რომელ ასაკში იკრძალება ოქროს სამკაულების ტარება

0
174

ადამიანებმა აუცილებლად უნდა ატარონ უარყოფითი ენერგიისგან დამცველი საშუალებები, თავდაცვის მექანიზმი მაშინაც კი საჭიროა, როცა თავს ჯანმრთელად, მხნედ, წარმატებულად და უსაფრთხოდ გრძნობენ.

ამ მხრივ, დიდი ძალა აქვს ძვირფას ლითონებს, რადგან ისინი თითოეულ ჩვენგანს საიმედოდ იცავს, გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით, გვარიდებს უიღბლობას და არეგულირებს გარშემო მყოფებთან ურთიერთობას.

ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობებს გამორჩეული, სამკურნალო, თვისებები აქვს. ისინი არ იჟანგება, არ განიცდის კოროზიას, აქვთ ბაქტერიციდული აქტივობა და შეუძლიათ, ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ, რადგან გვიცავენ უარყოფითი ენერგიების საფრთხისგან.

მზის ლითონი და მისი ენერგიების გამტარია ოქრო. ის ჩამოყალიბებულ ადამიანებს მეტ ძალას აძლევს, მაგრამ ამ ლითონის სამკაულის ტარება არ არის რეკომენდებული გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდებისთვის. ოქრო ახდენს ენერგიის მაქსიმალურ კონცენტრაციას, აძლიერებს ნერვულ სისტემას, ამაღლებს იმუნიტეტს, ასევე, გვეხმარება ცხოვრების რეალურ აღქმაში. დადგენილია, რომ მარჯვენა ხელზე ოქროს სამკაულის ტარება მკვეთრად ახანგრძლივებს სიცოცხლეს, გვაშორებს ავ თვალს, აძლიერებს ჩვენში მზის ენერგეტიკას, ხელს უწყობს ორგანიზმის რეპროდუქციულ შესაძლებლობებს. ოქროსგან დამზადებული სამკაული აუცილებლად უნდა ატარონ ვერძის, ლომის, მშვილდოსნის, თხის რქის, მერწყულის, კუროსა და ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულმა ადამიანებმა; ხოლო თევზების, კირჩხიბის, სასწორის, ქალწულისა და მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულმა ადამიანებმა ოქრო პერიოდულად უნდა ატარონ. უმჯობესია, თუ კირჩხიბის ზოდიაქოთი დაბადებული ადამიანი უფრო ხშირად ვერცხლისგან დამზადებულ სამკაულს ატარებს.

ვერცხლის სამკაული ხელს უწყობს ინფორმაციის ათვისებასა და მის სწორად გაანალიზებას. ეხმარება უიღბლო ადამიანებს და კურნავს ბევრ დაავადებას. ზოგადად, სწორად შერჩეული ლითონის სამკაული ადამიანებს იცავს ნეგატიური მუხტისგან და მისი ტარება ჩვენთვის ხანდახან, აუცილებელიც კი ხდება.

უარყოფითი ენერგიებისგან დამცველი უნიკალური თვისებები მხოლოდ ძვირფას ლითონებს არ აქვთ. მაგალითად, სპილენძი ფლობს ერთგვარ მაგიურ თვისებებს. მისგან დამზადებული სამკაულის ტარება ადამიანს ეხმარება, უკეთ გაერკვეს გრძნობებში. ის პლანეტა ვენერას ენერგიის მატარებელია და ამის გამო ხელს უწყობს სიყვარულისა და კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირებას. ის უნდა ატარონ კუროსა და სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულმა ადამიანებმა.

რკინა პლანეტა მარსის ენერგიის მატარებელია. მისგან დამზადებული სამკაულები კარგად იცავს ვერძისა და მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს. თუმცა, მისი ტარება ეკრძალებათ უკონფლიქტო, ზარმაც და რბილი ხასიათის მქონე პირებს, ასევე, გაუბედავ ადამიანებს.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba #shenihoroskopi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
გიორგი ფხაკაძე
#drpkhakadze