რა გავლენის მოხდენა შეუძლია წყლის მაგიას ადამიანის ცხოვრებაზე

0
1052

რას ეფუძნება წყლის მაგია? – მის უნიკალურ შემადგენლობასა და ენერგეტიკას. როგორც საიდუმლოებით მოცულ ელემენტს კი, შეუძლია განკურნოს, განწმინდოს და დადებითად დამუხტოს ორგანიზმი. ამჯერად, გამომდინარე იქიდან, რომ ხშირად, განსაკუთრებით კი სოციალურ ქსელებში, განიხილავენ საწოლთან ერთი ჭიქა წყლის დადგმის რიტუალს, სწორედ მასზე შევჩერდებით. სხვადასხვა მინიშნებასა თუ ხალხურ გადმოცემებში ეს წესი ხასიათდება, როგორც შეუდარებელი საშუალება უარყოფით ენერგეტიკასთან გასამკლავებლად. თუ რას ეფუძნება წყლის მაგია და როგორ უნდა შევასრულოთ რიტუალი კონკრეტულად, ჭიქა მარილიანი წყლით, რომ ბნელი ძალების ზეგავლენისგან დავიხსნათ თავი, ამ თემაზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი ნინელი გ.

– წყლის მაგიას შეუძლია შეცვალოს ადამიანის ცხოვრება, შეავსოს ის და ბევრ პრობლემასთან გამკლავებაში დაეხმაროს. წყლის უნიკალური შემადგენლობა სათანადო დამუხტვის შემთხვევაში ორგანიზმსაც დადებითი ენერგიით აღავსებს. ეს საოცარი შესაძლებლობების ნივთიერება, ასევე შეუცვლელია მაგიური რიტუალების შესასრულებლადაც. ოღონდ, უმჯობესია, ასეთ დროს მხოლოდ ბუნებრივ წყაროს მიმართოთ, რომელიც უკვე დადებითადაა დამუხტული, თუმცა ისიც ზუსტად უნდა იცოდეთ, რა გსურთ, მიიღოთ ელემენტთა ურთიერთქმედებისგან. აუცილებელია, წყლის მაგიის გამოყენებისას იმოქმედოთ ძალიან ფრთხილად – ნებისმიერ პროცესში უნდა იმალებოდეს საიდუმლო, რათა რიტუალმა აუცილებლად იმუშაოს. უძველესი დროიდან წყლის ძალა ერთ-ერთ მთავარ მაგიურ ელემენტად მიიჩნევა, რომლის ენერგია ხელს უწყობს დაავადებების განკურნებას, ემსახურება განწმენდის რიტუალებს და უბრალოდ, დადებითი ენერგიის წყაროა. ის არა მხოლოდ წმენდს, არამედ ენერგიასაც გასცემს და შეუძლია სხეული სულიერი საკვებით აავსოს. ახლა რაც შეეხება, უშუალოდ რიტუალს ჭიქა მარილიანი წყლით, ის ღამით საწოლთან უნდა დაიდგათ…

– რა შემთხვევაშია საჭირო საწოლთან მარილიანი წყლით სავსე ჭიქის დადება?

– ეს საკითხი ყველაზე აქტუალურია დაკრძალვის შემდეგ, ან სახლში მუდმივად დაძაბული სიტუაციის შემთხვევაში. მისტიკოსები ამტკიცებენ, რომ უარყოფითად დამუხტულ ენერგიას შეუძლია უთანხმოება ჩამოაგდოს ადამიანთა შორის, გამოიწვიოს დაღლილობისა და აპათიის განცდა. სავარაუდოდ, ადამიანის ენერგეტიკულ ველსა და გარე ძალებს შორის არსებული წინააღმდეგობა სხეულს უამრავ რესურსს ართმევს. შედეგად კი, იწყება ქრონიკული დაღლილობა, ადამიანს უჭირს დილით გაღვიძება, უღონოდაა დღის განმავლობაშიც, რაც სიგნალია იმისა, რომ პრობლემები შეგექმნებათ. ამ შემთხვევაში, ეზოთერიკოსები გვირჩევენ, ოთახი უარყოფითი ენერგიისგან გაიწმინდოს და ღამით დაცული იყოს. რადგან უამრავი ინფორმაციიდან ძნელია, ტყუილ-მართლის გარჩევა, შევეცდები, სწორი ორიენტაცია შეგირჩიოთ.

– რატომ უნდა გამოვიყენოთ მარილიანი წყალი?

– როგორც უკვე აღვნიშნეთ, წყალი მუდმივ ურთიერთქმედებაშია ენერგიასთან და მისი მთავარი გამტარია. სწორედ ამ მიზეზის გამოა ადამიანი ასე მგრძნობიარეა მის მიმართ, ჩვენი ორგანიზმის 80 პროცენტი ხომ სწორედ სითხეა. ამ თეორიის თანახმად, ჩვენ სიახლოვეს არსებული მთელი ენერგია, წყლის გავლით გარანტირებულად შემოედინება ოთახში… და ამ შემთხვევაში, ეს უბრალოდ, ჭიქა წყლის გავლით ხდება და მთელი ღამის განმავლობაში გრძელდება. რაც შეეხება მარილს, ძალიან ბევრი თქმულა მასზე და ეზოთერიკოსების აზრითაც, ის შთანთქავს უარყოფით ენერგიას. ამიტომ გირჩევთ, რაც განსაკუთრებით სახლში არყოფნის დროსაა საჭირო, პერიოდულად დაყაროთ მარილი თეფშებზე და ბინის კუთხეებში მოათავსოთ. რაღაც დროის განმავლობაში მარილი, მოიგდებს რა ხაფანგში ბნელ ძალებს, მათთან ერთად განადგურდება (დადნება და აორთქლდება). აქედან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურია დასკვნა, რომ მარილიანი წყალი უარყოფითად დამუხტული ენერგიისთვის არის როგორც მაგნიტი, ასევე, საპყრობილეც. მაგრამ, თუ ბნელმა ძალებმა უკვე იქონიეს გავლენა ადამიანზე, მაშინ საწოლის გვერდით მდგარი ჭიქა მარილიანი წყალი იმას მაინც „მოახერხებს“, რომ ეს ნეგატივი სერიოზულად შემცირდეს.

– რა წესების დაცვაა საჭირო ამ რიტუალისთვის?

– როგორც თავადაც მიხვდებოდით, რთული არაფერია, უბრალოდ, ვიღებთ სტანდარტულ ჭიქას, ვავსებთ სასმელი წყლით (ამ შემთხვევაში წყაროს წყალი არ არის აუცილებელი), ვყრით შიგ ჩვეულებრივ მარილს და ვურევთ. ჭიქა უნდა განთავსდეს საწოლის თავთან მდგარ ტუმბოზე, რადგან ბნელი ძალები ძირითადად ადამიანის აზრების დაუფლებას ცდილობენ. პარაფსიქოლოგების აზრით, ნეგატივის მაქსიმალური კონცენტრაცია სწორედ იქ ხდება. ამიტომ, მარილიანი წყლის ეს ხაფანგი ყველაზე ეფექტური ამ ადგილასაა. თუმცა ბევრის მტკიცებით, „მარილიანი წყლის მცველის“ ადგილი საწოლის ქვეშაა, რადგან ბოროტება სწორედ იქ იმალება. კომპეტენტური სპეციალისტების აზრით და მათ შორის მეც ასე მიმაჩნია, რომ ეს უფრო ბავშვობიდან გამოყოლილი შიშია. თუ მაინცდამაინც ცრურწმენებს აჰყვებით, იქვე ლოგიკაც ჩართეთ. ეშმაკს არაფერში სჭირდება მტვერი და თქვენი ჩუსტები, მას თქვენს გონებაში, სიზმრებში შეღწევა სურს, მეხსიერებაზე ახდენს ზეწოლას, რის შედეგადაც ადამიანს უჭირს დილით გაღვიძება. ამით არ მოგიწოდებთ, ცრუმორწმუნე გახდეთ, მაგრამ მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, დაიდგით ჭიქა მარილიანი წყალი საწოლის გვერდით, თავთან… რა იცით, რა ხდება!

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ