როგორ უნდა შეამოწმოთ, გაქვთ თუ არა განკურნების მაგიური ძალა

0
199

დღეს ბევრს აინტერესებს, გაარკვიოს, აქვს თუ არა მაგიური შესაძლებლობები. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს სურს, იყოს სხვებისგან განსხვავებული, ჰქონდეს რაღაც უჩვეულო უნარები, მაგრამ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი როდია. თუმცა ამის ალბათობა არის. მაშ, როგორ უნდა დავადგინოთ, რომ მაგიური მონაცემები ჩვენც გვაქვს? არსებობს მარტივი ხერხები ამის ამოსაცნობად და სწორედ მათ შესახებ გვესაუბრება ეზოთერიკოსი ბატონი თემურ ქ.

– თუ ექსტრასენსორული შესაძლებლობებისა და ინტუიციის განვითარება რაღაც დონეზე მაინც შეიძლება, მაგიასთან დაკავშირებით სიტუაცია ბევრად უფრო რთულია. თუმცა ზოგისთვის პასუხი კითხვაზე: „როგორ გავიგო, მაქვს თუ არა მაგიური შესაძლებლობები?“ ბავშვობის ან მოზარდობის ასაკიდანაა ცნობილი. საუბარია მათზე, ვინც აშკარად გრძნობს მაგიური ძალის არსებობას და იყენებს კიდეც მას. მათ კი, ვინც არ იცის, როგორ გაარკვიოს თავისი ჯადოსნური შესაძლებლობების შესახებ, რამდენიმე რჩევას მივცემთ და რაღაც ხრიკებსაც ვასწავლით საამისოდ.

– მაინც რა ხერხებისა და გზების საშუალებით შევძლებთ გავიგოთ, გვაქვს თუ არა მაგიური შესაძლებლობები?

– მაგიური შესაძლებლობების ტესტირება მარტივია. უბრალოდ, შეხედეთ გვერდიდან საკუთარ თავს და ყურადღებით დააკვირდით – რაიმე უჩვეულო მოვლენას ხომ არ ამჩნევთ?.. თქვენთვის დამახასიათებელი ზოგიერთი თვისება შეადარეთ თქვენსავე ცხოვრებასა და მახასიათებლებს. ამისთვის კი გთავაზობთ შემდეგი ნიშნების ჩამონათვალს, რაც პირდაპირ ან ირიბად განსაზღვრავს თქვენს მაგიურ შესაძლებლობებს. მაგრამ, სანამ ამას შეამოწმებდეთ, ყურადღებით წაიკითხეთ თითოეული მოცემულობა და უპასუხეთ მხოლოდ სიმართლე, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგი მცდარი იქნება. მაშ ასე: თქვენ ხედავთ სხვა ადამიანების ენერგიას და მათ შორის, დაზიანებულსაც; რთული სიტუაციებიდან დიდი დანაკარგების გარეშე გამოდიხართ, ყოველთვის გიმართლებთ და იღბალი თან გდევთ – ეს ერთგვარი თვითგადარჩენის ინსტინქტია: საფრთხეს გრძნობთ, რაც ნიშნავს, რომ შეგიძლიათ, მისი თავიდან აცილება; სხვა ადამიანებზე გონებრივ ზემოქმედებას ახდენთ და ეს ეხება ზოგიერთ მანიპულაციას (ადამიანმა გააკეთოს ის, რაც თქვენ გსურთ), ან შეგიძლიათ ნეგატივის გაგზავნა იმ მიზნით, რომ ობიექტს რაღაც ცუდი დაემართოს; გაქვთ მომავლის განჭვრეტის უნარი, რაც უფრო ხშირად ნეგატიურ მოვლენებს ეხება: დაავადებებს, სიკვდილს, კატასტროფებს და შეგიძლიათ, თავიდან აიცილოთ ის; ახლობლები, ვისთანაც საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა გაქვთ, აღნიშნავენ, რომ თავს რაღაც უჩვეულოდ გრძნობენ – უჭირთ ან პირიქით, უადვილდებათ თქვენს გარემოში ყოფნა – ეს კი, რა თქმა უნდა, უკავშირდება თქვენს ქვეცნობიერ დამოკიდებულებას მათ მიმართ; შეგიძლიათ ამოიცნოთ დაავადებები, ზემოქმედება მოახდინოთ შელოცვებით, ჯადოსა თუ გათვალვის საშუალებით და ეს ზოგჯერ, თქვენი მონაწილეობის გარეშეც კი: მაგალითად, ვიღაც ცუდად მოგექცათ, გაბრაზდით მასზე და ეს რისხვა შეიძლება ჯადოდ რეალიზდეს, თუმცა იგივე შეიძლება მოხდეს განზრახადაც; თუ გაინტერესებთ მაგია ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით: წაიკითხეთ წიგნები მის შესახებ, უყურეთ ფილმებს; შეგიძლიათ მკითხაობა (ბანქოს საშუალებით, ყავის ნალექზე…) და უფრო მეტიც, თქვენი სიტყვები ნამდვილად ასახავს ობიექტის წარსულს ან აწმყოს, რაც არ შეიძლებოდა, წინასწარ გცოდნოდათ; თქვენ, შეიძლება ითქვას, ადამიანებს განჭვრეტთ: ხვდებით მათ განზრახვებს, განცდებს, აზრებს, გრძნობებს, რაც ხშირად ცუდად აისახება მათთან ურთიერთობაზე, განსაკუთრებით კი, პირად ცხოვრებაში – ნებისმიერი ადამიანი გადაშლილი წიგნივითაა, რის გამოც ის უბრალოდ, უინტერესო ხდება თქვენთვის; შორსაა თქვენგან ამქვეყნიური დავიდარაბა, ყოველდღიური პრობლემები – რადგან უმთავრესი თვითგანვითარება, სულიერი სრულყოფაა, შესაბამისად, ბევრს კითხულობთ და ფიქრობთ; თქვენი საუკეთესო თანამგზავრი მარტოობაა, რაც საშუალებას გაძლევთ, დააგროვოთ შინაგანი ენერგია და პოტენციალი; თქვენ შეგიძლიათ ყველა სახის თანამედროვე მაგიური ნივთის გამოყენება, მაგალითად, სხვადასხვა გამოსახულების დანახვა ბროლის ბურთის მეშვეობით; კომფორტულად გრძნობთ თავს სასაფლაოზე, უდაბნოში, უკაცრიელ ადგილზე – შიშსა და დაბნეულობას არ იწვევს თქვენში. ეს არის სულ და ამ ტესტის შედეგების მიხედვით, სულ მარტივად გაიგებთ, თქვენი მაგიური შესაძლებლობების შესახებ: თუ წარმოდგენილი მონაცემებიდან 8-ს ეთანხმებით, მაშინ ჯადოსნური შესაძლებლობები გაქვთ (შესაძლოა არც თუ ისე გამოხატული და განვითარებული).

– რაიმე უჩვეულო ნიშანი ფიზიკურადაც ხომ არ გამოარჩევს ჯადოქარს?

– გსმენიათ ალბათ ქირომანტიის შესახებ – წინასწარმეტყველება ხელისგულის ხაზების მიხედვით და როგორც ირკვევა, ჯადოქრებსა და ექსტრასენსებს გარკვეული სპეციფიკური ხაზები აქვთ, რაც მათ უჩვეულო შესაძლებლობებს ადასტურებს. შეგიძლიათ თავად მოძებნოთ ისინი, მაგრამ უმჯობესია, მიმართოთ პროფესიონალ ქირომანტს.

– განკურნების მაგიურ ძალაზე რას გვეტყვით?

– იმის გასარკვევად, გაქვთ თუ არა განკურნების მაგიური ძალა ანუ უნარი, განკურნოთ ადამიანი წამლებისა და სამედიცინო მანიპულაციების გარეშე, თავად სცადეთ, ვინმეს უმკურნალოთ: ხელით შეეხეთ დაავადებულ ორგანოს (მის ზედაპირს) და შეეცადეთ, თქვენი ენერგიის ნაწილი მასზე გადაიტანოთ. თუ ადამიანს მდგომარეობა ოდნავ მაინც შეუმსუბუქდა, ესე იგი, გარკვეული მიდრეკილებები გაქვთ. არის კიდევ უფრო მარტივი გზაც, საკუთარ თავში ჯადოქრის გამოცნობისა – უბრალოდ, შეეცადეთ, რაღაც მაგიური მოიმოქმედოთ. მაგალითად, უმკითხავეთ ვინმე ახლობელს. თუ თქვენი პროგნოზები გამართლდა, მაშინ ნამდვილად გაქვთ ჯადოქრის მონაცემები. დაბოლოს, ესაუბრეთ პროფესიონალ ჯადოქარს, ის უეჭველად იგრძნობს „მშობლიურ“ ენერგიას. მაშ ასე, უკვე იცით, როგორ განსაზღვროთ საკუთარი, თუ სხვისი ჯადოსნური შესაძლებლობები. მაგრამ, ასეთ საჩუქარს ტყუილად არ არიგებენ – ის უნდა გამოიყენოთ საკუთარი თავისა და სხვათა სასარგებლოდ. წყარო

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ