რა თვისებებით დაგაჯილდოვათ თქვენი დაბადების რიცხვმა, თუ 5-ში დაიბადეთ

0
501

რიცხვი 5-ის პლანეტა მერკურია, რომელიც ფულსა და საქმიანობას მართავს. 5 რიცხვში დაბადებული ადამიანები მერკანტილურები არიან და მათთვის ცხოვრების კრედო – ქონების დაგროვებაა.

ისინი მოხერხებულები და ძალიან საქმიანები არიან. ფულისადმი დიდი სიყვარულის გამო და იმიტომ, რომ ისინი მოუთმენლები არიან, ხშირად კანონის დარღვევაზეც მიდიან. ეს ადამიანები ბევრ კარგ თვისებას ფლობენ.

მაგალითად, ისინი სწრაფად აზროვნებენ და უცებ იღებენ გადაწყვეტილებებს. მათთან ადვილია ცხოვრება, რადგან ისინი ურთიერთობისას ტაქტიანები არიან და საოცრად დიპლომატიურები. ბუნებით ძალიან ძლიერი 5-იანი უმკლავდება ყველანაირ სირთულეს და არასოდეს ეცემა სულიერად გაჭირვების ჟამს, რა თქმა უნდა, მაშინ, როცა საქმე მათ ქონებას არ ეხება.

ყველა ეს დადებითი თვისება მხოლოდ ერთი მიზნისკენ არის მიმართული – ფინანსური წარმატებისკენ. ჭკუა, მოხერხებულობა, დიპლომატიურობა, ტაქტი, ქმედების სისწრაფე, ხასიათის სიმტკიცე მხოლოდ მაშინ იჩენს თავს, თუ სამიზნე – ფულია.

ემოციური თავისებურებები

ეს ადამიანები მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობისკენ ისწრაფვიან. ნებისმიერი მათი ქმედება ფულის კეთებისკენ არის მიმართული. მათი სულიერი ცხოვრებაც და მათი სექსუალური ლტოლვაც ფულის სიყვარულითა და საქმეში წარმატებით არის ნაკარნახევი. მათთვის მთავარია, პარტნიორი მატერიალურად იყოს ძლიერი. ფიზიკურობას ისინი ამ შემთხვევაში ყურადღებას არ მიაქცევენ.

უარყოფითი მხარეები

მიუხედავად იმისა, რომ 5 რიცხვში დაბადებულები ბედის ნებისმიერ დარტყმას ვაჟკაცურად ხვდებიან, ისინი აბსოლუტურად დემორალიზებულები ხდებიან, როცა ფულს ან სარფიან საქმეს კარგავენ. სამწუხაროდ, ისინი ხშირად იმეორებენ შეცდომებს და ვერ სწავლობენ ძველ გამოცდილებაზე.

გამოუსწორებელი მოთამაშეები არიან, იქნება ეს მაგიდასთან, საფონდო ბირჟასა თუ იპოდრომზე. ისინი უძლურები ხდებიან დიდი ფსონის წინაშე. კიდევ ერთი უარყოფითი თვისებაა – მათი ადვილად აღგზნებადობა. თუ ის რაღაც დონეზე არ დაბალანსდა კარგ თვისებებთან – ჭკუასა და ლოგიკასთან, მაშინ ისინი სრულიად კარგავენ ზომას და კრახით ამთავრებენ კარიერას თუ პირად ურთიერთობას.

ჰარმონიული ურთიერთობა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 5 რიცხვში დაბადებულებთან ერთად მარტივია ცხოვრება. ისინი რბილი ხასიათის, დიპლიმატიურები და დამთმობები არიან. მაგრამ ეს თვისებები ფულის წყურვილს ექვემდებარება და ისინი მხოლოდ მაშინ ჩნდება, თუ არის სიმდიდრის მოხვეჭის პერსპექტივა. ამიტომაც მათი გაგება მხოლოდ მათსავით მერკანტილურებს შეუძლიათ.

სექსში ისინი ეგოისტები არიან და აქაც მათზე ფულის სიყვარული მეფობს.

ბედნიერი რიცხვები – 5, 14, 23, 3, 12, 30; 9, 18, 27.

მტრულად განწყობილი რიცხვები – 2, 20, 4, 13, 22, 31, 7, 16, 25.

ნეგატიური თვეები – ივნისი, სექტემბერი, დეკემბერი.

ბედნიერი თარიღები – 5, 14, 23.

ბედნიერი კვირის დღეები – ოთხშაბათი და პარასკევი.

ფერები – ღია რუხი, თეთრი, ვერცხლისფერი და ყველა მბზინავი ფერი.

ქვები – ალმასი, ბრილიანტი ვერცხლსა და პლატინაში.

ლითონები – თეთრი ლითონი, ვერცხლი ან პლატინა. არ არის რეკომენდებული ყვითელი ოქროს ტარება.

დაავადებები – სულიერი გაუწონასწორებლობა და სახსრების ტკივილი.

რეკომენდაციები

მშვიდად უნდა უყურონ ფულს და მასთან დაკავშირებულ ყველა საქმეს, არასოდეს უნდა გამოვიდნენ წყობილებიდან მისი მოპოვების დროს. 5 რიცხვში დაბადებულებს დახვეწილი აზროვნება აქვთ იმ შემთხვევაში, თუ ზომიერები არიან საკუთარ მატერიალურ შეხედულებებში.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ