რა ნეგატიურ ტენდენციებს გააძლიერებს მარსი-სატურნის შეერთება

0
133

გავ­ლე­ნა: 2-18 აპ­რი­ლი

მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­მოვ­ლე­ნა: 5-15 აპ­რი­ლი

პიკი: 11 აპ­რი­ლი

2 აპ­რილს მარ­სი შე­უ­ერ­თდა სა­ტურნს და მისი გავ­ლე­ნა 18 აპ­რი­ლამ­დე გას­ტანს (პიკი 11 აპ­რილს იქ­ნე­ბა). ას­ტრო­ლო­გი­ა­ში ეს ორი პლა­ნე­ტა მკვეთ­რად ნე­გა­ტი­ურ გა­მოვ­ლე­ნა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს. ერთი მხრივ ეს არის და­პი­რის­პი­რე­ბა, ბრძო­ლა და ომი, მე­ო­რე მხრივ კი – პრობ­ლე­მა, წი­ნა­ღო­ბა, კრი­ზი­სი და საფრ­თხე. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს 2024 წლის თე­ბერ­ვლის მე­ო­რე დე­კა­დის შემ­დეგ (რო­დე­საც მარ­სი-პლუ­ტო­ნის შე­ერ­თე­ბა იყო), ეს ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დია. უფრო მე­ტიც, 2-18 აპ­რი­ლი ნე­გა­ტი­უ­რი ფო­ნით ბევ­რად უა­რე­სია, ვიდ­რე თე­ბერ­ვა­ლი (მით უმე­ტეს, რომ ამა­ვე პე­რი­ოდ­ში, კონ­კრე­ტუ­ლად კი 8 აპ­რილს მოხ­დე­ბა მზის დაბ­ნე­ლე­ბაც და ეს უფრო და­ამ­ძი­მებს სა­ერ­თო სუ­რათს).

ზო­გა­დი ტენ­დენ­ცი­ე­ბი

ბუ­ნებ­რი­ვია, პირ­ველ რიგ­ში ეს იქ­ნე­ბა აგ­რე­სი­უ­ლი ფო­ნის მკვეთ­რი ზრდა და კონ­ფლიქ­ტუ­რი გა­რე­მო­ე­ბე­ბის შექ­მნა. ადა­მი­ა­ნებ­ში გაძ­ლი­ერ­დე­ბა სი­სას­ტი­კე და შე­უბ­რა­ლებ­ლო­ბა. შე­საძ­ლოა გაჩ­ნდეს სა­კუ­თარ თავ­ზე კონ­ტრო­ლის და­კარ­გვის საფრ­თხეც. შე­საძ­ლოა შე­იქ­მნას მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი. ამი­ტომ ყვე­ლას წინ­და­ხე­დუ­ლო­ბის, მოთ­მი­ნე­ბის და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბის გა­მო­ჩე­ნა მარ­თებს. ასე­თი მიდ­გო­მა შე­ამ­ცი­რებს და­პი­რის­პი­რე­ბე­ბის და კონ­ფლიქ­ტე­ბის ალ­ბა­თო­ბას.

გლო­ბა­ლურ დო­ნე­ზე მკვეთ­რად მო­ი­მა­ტებს ტექ­ნი­კუ­რი ავა­რი­ე­ბის და კა­ტაკ­ლიზ­მე­ბის ალ­ბა­თო­ბა. მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას შე­საძ­ლოა გაჩ­ნდეს ახა­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა ან უკვე არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი შე­საძ­ლოა კი­დევ უფრო დიდ მას­შტაბ­ში გა­და­ი­ზარ­დოს. მო­ი­მა­ტებს ტე­რაქ­ტე­ბის ალ­ბა­თო­ბაც.

ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ დო­ნე­ზე სა­ყუ­რა­დღე­ბო იქ­ნე­ბა 27 თე­ბერ­ვლი­დან 10 მარ­ტამ­დე და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. მათ მარ­თებთ ყვე­ლა­ზე მეტი ყუ­რა­დღე­ბა და სიფრ­თხი­ლის გა­მო­ჩე­ნა. გან­სა­კუთ­რე­ბით თუ მათი საქ­მი­ა­ნო­ბა უკავ­შირ­დე­ბა ცე­ცხლსას­როლ ია­რაღს, და­ნად­გა­რებ­თან მუ­შა­ო­ბას, ბასრ და მჭრელ საგ­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას და ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის ექ­სტრე­მა­ლურ გა­რე­მო­ე­ბებს. წინ­და­ხე­დუ­ლო­ბა და სიფრ­თხი­ლე მკვეთ­რად შე­ამ­ცი­რებს ნე­გა­ტი­უ­რი შე­დე­გის დად­გო­მას.

ას­ტრო­ლო­გი რა­მაზ გი­გა­უ­რი

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ