ნუმეროლოგიური პროგნოზის მიხედვით, აპრილის პირველი კვირა შემოქმედებითობისთვის საუკეთესო პერიოდია. ახლა ყველაზე ხელსაყრელი დრო გაქვთ, რომ თქვენს ჰობის, საყვარელ საქმიანობას მიუბრუნდეთ, ან დაიწყოთ იმის გაკეთება, რაც სულ გინდოდათ, მაგრამ მოტივაცია არ გყოფნიდათ. თუკი რაიმეს შესწავლა, კურსის, ტრენინგის გავლა გსურდათ, გადადგით პირველი ნაბიჯები, დარეგისტრირდით, განვითარებას შეუდექით. წარმატების გაცილებით მეტი შანსი გექნებათ. დაუთმეთ უფრო მეტი დრო მეგობრებს, ოჯახის წევრებს, საყვარელ ადამიანებს. დადებითი ემოციები მთელი თვის განმავლობაში გაგყვებათ და თქვენს განწყობასა და საქმიანობაზეც აისახება.
ის, რაც თქვენი მხრიდან უფრო მეტ აქტიურობას, სიმტკიცესა და გამძლეობას მოითხოვს, ჯობს აპრილის მეორე კვირისთვის დაგეგმოთ. სწორედ ესაა პერიოდი, როდესაც მომატებულ ენერგიას იგრძნობთ და ბევრად მარტივად შეასრულებთ იმ საქმეებს, რომლებიც ადრე გერთულებოდათ.