეტაპზე ყველაზე იაფი და რადიკალური მეთოდია.

საშიშროება
თუ დროულად არ იქნება დაწყებული ქვედა კიდურების დაავადების მკურნალობა, შეიძლება მივიდეთ შემდეგ გართულებებამდე:
·         კანის წყლულის გაჩენა;
·         ეგზემას გაჩენა;
·         ქვედა კიდურების ნებისმიერი ტრავმისას ჭარბი სისხლდენა;
·         ტრომბოფლებიტის წარმოქმნა.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
·         ქალები (ფეხმძიმობა, მაღალი ქუსლი);
·         პროფესიონალი სპორტსმენები;
·         ბრტყელტერფიანობის მქონე ადამიანები;
·         ადამიანები, ვისაც დიდი ხნით უწევთ ფეხზე დგომა (ოფიციანტები, მაღაზიის გამყიდველები, სტილისტები).

პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         Р- რუტინის ვიტამინით მდიდარი პროდუქტის ჩართვა კვების რაციონში (თხილი, მოცხარი, წითელი მოცვი, შტოში, ქაცვი) და ვიტამინი – С;
·         ფეხებზე დატვირთვის გადანაწილება;
·         წინდების და კოლგოტების ტარება მჭიდრო რეზინის გარეშე;
·         ვიწრო და ძალიან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელის გამორიცხვა;
·         სისხლძარღვებზე ცივი წყლის შესხმა.

დასკვნა

ვენების ვარიკოზული გაგანიერება არ არის მხოლოდ ესთეტიკური პრობლემა, არამედ სერიოზული ჯანმრთელობის საკითხია, რომელიც საჭიროებს ყურადღებას. თუ თქვენ გაქვთ მსგავსი სიმპტომები, ნუ დააყოვნებთ ექიმთან ვიზიტით. დროული დიაგნოზითა და მკურნალობით შეგიძლიათ თავიდან აგაცილოთ დაავადების შემდგომი გართულებები.

ვულვოვაგინიტი

xr:d:DAGBhznMY_s:36,j:2354680620193756122,t:24040512

ვულვოვაგინიტი – გარე სასქესო ორგანოების, ვულვის (ვულვიტი) და საშოს ლორწოვანი გარსის (ვაგინიტი) ანთებითი პროცესი. ამ დაავადებით ყველაზე ხშირად გოგონები, ასაკოვანი და მომწიფებული ასაკის ქალბატონები (იშვიათად) იტანჯებიან. გამოყოფენ დაავადების მწვავე და ქრონიკულ ფორმებს. ბავშვებში ვულვოვაგინიტი აქტიურად ვლინდება ორიდან ცხრა წლამდე.

მიზეზები
დაავადების მიზეზები შეიძლება იყოს:
·         ნაწლავის ან საშარდე სისტემის დისბაქტერიოზი;
·         ჰორმონების ხანგრძლივი მიღება;
·         ვაგინალური ტამპონების გამოყენება, რაც ხელს უწყობს ბაქტერიების გავრცელებას და ზღუდავს ჟანგბადის მიწოდებას;
·         არაჰიგიენურობა;
·         სასქესო ორგანოს გადაჭარბებულად მოვლა (ხშირი დაბანა საპნით), რომლის დროს ხდება სასარგებლო მიკროფლორის ჩამორეცხვა;
·         საკვერცხეების ფუნქციის დარღვევა.

სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         ქავილი, წვა, ტკივილი ვულვის არეში, რომელიც ძლიერდება სიარულსა და შარდვის დროს;
·         ვულვისა და ვაგინალური ხვრელის დასაწყისში სიწითლე და შესიება;
·         შარდვის დარღვევა;
·         საერთო სისუსტე;
·         გამონადენი უსიამოვნო სუნით;
·         სქესობრივი აქტის დროს დისკომფორტის განცდა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:
·         ანალიზები მიკოლაზმისა და ქლამიდიის დონის დასადგენად;
·         ლორწოვანი გარსის მდგომარეობის გამოკვლევა;
·         ბაქტერიალური დიაგნოსტიკა.

მკურნალობა
დაავადების სამკურნალოდ საჭიროა:
·         სასქესო ორგანოს დასაბანი ანტისეპტიკური ხსნარი;
·         ანტიბიოტიკების შემცველი სანთლები ფლორას მგრძნობელობის გათვალისწინებით;
·         ვულვისთვის განკუთვნილი მალამოს ან ემულსიის შემცველი საფენები.
ბავშვებში ვულვიტის მკურნალობა მოიცავს კომპლექსურ ანტიბაქტერიალურ თერაპიას.

საშიშროება
ქრონიკულმა ვულვიტმა შესაძლოა გამოიწვიოს:
·         მცირე სასქესო ბაგეების შეხორცება;
·         ვულვის ატროფია;
·         იმუნური სისტემის დარღვევა, სხვა დაავადებების მიმართ მგრძნობელობის გაზრდა.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში ხვდებიან გოგონები და ქალები:
·         რომლებსაც გადატანილი აქვთ სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესები;
·         რომლებიც ხანგრძლივად და უკონტროლოდ იღებენ ანტიბიოტიკებს;
·         რომლებსაც აწუხებთ მენსტრუალური ციკლის დარღვევა;
·         რომლებსაც აღენიშნებათ საშვილოსნოს ყელის ფონური პროცესები.

პროფილაქტიკა
·         ნებისმიერი ბაქტერიალური ან ვირუსული დაავადების მატარებლებთან კონტაქტის შეზღუდვა;
·         ქრონიკული ინფექციის კერების დროული მკურნალობა;
·         პირადი ჰიგიენის დაცვა;
·         იმუნიტეტის გაძლიერება და ჯანსაღი ცხოვრების წესის ქონა.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights