სექსუალურად შეუთავსებელი წყვილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

0
540
#post_seo_title
საიმისოდ, რომ ამა თუ იმ წყვილის სექსუალური თავსებადობის შესახებ დეტალურად ვისაუბროთ, რაღა თქმა უნდა, ინდივიდუალური რუკების გადახედვაა საჭირო.

იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში პიროვნების სექსუალურ პოტენციალსა და მოთხოვნილებებზე პირად კოსმოგრამაში პლანეტების განლაგება მიუთითებს. თუმცაღა არსებობს ზოდიაქოს ნიშნებს შორის ე.წ. სექსუალურად შეუთავსებელ წყვილთა ნუსხა, რომლის მიხედვითაც, ჩამოთვლილი ნიშნის წარმომადგენლებს შორის ყველაზე ხშირად იჩენს თავს გაუგებრობა ფიზიკური სიახლოვის კუთხით.

მერწყული – თევზები

მერწყულების უმრავლესობა ბუნებით ექსპერიმენტატორი და ახალ-ახალი, უჩვეულო შეგრძნებების მოყვარულია. თუმცა, მიუხედავად თავისი ვიზუალური მომხიბვლელობისა, როგორც ქალი, ისე მამაკაცი მერწყული, სექსში საკმაოდ არაპროგნოზირებადი და ჭირვეული პარტნიორი შეიძლება იყოს.

ამიტომ მათი გამუდმებული სწრაფვა სიახლისა და ცვლილებებისკენ ემოციურ და მგრძნობიარე თევზს შინაგან დისკომფორტს უქმნის. თევზები ბუნებით რომანტიკოსები და სათუთები არიან, მათთვის აუცილებელია პარტნიორთან ემოციური გახსნილობა და შეჩვევა, რის საშუალებასაც, როგორც წესი, მერწყული მათ ნაკლებად აძლევს. ამიტომ ამ ორის ინტიმურ სიახლოვეს ხშირ შემთხვევაში კრახი ემუქრება.

ვერძი – კურო

ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ხალხი ჯიუტი, პრინციპული და ლიდერული ხასიათით გამოირჩევა. მას მოსწონს იდუმალებით მოცული და ძნელად მოსახელთებელი პარტნიორი, რომელთანაც დროდადრო “კვამლის გამოშვების” საშუალებაც მიეცემა, რაც, რაღა თქმა უნდა, ვნებიანი სასიყვარულო ღამით უნდა დასრულდეს.

სტაბილურობის მოყვარულ, დინჯ კუროს კი ნაკლებად მოეწონება ვერძის ამგვარი ექსპერიმენტები. კურო მიწის ნიშანია, მისთვის დრო და კომფორტული ატმოსფეროა საჭირო, რომ პარტნიორთან ბოლომდე გაიხსნას. ვერძს კი, როგორც წესი, მოკლევადიანი და მხურვალე რომანები ურჩევნია კუროსთვის მისაღებ ხანგრძლივ, სტაბილურ კავშირს. ამიტომ ამ წყვილში ღალატის კოეფიციენტი ძალზე მაღალია და მას ყოველთვის ვერძი იღებს საკუთარ თავზე.

ტყუპი – თხის რქა

ტყუპის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები ცვალებადი ხასიათითა და სიახლის სიყვარულით არიან გამორჩეულნი. როგორც წესი, ისინი გამუდმებით დაეძებენ უფრო საინტერესო, უფრო ამოუცნობ ან უფრო მხიარულ პარტნიორს, რომელთანაც მოწყენა შეუძლებელი იქნება. ამიტომ ტიპური ტყუპი ნაკლებად შეიზღუდავს თავს ხანგრძლივი ურთიერთობით.

რაც, რაღა თქმა უნდა, არანაირად არ მოეწონება დინჯ, გაწონასწორებულ და კონსერვატორულ თხის რქას. თხის რქის სექსუალური პოტენციალი ძალზე მაღალია, თუმცა მის ბოლომდე გახსნას და წარმოჩენას ჰაეროვანი და არამდგრადი ტყუპი ვერასოდეს შეძლებს, იმიტომ, რომ სანამ თხის რქა “მოიქოქება”, ტყუპი მოწყენილობის გასაქარვებლად ახალ ინტერესის ობიექტს მოძებნის.

იხილეთ სრულად: .astrologi.ge

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ