22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

0
85

ვერძი

ეცადეთ, ნაკლები ისაუბროთ თქვენს პერსპექტიულ გეგმებსა და მიზნებზე, შესაძლოა, კანონთან გარკვეული პრობლემები შეგექმნათ, მატულობს კონფლიქტების ალბათობა. იყავით წინდახედული და მეტი მოთმინება გამოიჩინეთ.

კურო

შეეცადეთ, მოიპოვოთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია და გონივრულად იმოქმედეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგიწევთ ერთი ადგილის ტკეპნა.

ტყუპები

ფრთხილად იყავით, დღეს, შეიძლება, გასცეთ თქვენი საიდუმლო, შედეგად აღმოჩნდებით უხერხულ სიტუაციაში და რამდენიმე ადამიანის წინაშე თავის მართლება მოგიწევთ.

კირჩხიბი

სერიოზული საქმეები პატარა ნაბიჯებით განახორციელეთ, რათა დამაჯერებლად განიმტკიცოთ პოზიციები და მომავალში მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვოთ.

ლომი

ნუ მიბაძავთ სხვებს, ნუ იმოქმედებთ სტანდარტული ნორმებით, ჩვეული გზებიდან გადახვევა განსაკუთრებულ შარმსა და განუმეორებელ მომხიბვლელობას შეგმატებთ.

ქალწული

კარგი იქნება, თუ თქვენს სამოქმედო გეგმას სამსახურში სხვებთანაც შეათანხმებთ, რადგან სწორედ კოლეგების იდეამ შეიძლება, მოგიტანოთ დიდი სარგებელი და წარმატება.

სასწორი

დიდებული განწყობა და ძალების მოზღვავება თავდაჯერებულობას შეგმატებთ, შედეგად კი დიდი ენთუზიაზმით შეუტევთ სერიოზულ საქმეებს.

მორიელი

ნუ აჰყვებით ფეხის ხმას და ნუ გაგიტაცებთ მეგობრებისა და ირგვლივ მყოფთა იდეები, რა მაცდუნებლადაც უნდა გამოიყურებოდეს შემოთავაზებული პერსპექტივები, მალე დარწმუნდებით, რომ მათი აყოლა არ იყო ჭკვიანური საქციელი.

მშვილდოსანი

საჭირო იქნება მუხლჩაუხრელი შრომა, რათა მოასწროთ აღებული საქმის დროული დასრულება, გაუთვალისწინებელი ვითარება თქვენგან მეტ ძალისხმევას მოითხოვს.

თხის რქა

იყავით მეტად ფხიზლად და ყურადღებით, შესაძლოა, დიდ გაუგებრობაში ამოყოთ თავი და გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯების თემაც გახდეს აქტუალური.

მერწყული

გარკვეული ვითარებიდან გამომდინარე, მოგიწევთ გეგმების შეცვლა, მართალია, თავიდან განაწყენდებით, მაგრამ შემდეგ აღმოაჩენთ, რომ ძალიან გაგიმართლათ, საქმე რომ ასე განვითარდა.

თევზები

ნუ გაიფუჭებთ კოლეგებთან ურთიერთობებს, რათა მომავალში პრობლემები აირიდოთ და სამსახურსა და კარიერულ გზაზეც არ დაბრკოლდეთ.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ