“უფრო ადვილია ტანჯვა, ვიდრე პრობლემის მოგვარება”: 9 ბრწყინვალე ციტატა ბერტ ჰელინჯერისგან

0
187

ბერტ ჰელინგერი არის გერმანელი ფსიქოთერაპევტი, რომელიც ფიქრობს, რომ ოჯახურ სისტემებს აქვთ გარკვეული წესრიგი, დინამიკა და ბევრი პრობლემა შეიძლება დაკავშირებული იყოს ამ წესრიგის შეუსრულებლობასთან.

დანაშაულის აღიარება და ჩივილი მხოლოდ მოქმედების შემცვლელია. ისინი მოქმედებას შეუძლებელს ხდიან და ადამიანის სისუტეს აჩენს.

გარკვეული დროის შემდეგ, ყველა წარსული მოვლენა ნამდვილად წარსულში უნდა დატოვოთ.

კრიზისი ყველაზე ადვილად წყდება მაშინ, როცა მის უკიდურეს წერტილს მიაღწევს.

გამოსავალი მხოლოდ ადამიანის საკუთარ ქმედებებშია.

იქ, სადაც უდანაშაულო ადამიანი ტანჯვას ამჯობინებს მოქმედებას, უდანაშაულო მსხვერპლი და დამნაშავეები ამ მიზეზით უფრო მრავალრიცხოვანნი ხდებიან, ვიდრე იქამდე.

თუ ადამიანი ერთ გზაზე გაჩერდა და არ სურს წინსვლა, ეს არ არის ცოდნის საკითხი. ის უბრალოდ ეძებს თავდაჯერებულობას იქ, სადაც გამბედაობაა საჭირო და თავისუფლებას, რაც აღარ დაუტოვებს არჩევანს.

ეჭვიანობა ემსახურება ბრალის სხვაზე გადატანას.

როცა მშობლები შვილებისგან რაღაცას ითხოვენ, რაც მათ პასუხისმგებლობას აღემატება (მაგალითად, ნუგეში), მაშინ ბავშვები ისე იქცევიან, თითქოს საკუთარი მშობლების მშობლები იყვნენ, მშობლები კი საკუთარი შვილების შვილები. ეს ამახინჯებს მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობას. ბავშვებს არ შეუძლიათ დაიცვან თავი მშობლების ასეთი ქცევისგან.

მოგვიანებით ისინი იწყებენ საკუთარი თავის დასჯას ამის გამო, მაგალითად, არ აძლევენ საკუთარ თავს უფლებას იყვნენ ბედნიერები პირად ცხოვრებაში ან წარმატებულები კარიერაში. ზოგჯერ თვითდასჯამ შეიძლება სიკვდილიც კი გამოიწვიოს. მხოლოდ მაშინ, როცა ბავშვი გახდება ზრდასრული და მიხვდება, რომ მის ცხოვრებაში რაღაც არასწორია, შეუძლია შეეცადოს თავი დააღწიოს ასეთ “გადახლართულობას”, მაგალითად, ფსიქოთერაპიის დახმარებით.

უფრო ადვილია ტანჯვა, ვიდრე პრობლემის მოგვარება.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba #shenihoroskopi

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ