„საიდუმლოდ ნურაფერს გააკეთებთ“ – ნახეთ, ვის როგრი კვირა ექნება

0
642

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ♈

კარგი დროა ინფორმაციის დასაგროვებლად, ოღონდ საიდუმლოდ ნურაფერს გააკეთებთ, რათა კოლეგების თვალში ავტორიტეტი არ დაგიქვეითდეთ. დახმარებას მიიღებთ ნათესავებისგან. სასიყვარულო ასპარეზზე მშვიდი დამოკიდებულება გაამყარებს თქვენს კავშირს.

კურო ♉

დროულად დაასრულეთ ადრე დაწყებული საქმეები. ეცადეთ ახალი იდეები პარტნიორებისათვის დახმარებასა და ბიზნესის გაფართოებას მოახმაროთ. სამსახურში მოერიდეთ სასიყვარულო ურთიერთობის დაწყებას, რათა ამის გამო არ შეგექმნათ პრობლემები ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან.

ტყუპები ♊

თქვენი ცხოვრება ამ პერიოდში განსაკუთრებით შესამჩნევი და მრავალფეროვანი იქნება. კარგი დროა მოგზაურობებისა და საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. გადაადგილებები და ახალი ნაცნობობა რომანტიულ ხასიათზე დაგაყენებთ. ზედმეტი ენერგია არ ხარჯოთ და ხშირად დაისვენეთ.

კირჩხიბი ♋

პერიოდი გამოირჩევა ბევრი კონტაქტებითა და შეხვედრებით. მიზნის მისაღწევად ეცადეთ განსაკუთრებით კატეგორიული არ იყოთ. პარტნიორული უთანხმოების შემთხვევაში გააზრებულად იმოქმედეთ. მოგზაურობა დადებითად ჩაივლის.

ლომი ♌

საქმეებში დახმარებას გავლენიანი პირები, ან თანამზრახველები გაგიწევენ. შესაძლოა მეგობრული ურთიერთობა დიდ სიყვარულში გადაიზარდოს. რომანტიკული კავშირი გახსნილი და მეტი სიამოვნების მომტანი გახდება. მოგზაურობა სასიკეთოდ და შედეგიანად ჩაივლის.

ქალწული ♍

ეცადეთ მეტად დამთმობი იყოთ და დიპლომატიური ხერხით მიაღწიოთ წარმატებას პირად ურთიერთობებსა და სამსახურის საქმეებში. დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას ერიდეთ. კარგი დროა ახალი კავშირების დამყარებისთვის.

სასწორი ♎

წინასწარ აირჩიეთ მიზანიც და სამოქმედო ტაქტიკაც. ამ შემთხვევაში თქვენს მონდომებასაც დააფასებენ და კარგ შემოსავალსაც მიიღებთ. სასიყვარულო სფეროში წარმატებები გელით, თუმცა დაქორწინება სჯობს დროებით გადადოთ.

მორიელი ♏

სასიყვარულო სფეროში ცვლილებები არაა რეკომენდებული. მოზღვავებული ენერგიის მიუხედავად, თავი აარიდეთ მძიმე ფიზიკურ სამუშაოსა და ვარჯიშებს, რათა არ დაშავდეთ. სიფრთხილე გმართებთ საჭესთან.

მშვილდოსანი ♐

პატივი ეცით სხვის აზრს და ამგვარად აიცილებთ უსიამოვნებების ტალღასა და ფსიქოლოგიურ კრიზისს ოჯახსა და საქმიან ურთიერთობებში. პარტნიორებისაგან მიღებული შემოთავაზებები მომავალში კარგ პერსპექტივებს გპირდებათ. ახლო მოგზაურობა დადებითად ჩაივლის.

თხის რქა ♑

მოიმატებს გადაადგილებების, შეხვედრების, მოლაპარაკებების რიცხვი. სასიამოვნო საზოგადოებაში დროის გატარებისას შესაძლოა გაიცნოთ ადამიანი, რომელთანაც სერიოზული სასიყვარულო ურთიერთობა ჩამოგიყალიბდებათ. რომანტიკული შეხვედრები ბევრ დროს წაგართმევთ, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს სამსახურის საქმეებს.

მერწყული ♒

მოიმატებს გადაადგილებებისა და კონტაქტების რიცხვი. ნაკლებად უსმინეთ რჩევებს, რათა სხვისი ზეგავლენის ქვეშ არ მოექცეთ. პატივი ეცით სხვის აზრს, რათა თავი აარიდოთ ფსიქოლოგიურ კრიზისსა და უსიამოვნებებს ოჯახსა და საქმიან პარტნიორულ ურთიერთობებში.

თევზები ♓

გაგიადვილდებათ ხალხის დიდ მასასთან ურთიერთობა, მათი დაყოლიება და საქმიანი მოლაპარაკებების წარმართვა. კარგი პერიოდია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეებისთვის, სახლში დიზაინის შეცვლისა ან რემონტისათვის. პირად და სასიყვარულო ურთიერთობებში კი სასიამოვნო სიახლეებია მოსალოდნელი.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba #shenihoroskopi

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ