5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

0
581

ვერძი

მოგიწევთ, შეეგუოთ ახალ პირობებს, არის მოულოდნელი, არასასიამოვნო მომენტების ალბათობაც, მთავარია, არ აჰყვეთ შფოთს და პანიკას, მალე ყველაფერი დალაგდება.

კურო

დღეს, შეიძლება, გარკვეული დაბრკოლებებისა და დაპირისპირებების წინაშე აღმოჩნდეთ. თუ იქნებით ფხიზლად და მოვლენებს დადებით ჭრილში განიხილავთ, აუცილებლად მიაღწევთ წარმატებებს.

ტყუპები

შეეცადეთ, გააკონტროლოთ აგრესია, მოიძიეთ ახალი მეკავშირეები, შეცვალეთ თამაშის წესები და მიჰყევით ცხოვრების დინებას.

კირჩხიბი

უფრთხილდით ჭორიკანა, შურიან და არაკეთილგანწყობილ ადამიანებს, ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, აკონტროლეთ სიტუაცია. იყავით პოზიტიური მუხტის გამავრცელებელი.

ლომი

მოემზადეთ ცხოვრების ახალი შემოთავაზებებისთვის, იცოდეთ, რომ ნებისმიერი სახის სიახლე, აუცილებლად აისახება თქვენს პირად ცხოვრებაზეც. გადაწყვეტილებების მისაღებად ხელსაყრელი დღე არაა.

ქალწული

დღეს, სჯობს, მხოლოდ აუცილებელი საქმეებით შემოიფარგლოთ, ნუ იტვირთავთ იმაზე მეტს, ვიდრე შეგიძლიათ. ამ პერიოდში, ძალზე მნიშვნელოვანია დაიცვათ ზომიერება.

სასწორი

მოსალოდნელია სტატუსის შეცვლა, შესაძლოა, ეს იყოს პირად ურთიერთობასთან, ან საქმიანობასთან დაკავშირებული. ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება , თუ ემოციების გაკონტროლებას შეძლებთ.

მორიელი

წარმატებას მოგიტანთ ახალი ურთიერთობები, თუ ცხოვრებას გონივრულად შეხედავთ. ინტუიცია დაგეხმარებათ სწორად შეაფასოთ და მიიღოთ რეალობა გააზრებულად.

მშვილდოსანი

სამყარო თქვენს მიმართ კეთილგანწყობილია, ჰარმონიულად ვითარდება როგორც პირადი, ასევე, კარიერული ცვლილებები, თუმცა, სასურველია, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სხვა დროისთვის გადადოთ.

თხის რქა

იზრუნეთ დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე, ყურადღება გაამახვილეთ დეტალებსა და ნიუანსებზე. კარგად დააკვირდით გარშემომყოფებს და გულმოდგინედ შეარჩიეთ სანდო და ერთგული ადამიანები.

მერწყული

სიმშვიდე და ზომიერება არის დღეს მთავარი ყველგან და ყველაფერში. თავშეკავებულობა გმართებთ უცნობების მიმართ.  მოერიდეთ ფულის ზედმეტ ხარჯვას.

თევზები

შესაძლოა , სასიამოვნო სიურპრიზმა გაგახაროთ. ენდეთ ინტუიციას და გახსოვდეთ, რომ თქვენი ფიქრები, აზრები ხშირად მატერიალიზდება.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ