რომელ ხესთან კონტაქტი ახანგრძლივებს სიცოცხლეს

0
280

სიცოცხლის ხანგრძლივობასა და კონკრეტულ ხეებთან კონტაქტს შორის პირდაპირი კავშირია. სწორედ მათთან ურთიერთობით შეძლებს ადამიანი გაიხანგრძლივოს სიცოცხლე, თავი აარიდოს პრობლემებს, გამორიცხოს უდროოდ სიკვდილის ალბათობა და მოიპოვოს ჰარმონიული ცხოვრება ამქვეყნად. ხეებთან ურთიერთობით ადამიანი ბევრ რამეს სწავლობს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგ ხესთან კონტაქტი სასარგებლოა, ზოგთან კი – მომაკვდინებელი.

ზოგადად, ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა დღეს თვალში საცემად შემცირებულია. არადა, თუ გადავხედავთ ჩვენს წინაპრებს, ისინი საშუალოდ, 80-90 წლამდე ჯანმრთელები და შრომისუნარიანები იყვნენ. დღეს ადამიანები მთელ დროს საკუთარ ბინებში ატარებენ ან დილიდან საღამომდე ოფისებში მუშაობენ, შეზღუდულ სივრცეში არიან გამოკეტილი და ვერც კი ამჩნევენ, ამით როგორ იმოკლებენ სიცოცხლეს. ძველად ხალხი გარკვეულ დროს ბუნების წიაღში ატარებდა, რადგან იცოდა, რომ მისგან სასიკეთო ენერგიებს იღებდა, იმუხტებოდა დადებითი ემოციებით და ასე შემდეგ. ჩვენი სიცოცხლის გახანგრძლივება, სწორედ ბუნებასთან, კერძოდ კი, კონკრეტულ ხეებთანაა კავშირში.

ხეებს სხვადასხვა სიდიდისა და ნიშნის ბიოენერგეტიკული ველები აქვთ. სხვათა შორის, ცნობილი ექსტრასენსები ენერგიას გარკვეული ხეებისგან იღებენ. კერძოდ, იმუხტებიან ხის ენერგიით და ავადმყოფი ადამიანების გამოსაჯანმრთელებლად და მათ სამკურნალოდ არა საკუთარ, არამედ ხის ენერგიას ხარჯავენ. მაგალითად, ასეთია მუხის ხე. თუ ადამიანს საკუთარი ენერგიის დიდი დოზით ხარჯვა უწევს, დროდადრო უნდა დაიმატოს, შეივსოს, რათა თავადაც არ დაუძლურდეს. ამისთვის კი აუცილებელია მუხის ხესთან კონტაქტი და მისი ენერგიით დამუხტვა. მუხის დადებითი ენერგეტიკული ველი ორ მეტრზე მეტია. რაც შეეხება სხვა ხეებს, მაგალითად, კაკლის ხე, ერთი მეტრი დადებითი ენერგეტიკული ველი აქვს, წიწვოვან ხეებს – მეტრ-ნახევარი, არყის ხეს კი – სამოცდაათი სანტიმეტრი. ენერგეტიკული თვალსაზრისით, ყველაზე გამოუსადეგარი ხე ალვაა.

ხისგან დადებითი ენერგიებით რომ დაიმუხტოთ, მას ზურგით უნდა მიეყრდნოთ, თვალები დახუჭოთ და დაახლოებით 10-15 წუთი არაფერზე იფიქროთ. ამ დროს არ შეიძლება რაიმე ნეგატიურზე ფიქრი ან საუბარი, რადგან ამას ხე გრძნობს და თქვენ მიმართაც უარყოფითად განეწყობა. ხეს დახმარება უნდა სთხოვოთ და საამისოდ განაწყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის თქვენს დახმარებაზე უარს იტყვის. წიწვოვან და მუხის ხეებთან კონტაქტით მიღებული ენერგია დიდხანს გაგყვებათ და დაგეხმარებათ წარმატებების მიღწევაში. ამიტომ, გირჩევთ, მეტი იაროთ ტყეში, ისუნთქოთ წიწვოვანისა და მუხნარის არომატი. ეს ყოველივე ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო და აუცილებელია.

ასევე, კონკრეტული ხე შეესაბამება თითოეულ ადამიანს, მათი დაბადების დღის მიხედვით:

ვაშლის ხე: 22 დეკემბერი – 1 იანვარი, 25 ივნისი – 4 ივლისი.

სოჭი: 2 იანვარი – 11 იანვარი, 5 ივლისი – 14 ივლისი.

თელა: 12 იანვარი – 24 იანვარი, 15 ივლისი – 25 ივლისი.

კვიპაროსი: 25 იანვარი – 3 თებერვალი, 28 ივლისი – 4 აგვისტო.

ალვა: 4 თებერვალი – 8 თებერვალი; 5 აგვისტო – 13 აგვისტო.

სამხრეთული კარტასი: 9 თებერვალი – 18 თებერვალი, 14 აგვისტო – 23 აგვისტო.

ფიჭვი: 19 თებერვალი – 28/29 თებერვალი, 24 აგვისტო – 2 სექტემბერი.

ტირიფი: 1 მარტი – 10 მარტი, 3 სექტემბერი – 12 სექტემბერი.

ცაცხვი: 14 მარტი – 20 მარტი, 13 სექტემბერი – 23 სექტემბერი.

თხილი: 22 მარტი – 31 მარტი, 24 სექტემბერი – 3 ოქტომბერი.

ცირცელი: 1 აპრილი – 10 აპრილი, 4 ოქტომბერი – 13 ოქტომბერი.

ნეკერჩხალი: 11 აპრილი – 20 აპრილი; 14 ოქტომბერი – 23 ოქტომბერი.

კაკალი: 21 აპრილი – 30 აპრილი; 24 ოქტომბერი – 2 ნოემბერი.

ჟასმინი: 1 მაისი – 14 მაისი, 3 ნოემბერი – 11 ნოემბერი.

წაბლი: 15 მაისი – 24 მაისი, 12 ნოემბერი – 21 ნოემბერი.

იფანი: 25 მაისი – 3 ივნისი, 22 ნოემბერი – 1 დეკემბერი.

რცხილა: 4 ივნისი – 13 ივნისი, 2 დეკემბერი – 11 დეკემბერი.

ლეღვი: 14 ივნისი – 23 ივნისი, 12 დეკემბერი – 21 დეკემბერი.

მუხა: 21 მარტი – გაზაფხულის ბუნიაობა.

არყის ხე: – 24 ივნისი – ზაფხულის პირისპირ დგომა.

ზეთისხილი: 23 სექტემბერი – შემოდგომის ბუნიაობა.

წიფელი: 21-22 დეკემბერი – ზამთრის პირისპირ დგომა.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ