როგორ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ენერგეტიკა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

0
761

ენერგია თითოეული ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის გვაიძულებს მოძრაობას, მოქმედებას, სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. სწორედ დადებითი ენერგეტიკაა პასუხისმგებელი ჩვენს განწყობაზე, ჯანმრთელობასა და წარმატებაზე. მაგრამ ენერგეტიკის სათანადო დონეზე შენარჩუნებისთვის, საჭიროა მისი პერიოდულად გაძლიერება. აქ კი მოქმედება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით არის საჭირო.

ვერძი

ნიშნის თავდაჯერებულობა თავისთავად არასდროს ქმნის პრობლემებს. მათი მძლავრი  ენერგია გარეთ იღვრება და თითქმის ყოველთვის ყველაფერს წალეკავს ხოლმე თავის გზაზე. და ენერგია რომ ტყუილუბრალოდ არ დაიხარჯოს, მისი რაციონალურად გამოყენებაა საჭირო. მოუსმინეთ ახლობლების ბრძნულ რჩევებს და მათ სიტყვებში რაციონალური ლოგიკის პოვნა.

კურო

კუროს ნიშნის წარმომადგენლების ენერგეტიკას წინასწარ მკაფიოდ გათვლილი გეგმები განამტკიცებს. მაგრამ იმისთვის, რომ კუროს გული ახალი იდეით აინთოს, საკუთარი ოცნების სწორად ჩამოყალიბებაა საჭირო. და რაც უფრო მეტ დროს დაუთმობენ ისინი დაგეგმვას, მით უფრო გაძლიერდება მათი ენერგეტიკა.

ტყუპი

ტყუპები მძლავრი ენერგეტიკით გამოირჩევიან, მაგრამ ყოველთვის სტაბილურით – არა. ენერგეტიკა რომ გამტკიცდეს, ცუდი არ იქნება სასარგებლო გატაცების პოვნა, რომელიც თქვენს ფარულ შესაძლებლობებს გახსნის. მიმართეთ თქვენი ნიჭი საჭირო კალაპოტში და გარკვეული დროის შემდეგ საკუთარი წარმატების დადებით დინამიკასაც ნახავთ.

კირჩხიბი

კირჩხიბების ენერგეტიკას მხოლოდ პერსონალური თილისმები ან ამულეტები, ვინც მორწმუნეა, მათ სახელზე ნაკურთხი რელიგიური ატრიბუტიკა დაეხმარება. ეს ატრიბუტიკა თქვენი მტრების გამოვლენაში დაგეხმარებათ, რომლებსაც მეგობრების ნიღბები აქვთ აფარებული. თილისმა, საჭირო ენერგიის შესანარჩუნებლად, იმ ადგილას დადეთ, სადაც უმეტესად ისვენებთ.

ლომი

ლომები ენერგეტიკული პოტენციალის გაზრდას მხოლოდ შინაგანი მოტივაციის ხარჯზე შეძლებს. თქვენთვის რეკომენდებულია ზედმეტი განცდების მოშორება და ბალანსის მოძებნა, ხოლო შემდგომში ყველა ნეგატიური გამოვლენისგან გათავისუფლება. ეცადეთ, დაეხმაროთ ახლობლებს და მათ, ვისაც თქვენი მხარდაჭერა სჭირდება.

ქალწული

ქალწულების თავი ცუდი აზრებით ხშირად არის სავსე. ენერგეტიკის გაძლიერება შესაძლებელია იმ პირობით, თუ დაგროვებულ პრობლემებს ისინი სხვადასხვა ფორმას არ მისცემენ სიზმარშიც კი.  მოიშორეთ ყველაფერი არასაჭირო, გაზარდეთ თქვენი თავდაჯერებულობა და ხელი მიჰყავით მედიტაციას.

სასწორი

სწორად შექმნილ მოტივაციას სასწორების წარმატების მწვერვალზე აყვანა შეუძლია. ამიტომ, სწორედ ამას შეუძლია მათი ენერგეტიკის ამაღლება. და თუნდაც არ გქონდეთ განწყობა, გაიხსენეთ, რა განიჭებდათ სიამოვნებას და რას მიჰყავდით გამარჯვებასთან. ყველაზე უმნიშვნელო მიღწევებსაც კი შეუძლია ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის წარმატებისა და ბედნიერების მოტანა.

მორიელი

მორიელებს თავდაჯერებულობას მატებს და წარმატებას უქადის რაციონალურად დაგეგმილი დასვენება. მათ ძალზე დიდი ამბიციები აქვთ, ამიტომ კარგი დასვენება ნამდვილად არ აწყენთ. შთაგონებისთვის აუცილებელია ძალების თანაბრად გადანაწილება, საჭირო არაა ამ ძალების ტყუილუბრალოდ ხარჯვა. აქედან გამომდინარე, ენერგიის შესავსებად, მორიელებისთვის აუცილებელია დასვენება.

მშვილდოსანი

მშვილდოსნების ენერგიის გაძლიერება შესაძლებელია ძლიერი ემოციების ხარჯზე, რომელიც მათ ასე არ ჰყოფნით ცხოვრებაში. ნაცრისფერ ყოველდღიურობას შეუძლია, მათ დადებითი ენერგია წაართვას. და თუ მშვილდოსნები დროულად შეძლებენ რუტინისგან გათავისუფლებას, მაშინ შანსია, აიმაღლონ ენერგეტიკა და იპოვონ თავიანთი წარმატება.

თხის რქა

ნუ დაისახავთ დიდ მიზნებს და ისწავლეთ რაიმეს უანგაროდ კეთება. ნუ დაელოდებით, რომ სხვები მადლობას გეტყვიან, ან რაიმეს გაჩუქებენ თქვენი კეთილი საქმისთვის. თქვენი ენერგიით ავსება, ძალების მოცემა მხოლოდ ცხოვრებაზე ფხიზელ შეხედულებებს შეუძლია.

მერწყული

თუ მერწყულები ენერგეტიკას დროულად არ შეივსებენ, ამას, შესაძლოა, არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვეს. და ეს რომ არ მოხდეს, თქვენს ცხოვრებაში უნდა შემოიკრიბოთ ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაზე მარტივი შეხედულებები აქვთ. მათ შეუძლიათ საყვედურების გარეშე თქვენთვის დროული დახმარება. ყველა წესის დაცვის შემთხვევაში, თქვენი ენერგეტიკა ერთნაირ დონეზე იქნება შენარჩუნებული.

თევზები

ნუ მოექცევით იმ ადამიანების მხარეს, რომლებსაც უარყოფითი ენერგეტიკა აქვთ და მუდმივად იცვლიან თავიანთ განწყობას. ეცადეთ, ცხოვრებისგან მხოლოდ დადებითი მიიღოთ. ჩამოიშორეთ არასერიოზული და შურიანი პიროვნებები. მხოლოდ ასეთ პირობებში მოახერხებთ ენერგეტიკის შენარჩუნებას არასტაბილური ვითარებების დროს.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ