რა არის კარმული ურთიერთობა და როგორ ამოვიცნოთ ის

0
249

თუ ფიქრობთ, რომ საუბარი იდეალურ ურთიერთობაზეა, ცდებით.

კარმა არის მიზეზისა და შედეგის უნივერსალური კანონი, რომლის მიხედვითაც ყველა მოქმედებას აქვს შედეგები. “კარმა” “შრომას”, “მოქმედებას”, “მოვალეობას” ნიშნავს, რომელსაც ინდური ფილოსოფია განსაზღვრავს, როგორც ცხოვრების გზაზე წარმოქმნილი განსაცდელების აუცილებლობას, რათა ისწავლო. ამ დოგმაზე დაყრდნობით, კარმული ურთიერთობები არის სიყვარულისა და პარტნიორობის გაკვეთილი, რომლისგანაც რაღაც აუცილებლად უნდა ისწავლო.„კარმული ურთიერთობები სულიერი ზრდისთვისაა განკუთვნილი და, შესაბამისად, ადვილი არ არის. პირიქით, თითქმის ყოველდღე მოგიწევთ „ემოციური რყევების“ შეგრძნება“, – წერს ფსიქოლოგი შენონ კაიზერი წიგნში „თვითსიყვარულის ექსპერიმენტი“. ამავე წიგნში ის კარმული ურთიერთობების თავისებურებებზე საუბრობს.

1. საოცარი სიახლოვე

პირველივე შეხვედრიდან გაწუხებთ განცდა, რომ ამ ადამიანს ადრე იცნობდით, რასაც თან ახლავს ძირითადად სასიამოვნო ემოციები.

2. იმედგაცრუების ზღვა

თუ გრძნობთ, რომ პარტნიორს არ ესმის თქვენი და დაიღალეთ იმედგაცრუებებით, ეს კარმული კავშირის ნიშნად უნდა მიიღოთ.

3. ენერგიის ამოწურვა

პროგნოზი არასახარბიელოა: რაც უნდა დაეყრდნოთ თქვენს პრაქტიკულობას, თანდათან დაემორჩილებით სურვილის ძალას, რომ დაუთმოთ ამ ურთიერთობას მთელი დრო და ენერგია. ამ ყველაფერს ენერგიის ამოწურვამდე მიჰყავხართ, რაც საბოლოოდ, ურთიერთობის დასრულების სურვილს გიჩენთ.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba #shenihoroskopi

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ