25 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

0
193

ვერ­ძი

არ­სე­ბობს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ თქვენ გა­რე­მო­ში ვინ­მე ცდი­ლობს თქვენ­ზე მა­ნი­პუ­ლი­რე­ბას ან შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას. ზო­გა­დად, დღე ხელ­საყ­რე­ლია, ენერ­გია კი მა­ღალ დო­ნე­ზეა.

კურო

თქვენ­მა მწა­რე გა­მო­ნათ­ქვა­მებ­მა შე­იძ­ლე­ბა შე­უ­რა­ცხყოს თქვე­ნი ზემ­დგო­მი და გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს თქვენს პრო­ფე­სი­ულ პო­ზი­ცი­ა­ზე. კარ­გი დღეა და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის და­სას­რუ­ლებ­ლად და წარ­სუ­ლის შეც­დო­მე­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად. უმ­ჯო­ბე­სია ნაკ­ლე­ბი კო­მუ­ნი­კა­ცია და მეტი მუ­შა­ო­ბა.

ტყუ­პი

ფრთხი­ლად უნდა იყოთ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­საც კარ­გად არ იც­ნობთ და არ იყოთ გულ­წრფე­ლი მათ მი­მართ. სხვა დღეს გა­და­დეთ სამ­სა­ხურ­ში ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი და დღეს იმოქ­მე­დეთ თქვენ­თვის ნაც­ნო­ბი მე­თო­დე­ბით.

კირჩხი­ბი

სჯობს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტა სხვა დრო­ის­თვის გა­და­დოთ, ახლა კი აკე­თოთ მარ­ტი­ვი საქ­მე, რო­მე­ლიც კარ­გად იცით. ცუდი დღეა შო­პინ­გის­თვის. სა­ღა­მოს სრუ­ლად და­ის­ვე­ნეთ.

ლომი

აჩ­ვე­ნეთ თქვე­ნი ლი­დე­რის თვი­სე­ბე­ბი და იყა­ვით აქ­ტი­უ­რი თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. სა­ღა­მოს და­ა­ჯილ­დო­ვეთ სა­კუ­თა­რი თავი კარ­გი შე­დე­გის­თვის პა­ტა­რა სა­ჩუქ­რის შე­ძე­ნით.

ქალ­წუ­ლი

ასე უფრო სწრა­ფად მი­ი­ღებთ სა­სურ­ველს და არ გა­ა­ფუ­ჭებთ საქ­მი­ან ურ­თი­ერ­თო­ბას. 24 ივ­ნისს შე­იძ­ლე­ბა გაძ­ლი­ერ­დეს კონ­კუ­რენ­ცია: თქვე­ნი მო­შურ­ნე­ე­ბი თქვენ ზურგს უკან ხლარ­თა­ვენ ინ­ტრი­გებს. აკონ­ტრო­ლეთ ყვე­ლა პრო­ცე­სი.

სას­წო­რი

ვარ­სკვლა­ვე­ბი გირ­ჩე­ვენ ში­ნა­გა­ნი რე­სურ­სე­ბის უფრო ეკო­ნო­მი­უ­რად გა­მო­ყე­ნე­ბას, უფრო ხში­რად შეს­ვე­ნე­ბას, მოს­მე­ნას, თუ რო­გორ გრძნობთ თავს და არ გა­და­ა­ჭარ­ბოთ სა­კუ­თარ თავს. თქვე­ნი ენერ­გია შე­იძ­ლე­ბა არ იყოს საკ­მა­რი­სი ყვე­ლაფ­რის­თვის, რაც დღეს და­გეგ­მი­ლი გაქვთ.

მო­რი­ე­ლი

მო­ერ­გეთ თა­ნა­მო­სა­უბ­რეს, და­ნებ­დით და შეც­ვა­ლეთ გეგ­მე­ბი მე­ტის მი­საღ­წე­ვად. 25 ივ­ნისს არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი სწრა­ფად, გა­და­დე­ბის გა­რე­შე უნდა მოგ­ვარ­დეს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში მო­მა­ვალ­ში მათ­თან გამ­კლა­ვე­ბა უფრო გა­გი­ჭირ­დე­ბათ.

მშვილ­დო­სა­ნი

დღე­ვან­დელ რთულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში გა­მო­ი­ყე­ნეთ თქვე­ნი წარ­სუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, მო­უს­მი­ნეთ თქვენს ინ­ტუ­ი­ცი­ას, მა­შინ არ გა­ი­მე­ო­რებთ თქვენს შეც­დო­მებს. თქვენ გჭირ­დე­ბათ თვით­შე­ფა­სე­ბის ამაღ­ლე­ბა, ძვე­ლი მიღ­წე­ვე­ბი­სა და წარ­მა­ტე­ბე­ბის გახ­სე­ნე­ბა.

თხის რქა

გა­ნი­ხი­ლეთ ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბი ოჯახ­თან ერ­თად, იფიქ­რეთ ფულ­ზე, ერ­თად იფიქ­რეთ რო­გორ იპო­ვოთ შე­მო­სავ­ლის და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო და სად შე­გიძ­ლი­ათ და­ზო­გოთ. უსი­ა­მოვ­ნო ან რთუ­ლი საქ­მე­ე­ბი არ გა­და­დოთ მო­მავ­ლის­თვის, უმ­ჯო­ბე­სია, ახ­ლა­ვე გა­უმკლავ­დეთ მათ.

მერ­წყუ­ლი

შე­ე­ცა­დეთ ყვე­ლა სა­კითხს პრაქ­ტი­კუ­ლი თვალ­საზ­რი­სით მი­უდ­გეთ. 24 ივ­ნისს მხო­ლოდ სა­კუ­თარ ძა­ლებს უნდა და­ეყ­რდნოთ: ვინ­მე უახ­ლო­ე­სი წრი­დან არ გა­ა­მარ­თლებს თქვენს მო­ლო­დინს. შე­ე­ცა­დეთ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ კარ­გი გან­წყო­ბა მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში.

თევ­ზე­ბი

კარ­გი დღეა მო­მავ­ლის და­სა­გეგ­მად. იფიქ­რეთ დე­ტა­ლებ­ზე, იმა­ზე, რაც ნამ­დვი­ლად გსურთ. შე­საძ­ლოა, მომ­გე­ბი­ა­ნი შე­თა­ვა­ზე­ბა მი­ი­ღოთ, მაგ­რამ სა­ნამ პა­სუხს გას­ცემთ, მი­ი­ღეთ მეტი ინ­ფორ­მა­ცია და დარ­წმუნ­დით, რომ არ სურთ თქვე­ნი მო­ტყუ­ე­ბა. ისა­უბ­რეთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან იმა­ზე, რაც გა­წუ­ხებთ.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ