16 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

0
81

ვერძი

რაც უფრო კეთილგანწყობილი იქნებით თქვენს გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ და გამოხატავთ მათი მისამართით პატივისცემას, მით მეტ სასიამოვნოს ელოდეთ მათგან.

კურო

არის ალბათობა, ფსიქოლოგიური თამაშებითა და მანიპულაციებით სხვების სისუსტეებზე იმოქმედოთ და სასურველ მიზანს მიაღწიოთ, მაგრამ ნუ დაივიწყებთ ზომიერების გრძნობას.

ტყუპები

გამოიჩინეთ მეტი ინიციატივა, შეცვალეთ სტრატეგია როგორც პირად, ასევე სამსახურებრივ ასპარეზზე, რათა შეცვალოთ უკეთესობისკენ ზოგადად თქვენი ცხოვრება.

კირჩხიბი

საქმიანი პარტნიორებისგან საინტერესო და სასიამოვნო ინფორმაციას ელოდეთ. სასიკეთოდ გადაწყდება ფინანსური საკითხები და პრობლემური სიტუაციები.

ლომი

დაიწყეთ საიდუმლო ფილოსოფიური დოქტრინების, რელიგიური სწავლებების, სამკურნალო საკითხების, ან თუნდაც ტაროს შესწავლა – ანუ რაიმე მეტად სერიოზული და ღრმად შინაარსიანი საკითხები, რათა განახორციელოთ თქვენი იდეები და დაიპყროთ ახალი სიმაღლეები.

ქალწული

დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ წარმოქმნილ მცირე გაუგებრობებს, არავითარი სერიოზული საფრთხე, ამ ეტაპზე, არ გემუქრებათ.

სასწორი

შესაძლოა, გამოწვევის წინაშე აღმოჩნდეთ, ამიტომ, სასურველია, არ დანიშნოთ რაიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა, ან მოლაპარაკება, თუმცა პირად საკითხებში წარმატების შანსები მატულობს.

მორიელი

პირად საკითხებში მეტი პრინციპულობა გამოიჩინეთ, რათა არ აღმოჩნდეთ მსხვერპლის როლში და თქვენს ცხოვრებაში დაბნეულობა და უიმედობა არ შემოიჭრას.

მშვილდოსანი

დროა, შეცვალოთ თქვენი იდეალები, გადახედეთ თქვენს მისწრაფებებს და ნუ გამოეკიდებით დიდ თანხებს, დაკავდით რეალური საკითხების მოგვარებით არსებული სიტუაციების გათვალისწინებით.

თხის რქა

კარგი იქნება, თუ თავს დაიზღვევით მოულოდნელი, ან გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან. ნუ იმოქმედებთ სპონტანურად.

მერწყული

შესაძლოა, დღეს, ახალი ფინანსური წყარო აღმოაჩინოთ, რომელიც მომავალში სტაბილურ შემოსავალს მოგიტანთ.

თევზები

შეგიძლიათ, გარისკოთ, წარმატებისკენ მიმავალ გზას ბედის ვარსკვლავი გინათებთ. მხოლოდ ერთი გაფრთხილება – ნუ იტრაბახებთ წარმატებით სასიყვარულო სფეროში.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ