როგორ ირჩევს სული მომავალ მშობლებს: ბავშვი აუცილებლად გეყოლებათ, თუ…

0
184
როგორც ამბობენ, ბავშვის სულისთვის მნიშვნელოვანია მომავალი მამის მორფოლოგიური თვისებები: გარეგნობა, გენეტიკური კოდი და გვარ-ჯიში. ამასთან, ბავშვმა ზუსტად იცის დაბადების დღე, საათი და წამიც კი.
იმასაც ამბობენ, რომ დაბადების თარიღში დაშიფრულია ინფორმაცია არა მარტო მისი წინა განსხეულებების შესახებ, არამედ ახალი ცხოვრების პროგრამაც: ნიჭი, უნარები, კარიერა, პირადი ცხოვრება, მიწიერი მისია. მოკლედ, ყველაფერი, რაც სულის ევოლუციისთვის არის აუცილებელი.
კარმის კანონების მიმდევრები ირწმუნებიან, რომ თუ ქალს ბავშვი არ ეძლევა, ე.ი. მას ან ჯერ არ დაუსრულებია კარმაზე მუშაობა, ან „ის“ მამაკაცი არ ჰყავს შერჩეული.
ეს კარგად ჩანს იმგვარ შემთხვევებში, როდესაც დიდხანს ერთად მცხოვრებ წყვილს შვილი არ უჩნდება, მაგრამ საკმარისია ერთმანეთს დაშორდნენ, რომ ერთსაც და მეორესაც სხვა მეუღლეებთან შვილი შეეძინოთ.
რეინკარნაციის პრინციპების თანახმად, სული განმეორებით იმისთვის იბადება, რომ უფრო სრულყოფილი გახდეს და კიდევ მეტი გამოცდილება შეიძინოს.

ამასთან, წინა ცხოვრება სულს დაბადებისთანავე ავიწყდება და ყველაფერს თავიდან იწყებს. ანუ ყოველი დაბადებისას სული უცოდველია, მაგრამ წინა ცხოვრების გამოცდილებით „დატვირთული“. ეს ყველაფერი კი, თურმე, იმიტომ, რომ ახალ ცხოვრებაში თავისუფალი არჩევანი მიეცეს.

ამბობენ, რომ სული აუცილებლად დაიბადება ოჯახში, რომელშიც მეუღლეები არა მხოლოდ სთხოვენ ბავშვს დაბადებას, არამედ აღუთქვამენ მას უკიდეგანო სიყვარულს და ჰპირდებიან, რომ მიიღებენ ისეთს, როგორიც იქნება. ამასთან, ყველგან და ყველაფერში სიკეთეს თესენ. და ეს მაშინაც კი, როცა ქალს ან მამაკაცს ათასგზის აქვს გამოტანილი სასტიკი სამედიცინო განაჩენი – უნაყოფობა!
მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ