რა ძალა აქვს და სად და როგორ უნდა დაიბნიოს ქალმა თუ მამაკაცმა დამცავი ქინძისთავი

0
1002

ქინძისთავი ლითონისგან მზადდება და უარყოფით ენერგეტიკას იზიდავს. წვეტიანია, რაც ლითონის უნარს – აითვისოს ნეგატივი, უფრო აძლიერებს… და, რა თქმა უნდა, შეკრული წრე – მსგავსი ბეჭდის რგოლისა, რომელსაც ერთ-ერთ წვერზე არსებული ზამბარა კიდევ უფრო აძლიერებს და ორმაგად კეტავს ნეგატივს.

ერთადერთი პრობლემა ისაა, თუ როგორ უნდა მიიმაგროთ ის სწორად: შესაკრავით ქვევით თუ ზემოთ? იმისთვის, რომ ქინძისთავი მართლაც თქვენი დამცავი გახდეს, ვერტიკალურად უნდა მიამაგროთ ტანსაცმლის შიგნითა ნაკერს და აუცილებლად შესაკრავით ქვევით. მამაკაცის შემთხვევაში – ის ტანსაცმელზე გულის სარტყელში მაგრდება, ქალის კი – კაბის ბოლოს. მაგრამ არც ეს არის საკმარისი იმისთვის, რომ ქინძისთავი ამუშავდეს. თანამედროვე ტერმინი რომ გამოვიყენოთ, ის უნდა გააქტიურდეს, რისთვისაც მარტივი რიტუალია შესასრულებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქინძისთავი დარჩება მხოლოდ ქინძისთავად.

დამცავ თილისმად ქინძისთავი, რომელიც იღბლისა და ფულის მოსაზიდად გამოიყენება, მხოლოდ ახალი უნდა იყოს. შესაბამისად, სამკერვალო ყუთში ჩაყრილი ქინძისთავები არ იმუშავებს და უფრო მეტიც, არც ვინმესგან ნაჩუქარი გამოდგება საამისოდ. ქინძისთავი, დამცავი თილისმის ფუნქციით, უნდა შეიძინოთ მილევადი მთვარის ფაზაში, ხოლო ფულის მოსაზიდად – მზარდი მთვარის დროს. არსებობს უამრავი სხვა დამცავი შელოცვაც, მაგრამ რომელსაც ახლა გაგაცნობთ, არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია, არამედ – უნივერსალურიც. ის ერთნაირად კარგად მუშაობს როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალებისთვის, შესაფერისია ასევე, ბავშვებისა და მოზრდილებისთვისაც… რადგან თავად მფარველი ანგელოზი ხდება მასში თქვენი დამცველი. მაშ ასე, სანთლის ალზე გაახურეთ ქინძისთავის წვერი და სამჯერ წარმოთქვით შემდეგი ფრაზა: „მფარველო ანგელოზო, გევედრები, ამაცილე უბედურება და დამიცავი მტრისგან, ამომაფარე შენს ზურგს და ყველგან ჩემთან ერთად იყავი.“ შემდეგ ტანსაცმელზე შესაბამის ადგილას მიიბნიეთ და საკეტიც ჩაკეტეთ. ყოველ 3 თვეში ერთხელ ქინძისთავი ახლით შეცვალეთ, მაგრამ, თუ მანამდე გამუქდა, გაიღუნა ან დაჟანგდა, სასწრაფოდ გადააგდეთ. თუ ქინძისთავი ძვირად ღირებული ლითონისგანაა დამზადებული (ვერცხლი, ოქრო), დაგროვილი ნეგატივისგან გასაწმენდად, ღამით მარილში მოათავსეთ.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ