13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

0
79

ვერძი

სიამოვნებას მოგანიჭებთ საოჯახო საქმეების შესრულება,არ იქნება ეს თქვენთვის დღეს დამღლელი და მოსაბეზრებელი, პირიქით, გახალისდებით კიდეც.

კურო

შესაძლოა, სტუმრები გეწვიონ, მათთან შეხვედრა და წარსულის სასიამოვნო მოგონებები სიმშვიდითა და კარგი განწყობით აგავსებთ.

ტყუპები

შეეცადეთ, თავი ხელში აიყვანოთ და გაუფრთხილდეთ ახლობლების ემოციურ მდგომარეობას, ნუ გადმოანთხევთ მათზე რისხვას და აგრესიას, ნუ დაუშვებთ გამოუსწორებელ შეცდომას. ახლა საუკეთესო იქნება განმარტოვდეთ და რაიმე საინტერესო საქმე აკეთოთ.

კირჩხიბი

მოუფრთხილდით ჯანმრთელობას. სასურველია, შეადგინოთ მოქმედების გეგმა, განრიგი და გონივრულად გადაანაწილოთ დრო საქმიანობისა და დასვენებისათვის.

ლომი

სასურველია, მიხედოთ თქვენთვის და თქვენი ახლობლებისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს. ერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და გადაღლას. საყვარელი ადამიანები მზრუნველობით გაგახარებენ.

ქალწული

ყურადღება გაამახვილეთ მინიშნებებზე და მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას. ნელ-ნელა ყველაფერი უკეთესობისკენ წავა.

სასწორი

გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა ნათესავებთან, მოერიდეთ კონფლიქტებს და თქვენი დაუფიქრებელი საქციელით, საფრთხეს ნუ შეუქმნით თქვენს ურთიერთობებს.

მორიელი

მოერიდეთ საეჭვო ადამიანებს. შეგიძლიათ, ცვლილებები შეიტანოთ პირად ურთიერთობებში და წამოიწყოთ ახალი რომანი. გააფართოეთ ნაცნობობის წრე, მთავარია, მოინდომოთ და ყველაფერი გამოგივათ.

მშვილდოსანი

დაგიფასდებათ ძალისხმევა, თუმცა, ერიდეთ ზედმეტ პასუხისმგებლობას და მნიშვნელოვანი საქმეები მშვიდად გადაწყვიტეთ. კარგი იქნება, იფიქროთ ახალი ფინანსური წყაროების მოძიებაზე.

თხის რქ

მოუსმინეთ რჩევებს და ვითარების გათვალისწინებით, დაგეგმეთ საქმეები, ფინანსურ საკითხებს უფრო სერიოზულად მიუდექით. ყოველი დეტალი გათვალეთ.

მერწყული

შესაძლოა, წამოიწყოთ საქმე, რომელიც ახლა არავითარი სარგებლის მომტანი არ იქნება. სჯობს, ძველ საქმეებს მიხედოთ და სიახლეები მომავლისთვის გადადოთ.

თევზები

ნებისმიერ საქმეს გაართმევთ თავს. თუმცა, ეს ადვილი არ იქნება, ყველაფრის მიუხედავად, შეძლებთ დიდებულად წარმოაჩინოთ საკუთარი შესაძლებლობები.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ