11 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

0
87

ვერძი

შესაძლოა, თქვენმა გაბედულებამ მატერიალურ საკითხებთან დაკავშირებით მოულოდნელი წარმატება მოგიტანოთ, ან ისეთი ადამიანისგან მიიღოთ დახმარება, ვისგანაც არ ელით.

კურო

ელოდეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას. თქვენი ორატორული უნარები დღეს ძალიან გამოგადგებათ, შესაძლოა, ახალი თანამოაზრეებიც გაიჩინოთ.

ტყუპები

შესაძლოა, დაინტერესდეთ რაიმე საიდუმლო ინფორმაციით, იმოქმედეთ ფრთხილად. მოუსმინეთ ინტუიციას და მხოლოდ მოქმედების შემდეგ გაახმოვანეთ თქვენი ჩანაფიქრი.

კირჩხიბი

არის სიახლეების ალბათობა. შესაძლოა, სულ სხვა კუთხით დაინახოთ ძველი ნაცნობები და განაახლოთ მათთან ურთიერთობები, რომელიც საინტერესოც იქნება და სარგებლის მომტანიც.

ლომი

წარმატებული იქნება საქმიანი შეხვედრები, სამსახურებრივი საქმეების განხილვა. დღეს თქვენ, მისტიკური სამყაროს მხარდაჭერით, წარმოუდგენლად იოლად მოახერხებთ ყველაფერს.

ქალწული

შეგიძლიათ, ეს დღე დაუთმოთ თქვენი საქმიანი სფეროს რეკლამას სოციალურ სივრცეში. ხელსაყრელია დღე უცხოელებთან ურთიერთობებისთვის.

სასწორი

გაანებივრეთ საკუთარი თავი, მოუწყვეთ საყვარელ ადამიანს რომანტიკული ვახშამი. თუ მეწყვილე ჯერ არ გყავთ, გაიხალისეთ საღამო საინტერესო წიგნით, ან ფილმის ყურებით.

მორიელი

ნუ იქნებით პასიური და გამოიჩინეთ ინიციატივა. მოერიდეთ ახლობლებთან კონფლიქტს. ნუ დაიწყებთ საქმეების გარჩევას და იფიქრეთ თქვენი ქმედებების შედეგებზე.

მშვილდოსანი

წარმატებული შედეგი ექნება სამსახურის, ან ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებულ ქმედებებს. ყურადღებით ეძიეთ თქვენი რეალიზების გზები და ხერხები.

თხის რქა

გადახედეთ თქვენს პროექტებსა და ბიზნესგეგმებს, შეიტანეთ მათში საჭირო კორექტივები. გამორიცხული არაა, სიურპრიზი სამსახურში.

მერწყული

დაასრულეთ დაწყებული საქმეები, შეგიძლიათ, გაბედულად შეუდგეთ მემკვიდრეობის საკითხების მოგვარებას, ნაკლები ილაპარაკეთ და მეტად დაკავდით იმ საქმეების მოგვარებით, რომელიც დიდი ხნის წინ დაიწყეთ და არ დაამთავრეთ.

თევზები

იყავით ოპტიმისტი, შეეცადეთ, თქვენი სიტყვითა, თუ საქმით სიხარული მიანიჭოთ ადამიანებს. ამგვარი ქმედებით პატივისცემას, მადლიერებას, შექებას და, დიდი ალბათობით, საჩუქარსაც დაიმსახურებთ.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ