რა ელის სამყაროს 2024 წელს – ვანგას წინასწარმეტყველებები

0
1597

მართალია, ვანგელია პანდევა გუშტეროვამ, რომელიც საზოგადოებამ ბაბა ვანგას სახელით გაიცნო, ადრეულ ასაკში, ძლიერ ქარიშხალში მოყოლილმა დაკარგა მხედველობა, მაგრამ იმავე ქარიშხლის წყალობით შეიძინა მომავლის ხედვის უნარიც. ვანგას უნიკალური ნიჭი პირველად მეორე მსოფლიო ომის დროს გამოვლინდა, როცა ადოლფ ჰიტლერის და გერმანიის მარცხი იწინასწარმეტყველა, რაც იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა ბულგარეთის მონარქისთვის, ბორის მესამისთვის, რომ დაუყოვნებლივ მოითხოვა საოცარ ქალბატონთან აუდიენცია. მოგვიანებით მონარქს ევროპელი მმართველები შეუერთდნენ, რომელთა შორის განსაკუთრებით საბჭოთა ლიდერები აქტიურობდნენ.

საკულტოს სტატუსი ბაბა ვანგამ 1996 წელს, გარდაცვალების შემდეგ შეიძინა წინასწარმეტყველებებისა და შეთქმულების თეორიების მოყვარული კონსპიროლოგების წყალობით, რომლებიც ნებისმიერი გლობალური მოვლენის ახსნას და დადასტურებას  ბალკანელი ნათელმხილველის ჩანაწერებში ეძებდნენ. მეტიც, ამბობდნენ თითქოს სწორედ ვანგამ იწინასწარმეტყველა რუსული წყალქვეშა ნავის „კურსის“ ჩაძირვა, პრინცესა დიანას ტრაგიკული დაღუპვა და 11 სექტემბრის ტერაქტი ნიუ-იორკში. სხვათა შორის, ბაბა ვანგამ 5079 წლამდე მოასწრო პროგნოზის გაკეთება,  მერე კი, ვეღარაფერი დაინახა, რადგან მისი გათვლით სწორედ 5079 წელს დადგება სამყაროს აღსასრული.

ნაკლებად საიმედო პროგნოზი აღმოაჩნდა ბალკანელ ვანგას 2024 წლისთვისაც, რადგან მეტწილად ტერორისტული აქტები და ბუნებრივი კატაკლიზმები იწინასწარმეტყველა.

ტერორისტული და ბიოლოგიური შეტევები – ბაბა ვანგას პროგნოზით, 2024 წელს ტერორისტული თავდასხმები გაორმაგდება, „დიდი ქვეყანა“ კი (რომელიც არ დააკონკრეტა და საზოგადოებას მისცა „მარჩიელობის“ უფლება), ჯერ გამოცდის, მერე კი, მტრის წინააღმდეგ გამოიყენებს ბიოლოგიურ იარაღს. წაიკითხეთ სრულად

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba #shenihoroskopi

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ