რომელი ჰოროსკოპის ნიშნის ქვეშ დაბადებულ შეფთან გაქვთ დაწინაურების შანსი

0
301

როგორ მივაღწიოთ დაწინაურებას და როგორ გამოვნახოთ საერთო ენა უფროსსთან? ჩაიკითხეთ მისი ჰოროსკოპი და იმოქმედეთ

ვერძი (21 მარტი – 20 აპრილი)

ვერძი – აშკარა ინდივიდუალისტია. ჰოროსკოპის ამ ნიშანს სხვებისგან გამოარჩევს შესაშური აქტიურობა: მათთვის უმოქმედოდ ცხოვრება წარმოუდგენელია. გამორჩეული ნიჭიერება და იმის უნარი, არ გამოეპაროს არანაირი სიახლე, ვერძებს საშუალებას აძლევს, სადავეები საკუთარ ხელში აიღონ.

როგორ მივაღწიოთ დაწინაურებას ვერძებთან?

შეფი-ვერძები საკუთარი შრომისმოყვარეობით ყველანაირ ზღვარს სცდებიან. ამიტომაც ვერძის ხელმძღვანელობის ქვეშ არანაირი “ხალტურა” და სიზარმაცე არ გაგივათ.

ვერძი-უფროსი დაქირავებულ თანამშრომელში განსაკუთრებით აფასებს ერთგულებას და საკუთარი საქმისადმი თავდადებას. თუ ვერძმა ხელმძღვანელმა ეს თვისებები თქვენში შენიშნა, დაწინაურება გარინტირებული გექნებათ.

კურო (21 აპრილი – 21 მაისი)

კუროს მთავარი თვისება – რკინის სიმშვიდე და პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობაა. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ კუროები მთლიანად ექვემდებარებიან გონებას. მათ უფრო გრძნობა მართავთ.

როგორ მივაღწიოთ კუროსთან დაწინაურებას?

პირველ რიგში, არ გირჩევთ, ბოროტად გამოიყენოთ კუროს უსაზღვრო მოთმინების უნარი – ადრე თუ გვიან მათ მოთმინებასაც ექნება საზღვარი. რა მოეწონება კურო-უფროსს? მათ არ უყვართ გარისკვა, ამიტომაც ყველა წინადადება კარგად აწონ-დაწონილი და გარანტირებულად მომგებიანი უნდა იყოს.

ტყუპი (22 მაისი -21 ივნისი)

ტყუპი – ეს ის ნიშანია, რომელიც ყველაზე ნაკლებად ექვემდებარება რაიმე ლოგიკას. ამის მიზეზია – არაერთგვაროვანი, გაორებული ხასიათი, რომელსაც თითქმის ყველაფერში ამჟღავნებს – საქმეში, ურთიერთობებში, სიტყვებში.

სამაგიეროდ, ამ თვისების წყალობით ტყუპს არ აშინებს საიხლეები და მზად არის კარდინალური ცვლილებებისთვისაც კი.

როგორ მივაღწიოთ წარმატებას ტყუპთან?

უფროსი-ტყუპის ნატურა ისეთია, რომ წინასწარ ვერ განსაზღვრავ, რა შეიძლება მოეწონოს მას და რა – არა. იმისათვის, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფმა თანამშრომელმა დაწინაურებას მიაღწიოს, უნდა გაითვალისწინოს ტყუპის ინოვაციების მიმართ სიყვარული – საკმარისია მიაწოდოთ ახალი და ამასთან, მომგებიანი იდეა და დაწინაურება გარანტირებული გაქვთ.

კირჩხიბი (22 ივნისი – 22 ივლისი)

გულწრფელობა, კეთილსინდისიერება – ეს ის თვისებებია, რომლებიც კირჩხიბებს ახასიათებთ. ამასთან, ისინი არიან გახსნილები, კომუნიკაბელურები – შეუძლიათ საერთო ენის გამონახვა ნებისმიერ ადამიანთან. კირჩხიბები ითვალისწინებენ გარშემომყოფების აზრს, ხანდახან კი ზედმეტად დამოკიდებულებიც არიან მათზე.

როგორ მოვიპოვოთ დაწინაურება კირჩხიბთან?

კირჩხიბი-უფროსები თავიანთ დაქვემდებარებაში მყოფთაგან გამოარჩევენ ისეთსავე კომუნიკაბელურ და გულწრფელ ადამიანებს, როგორებიც თავად არიან. თუმცა თანამშრომლის ამ თვისებებმა ხელი არ უნდა შეუშალოს თავისი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებაში.

თუ მუშაკს ყველა ეს თვისება აქვს შეთავსებული, შეფის სიმპათია მას გარანტირებული ექნება.

ლომი (23 ივლისი – 23 აგვისტო)

ლომები – ისინი დაბადებიდანვე ლიდერები არიან. გრძნობენ საკუთარ ავტორიტეტს და აშკარად გამოხატული პატივმოყვარეობის გრძნობა აქვთ.

აქედანაა სწორედ მათი მიზანდასახულობა და ჟინი, რადაც უნდა დაუჯდეთ, მიზანს მიაღწიონ. თავდაჯერებულობას მათ არა მარტო წარმატებული საქმიანობა ჰმატებთ, არამედ მათდამი გარშემომყოფების დადებითი დამოკიდებულებაც – ლომებს ძალიან უყვართ, როცა მათ აფასებენ.

როგორ მივაღწიოთ დაწინაურებას ლომთან?

სამუშაოს ხარისხიანად შესრულებისას ლომ-უფროსს უნდა აჩვენოთ, რომ ეს ყველაფერი მისი ხელმძღვანელობის ქვეშ ხდება და არა მისგან დამოუკიდებლად.

თან, თუ ამასთან ლომებს სამსახურში აშკარა ლიდერად აღიქვამთ და მათ მიმართ აღფრთოვანებასაც გამოხატავთ, მათი თქვენდამი დამოკიდებულება მხოლოდ ერთიორად გაიზრდება. ასევე, ლომებს ძალიან მოსწონთ, როცა მათ აქებენ – ზოგჯერ შესაძლებელია უფროსის ეს თვისება კარიერული წინსვლისთვის ოსტატურად გამოიყენოთ.

ქალწული (24 აგვისტო -22 სექტემბერი)

არასოდეს დაკმაყოფილდე მიღწეულით – ეს შეგვიძლია ქალწულების დევიზად ჩავთვალოთ. სრულყოფილებისკენ დაუსრულებელი სწრაფვა ქალწულების იდეა-ფიქსია. მათ ხშირად ზედმეტად მიწიერებად თვლიან, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი საქმის ადამიანები არიან და არა – სიტყვის.

აბსტრაქტული იდეები მათ არ ხიბლავთ. ქალწულების აზრით, ყველაფერი პრაქტიკაში უნდა გამოიცადოს.

როგორ მივაღწიოთ დაწინაურებას ქალწულებთან?

იმისათვის, რომ ნებისმიერი ჩანაფიქრი განახორციელოთ, ზედმიწევნითი სიზუსტე და სიფრთხილეა საჭირო – სწორედ ამას აფასებენ ქალწული-უფროსები თანამშრომლებში. გარდა ამისა, შეფი-ქალწულის მოხიბვლა შემოქმედებითი აქტივობით და კრეატიულობითაც შეიძლება. რა თქმა უნდა, ქალწულებისთვის მთავარია, როგორ განხორციელდება ყველანაირი იდეა პრაქტიკაში.

 

სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)

სასწორი – ეს კიდევ ერთი ნიშანია, რომელიც კომუნიკაბელურობით გამოირჩევა. ამიტომაც ისინი კარგად ერკვევიან ადამიანებში და ხშირად მათ უარყოფით და დადებით თვისებებს აშკარად ხედავენ. კეთილშობილება და ხასიათის სირბილე სასწორებს ადამიანებთან ურთიერთობაში ეხმარება. საზოგადოებაში ტრიალი, კოლექტივში არსებობა – ასეთ პირობებში გრძნობს სასწორი თავს ყველაზე კომფორტულად.

 

როგორ მივაღწიოთ დაწინაურებას სასწორთან?

უფროს-სასწორებს სურთ, რომ თავიანთი ქვეშევრდომები იყვნენ მომხიბვლელები და კომუნიკაბელურები. თუ შეძლებთ იყოთ თავდაჯერებული, სათანადოდ წარმოაჩინოთ საკუთარი თავი და შეინარჩუნოთ რეპუტაცია, სასწორები ამას აუცილებლად შეამჩნევენ და სათანადოდ შეაფასებენ.

თუმცა სასწორებისგან მხოლოდ დაწინაურებას არ უნდა მოელოდეთ. მათ დახმარების გაწევაც შეუძლიათ – ისინი ყოველთვის მზად არიან, გვერდში დაუდგნენ თანამშრომლებს ნებისმიერი პრობლემის მოგვარების დროს.

მორიელი (23 ოქტომბერი -21 ნოემბერი)

მტკიცე ნებისყოფის, გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონენი – ეს მორიელები არიან. ისინი ძალიან დამოუკიდებლები არიან, არ საჭიროებენ სხვის შეფასებასა და არად დაგიდევენ გარშემომყოფების აზრს. ისინი ყოველთვის თავად იღებენ გადაწყვეტილებას, ირჩევენ საკუთარი ცხოვრების გზას.

ამიტომაც მათთვის პრობლემა არ არის დაიცვან საკუთარი პოზიცია – სიმართლის დასამტკიცებლად მზად არიან, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლონ.

როგორ მივაღწიოთ დაწინაურებას მორიელთან?

მორიელი – ძლიერი ხელმძღვანელია. ამიტომაც მისი დაქვემდებარების ქვეშ მხოლოდ იმ შემთხვევაში ღირს მუშაობა, თუ თქვენ მთლიანად იზიარებთ მის აზრსა და პოზიციას. თუ შეფსა და თქვენს შორის განსხვავებული აზრი ჩამოყალიბდა, დაწინაურებაზე არც კი იოცნებოთ.

მორიელებისთვის მთავარია, კოლექტივი შეკრული იყოს და ერთი მიზნისკენ ერთი აზრით მიდიოდნენ. თუ გსურთ, რომ კარიერაში წინსვლას მიაღწიოთ, უნდა იმოქმედოთ მხოლოდ ფირმის ინტერესებიდან გამომდინარე.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)

ნატურით ოპტიმისტი მშვილდოსნები ცხოვრებას მარტივად და იუმორით უყურებენ. დამოუკიდებელი და თავისებური ხასიათი მათ საშუალებას აძლევს, წარუმატებლობაზე თვალი დახუჭონ.

ერთი მხრივ, ისინი ძლიერი პიროვნებები არიან – ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად გამოხატავენ საკუთარ აზრს; მეორე მხრივ – მათ შეუძლიათ იყვნენ საოცრად გულჩვილები და მგრძნობიარენი.

როგორ მივაღწიოთ დაწინაურებას მშვილდოსანთან?

იმისათვის, რომ არ მიიღოთ შენიშვნა და შთაბეჭდილება მოახდინოთ შეფზე, უნდა იმუშაოთ ოპერატიულად, სწრაფად და ხარისხიანად. მშვილდოსან-უფროსს არ გამოეპარება თანამშრომლის კეთილსინდისიერება. ამიტომაც მასთან არანაირი მლიქვნელობა არ გაგივათ. ასე რომ, ნელა და მიზანმიმართულად მოიპოვეთ მშვილდოსნის ნდობა და დაწინაურება გარანტირებული გექნებათ.

თხის რქა (22 დეკემბერი – 20 იანვარი)

თხის რქები რამდენიმე დადებითი თვისების მატარებლები არიან – უანგარობა, სერიოზულობა, საიმედოობა, კეთილსინდისიერება. მათ ყოველთვის და ყველა სიტუაციაში დაეყრდნობით, რადგან თხის რქები თავს მოვალედ თვლიან, ნებისმიერი ადამიანის თხოვნა შეასრულონ.

არსით, ჰოროსკოპის ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები, კონსერვატორები არიან.

როგორ მივაღწიოთ დაწინაურებას თხის რქასთან?

თხის რქას არ მოსწონს სარისკო წინადადებები, ყველაფერი სიფრთხილით უნდა იყოს აწონ-დაწონილი – შეფი არ მიიღებს უცნაურ და სარისკო ნოვაციას. უფროს-თხის რქას მოსწონს საქმისადმი პასუხისმგებლობით მიდგომა. თუ თანამშრომელი მოთმინებით, სერიოზულობით და ზედმიწევნით ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას – უფროსი ამას აუცილებლად შეამჩნევს და დააფასებს.

მერწყული (21 იანვარი – 19 თებერვალი)

კოლექტივში მერწყული დაფასებული და გავლენიანი პიროვნებაა. მიზანი, რომელსაც ის ისახავს, ძირითადად, მიღწევადია – მერწყული საოცრად მიზანსწრაფულია. ამასთან, ისინი იშვიათად ითვალისწინებენ სხვის აზრს, არ საჭიროებენ გარშემომყოფთა რჩევა-დარიგებებს. ამიტომაც მერწყული დამოუკიდებლობითაც გამოირჩევა და დასახულ მიზანს მხოლოდ საკუთარი ძალებით აღწევს.

როგორ მივაღწიოთ დაწინაურებას მერწყულთან?

მერწყული გამომგონებლობითა და განსჯის საოცარი უნარით გამოირჩევა – პრემიებსა და დაწინაურებას მასთან მხოლოდ დამსახურებულად უნდა ელოდეთ. გამორჩეული იდეები, ღირებული წინადადებები, შრომისმოყვარეობა და მონდომება – მხოლოდ ასეთი თვისებებით შეძლებთ უფროსი-მერწყულის მოსყიდვას.

ის თვლის, რომ საქმე ან კარგად უნდა გააკეთო, ან საერთოდ არ უნდა მოჰკიდო მას ხელი. ამიტომაც მთელი ძალა და ენერგია საკუთარი მოვალეობების შესრულებაზე უნდა დახარჯოთ.

თევზები (20 თებერვალი – 20 მარტი)

საერთოდ, თევზები კარგად ერკვევიან ადამიანებში, გაგებით ეკიდებიან მათ და შეუძლიათ, იყვნენ ერთგული მეგობრები. თუმცა ხშირად ისინი საკუთარ თავში იკეტებიან, უჭირთ საკუთარ ძალებში დარწმუნება. თევზების კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისებაა -ხასიათის მოულოდნელი ცვალებადობა.

როგორ მივაღწიოთ დაწინაურებას თევზებთან?

უფროსი-თევზების დაქვემდებარებაში მყოფმა არ უნდა დაარღვიოს ჰარმონიული, მშვიდი და უკონფლიქტო სიტუაცია კოლექტივში. თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებულ უფროსს უმჯობესი იქნება, თუ პრობლემის მოგვარებას სთხოვთ და დამოუკიდებლად არ დაიწყებთ მის გადაწყვეტას – ამ თვისებისთვის ის აუცილებლად დაგაფასებთ.

გარდა ამისა, შეგიძლიათ ისარგებლოთ თევზების რბილი ხასიათით: მათ არ უყვართ უარის თქმა არანაირ თხოვნაზე. ერთ-ერთი თხოვნა კი თავისუფლად შეიძლება სამსახურში დაწინაურება იყოს.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ