24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

0
214

ვერძი

კარგი დროა პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევებისა და მკურნალობის ჩატარებისთვის. უეცარ სასიყვარულო კავშირებს კი ერიდეთ.

კურო

ყოველდღიური ერთფეროვნება აუტანელი ხდება, შეეცადეთ, დაკავდეთ თქვენთვის საინტერესო საქმიანობით, რათა დრო არ დაგრჩეთ უსიამოვნო ფიქრებისთვის.

ტყუპები

შესაძლოა გაიცნოთ ადამიანი, რომელთანაც ღრმა სასიყვარულო გრძნობა ჩამოგიყალიბდებათ. კარგი დროა  ახალი ნივთების შესაძენად, ექიმებთან ვიზიტისა და მკურნალობის დასაწყებად.

კირჩხიბი

თავს სანაქებოდ იგრძნობთ და მოგინდებათ ბევრი რამის ერთდროულად შესრულება. ნუ შეეცდებით, ზედმეტად მიიქციოთ სხვების ყურადღება, ეს თქვენი ძალისხმევის გარეშეც მოხდება საჭირო დროს.

ლომი

გადახედეთ პრიორიტეტებს და დაისახეთ ზუსტი მიზნები. ეცადეთ დროულად გაარკვიოთ გაუგებრობები. ბავშვებთან, საყვარელ ადამიანთან და ოჯახის წევრებთან ყველა გაუგებრობა ადვილად გაირკვევა.

ქალწული

ინტენსიური შემოქმედებითი პერიოდია, რომელიც აღსავსე იქნება ახალი საქმეებით, ინტერესებითა და გართობით. მოგებას მოგიტანთ პარტნიორებთან დადებული კონტრაქტები.

სასწორი

მიზანდასახული, ენერგიული და ძალიან მობილური გახდებით, შეძლებთ ძველი საქმეების დასრულებასა და ახლების დაგეგმვას. ახალი რომანტიკული კავშირი მეტად ინტერესთა ერთიანობას დაეფუძნება, ვიდრე გრძნობებს.

მორიელი

შესაძლოა, ვნებებისა და სიყვარულის ქარცეცხლში აღმოჩნდეთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, დაიცავით დიეტა, რადგან მერე არ მოგიწიოთ რადიკალური ზომების მიღება.

მშვილდოსანი

ახლა პირადსა თუ საქმიან სფეროში კარდინალური ცვლილებების მიღების დრო არ არის, მეტი მოთმინება გამოიჩინეთ, მიჰყევით ძველ არჩეულ გზას, დანარჩენს ცხოვრება თავად გამოაჩენს.

თხის რქა

შინაგანი წონასწორობა დაგეხმარებათ სირთულეების წარმატებით გადალახვაში და მიზნების მიღწევაში. შესაძლოა გაიუმჯობესოთ ფინანსური და სოციალური მდგომარეობა. საყვარელ ადამიანთან ეცადეთ არ დამალოთ ემოციები.

მერწყული

შემოსავლის მიღება შესაძლოა დაგვიანდეს, თუმცა მატერიალური მდგომარეობა მთლიანობაში არ გაუარესდება. არ გადატვირთოთ ორგანიზმი.

თევზები

ნებისმიერი სირთულის საქმეს მარტივად გაართმევთ თავს. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესანარჩუნებლად პერიოდულად შეისვენეთ.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ